1. და თქუა მერვისა თავისათჳს, რაჲსათჳს შემზადებაჲ კაცისაჲ მართლ არს განმარტებული
2. და რამეთუ ჴელნი დაებადნეს საზრახავისათჳს და გამოძიებაჲ განყოფათათჳს სულთაჲსა
3. ჰასაკი კაცისაჲ მართლ-მდგომარჱ არს და ცად მიმართ აღმართებულ არს და განიცდის, რომელ არს ზედა კერძო ამათ ყოველთა,
4. დადგინებული მეუფედ, მოასწავებს ყოვლითურთ გზათა მთავრობისათა.
5. და ესე მოსწავებაჲ არს ჭეშმარიტი, რამეთუ ყოველნი დამორჩილებულნი მხედველ არიან დამხედ,
6. ქუე დამართ, გარნა კაცი ხოლო მარტოჲ თავ-აღებულად მდგომარჱ არს.
7. ხოლო სხუანი ცხოველნი დაღონებულ არიან გუამითა, მოასწავებენ მორჩილებასა მთავრობისასა,
8. რამეთუ წინა-კერძონი მათ ყოველთანი ფერჴ არიან და არა ჴელ.
9. და ამისთჳს დაღონებულთა მათ უჴმს მისაყრდნობელი.
10. ხოლო კაცისანი წინა-კერძონი მისნი ჴელ არიან და რამეთუ ჰასაკი მისი აღმართებულ არს და ამისთჳს არა უჴმან მას მისაყრდნობელნი,
11. გარნა ფერჴთანი ხოლო ორნი განმარტებულნი დგომისათჳს.
12. და კუალად ჴელნი შემწჱ არიან საზრახვისათჳს.
13. ხოლო უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ საკუთრებაჲ ჴელთაჲ მსახურებისათჳს სიტყჳერისა არს კაცთა შორის, არავე შესცთეს.
14. და არა ხოლო ამის საქმისათჳს სათანადოჲსა, რამეთუ სიტყუა-უგებთ ურთიერთას მიწერით სიმარჯჳთა ჴელთაჲთა მსახურებისათჳს სიტყჳერისა,
15. დაღაცათუ ესე არავე შოვრს არს მადლისა მისგან სიტყჳერისა,
16. რამეთუ წერით ვზრახვიდეთ და ვიტყოდით ჴელთა მიერ და მოგებად ასონი წერისანი, ვითარცა ჴმანი მეტყუელნი.
17. არამედ მივხედო სხუასაცა და ვთქუა, რამეთუ ჴელნი შემწე არიან თქუმასა სიტყჳსასა.
18. და ვიდრე გამოძიებადმდჱ სიტყჳსა მის ხარკებით მივიმართოთ სიტყუასა მას, რაჲთა არა თანა-წარგუჴდეს, რომელი-იგი გჳჴმს თქუმად ამის ჯერისათჳს.
19. აწ რაჲსათჳს-მე დაებადნეს მცენარენი პირველ ცხოველთასა და მერმე ცხოველნი და მერმე კაცნი?
20. არა ამისთჳს ხოლო, რამეთუ ცხოველნი მცენარეთაგან იზარდებიან და კაცნი ცხოველთაგან, არამედ მე ესრჱთ ვჰგონებ,
21. ვითარმედ მოსჱ წინაჲსწარმეტყუელმან მოასწავა ამისთჳს სიტყუაჲ დაფარული საიდუმლოჲსაჲ და განჰმარტა გამოძიებაჲ წულილადი სულთათჳს,
22. რომელსა-იგი ჰგონებდეს გარეშჱნი იგი ფილოსოფოსნი და არა განიცადეს მას შინა განცხადებულებაჲ ჭეშმარიტი.
23. არამედ მე ვჰგონებ, ვითარმედ სიტყუაჲ ესე მოასწავებს, რამეთუ სულნი განიყოფვიან სამად პირად.
24. ვიტყჳ ძალსა მოზარდულსა და მბრძნობელსა და თჳთ სულსა, რომელთაჲ ერთი მათგანი არს მცენარჱ მოზარდი.
25. და მას შინა იპოვების ძალი ცხოველებისაჲ თჳნიერ გრძნობისა.
