მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

"შატბერდის კრებული"

 

თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა
გრიგოლი ნოსელ ებისკოპოსისაჲ კაცისა შესაქმისათჳს,
რომელი მიუწერა ძმასა თჳსსა პეტრეს ებისკოპოსსა სებასტიელსა

 

14: თავი ი^დ: რამეთუ გონებაჲ არა ერთკერძოსა გუამისასა ჰგიეს და განყოფაჲ აღძრვათაჲ სულიერთა და ჴორციელთაჲ.


     1.     და თქუა მეცამეტისა თავისათჳს ძილისათჳს და ფქნარებისა და სიზმართათჳს

     2.     რამეთუ ცხორებაჲ გზათა მათ ნივთიერთაჲ მოდინარეთაჲ მიმსგავსებულ არს წყალსა მდინარესა, რომელსა მარადის მოერთვინ დინებაჲ წყაროჲთ თჳსით.

     3.     და უკუეთუ არნ წარსადინელი მისი ღელესა გინა უბეანსა, აღმოავსის ადგილი იგი.

     4.     და რამეთუ ვერ დააყენის მდინარჱ იგი ადგილმან მან ერთმან, არამედ რომელიმე მიდინ და რომელიმე მოდინ.

     5.     ეგრეთვე არს ცხორებაჲ ესე სიყშოჲსაჲ ძრვით და დინებით.

     6.     და რამეთუ ნივთნი ესე წინააღმდგომნი მარადის იძრვიან და იქცევიან, ხოლო რაჟამს დასცხრის ძრვაჲ მათი, დასცხრის ცხორებაჲცა იგი.

     7.     ვითარცა-იგი სიუზმესა შეუდგს სიმაძღრჱ და კუალად სიმაძღრესა სიუზმჱ და ძილმან წარდევნის შრომაჲ უძლურებისაჲ

     8.     და კუალად უძლურებამან განაგის ვნებაჲ იგი ძილისაჲ.

     9.     რამეთუ დაუდგრომელ არს თითოვეულთა მათგანი საქმესა ზედა თჳსსა.

     10.     არამედ თითოვეული ეწევის მოყუასსა თჳსსა და ვითარცა ესე შეუდგს ერთი ერთსა, ეგის ბუნებაჲ წესსა ზედა თჳსსა დადგრომილი:

     11.     და უკუეთუმცა ცხოველნი მარადის დადგრომილ იყვნეს შრომასა ზედა ყოფისა მათისასა, იქმნნესმცა ასონი მათნი შრომისაგან დამჴუებულ.

     12.     და განსუენებაჲ ჴორცთაჲ ნიადაგი აღსძრავს სიცონილსა და მოატყუებს დაჴსნილობასა.

     13.     ხოლო რაჟამს მიიღის ბუნებამან ორთავე ამათგან ზომით ჟამსა განზოგებულსა,

     14.     იქმნის იგი ძალ მისა დაშთომად შეცვალებისა წინააღმდგომთა მიმართ, ვითარ-იგი ვთქუთ.

     15.     ხოლო ოდეს დაშურის გუამი უძლურებისაგან და მერმე მიეცის მას განსუენებაჲ ძილისაგან,

     16.     ემსგავსის იგი ცხენთა მათ დამაშურალთა სრბისაგან, რომელთა შემდგომად მისა ეპოვის განსუენებაჲ.

     17.     ეგრეთვე ძილმან შეკრძალვით აიძულის გუამსა, რაჲთა განიყონ საზრდელი იგი ყოველთა შინა განსავალთა გუამისათა დაუყენებელად,

     18.     არა თუ რომელმანმე შრომამან დააყენის განსლვაჲ მისი.

     19.     და ვითარცა შემოიღის ქუეყანამან ნოტიამან ორთქლი, რაჟამს მიეფინოს მცხინვარებაჲ მზისაჲ, ეგრეთვე იქმნის გუამთა ჩუენთა,

     20.     რაჟამს განატფის საზრდელი მჴურვალებისაგან ბუნებითისა.

