მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
წმიდათა წინასწარმეტყუელთა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

  წინასწარ-მეტყუელისა შენისა (სახელი), უფალო სახსენებელსა ვდღესასწაულობთ, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუნნი.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

წინასწარ-მეტყუელისა შენისა (სახელი), უფალო სახსენებელსა ვდღესასწაულობთ, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუნნი.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა

 

 ძლისპირი: ღმერთსა, რომელმან იხსნა პირველ ერი ზღვისაგან და დაანთქა ფარაო წინააღმდგომი, მას მხოლოსა უგალობდეთ, რომელიცა დიდებულ არს.

 

წმიდაო წინასწარ-მეტყველო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

იქმენ შენ სულითა წმიდითა განათლებულ დიდებულო წინასწარ-მეტყუელო (სახელი), და იხარებს სული შენი დიდებითა, გევედრებით მეოხ-გვეყავ ჩუენცა წინაშე ღუთისა.

 

წმიდაო წინასწარ-მეტყველო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ქადაგო ჭეშმარიტებისაო, წინასწარ-თქმული შენი ჭეშმარიტმან ქრისტემან ღმერთმან დაამტკიცა და შენ გადიდა, მას ევედრე სანატრელო შეწყალებად ჩუენდა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ეჰა დიდებულო წინასწარ-მეტყუელო (სახელი), ელვარებითა სულისა წმიდისათა განბრწყინვებულო, ევედრე მას სახიერსა განათლებად ჩუენდაცა.

 

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ბრძენო ქალწულო და ყოვლად-ბრწყინვალეო მარიამ, წინასწარ-მეტყუელთაგან მოსწავებულო, და ჩუენ მიერ თაყუანის-ცემულო გევედრებით, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 

გალობაჲ 3, განძლიერდასა

 

  ძლისპირი: განამტკიცე უფალო გონება ჩუენი ნათლითა მით დაუღამებელითა, რათა გადიდებდე შენ ღმერთსა უკუნისამდე.

 

წმიდაო წინასწარ-მეტყველო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ოსანნასა და ალლილუიასა უგალობ უფალსა საბაოთსა წმიდაო წინასწარ-მეტყუეღო (სახელი), დიდებისა ღუთისა, მეოხ-გვეყავ შეწყალებად ჩუენდა.

 

წმიდაო წინასწარ-მეტყველო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

დიდებულო წინასწარ-მეტყუელო (სახელი), დიდებისა ღუთისა მხილველო, ლოცვითა შენითა ღირს-მყუენ ჩუენცა ხილვად დიდებასა მისსა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ელვარეო და ბრწყინვალეო სულითა მხილველო ყოფადთა საქმეთაო, ევედრე ღმერთსა განბრწყინვებად სულთა ჩუენთა.

 

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

სასოებაო მამათ-მთავართაო, სიქადულო წინასწარ-მეტყუელთაო და სიხარულო ქრისტიანეთაო, მარიამ, გევედრებით გვილხინე გლახაკთა ამათ.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

წარდგომა. ხმა 4

 

  მეოხ გვეყავ დიდებულო წინასწარ-მეტყუელო (სახელი), რომელი განათლებულ-ხარ წინაშე ყოვლად-წმიდისა სამებისა, და ანგელოსთა თანა შეერთებული სამწმიდა-არსობით უგალობ ღმერთსა, და ძალთა თანა ღაღადებ: ალლილუია.

 

 

გალობაჲ 4, მესმასა

 

  ძლისპირი: მესმა სმენა შენი და შემეშინა, განვიცადენ საქმენი შენნი და დამიკვირდა, და გადიდე ქრისტე.

 

წმიდაო წინასწარ-მეტყველო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

დიდების-მეტყუელება შენი შეიწირვის წინაშე ღუთისა, ვითარცა საკმეველი, ჩუენთვისცა შესწირე ლოცუა წმიდა, გევედრებით სანატრელო.

 

წმიდაო წინასწარ-მეტყველო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

იხარებს სული შენი წინაშე წმიდისა სამებისა წინასწარ-მეტყუელო (სახელი), ითხოვე ჩუენთვისცა ღირს-ყოფა სიხარულსა დაუსრულებელსა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

დიდისა დიდებისა და დიდად-შუენიერებისა ღუთისა მხილველ-იქმენ სანატრელო, დავრდომით გევედრებით მოგვიხსენენ ჩუენცა წინაშე მისსა.

