მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
ღირსისა მარიამ მეგვიპტელისა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ხმა 8

 

  შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა - ვითარცა უკუდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი ნეტარო მარიამ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა - ვითარცა უკუდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი ნეტარო მარიამ.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა

 

  ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კვერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისაჲ და განუპო ზღვაჲ მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალად მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

 

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

ნათლითშემოსილისა და საღმრთოჲსა ხსენებისა შენისა სურვილით მედღესასწაულესა, გარდამომივლინე მე ნათელი, რომელი მდგომარე ხარ წინაშე ქრისტესა, ნათლისა მის მიუწთომელისა, ვითარცა ყოველთა მსოფლიოთა განსაცდელთაგან მხსნელმან ჩემმან ღირსო.

 

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

ეგვიპტედ წარსრული, ხორცითა გარეშეუწერელი, და პირველსაუკუნეთა ღმერთი, ეგვიპტით გამოგაჩინებს შენ ყოვლად ბრწყინვალესა მაგას ვარსკვლავსა, ყოველთა პირველ ყოფისა მცნობელი უფალი.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

არა მცნობელმან საღმრთოთა მცნებათამან, პატიოსანო, საღმრთო ხატებაჲ ღმრთისა შეგინებულ ჰყავ, ხოლო საღმრთოჲთა ცნობითა კვალად განსწმიდე ყოვლადქებულო, განღმრთობილმან საღმრთოჲთა მით მოქმედებითა შენითა ღირსო.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

ჰოჲ, მრავალსა მას სახიერებასა შენსა ღმერთო ჩემო, ჰოჲ, გამოუთქმელსა შენსა გარდამოსვლასა, რამეთუ პირველად მეძავმყოფი, დედისა შენისა ვედრებითა, წმიდად და უბიწოდ ანგელოსთა ცხოვრებისა მიმსგავსებულ ჰყავ.

 

 

გალობა 3, განძლიერდასა

 

  ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო, წყალთა ზედა დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არავინ არს წმიდაჲ შენებრ, კაცთმოყვარე.

 

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

ბჭეთა მიმართ წარწყმედისათა მიახლებულსა მოქმედებითა უადგილოჲთა, ბჭეთა ჯოჯოხეთისათა შემმუსრველი, პირველ საღმრთოჲთა ძალითა თვისითა, ბჭეთა სინანულისათა განგიღებს შენ ყოვლად პატიოსანო, რომელიცა თვით არს ბჭეჲ ცხოვრებისაჲ.

 

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

საჭურველთა ცოდვისათა გრძელმომთმინედ მყოფი პირველ, საღმრთოჲსა ჯვრისა საჭურველისა თაყვანისცემითა, გამოსჩნდი საჭურველ ყოველთა ზედა ეშმაკთა, და ყოველთა ღონეთა მათთა მძლეველ, კეთილნაწლევო.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

სახსრად ყოველთა სისხლისა თვისისა დამთხეველმან პირველ, საბანელითა ცრემლთა შენთათა, წმიდა გყო შენ და გიხსნა, კეთროვნებისაგან ბოროტთა უძლურებათა და უკეთურთა საქმეთასა, რომელიცა ყოველთა არსებისა მომცემელ არს.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

უმაღლეს ყოველთასა გყო შენ სიტყვამან ქალწულო, რამეთუ სიტყვა მამისა შენ შორის დაემკვიდრა ღმრთივშვენიერად, რომელი ყოველთა შეცოდებულთა შეცოდებისა ხსნისა მომცემელ არს სიტყვითა მით საღმრთოჲთა.

 

 

  მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

წარდგომა. ხმა 8

 

  განცხრომასა ყოველსა ხორციელსა აღვირასხენ ტკივილითა მმარხველებრივითა, და მხნედ გამოაჩინენ სულისა შენისა ბრძნობანი, რამეთუ სახესა ჯვრისასა ხილვად გსუროდა შენ და თავი შენი, მარადის სახსენებელო, ჯუარსაცუ სოფლისა მიმართ, რომლისათვის მეშურნედ უბიწოჲსა ცხოვრებისა შენისა აღადგინე თავი შენი, ყოვლად სანატრელო მარიამ ყოვლად ქებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, პატივისმცემელთა სურვილით წმიდისა ხსენებისა შენისათა.