     21.     და მერმჱ აღვიდის ორთქლი იგი წულილი და მიიწიის თავად მსგავსად კუამლისა, რომელი ეცის კედელსა.

     22.     და მაშინ ორთქლი იგი განიყვის განსავალთა შინა საგრძნობელთასა და უქმ-იქმნის საქმისაგან თჳსისა.

     23.     და გამოჰკრთის ორთქლი იგი მუნით.

     24.     ხოლო დაწუხვაჲ თუალთაჲ არნ დამძიმებისაგან წამწამთაჲსა მის ზედა მსგავსად ტყჳვისა.

     25.     და ეგრეთვე ყურნი აღივსნიან ორთქლითა მით მსგავსად კარდაჴშულისა სახლისა და ესეცა დასცხრის ბუნებითისაგან საქმისა თჳსისა.

     26.     და ამას ეწოდების ძილ დაყრუვებისათჳს საგრძნობელთაჲსა გუამსა შინა, რაჲთა განჰმარჯუდეს გზაჲ საზრდელისათჳს და განვლნეს ყოველნი განსავალნი თჳსნი.

     27.     და ამისთჳს, რაჟამს დაიწრდეს შინაგანი საგრძნობელი ორთქლისა მისგან და და[ა]ყენის ძალი სიყშოჲსა მისგან,

     28.     მაშინ განწუდიან ლარნი ბუნებით და შეწურვილი შეიწურის იწროვებისაგან, ვითარცა მრცხელმან რაჲ შეწურის სამოსელი.

     29.     ხოლო ადგილი იგი ჴორცთაჲ შეძერწულ არს სიმრავლითა ლართაჲთა.

     30.     და ოდეს გამოვიდის მისგან ორთქლი იგი, შეჰყშირდის, რამეთუ ვერ განვიდის ორთქლი იგი ადგილთაგან შეძერწულთა ერთბამად.

     31.     და მერმე დაშთომილი მისგან განვიდის მით არით და ამას ეწოდების ფქნარება,

     32.     რაჟამს მოჰფოლხუდის ნიყბერი და მოეხჳის შინაგან ჴორჴსა სული მრგულიად,

     33.     რაჲთა განიყვანოს მუნით ნეშტი იგი ორთქლისაჲ მის მიმსგავსებული სიყშოსა კუამლისასა და არნ ესე უფროჲს ხოლო შემდგომად ძილისა,

     34.     რაჟამს დაშთომილ არნ ნეშტი რაჲმე ორთქლისაჲ მის.

     35.     და ესეცა მოასწავებს, ვითარმედ გონებაჲ შეყოფილ არნ ბუნებასა, რამეთუ ოდეს-იგი მღჳძარჱ არნ,

     36.     არნ იგი მოძრავ და წარმართებულ საქმჱ მისი ხოლო რაჟამს მიდრკის ბუნებაჲ ძილად, და დაშთეს გონებაჲ უქმად და უძრავად.

     37.     გარნა უკუეთუ ვინმე ჰგონებდეს, ვითარმედ უცნებათაჲ იგი სიზმართა ძრვაჲ არს და საქმჱ გონებისაჲ ძილსა შინა.

     38.     ხოლო ჩუენ ესრჱთ ვიტყჳთ, ვითარმედ, საქმჱ ჭეშმარიტი მისი იგი არს, რომელი არნ სიბრძნით და გულისხმის-ყოფით

     39.     ხოლო რომელი-იგი ძილსა შინა [ა]რნ, უცნებაჲ მრავალსახჱ არნ.

     40.     ესე მსგავსებაჲ მრავალსახელთაჲ რაჲმე საქმისა მისგან გონებისა მღჳძარისა შელულვილ საშუმინველისა მისგან პირუტყუებრისა, ვითარცა გამოისახის.

