მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

"შატბერდის კრებული"

 

თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა
გრიგოლი ნოსელ ებისკოპოსისაჲ კაცისა შესაქმისათჳს,
რომელი მიუწერა ძმასა თჳსსა პეტრეს ებისკოპოსსა სებასტიელსა

 

1: თავი ა^: ბუნებისათჳს ქუეყანისა ერთ ნაწილად და გამოცხადებაჲ წულილადი, რომელნი დაებადნეს უწინარჱს კაცისა.


1.     თქუა პირველსა თავსა ბუნებისათჳს ქუეყანისა ერთნაწილად და გამოცხადებაჲ წულილად, რომელნი დაებადნეს უწინარჱ[ს] კაცისა

     2.     თქუა წიგნმან: „ესე არს წიგნი შესაქმისა ცისა და ქუეყანისაჲ“, რამეთუ განსრულდეს ყოველნი ხილულნი და წარვიდა თითოვეული არსთაგანი თჳსა ადგილად

     3.     და განიყო და მერმჱ შეიცვა ყოველივე გუამმან ცისამან და იქმნნეს გუამნი იგი მყჳრტენი და ზრქელნი,

     4.     ესე იგი არს ქუეყანაჲ და წყალი საშოვალსა მას სამყაროსა შემტკიცებულ ურთიერთას.

     5.     და იყო სიმტკიცჱ და სიმაგრე მათი – სიბრძნჱ ღმრთეებისაჲ და ძალი ბუნებასა შინა ყოველთასა განსაგებელად ყოველთა.

     6.     და ესე ძრვითა და წყნარებითა ღონისძიებულ იქმნა არსად მოყვანებულ დაუბადებელთა დასაშთომელად დაბადებულთათჳს, რომელნი შეიქმნნეს ბუნებისა მისგან ზრქელისა,

     7.     რომელი არა შეიძრვის, არამედ არს იგი ურმის თუალი, ესე იგი არს ძრვაჲ ცისაჲ მალიადი და მავლინებელი მრგულად და დამმარხველი ურთიერთას,

     8.     შემაგრებული ძალითა სიმტკიცისაჲთა, რომელსა ზედა იქცევის ძრვითა მალიადითა და არს იგი ქუეყანაჲ.

     9.     ხოლო სამყაროჲ ცისაჲ, რომელი არა დადგების, არცა დაეწყნარების დგომით, რომელი არა შეიძრვის დაცემად მარადის.

     10.     და ძრვაჲ დაცემისაჲ ზედა-აც და ზარი იგი საქმისა მათისაჲ, რომელნი-ესე საჩინონი არიან, სწორად არს.

     11.     ბუნებასა მათსა ვიტყჳ და საცემელსა.

     12.     და ძრვაჲ იგი, რომელი არაჲ-დადგების, ხოლო ქუეყანაჲ არა შეიძრვის სიმტკიცისაგან თჳსისა და ცაჲ არა დაეწყნარების ძრვისაგან თჳსისა.

     13.     და ესენი დაებადნეს დასაბამსა სიბრძნითა შემოქმედისა მათისაჲთა და განაზოგნა ყოველნი ბუნებანი, რომელნი შეიცვალებიან და გარდაიქცევიან.

     14.     და იყო, ვითარ ვჰგონებ, შემკულებაჲ სიტყჳსაჲ, რომელი-იგი თქუა მოსჱ წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ:

     15.     „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ, რამეთუ ყოველნი საჩინონი და ხილულნი დაბადებულთაგან იყვნეს ძრვითა და წყნარებითა.

     16.     ხოლო რაჟამს იქმნნეს ცაჲ და ქუეყანაჲ არა ერთ საქმითა, არამედ წინააღმდგომ ურთიერთას,

     17.     მრავალ იყვნეს დაბადებულნი იგი შორის მათსა შეერთებულ და შეძერწულ და შემაგრებულ ურთიერთას და მით შეიერთნეს კიდენი იგი საჩინოთანი,

     18.     ესე იგი არს ცაჲ და ქუეყანაჲ.

     19.     და რამეთუ ჰაერი ჰგავს სინაზუქესა ცეცხლისასა, მარადის მოძრავსა, რამეთუ ბუნებაჲ ჰაერისაჲ ნაზოქ არს, მსგავს არს ძრვისა მის ცეცხლისა და არა ჩას ზრქელად,

     20.     არამედ ვითარცა განმასაზღვრებელი და განმყოფელი ჰგიეს შორის საჩინოთა მათ.

     21.     და ესრევე სახედ იქმნა ბუნებაჲ იგი ნოტიაჲ, ესე იგი არს წყალი შეერთებულ ორითა მით ბუნებითა წინააღმდგომელითა.

