უკუეთუ-მცა ჯერ-იყო დიდებაჲ სათნოვების-მომგებელთაჲ პატივითა მონაგებთაჲთა, იპოვნეს-მცა ყოველნი სიქადულნი საფასეთანი უნდო, რაჟამს-მცა შევატყუთ სათნოვებათა შენთა თქუმულისა მისებრ სოლომონ ბრძნისა, რამეთუ უზეშთაეს პატივისა მის საფასეთაჲსა არს მადლი იგი ღირსი, შენდა. და აწ მაწუვეს ჩუენ დღესასწაული. წმიდისა და დიდებულისა აღვსებისაჲ ჩუეულებისაებრ პირველისა მოწყალებასა მეგობრებაჲ შენი და ჩუენ წინა-უყოფთ დიდებულებასა შენსა. ჵ კაცო ღმრთისაო, ძღუენსა კნინსა და ვითარ-იგი შენდა ღირს-არს, ხოლო არა თუ უკნინესსა ძალისა ჩუენისა[სა]. და ესე ძღუენი თქუმულ არს ვითარცა სამოსელი შეურაცხი მოქსოვილი გონებისაგან გლახაკისა შრომითა. და მიზეზსა ამის თქუმულისასა ვჰგონებ თუ მრავალთა აგონონ, ვითარმედ სილაღით იქმნა ჩუენი ესე დაწყებაჲ, რომლისა-იგი არა ღირს-ვიყვენით და თანა-მდებ. ხოლო არა-ვე შორს არს თანა-მდებებისაგან სამართლისა წმიდაჲ ბასილი - მამაჲ და მოძღუარი ყოველთაჲ -- იგი ხოლო მარტოჲ გამოიკულევს დაბადებულთა შინა ღმრთისათა მართლად დაბადებული მსგავსად ღმრთისა ჭეშმარიტად, რომლისაჲ-იგი სული არს ვითარცა ხატი დამბადებელისა თჳსისაჲ. გამოაცხადა მცნებაჲ დაბადებულთა ღმრთისათაჲ დაფარულთაჲ და ყვნა იგინი გამოჩინებულ და გულისხმის-საყოფელ მათთჳს, რომელნი ეძიებდენ მას. ხოლო ჩუენ დავაკლებთ საკჳრველებათა მისა მიმართ, რომელი ზედა გუედების დიდებულებათაგან და საშინელებათა მისთა. და ჯერ-გჳჩნდა თანა-მდებისაგან სამართლისა, რაჲთა განვასრულოთ ნეშტი იგი პირველისა მის გამოცხადებულისაჲ მოძღურისა მის ბრძნისაჲ შესაქმისათჳს კაცისა.
არა თუ დაკლებულად ვხედავთ თქუმულსა ამას მისსა, რომლითა-ესე მონაწილე ვექმნენით თქუმულითა ამით ჩუენითა. ნუ იყოფვინ ესე დიდებულისა მისთჳს პირისა, ვითარ-მცა შეურაცხ-იქმნა გინა ნაკლულევან თქუმულითა ამით ჩუენითა. ხოლო რაჲთა არა ეგონოს ვის-მე, ვითარმედ დიდებაჲ მოძღურისაჲ დაკლებულ არს მოწაფეთა შორის მისთა, და უკუეთუ-მცა ნანდჳლ თქუმული მისი ნაკლულევან იყო, რომელი-იგი თქუა შესაქმისათჳს ექუსთა მათ დღეთაჲსა და არავინ-მცა მოწაფეთა მისთაგანმან იღუაწა განსრულებაჲ ნეშტისაჲ მის, დაშთა გამოუჩინებელად მის მიერ, იყო-მცა ღონჱ და მიზეზი მოძღუარსა ზედა, ოდეს არა ყო მოწაფეთა შორის მისთა ძალი გულისხმის-ყოფად და გამოთქუმად.
და ამისთჳს თავს-ვიდვათ კადნიერად, რაჲთა განვასრულოთ დაშთომილი პირველისაჲ მის. და უკუეთუ იპოვოს რაჲმე თქუმულსა ამას ჩუენსა შინა, რომელი ღირდეს თქუმად, ვითარმედ ესე სწავლისაგან მისისა არს, უკუე არს იგი მტკიცჱ მისა. და უკუეთუ არს თქუმული ესე ჩუენი განზრახვათა მისთა წულილადთა, უკუე არს იგი უბრალო, რაჟამს არა იპოვა მოწაფეთა მისთა შორის ძალი მიწდომად. და (ჩუენ) ვიყვნეთ ბრალეულ და აღუვაროთ ნაკლულევანებაჲ ჩუენი მაბრალებელთა ჩუენთა, რაჟამს არა დაიტია გულმან ჩუენმან სიბრძნჱ იგი მოძღურისაჲ. და ჯერ-მიჩნდა, რომელი-ესე ვაზმენით თქუმულისა ამის ჩუენისაჲ არა თუ უნაკლულეს გულისხმის-საყოფელთა, რამეთუ არარაჲ არს არსთა შორის მსგავს ღმრთისა, ვითარ შესაქმჱ კაცისაჲ, და ამისთჳს უფროჲ[ს] ვიყვნეთ შენდობილ სიწმიდის მომპოვნებელთაგან, ვიდრე-ღა არა მსმენელთაგან. და უკუეთუ იპოვოს თქუმული ჩუენი დაკლებულ უფროჲს ჯერისა მის, რომელი თანა-გუაც, რამეთუ ჯერ-არს გამოძიებაჲ პირველისაჲ მის გარდასრულისაჲ და რომელი-ესე აწ ჰგიეს და რომელი-იგი მერმე ყოფად არს, რაჲთა არარაჲ დაშთეს გამოუძიებელად არსთა შორის, რომელსა ვაზმენით გამოკულევად (!) და მითხრობად საქმენი დამტკიცებულნი კაცთა შორის, არამედ რომელი საგონებელ არს, ვითარმედ გარეშე არს თქუმულსა ამას წიგნთასა, რომელსა-იგი ზედა დაებადა კაცი დასებასა, რომელ-ესე არა ჩანს მას შინა აწ. ხოლო ჩუენ გამოვაცხადოთ წიგნთაგან და რომელი მოვიღოთ საუნჯისაგან გონებისა, რაჲთა შეერთოს თქუმული ესე ჩუენი ყოვლით კერძო შეწევნითა საღმრთოჲსა ძალისაჲთა, რომელმან-იგი მოსცის ძალი ცნობად და სასოვებაჲ მიწდომად მიუწდომელთა და მიუძღჳს მუნ, სადა არა არნ ღონჱ. და ჯერ-მიჩნდა, რაჲთა დავდვა თქუმულთა ამათ ჩუენთა განყოფაჲ სახეთაჲ, რაჲთა იცნობოს მათგან ძალი ყოველთა მათ დაწესებულთაჲ თითოვეულად, მწრაფლ.