26. და მეორჱ ამათგანი არს მოზარდი, ვითარ-იგი ვაჴსენეთ, რომელსა შინა არს განგებაჲ გრძნობისაჲ.
27. და პოვნილ არს იგი პირუტყუთა შორის, რამეთუ არა იზარდების ხოლო და აღორძნდების, არამედ მოქმედებაჲ მისი არს გრძნობათაგან.
28. ხოლო ცხოველებაჲ სრული პოვნილ არს ბუნებასა შინა კაცისასა, ესე იგი არს მეტყუელებაჲ, რომელი იზარდების და იგრძნობს და განიზრახავს.
29. და განგებაჲ არს მისი გონებისა მიერ.
30. და ამისთჳს განვყვენით არსნი ამით განყოფითა: რომელიმე არს მათგანი გონებიერი და რომელიმე – გუამიერი.
31. ხოლო გონებიერი იგი გამოუძიებელ არს აწ და გუამიერი იგი რომელიმე არს თჳნიერ ცხოველებისა ყოვლით კერძო და რომელსამე მათგანსა აქუს ცხოველებაჲ.
32. და რომელნიმე გუამნი ცხოველთაგანნი ცხოველ არიან გრძნობითა და რომელთამე არა აქუს გრძნობაჲ.
33. და რომელიმე მგრძნობელთაგანი არს მეტყუელ და რომელიმე მათგანი არს უტყუ.
34. ამისთჳსცა მცენარენი იყვნეს უწინარეს სხუათა მათ არსთა, შემდგომად ნივთთა მათ უსულოთა, ესე იგი არს ქუეყანაჲ და წყალი, ჰაერი და ცეცხლი.
35. და ამათ მცენარეთა შინა პოვნილ არს სული უგრძნობელი.
36. ესენი უპირადეს დაებადნეს და შემდგომად მათსა დაებადნეს მგრძნობელნი ცხოველნი უტყუნი, უგულისხმონი ამისთჳს,
37. რამეთუ გონებაჲ არა იყოფვის გუამსა შინა, გარნა თუ იყოს შეზავებულებაჲ მისი გუამითა მგრძნობელითა.
38. და ამისთჳს დაებადა კაცი შემდგომად მცენარეთა და ცხოველთა და ამას შინა ყო გზაჲ ბუნებისაჲ საუკუნოდ,
39. რამეთუ კაცი შეზავებულ არს ყოველთა მათგან სულთა თითოსახეთა.
40. და ესე იზარდების ძალითა სულისა მცენარებისაჲთა, რომელ არს მას შინა.
41. და მიიღო ამას თანა სული მგრძნობელი, რომელ არს შორის გრძნობისა და მცენარეთა, უზრქელესი სულისა მეტყუელისა და უწულილესი სულისა მის მცენარისაჲსა.
42. მაშინ იქმნა შეზავებაჲ ბუნებისა წულილადისაჲ, რომელი ჰნათობს შანთითა მით გონიერითა.
43. ამის გამო იქმნა სამთა მათგან დგომაჲ კაცისაჲ, ვითარ-იგი ვისწავეთ მოციქულისა პავლესგან, რომელსა მიუწერს ეფესელთა და ევედრების მათთჳს ღმერთსა,
44. რაჲთა მიანიჭოს მადლი იგი სრული გუამსა საშუმინველსა და სულსა აღდგომასა მას ქრისტჱსსა.
45. ინება ჴსენებითა მით გუამისაჲთა უწყებად ბუნებაჲ იგი მცენარჱ, დიდად ჴსენებითა მით საშუმინველისაჲთა,
46. უწყებად ბუნებაჲ იგი გრძნობადი და ჴსენებითა მით სულისაჲთა, უწყებად ბუნებაჲ იგი გონიერი.
47. და ამისთჳს ითქუა შჯულის მეცნიერისა მის მიმართ სახარებასა შინა, რაჲთა შეიყუაროს ღმერთი ყოვლითა გულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისხმითა.
48. და ესე კუალად, ვითარ ვჰგონებ, ამას განაყოფასა მოასწავებს, რამეთუ რაჟამს აჴსენა გული,
49. ენება უწყებად ჩუენდა გუამი და ჴსენებითა მით ძალისაჲთა უწყებად ჩუენდა საშუმინველი და ჴსენებითა მით გულისხმისაჲთა უწყებად ჩუენდა გონებაჲ.