 

 

გალობა 4, მესმასა

 

  ძლისპირი: შენ ხარ ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხოვრებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვისცა წინასწარმეტყველისა ამბაკუმის თანა ვიტყოდეთ: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთმოყვარე.

 

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

ვითარცა შემოქმედმან კაცთა ბუნებისამან, ვითარცა წყარომან მოწყალებისამან, და სახიერებისა სიმდიდრემან, შეიწყალე კაცთმოყვარე მოლტოლვილი შენდა, და მოჰსტაცე იგი მხეცსა მას წარმწყმედელსა.

 

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

ხილვად ჯუარისა მოსწრაფე, ნათლითა ჯუარისათა განათლებულ იქმენ მარიამ და ჯუარისა აღმღებელი საღმრთოჲთა წამისყოფითა, ჯუარსეცუ სოფლისად ღირსო საკვირველო.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ბოროტთა მიზეზთა პირველად და შვებათა უკეთურთა მრავალთა შინა მყოფი, ვითარცა მზე აღმობრწყინდი აწ და ყოველთა შეცოდებულთა წინამძღვარ გამოსჩნდი, ღირსო დედაო ყოვლად ქებულო.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

ზესთა აღჴედ გონებასა ზეციერთასა, რამეთუ ჰშევ შენ უბიწოო ცათა მფლობელი, მეუფე ყოველთა გარეგან სჯულთა ბუნებისათა ღმერთი იგი სჯულისა მომცემელი, დამბადებელი ყოველთა და შემოქმედი.

 

 

გალობა 5, ღამითგანსა

 

  ძლისპირი:  რაჲსათვის განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყვდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.

 

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

 

მხილველი ძველად მოსე საიდუმლოდ ზურგით ღმრთისა, მომხმელი წერილისა მის ყოვლად დიდებულისა საშინელისა საიდუმლოჲსა იდიდა, ხოლო აწ მანანა შემწყნარებელისა ტაკუკისა ყოვლად უხრწნელისა ხატისა მხურვალედ შევრდომილი მარიამ ანგელოზთა ცხოვრებისა შემმოსელ იქმნა.

 

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

სახლსა შვენიერებისა შენისასა მოყვარულმან ხილვად ფსალმუნისაებრ და ადგილისა საყოფელისა დიდებისა შენისამან, ტაძარი შენი შეგინებულ ვყავ ქრისტე, არამედ ვედრებითა ტაძრისა შენისა მამაკაც გამოუცდელისათა, ტაძარ მყავ მე ყოველთა შემოქმედისა სულისა.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ასონი ხორცთანი თვალთა მრავალთა მომნადირებელნი, შვებათა მოკლებითა ეშმაკთა შესაჭმელ ჰყვენ ნეტარო, მონადირებულ რა იქმენ პატიოსნისა მის ჯუარისა საღმრთოჲსაგან მადლისა ჭეშმარიტად და იქმენ ტკბილ სანოვაგე ქრისტესა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

განსწავლულმან გუნდმან წინასწარმეტყველთამან, ღმრთისმეტყველეს საიდუმლოჲ შენ შორის მყოფი, ყოვლად წმიდაო, და პირადპირადითა სახითა წინათ გთქვეს შენ, ხოლო აწ მანანა-შემწყნარებელისა მაგის ტაკუკისა, ხატსა ყოვლად უხრწნელსა, თავსმდებელსა ცოდვილთასა ღმრთისა მიმართ შეგივრდა მარიამ.

 

 

გალობა 6, ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომლისათვის გიხმობ შენ, მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

 

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

იხარებენ მარიამ მხედრობანი ანგელოსთანი, ჰხედვენ რა შენ შორის, სწორსა მათსა ცხოვრებისა ყოფასა, და დიდებასა შესწირვენ უფალსა.

 

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

განკრთების ეშმაკთა მედგრობა დაბნელებული ძლიერად თმენასა შენსა ზედა, რამეთუ ყოვლად დიდებულმან მდედრომან შიშველმან და მხოლომან ჰსძლე მათ სანატრელო.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

აღმობრწყინდი ვითარცა მზე, მარიამ, ყოვლად ქებულო, და უდაბნოჲ განანათლე მრავლითა საკვირველებითა, ვინაჲ მეცა ნათლითა საღმრთოჲთა მცხინვარე მყავ.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

ანგელოსნი განათლდეს ნათლითა შობისა შენისაჲთა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობაჲ მოეფინა და სათნოებაჲ კაცთა შორის იღაღადა ქალწულო.