 

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ემმანუილისა დედაო მარიამ, წინასწარ-მეტყუელთაგან ქადაგებულო, შენგან შობილსა ქრისტესა ღმერთსა ევედრე შეწყალებად ჩუენდა.

 

 

გალობაჲ 5, ღამითგანსა

 

  ძლისპირი: აღვიმსთობ შენდამი ჭეშმარიტისა ცისკარო, რომელი აღმობრწყინდი მამისა მიერ განათლებისათვის კიდეთა სოფლისათა ბრწყინვალებითა.

 

წმიდაო წინასწარ-მეტყველო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ბრწყინვალებითა ყოვლად-წმიდისა სამებისათა განათლებულო წინასწარ-მეტყუელო (სახელი), ბნელი ცოდვათა ჩუენთა განანათლე სიწმიდითა შენითა გევედრებით.

 

წმიდაო წინასწარ-მეტყველო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

უგალობთ ანგელოსთა თანა უფალსა საბაოთსა და შესწირავ ნაყოფსა ბაგეთასა, უნაყოფო სული ჩუენი ნაყოფიერ-ჰყვენ ლოცვითა შენითა წმიდათა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ლოცუა შენი წინასწარ-მეტყუელო (სახელი), შეიწირვის წინაშე ღუთისა ვითარცა მსხვერპლი პოხიერი, ლოცვითა შენითა ჩუნთვისცა ლხინება-ჰყავ, გევედრებით.

 

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

იესო ტკბილისა მშობელო ქალწულო მარიამ, წინასწარ-მეტყუელთა თანა შენცა ლოცუა ჰყავ ჩუენ გლახაკთათვის, რათა ღირს-ვიქმნეთ სიტკბოებასა ძისა შენისასა.

 

 

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: დამკვიდრება იონასი სიღრმესა მას შინა, ბუნებისა ჩუენისა მოესწავებოდა ჯოჯოხეთს შინა, რომლისაგან მიხსენ ჩუენ მრავალმოწყალე.

 

წმიდაო წინასწარ-მეტყველო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

წინათვე განგაბრძნო სულმან წმიდამან შენ შორის დამკვიდრებითა წინასწარ-მეტყუელო (სახელი), წყალობა ღუთისა მოგუფინე გევედრებით წადიერებით.

 

წმიდაო წინასწარ-მეტყველო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ისრაილთა შორის ჰბრწყინევდი სათნოებითა სანატრელო, ახლისა ისრაილისათვისცა იღვაწე შესულად ზეცისა იერუსალიმსა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ნათლისა სვეტ-იყავ შენ წინასწარ-მეტყუელო (სახელი), ნათესავსა შორის ისრაილთასა  ნათელი ბრწყინვალე მექმენ სულსაცა ჩუენსა გევედრებით.

 

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ანგელოსთაგან სახარულევანო, წინასწარ-მეტყუელთაგან სადიდებელო მარიამ, ანგელოსთა გალობა გვასმინე მონათა შენთა დედოფალო.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

კონდაკი მის წინასწარ-მეტყველისა ანუ ესე საზოგადო კონდაკი, ხმა 4

 

  განათლდა სულითა წმიდითა გული შენი, და იქმენ წინასწარმეტყუელებისა ბრწყინვალედ შემწყნარებელ, რამეთუ ხედევდი ყოველსა აწინდელსა ყოფადსა მას, ამისთვისცა პატივს-გცემთ შენ წინასწარ-მეტყუელო (სახელი) დიდებულო.

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისა.

 

 მგალობელთა: შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისა.

 

 დიაკონმან: მოსე და აჰრონ მღუდელთა შორის მისთა.

 

 მგალობელთა: შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისა.

 

 დიაკონმან: შენ ხარ მღუდელ უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: წესსა მას ზედა მელქისედეკისა.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 

 

სახარება მათესი

 

  ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. რომელმან შეიწყნაროს წინასწარ-მეტყუცლი სახელად წინასწარ-მეტყუელისა, სასყიდელი წინასწარ-მეტყუელისა მიიღოს. და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისა მიიღოს. და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამინ გეტყვი თქუენ არა წარწყმდეს სასყიდელი მისი.

