მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

"შატბერდის კრებული"

 

თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა
გრიგოლი ნოსელ ებისკოპოსისაჲ კაცისა შესაქმისათჳს,
რომელი მიუწერა ძმასა თჳსსა პეტრეს ებისკოპოსსა სებასტიელსა

 

24: თავი კ^დ: სიტყჳს-გებაჲ მათა მიმართ, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: ნივთი დაუსაბამოჲ არს ღმრთისა თანა.


    1.     და თქუა კ˜დ [თავსა] სიტყჳს-გებაჲ მათა მიმართ, რომელნი იტყჳან: „ნივთი დაუსაბამოჲ არს ღმრთისა თანა“

     2.     მათგან, ვერღარა იცნობის მითხრობითა.

     3.     და თითოვეული ვითარებისაგან საჩინო არს შანთისაგან მითხრობითა.

     4.     და მითხრობაჲ გონებითა და არა ჴორცთა მიერ.

     5.     და ვითარმცა სთქუ ძალთამე ცხოველთა შინა, გინა თუ ნერგთა, ანუ თუ სხუათა რომელთამე შინა,

     6.     რომელთაჲ-იგი დგომაჲ არს ნივთითა, რამეთუ ფრიად იხილო მათ შორის განყოფაჲ საზღვარსა შინა.

     7.     და თითოვეული მათი იცნობების, ვითარ არა შერეულ არს სხუასა მას,

     8.     რამეთუ საზღვარი ფერისაჲ სხუაჲ არს და შორავს საზღვარსა სიმძიმისასა

     9.     და კუალად საზღვარი შეხებისაჲ სხუაჲ არს, რამეთუ სილბოჲ და სიგრძოჲ და სხუანი ესევითარნი არა შეირევიან ურთიერთას

     10.     და არცა გუამითა საზღვარსა შინა მათსა.

     11.     რამეთუ თითოვეულსა მათსა საზღვარი აქუს გამოჩინებული, რაჲ-იგი არს

     12.     და არა შეერევის სხუასა, რომელნი სახილველ არიან მითხრობასა შინა ვითარებისასა.

     13.     რამეთუ ფერი გულისხმის-საყოფელ არს და სიკურივჱ საცნობელ არს.

     14.     და ვითარებაჲ და ნეშტი ყ~ლთა მათ თითოვეულთაჲ, რომელსაცა ჟამსა გამოეჴუას ერთი მათგანი ყოვლითა საზღვრითა,

     15.     გუამი იგი მიერითგან დაიჴსნების.

     16.     და აწ უწყით, რამეთუ ყოველი, რომელი მიიწიოს განყოფასა,

     17.     დაჰჴსნის გუამსა და შეერთებაჲ მისი შეამტკიცებს უეჭუელად.

     18.     და ვითარ-იგი ვერ დგას გუამი, რაჟამს განეშოვროს მას ფერი და სიმყარჱ და სიკურივჱ და ყნოსაჲ და სხეულებაჲ.

     19.     და ნეშტი იგი თითოვეულთაჲ მათ და თითოვეული მათი არა არს გუამ, ოდეს იპოვოს იგი მარტოდ.

     20.     არამედ ხილვაჲ ამათი გონებითა და ღმრთეებაჲ ბუნებასა შინა თჳსსა, კუალად გონებითა და არა თუალითა ძნიადღა სამჱ გულისხმა-ჰყო,

     21.     რაჲთა იყოს გონიერი ესე გარდამატებული დაბადებულ გონებისაგან ღმრთეებისა, რომელმან ქმნნა მიზეზნი ესე სიმტკიცედ გუამისა.

     22.     და არს გონიერი იგი გარეშჱ გონებათა მათ გულისხმის-საყოფელთა, დადგრომაჲ მისი შექმნა, რაჲთა იყოს შეერთებითა ერთი ერთისაჲთა.

     23.     არამედ ვყავთ ესე განგებით, რაჲთა არა კუალად ვაქციოთ სიტყუაჲ ჩუენი სარწმუნოვებისაგან,

     24.     რომელი გურწმენა, ვითარმედ ღმერთმან აღჰმართა სოფელი ესე არარაჲსაგან

     25.     და მერმე შეცვალოს იგი და მიაწიოს საზომსავე თჳსსა გარეშე ამისსა,

     26.     ვითარ-იგი გუესმის წიგნთაგან და უწყით თჳნიერ ყოვლისა ცილობისა.