     41.     რამეთუ სული ოდეს მარტოჲ დაშთის საგრძნობელთაგან ძილსა შინა, მაშინ უქმ-იქმნის საქმისა განგებისა უეჭუელად,

     42.     ხოლო ოდეს დაეყენნიან საგრძნობელნი, გონებაჲცა დაეყენის მათ თანავე საქმისაგან თჳსისა.

     43.     და დამტკიცებასა ამისსა მოასწავებს საქმჱ ესე.

     44.     რამეთუ ოდესმე იხილის კაცმან ძილსა შინა, ვითარმცა თანა-ეყოფვოდა უშუერსა რასმე და უსახურსა საქმესა, რომელსა უკუეთუმცა მღჳძარჱ იყო,

     45.     არამცა შეეხო მას, რაჟამს-იგი გონებაჲ გუამსა განაგებნ გულისხმის-ყოფით; არამედ ვჰგონებ, ვითარმედ ძალი კაცისაჲ უაღრესი,

     46.     რაჟამს დაყუდნის ძრვისაგან საგრძნობელთაჲსა, ხოლო ნაწილი იგი მზრდელ[ი] იქმნ ძილსა შინა უცნებანი;

     47.     რომელსა-იგი იგონებნ მღჳძარებასა შინა, იწურთინ და გამოისახვინ იგი მერმეცა.

     48.     და იხილავნ მძინარჱ იგი ძილსა შინა საქმეთა, რომელ არა არიან ჭეშმარიტ და არცა ცხად, არამედ შეცთომით და უგულისხმოდ.

     49.     და ვითარცა გუამსა შინა თითოვეული ასოჲ იქმს საქმესა ბუნებითსა არა ხოლო თავსა თჳსსა ოდენ,

     50.     არამედ სხუათაცა ასოთათჳს, რომელნი შეძერწულ არიედ მისა, რამეთუ ვნებითა მისითა ევნებინ მათცა.

     51.     ესრჱთვე კუალად სულსაცა შინა იქმნის, რამეთუ ოდეს-იგი არნ ერთი რაჲმე დაყენებულ და მეორჱ იძრვინ, გუამიცა ყოველი იძრვინ ნაწილსა მას თანა.

     52.     რამეთუ ვერ ეგების განთჳსებაჲ შეყოფილისაჲ ბუნებით, რომელნი-იგი შეყოფილ არიან ძალითა მით ბუნებისაჲთა გონებისაგან.

     53.     არამედ ოდეს-იგი მღჳძარჱ ვიყვნით, გონებაჲ უფლებნ და საგრძნობელნი არიან მისა მსახურ და გუამი არავე კიდე არნ განგებისაგან მათისა

     54.     და რამეთუ გონებაჲ მავნებელ არს საზრდელისა და საგრძნობელნი შემწყნარებელ მისა.

     55.     და ამის ყოვლისა წინააღმდგომსა ვხედავთ, რომელსა შინა ოდესმე ძილმან მან მზრდელმან სხუანი იგი დააყენნის, დაღაცათუ სხუაგან წარვიდიან ცხადად.

     56.     არამედ ოდეს არნ ძალი იგი მზრდელი განმყვანებელ და მაქმნეველ ყოველსა ბუნებასა,

     57.     ამისთჳს არა უქმ-იქმნის ძალი გრძნობისაჲ და ვერ ეგების, თუმცა უქმ იყო ყოველი, რომელი არს ბუნებითი.

     58.     არამედ საქმჱ საგრძნობელთაჲ უჩინო არნ, ოდეს-იგი უქმ არნ ძილისაგან.

     59.     და ესრევე-სახედ არნ გონებასა შინა დასაბამი უნდოსა შინა, რამეთუ ოდეს შეიძრის,

     60.     შეიძრის მის თანა გონებაჲ და ოდეს დასცხრის, დასცხრის მის თანა გონებაჲცა სახედ ცეცხლისა.