 

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა წმიდისა წინასწარ-მეტყუელისა (სახელი) მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

  გერი: ნუ ვისსა ვედრებასა უგულებელს-ჰყოფ სახიერო უფალო, რომელნი ესე ვევედრებით წინასწარ-მეტყუელსა (სახელი), არამედ ლოცვითა მისითა შეიწირე გულს-მოდგინებითი გალობა ჩუენი, და მოგუმადლე სასყიდელი წინასწარ-მეტყუელთა, რათა ღირს-ვიქმნეთ დიდებასა შენსა ხილვად, და მათ თანა გალობად: ალლილუია.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაჲ ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაჲ, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთაჲთა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა, წმიდათა  შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა, ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა და იოვანე ოქროპირისაჲთა, წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისმძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა, და ღირსისა დედისა დედისა ჩუენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოჲსითა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაჲთა იოაკიმ და ანაჲსითა (და წმიდის სახელი, რომელისაც არს ტაძარი) და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეოღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ და შეგჳწყალენ ჩუენ.  

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: სამნი ყრმანი ბაბილონს სამებასა მიემსგავსნეს და დაშრიტეს სიმძაფრე სახმილისა მის და გალობით იტყოდეს: კურთხეულ-ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

 

წმიდაო წინასწარ-მეტყველო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

სამებასა ყოვლად-წმიდასა სერაფიმთაებრ სამწმიდა-არსობით უგალობ, წინასწარ-მეტყუელო (სახელი), და იტყვი: კურთხეულ-ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.

 

წმიდაო წინასწარ-მეტყველო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

წმიდასა წმიდათასა ზეცისა სასუფეველსა იხარებ წინასწარმეტყუელო (სახელი), და უგალობ ღმერთსა მამათა ჩუენთასა, გევედრებით მოგვიხსენე ჩუენცა წმიდაო ღუთისაო.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ანგელოსთა შორის განათლებული ადიდებ უფალსა საბაოთსა, ანგელოსებრივი ცხოვრება მოგუმადლე, რათა ვადიდებდეთ უფალსა ღმერთსა, მამათა ჩუენთასა.

 

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

რომელსა გუნდნი წინასწარ-მეტყუელთანი გაქებენ ქალწულო მარიამ, შენ გევედრებით ქრისტეანეთა ნათესავნი შეგვიწყალენ დედოფალო კურთხეულო დედათა შორის.

 

 

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: რომელმან ანგელოსისა ხატისა მსგავსად ცეცხლსა შინა ხილვითა ყრმანი იხსნა სახმილისაგან, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

 

წმიდაო წინასწარ-მეტყველო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ძალითა სულისა წმიდისათა განათლებულო წინასწარ-მეტყუელო (სახელი), მადლი ლოცვისა შენისა მოგვფინე, რათა მადლითა შემოსილნი ვაქებდეთ უფალსა.

 

წმიდაო წინასწარ-მეტყველო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ეთერისა უბრწყინვალესო სულითა დიდებულო წინასწარ-მეტყუელო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩუენ ყოველთათვის, რათა ცხოვნებულნი ერთობით უგალობდეთ უფალსა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ტკბილო და საწადელო ღუთივ-შვენიერად ბრწყინვალეო სულითა, ტკბილად მოწყალე ჰყავ ჩუენ ზედა ღმერთი, რათა ყოველნი აღვამაღლებდეთ უფალსა.

 

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ყოვლად ყოვლითურთ წმიდაო ღუთის-მშობელო, მწყობრი წინასწარ-მეტყუელთა ლიტანიობით გევედრებიან ჩუენ მორწმუნეთათვის, რათა ყოველნი ვჰსცხონდეთ და ვადიდებდეთ უფალსა.

 

 

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: ღუთის-მშობელსა და ქალწულად დადგრომილსა, დედასა ნათლისასა ჩუენ ვადიდებდეთ.

 

წმიდაო წინასწარ-მეტყველო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ვადიდებთ ხსენებასა შენსა წინასწარ-მეტყუელო, და ვევედრებით სიწმიდესა შენსა, მეოხ-გვეყავ ჩუენ.

 

წმიდაო წინასწარ-მეტყველო (სახელი), ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

 

ერთითა ხმითა ვღაღადებთ შენდამი (სახელი), და ყოველნი ერთობით გევედრებით, მოგვიხსენენ ჩუენ.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ლოცვითა და გალობითა გიგალობთ წინასწარ-მეტყუელო და ლმობიერად გევედრებით ლოცუა-ჰყავთ ჩუენთვის.

 

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ისმინე გულს-მოდგინებითი ლოცუა ჩუენი ქალწულო და წინასწარ-მეტყუელთა ლოცვითა შეგვიწყალენ დედოფალო.

 

 

მღვდელმან აკმიოს.