50. და კუალად აუწყებს მოციქული ზრახვასა მას განყოფილად სამად პირად: ერთი იგი მათგანი ჴორციელ, უცალო საქმისა მისთჳს შთამავალისა მუცლად და საშუებელთა მისთა;
51. და მეორჱ იგი მშუმინვიერ, რომელი იქცევის შორის კეთილისა და ბოროტისა, და ესე უზეშთაეს არს პირველისა მის, არამედ არა არს მიწევნულ საზომსა სიწმიდისასა;
52. ხოლო მესამჱ იგი სულიერი და მით არს სისრულჱ უაღრესობისა მისისაჲ.
53. ამისთჳს აბრალებს კორინთელთა მათ დაკლებასა მათსა და იტყჳს: „თქუენ ჴორციელადვეღა ხართ“ და არა მიიღებთ სწავლასა და მერმე იტყჳს:
54. რაჟამს განიკითხავს საშუვალსა მას და სრულსა: „ხოლო მშუმინვიერმან მან კაცმან არა შეიწყნარის სულისა მისგან, რამეთუ სიცოფჱ უჩნ.
55. ხოლო სულიერმან მან განიკითხის ყოველი და იგი არავისგან განიკითხვის“.
56. და ვითარცა-იგი აღმატებულ არს მშუმინვიერი იგი ჴორციელსა, ეგრეთვე აღმატებულ არს სულიერი იგი მშუმინვიერსა მას.
57. და ზეშთა რეცა თქუა წიგნმან, ვითარმედ კაცი დაებადა შემდგომად ყოველთა მშუმინვიერთა,
58. მოასწავა, ვითარმედ სული იგი მეტყუელი არს შორის საშუმინველთა სხუათა და პოვნილ არიან ორნი იგი მას შინა.
59. ესე არს მშუმინვიერი იგი და მცენარედი.
60. და რამეთუ კაცი ცხოველი არს მეტყუელი და ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა იყვნენ ჴელნიცა მისნი შემსგავსებულ მეტყუელებისა,
61. ვითარ-იგი ვხედავთ მძნობართა და მამხეობელთა, და შემზადის თითოვეულმან მათმან ჭურჭერი მსგავსად ძნობისა მის თჳსისა,
62. და ვერ ჴელ-ეწიფების სტჳნვაჲ ებნითა და ვერცა ებნაჲ იგი სტჳრითა, განწვალებისათჳს ჭურჭერთა მათთაჲსა.
63. ეგრეთვე ჯერ-იყო ჭურჭერთა მათ კაცობრივთა, რაჲთა იყვნენ შემსგავსებულ მეტყუელებისა და საზრახავისა
64. და რაჲთა გამოჩნდეს სიტყუაობაჲ ჭურჭრითა მით ჴმისაჲთა.
65. და ამისთჳს დაებადნეს ჴელნი გუამისათჳს.
66. ხოლო დაღაცათუ აურაცხელ არიან საქმენი ჴელთანი ყოფასა მას მათსა შინა, ვითარ-იგი აღიღებს და დასდებს მსგავსად საქმისა მის მათისა ყოველსა შინა ხუროვებასა სიმარჯჳთ
67. და განგებით ღუაწლსა შინა ბრძოლისასა და ჟამსა მშჳდობისა ზღუასა შინა და ჴმელსა.
68. არამედ უწინარჱს მათ ყოველთა დაებადნეს ბუნებასა შინა კაცისასა ჴელნი იგი საზრახავისათჳს.
69. და უკუეთუმცა დაკლებულ იყო ჴელთაგან, იყომცა იგი ჴმევასა მას საზრდელისასა მსგავს პირუტყუთა მათ ოთხფერჴთა თითო-სახეობასა შინა მათსა
70. და თითო-ფერებასა დაბადებულობისა მათისასა და უკუეთუმცა არა იყვნეს ჴელნი კაცისა თანა, ვითარმცა ჴმაჲ მისგან შეზავებულ მეტყუელებასა,
71. ოდესმცა პირი უცალო იყო მსგავსად პირუტყუთა? ხოლო აწ ოდეს მოეცნეს ჴელნი გუამსა, მოცალე-ქმნულ არს პირი სიტყჳს-გებად და საზრახავად.