     61.     და ცეცხლი რაჟამს ედებინ ბდჳნვარედ და არა აღატყინის იგი ქარმან, არა დაშრტის და არცა შეუდვის გარემოჲს,

     62.     არამედ ნაცვალად ალისა გამოსცის კუამლი აერად მიმართ.

     63.     ხოლო რაჟამს დაჰბერის ქარმან, გარდაიქცის კუამლი იგი მისი ალად.

     64.     ეგრეთვე გონებაჲ, ოდეს დაეყენის საქმჱ მისი საგრძნობელთა შინა ძილისაგან, დანელდის,

     65.     ვერცა უძლავნ აღგზებად მათ გამო და ვერცა დაშრტის სრულიად,

     66.     არამედ იძრვინ უსუსურად საქმითა დარჱთა.

     67.     და ვითარცა მძნობარი მცემელი ებნისაჲ, რაჟამს არიედ ძალნი იგი ებნისანი ნოტია და მოფოლხუებულ, ვერ გამოსცის ჴმაჲ იგი მათგან შეზავებულად,

     68.     დაღაცათუ ჴელი იგი მცემელისაჲ მის ჴელოვნებით იქმნ, არამედ არა ჴმა-სცემედ ძალნი იგი, ვითარ-იგი მას ჰნებავნ.

     69.     დაღაცათუ აღმოსციან ჴმაჲ, არამედ არა არნ იგი შეზავებულ და შუენიერ, არამედ უშუერ.

     70.     ეგრჱთვე არნ ქნარი იგი საგრძნობელთაჲ რაჟამს მოჰფოლხუდის ძილსა შინა,

     71.     რამეთუ მძრველი იგი მათი დაცხრომილ არნ სავსებისაგან გუამისა, გინა თუ მოძრავ არნ უსუსურითა ძრვითა

     72.     ოდეს ჭურჭერნი იგი მისნი ვერ შემძლებელ არიედ შეწყნარებად საქმესა განმგებელისა მათისასა.

     73.     ამისთჳს არნ ჩუენებაჲ იგი შეშფოთებულ და წინაჲსწარ-ცნობაჲ იგი მღჳძარებისაჲ შესულებულ ჩუენებითა მით მაეჭუებელითა.

     74.     ოდესმე აუწყებს სიზმარი ყოფადსა რასმე, რამეთუ უფროჲს არს ფრიად სიწულილადჱ იგი გონებისაჲ სიყშოსა გუამისასა.

     75.     ამისთჳს, რომელი-იგი იხილვის ძილსა შინა, ვერ ადვილად განიმარტის თჳთებაჲ მისი განმარტებულად, რაჲთამცა იყო ჭეშმარიტად მსგავსებით და უცნებით არნ.

     76.     და ესევითარითა უცნებითა იხილა ღჳნის-მნემან მან ფარავოჲსმან, ვითარმედ წურვიდა იგი ყურძენსა სასუმელსა შინა ფარავოჲსსა.

     77.     ეგრეთვე მეპურეთ-მოძღუარმან იხილა, ვითარღამცა ლანკლაჲ ედგა თავსა ზედა თჳსსა და თითოვეულმან მათმან იხილა,

     78.     რომელსა იქმედ მღჳძარებით, რამეთუ წინაჲთ ცნობაჲ იგი ჩუენებისაჲ საქმისა მათისაჲ იყო, ეუცა სულსა, რაჲ-იგი იხილეს მოწევნადი საქმისაჲ.

     79.     ხოლო უკუეთუ დანიელ და იობ და მსგავსნი მათნი ძალითა მით საღმრთოჲთა სცნობდეს მოწევნასა მას საქმეთასა,

     80.     არა არს უკუე ესე საქმეთაგანი სათანადოთაჲ, რომელთა ჩუენ მოვაჴსენებთ.