 

 

  მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

კონდაკი. ხმა

 

  მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად წმიდად ქრისტესა, დღეს სინანულითა შეწყნარებულ იქმნა ,ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული, ეშმაკთა ჯუარისა საჭურველითა უჩინო ჰყოფს, ამისთვისცა მეუფისა გამოსჩნდა სძლად, მარიამ დიდებული.

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის თვისთა, ღმერთი ისრაელისა.

 

 მგალობელთა: საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის თვისთა, ღმერთი ისრაელისა.

 

 დიაკონმან:   ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა.

 

 მგალობელთა: საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის თვისთა, ღმერთი ისრაელისა.

 

 დიაკონმან: საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის თვისთა.

 

 მგალობელთა: ღმერთი ისრაელისა.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 

 

სახარებაჲ ლუკასი
[7; 36-50]

 

  მას ჟამსა შინა ევედრებოდა იესუს ვინმე ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისეველისასა და დაჯდა. და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისეველისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებელისაჲ და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა. ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა-იგი ხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: ესე უკუეთუმცა იყო წინაწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად. ხოლო მან თქუა: მოძღუარ, იტყოდე! და თქუა: ორნი თანა-მდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას – ერგასისი. და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ: ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი? მიუგო სიმონ და თქუა: მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა. ხოლო თავადმან თქუა: სამართლად საჯე. და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა; ამბორის-ყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე, ვინაჲთგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორის-ყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა; ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერჴთა ჩემთა. რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს. და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი! და იწყეს თანა-მეინაჴეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს? ჰრქუა დედაკაცსა მას: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშჳდობით!

 

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა ღირსისა დედისა მარიამ მეგვიპტელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

 გერი: სახედ სინანულისად გვაქუ შენ, ყოვლად სანატრელო დედაო მარიამ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ყოველთა მოგვანიჭოს ნიჭი კეთილი და სურვილით და სარწმუნოებით მარადის გალობით გადიდებდეთ შენ.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდათა  შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა დედისა დედისა ჩუენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაჲთა იოაკიმ და ანაჲსითა (და წმიდის სახელი, რომელისაც არს ტაძარი) და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეოღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ და შეგჳწყალენ ჩუენ.  

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

გალობა 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: ყრმათა ღვთისმსახურთა ბაბილონს შინა არა ჰმსახურეს ხატსა ოქროისასა და მით სახმილსა შეითხინეს და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

 

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

ყოვლადუდიდესი მამათა შორის, მისრული უდაბნოდ ბრძენი ზოსიმე, ღირსქმნილი ხილვად ღირსისა დედისა ღაღადებდა, კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

 

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

რაჲ არს მამაო საქმეჲ ესე უცხოჲ ყოვლისა კეთილმოქმედებისა, რამეთუ ხილვად მოსრულ ხარ ჩემ მდედრისა ამის, ეტყოდა ღირსი ბერსა მას, და ჴმობდა, კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

მომაკუდინებელი სანატრელო აღძვრათა ვნებათა შენთასა, მიწევნილ ხარ აწ უვნებელისა მიმართ ნავთსაყუდელისა, მჴმობელი, კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

მუცლად-იღე გამოუთქმელად, ქალწულად დადგრომილმან უბიწოო და ჰშევ მაცხოვარი სოფლისა ქრისტე ღმერთი ჩუენი, ამისთვის შენ ყოველნი მორწმუნენი გალობით გადიდებთ.