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

 

 მკითხველმან: უმაღლესო ზეცისა კამარათაო დიდებულო წინასწარ-მეტყუელო (სახელი), უფალსა ყოვლისა მპყრობელსა ევედრე ჩუენ უღირსთა მონათათვის, რათა ჩუენცა შენთანა უგალობდეთ მეუფესა ტკბილსა.

 

გევედრებით გლახაკნი ესე სულითა და დაბნელებულნი გონებითა განგვანათლენ წინასწარ-მეტყუელთ ბრწყინვალებითა სიწმიდისა შენისათა, და გაკურთხევდეთ სახიერსა ღმერთსა.

 

რომელმან წინასწარ იხილე მომავალი განგება ღუთისა, დიდებულო (სახელი), შენ გევედრებით განჰსჯად მომავალისა უფლისა წინაშე, მეოხ გვეყავ რათა განვერნეთ სატანჯველთაგან საუკუნეთა.

 

დაიდგას რა სამსჯავრო ღუთისა, და ცეცხლი მის წინაშე დიოდეს, მაშინ მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა მართლ-მსაჯული იგი უფალი, და ღირს-ვიქმნეთ დიდებასა საუკუნესა.

 

დედოფალო მარიამ, რაჟამს მოვიდეს ძე შენი განჰსჯად ყოვლისა სოფლისა, მაშინ მეოხ-გვეყავ ჩუენ ცოდვილთა, რათა წინასწარ მეტყუელთა და ყოველთა წმიდათა თანა ვადიდებდეთ ღმერთსა საუკუნოდ.

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

სავედრებელი ლოცვა

 

  ჰოი, ყოვლად-დიდებულო წინასწარ-მეტყუელო (სახელი), ღუთისა მიერ განათლებულო, ანგელოსთაგან ქებულო, ეკლესიისაგან პატივცემულო, მორწმუნეთაგან თაყუანის-ცემულო, ქრისტეანეთა მიერ სასოებით სანატრელო, ლოცვითა შენითა მრავალთა საკვირველებათა მოქმედო, და ნიშებ სასწაულთა განბრწყინვებულო.

 

ჰოი, ყოვლად-ქებულო და დიდებულო წინასწარმეტყველო (სახელი) ლოცვითა წმიდითა შენითა ადიდე მადიდებელი ღუთისა ერი ჩვენი და მეუფება მისი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლადსამღუდელონი, მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო წესნი.

 

განანათლენ ღუთის-მსახურნი მთავარნი და ქრისტეს-მოყუარე მხედრობა, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი. ევედრე შენ მიერ ქადაგებულსა ღმერთსა, რათა მოჰმადლოს ქუეყანასა მშვიდობა, ეკლესიათა დიდება და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

 

ჰოი, ყოვლად-პატიოსანო წინასწარ-მეტყუელო (სახელი), ჭეშმარიტებისა მქადაგებელო, ჭეშმარიტისა და ყოვლად-მოწყალისა ღუთისა მიერ გვითხოვე, რათა მოანიჭოს ქუეყანასა მშვიდობა, ჰაერი კეთილი, ნაყოფთა უხვება, საზრდელთა იაფობა, მშიერთა გამოზრდა, ნაკლულევანთა ნუგეშინის-ცემა, და ყოველთავე სრულება, ხოლო სულითა მოგუმადლოს სასუფეველი ცათა, წიაღთა აბრაამისთა განსვენება, მამათ-მთავართა თანა დაბანაკება, წინასწარ-მეტყუელთა თანა შეერთება, და ანგელოსებრივი მარადის ღუთისა გალობა, მადლობა და კურთხევა. რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 ხოლო ხატისა მისისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:

 

ყოველივე თქმული შენი ჭეშმარიტ-არს წინასწარ-მეტყუელო (სახელი), რამეთუ დაფარულსა საიდუმლოსა ვითარცა ცხადსა ჰხედევდი, და მომავალი სარწმუნოდ უწყოდი, ვინაცა კადნიერება გაქუს წინაშე ღმრთისა, მას ევედრე სანატრელო, რათა აღგვისრულოს თხოვა ჩუენი, და ღირს-ვიქმნეთ საუკუნოსა ნეტარებასა, და უფალსა ვადიდებდეთ საუკუნოდ.

 

დედოფალო მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა, და ლოცვითა წინასწარ-მეტყუელთათა ღირს-მყვენ დაუსრულებელსა ზეცისა დიდებასა.