     81.     და არცა არს იგი ძალისაგან სიზმართაჲსა და არცაღა ჯერ-არს ჩუენდა თქუმად, ვითარმედ ყოველი, რომელი იხილეს წმიდათა მათ მღჳძარებასა შინა,

     82.     ვითარმედ ჩუეულებისაებრ ბუნებისა იყო და არა თუ ღმრთისამიერი ჩუენებაჲ.

     83.     და ვითარცა ყოველნი კაცნი განაგებენ თავთა თჳსთა გონებითა თჳსითა და მცირედნი ჩუენებასა ღირს-იქმნებიან ღმრთისამიერსა,

     84.     ეგრეცა ყოველნი კაცნი ბუნებით სიზმართა იხილვენ ძილსა შინა და რჩეულნი იგი, რომელნი ღირს არიედ, იხილიან ჩუენებაჲ ჭეშმარიტი ძილსა შინა.

     85.     და უკუეთუ მეფჱ იგი მეგჳპტელთაჲ ფარაო და თავჴედი ბაბილოვნელი ნაბუქონდონოსორ მიიწინეს ღმრთისა მიერ ცნობასა მოწევნადთასა,

     86.     ესე ღმრთისამიერი განგებულებაჲ იყო.

     87.     ჯერ-ვიდრემე-იყო, რაჲთა გამოცხადნეს სიბრძნჱ იგი დაფარული წმიდათაჲ მათ,

     88.     რაჲთა არა უმეცარ იყვნენ კაცნი დიდთა მათ სარგებელთა მათთა.

     89.     და ვითარ-მე-მცა მიწევნულ იყო დანიელ საზომსა თჳსსა, უკუეთუმცა არა ქურუმნი იგი და გრძნეულნი უმეცარ-ქმნულ იყვნეს ჩუენებასა მას ნაბუქონდონოსორისსა?

     90.     და უკუეთუმცა იოსებ დაშთომილ იყო საპყრობილესა შინა, ვითარმცა ცხოვნდა ეგჳპტჱ განგებითა მისითა?

     91.     რამეთუ ოდესმე არიედ საქმენი სიზმართანი შემსგავსებულ საქმეთა გუამისათა.

     92.     ამისთჳსცა იხილავნ წყურიელი, ვითარღა-მცა იქცევოდა იგი მდინარეთა ზედა.

     93.     ეგრეცა მშიერი იგი ჰხედავნ ვითარცა მიღებასა ჭამადთასა.

     94.     ეგრეცა ჭაპუკი იგი, განჴურვებული ტრფიალი, ჰხედავნ მსგავსსა აღძრვისა თჳსისასა და ოდესმე საქმითცა აღასრულის უცნებაჲ იგი ძილსა შინა.

     95.     და მეცა გამოცდილებაჲ მაქუს მცირედ სიზმრისაჲ, ვჰკურნებდი ოდესმე უძლურსა თავქედეანსა.

     96.     და დამძიმებულ იყო იგი ჭამადისა რაჲსამე მიღებითა და იწყო ღაღადებად და ჴმობად და იტყოდა,

     97.     ვითარმედ აღივსო მუცელი მისი და ნაწლევნი მისნი სიყშოჲსაგან მძიმისა და მას ჟამსა მოახლებულ იყო მისა ლხინებაჲ ოფლითა.

     98.     და კუალად იწყო ჴმობად და ღაღადებად და იტყოდა, ვითარმედ კაცთა ვიეთმე დამასხეს კოკითა წყალი გრილი.

     99.     ესრჱ-სახედ იყო იგი, ვიდრემდის მოიქცა საქმჱ მისი ცხადად და ვითარ გამოეცა ოფლი ფრიად და განიჴსნა მუცელი მისი.

     100.     რომელი-იგი ვერ შეუძლო სნეულმან მან მითხრობად ჩუენდა გამოცხადებით ვნებისაგან ბუნებისა