 

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: შჳიდ-წილ აღაგზნა სახმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომითა, რისხვითა; ძალითა მაღლისაჲთა იხილნა უვნებელად დაცვულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ჰყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

სიღრმით გულისათ გამოგიძია, პირველ ყოველთა ყოფისა წინა მცნობელი ჩუენი და ჟამიერისა ამის ცხოვრებისა დამტევი, მოივლტოდა შენდა მომართ მაცხოვარ, შენისა კაცთმოყვარებისად დაუდუმებელად მჴმობელი, ყრმანი აკურთხევდით მას, მღვდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

ჰოჲ ცვალებასა მას პატიოსანსა, და უმჯობესისა მიმართ გარდაცვალებასა შენსა პატიოსანო, ჰოჲ სიყვარულსა საღმრთოსა და მოძულებასა ხორციელთა გემოთასა, ჰოჲ სარწმუნოებასა შენსა მხურვალესა და საღმრთოსა, ყოვლად-ქებულო მარიამ, რომელსა ვაქებთ სარწმუნოებით და აღუამაღლებთ ქრისტესა უკუნისამდე.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ჰპოვე სასყიდელი ტკივილთა და შრომათა შენთა მოსაგებელად, პატიოსანო მარიამ რომლითა დაამხუ მტერი იგი მკულელი კაცთაჲ და აწ ანგელოსთა თანა მჴმობელი გალობითა დაუდუმებელითა უგალობ და აღამაღლებ ქრისტესა უკუნისამდე.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

ყოვლითურთ განმაახლა მე სახიერებისათვის საშოსა შინა შენსა უბიწოო, უხრწნელ-მყოფელმან შემოსილისა ბუნებისა ჩუენისა თვისებისამან, პირველ ყოველთა საუკუნეთა მყოფმან, ამისთვის შენ ვითარცა მიზეზსა ცხოვრებისა ჩუენისასა გალობით გადიდებთ უკუნისამდე.

 

 

გალობა 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: განკჳირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა, ამისთვის, ღვთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

 

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

მოითმინენ ადვილად შრომანი უდაბნოსჲანი, დედაო, განმტკიცებულმან მტკიცითა ძალითა ქრისტესითა, რამეთუ გულისსიტყვანი ბილწნი ზედამოსრულნი ნაკადულითა ცრემლთა შენთათა დაშრიტენ, წმიდაო, მმარხველთა სიკეთეო, და ღირსთა სიქადულო პატიოსანო.

 

ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

ყოვლადბრწყინვალითა შარავანდედითა განგანათლებს შენ ნათელი იგი მხოლოდშობილი ქრისტე ქალწულისაგან უბიწოჲსა და საშინელ მტერთა დაგადგინებს ყოვლად პატიოსანო, ხოლო ყოველთა მიმართ საცნაურად ცხად-გყოფს შენ მოღუაწედ შუენიერად, ჰოჲ ღირსთა სიმტკიცეო.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ყოვლისავე ბრძნობისა ქვეყნიერისა დამტევებელი, და სამკვიდრებელ პატიოსან სულისა განცხადებული განთავისუფლებული ბოროტთაგან მსოფლიოთა საქმეთა, ევედრე ქრისტესა მეუფესა თავისუფალ მყოფელსა ჩუენსა, აღმასრულებელთათვის სარწმუნოებით საღმრთოჲსა ჰხსენებისა შენისათა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

 

უფროჲს ბუნებისა დასდუმნეს ჰსჯულნი ბუნებათანი, ქალწულო, რამეთუ ჰშევ შენ ყრმაჲ ახალი ქვეყანასა ზედა, ღმრთისმშობელო, სჯულისა მომცემელი უფალი ძველი დღეთაჲ, ცათა მფლობელი, ყოველთა დამბადებელი, ამისთვის სარწმუნოებით და სურვილით გნატრით შენ უბიწოო.

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

 

 მკითხველმან: თაყვანის-ეც წმიდათა ადგილთა მხიარულებით, და საგზლად ცხოვრებისად მიიღე მადლი მათი და წარემართე სრბასა მას კეთილსა და განვლე მდინარეჲ იორდანეჲ, ღირსო დედაო, და უდაბნოთა მათ, წინამორბედისათა დაემკვიდრე და ველურებაჲ ვნებათა, მოღვაწებითა მოაკუდინე შენ, რამეთუ ხორცნი განლიენ მარხვისა მიერ ფიცხელისა, ყოვლად ქებულო მარიამ, მხევალო უფლისაო.

 

უდაბნოს მკვიდრობითა ხატნი ვნებათა შენთანი სრულიად უჩინო ჰყვენ, და ღმრთივ-ბრწყინვალე ხატი, სათნოებათაჲ სულსა შინა შენსა დასწერე წმიდაო, და ესოდენ წარემატე შენ, ვიდრეღა ფერხითა, დაუნთქმელად ხვიდოდი წყალთა ზედა და ქვეყანით ამაღლდებოდი ლოცვასა შინა, ღმრთივ-განბრძნობილო, ხოლო აწ კადნიერებით მდგომარე ხარ წინაშე ღმრთისა, ითხოვე სულთა ჩუენთათვის წყალობაჲ, ღირსო დედაო.

 

სულისა საფრხენი და ვნებანი ხორცთანი მახვილითა მით მარხვისაჲთა მოჰკვლენ, ხოლო გულის-სიტყუათა გონებისა მიმართ წყობაჲ დუმილითა მით მოღვაწებისაჲთა მოაშთუენ, და მდინარითა ცრემლთაჲთა მორწყენ უდაბნონი და აღმოგვიცენე ჩუენ ნაყოფი სულიერი სინანულისა ყოვლად შუენიერისაჲ, ამისთვის წმიდასა ჴსენებასა შენსა ვდღესასწაულობთ ჩუენ, ყოვლად სანატრელო დედაო, ითხოვე ჩუენთვის ზეცით დიდი წყალობაჲ.

 

ჰოჲ საკვირველი ქრისტე ძალი ჯუარისა შენისაჲ, რამეთუ რომელი პირველ მეძავ იყო, აწ ღუაწლითა მარხვისაჲთა იღვაწა და უძლურებაჲ ხორცისა არად შეჰრაცხა, და სიმხნით წინააღუდგა ეშმაკთა, და მოიღო ძლევისა იგი გვირგვინი, და აწ ევედრების ღმერთსა სულთა ჩუენთათვის.

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

 

  ჰოჲ, ყოვლად-ღირსო დედაო მარიამ, ანგელოზთაებრ მგალობელო, ნათლისმცემელისაებრ პატივცემულო, ღირსთა შორის გვირგვინო, მონოზონთა წინამძღუარო, დედათა პატიოსნებაო, ქრისტეანეთა მფარველო, მოსავთა შენთა შემწეო და ყოველთა მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა სასოო და შესავედრებელო.

 

ჰოჲ, ყოვლად სანატრელო დედაო მარიამ, ვარსკვლავო ყოვლად ბრწყინვალეო, მოგვფინე სხივებრ მადლი წმიდისა ლოცვისა შენისაჲ, და განანათლე კეთილმორწმუნე ერი ჩუენი, განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლადსამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღუდელო და სამონოზვნო წესნი. განაძლიერენ ღმრთისმსახურნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი. ევედრე, დედაო, შენგან შეყუარებულსა ღმერთსა, რათა ყოველნივე შეგვიწყალნეს დიდითა წყალობითა თვისითა.

 

ჰოჲ, ყოვლად-პატიოსანო ღირსო მარიამ, მზეებრ შარავანდედითა წმიდითა ლოცვითა შენითა დაგვიფარენ თაყუანის-მცემელნი ღმრთივ-შუენიერისა სიწმიდისა შენისანი, და გვიჴსენ სიყმილისაგან და სრვისა, უნაყოფოებისაგან ქუეყანისა, სეტყვისაგან და ყოვლისა მავენებელისა ჰაერისა და ყოვლისაგან მწუხარებისა, არამედ ევედრე ყოვლადწმიდასა სამებასა, რათა მოგვმადლოს მშვიდობაჲ და სიმრთელეჲ, კეთილმოქალაქეობით სათნოყოფაჲ, მართლმადიდებლობით განბრწყინვებაჲ, ქველისსაქმითა განათლებაჲ, სასუფეველსა ცათასა დამკვირდებაჲ, მართალთა თანა სუფევაჲ, ღირსთა თანა გვირგვინოსნებაჲ და საუკუნო დიდებაჲ და სიხარული, რამეთუ მამასა შუენის დიდებაჲ, ძესა მადლობაჲ, და სულსა წმიდასა თაყვანისცემაჲ საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

შეადგინ:ა ალექსანდრე აღლაძემ