     22.     ხოლო სიმძიმისა და ზრქელობისა მათისათჳს ვამსგავსებ ბუნებასა ქუეყანისასა ფრიად და სინოტიისა და დინებისა მათისათჳს ვამსგავსებ ბუნებასა ჰაერისასა მოძრაობასა.

     23.     და ამისთჳს ჰპოვნე ორნი იგი ბუნებანი განშოვრებულნი შეძერწულ საშუვალსა მას მათსა.

     24.     არამედ ჭეშმარიტი სიტყუაჲ მიწდომილი ესე არს, რამეთუ ბუნებაჲ წინა-აღმდგომთაჲ შერეულ არს მართლ ურთიერთას,

     25.     რაჲთა იყოს დაბადებულთაგანი ყოველივე მიდევნებულ ერთი ერთისა და შეერთოს დაბადებული ბუნებასა თჳსსა, დაღაცათუ თითოვეულებაჲ მათი წინააღმდგომ არს.

     26.     და რამეთუ ძრვაჲ არა იცნობების მიცვალებითა წრაფისაჲთა ხოლო, არამედ შეემთხუევის გარდაქცევაჲ და შეცვალებაჲ

     27.     და კუალად ფუფუნებაჲ უძრავი, რაჟამს იყოს არა შემწყნარებელ ძრვისა გარდაქცევისასა.

     28.     შეცვალა სიბრძნემან ღმრთისამან თითოვეულებაჲ ორთაჲ მათ, და იქმნა მოძრავი არა გარდამაქცეველ და უძრავი-შემცვალებელ.

     29.     და მისთჳს განიგო ესე, რაჲთა არა იყოს თითოვეულებაჲ ღმრთეებისაჲ, რომელი შოვრ არს შეცვალებისაგან და გარდაქცევისა დაბადებულთაგანსა რასმე შინა,

     30.     და საგონებელ იყოს დაბადებული დამბადებელად, რამეთუ რომელი გარდაიქცევის და შეიცვალების, არა არს ღმერთ.

     31.     და ამისთჳს ქუეყანაჲ უძრავი არს და გარდაიქცევის, ხოლო ცაჲ არცა გარდაიქცევის და არცა უძრავ.

     32.     და ამის ჯერისათჳს შეცვალა ძლიერებამან ღმრთეებისამან თითოვეულებაჲ ორთაჲ მათ: უძრავი შემცვალებელად და მოძრავი უმცვალებელად,

     33.     რაჲთა შეაერთნეს ურთიერთას და განაშოვროს მათგან საგონებელობაჲ ღმრთეებისაჲ, რამეთუ ღმერთი გარეშჱ არს ორთა ამათგან საქმეთა – შეცვალებისაგან და უძრაობისა.

     34.     და მას ჟამსა იქმნა ყოველივე სრულებასა და საზომსა თჳსსა, ვითარ-იგი თქუა წიგნმან, რამეთუ იტყჳს: „აღესრულნეს ცაჲ და ქუეყანაჲ“.

     35.     და შეიმკვნეს ყოველნივე შუენიერებითა მისითა: ცაჲ – მბრწყინვალებითა მნათობთაჲთა, ხოლო ზღუაჲ და ჰაერი – ცხოველთა მათგან, რომელნი იქცევიან მას შინა,

     36.     და ქუეყანაჲ – მცენარეთაგან და ფერად-ფერადთაგან ნერ[გ]თა და ყოველთა მათგან, რომელნი იშვებიან ქუეყანისაგან და მყის განძლიერდის ნებითა ღმრთისაჲთა.

     37.     და იქმნა ქუეყანაჲ სავსჱ ყუავილთაგან შუენიერთა, რომელნი გამოკჳრტვიედ პირველ ნაყოფისა.

     38.     და რაჟამს აღმოჴდის ქუეყანით, აღერდის და მოისწრაფინ სრულებად.

     39.     და არნ ყოველი დაბადებული მხიარულ ბრძანებითა ღმრთისაჲთა, რაჟამს აღორძნდის ყოველივე ნერგი და მცენარჱ და ყოველნი, რომელნი ძოვედ ფერად-ფერადებითა მათითა,

     40.     რომელნი მიისწრაფიედ კლდეთა და ნაპრალთა, და ყოველნი, რომელნი არიან მფრინველნი მჴმობარნი და მტრიობალნი, რომელნი მიისწრაფიედ მაღნართა და ოლოვანთა.

     41.     და კუალად ხილვაჲ ზღჳსაჲ, რაჟამს დაემთხჳის ყუდროდ და დაწყნარებულად შემდგომად აღძრვისა მისისა და შეკრებულად საძირკუველსა თჳსსა მოცვულ

     42.     და მოზღუდვილ მქჳშათა მათგან ბრძანებითა ღმრთისაჲთა და კუალად ძრვაჲ იგი ნაღელავთაჲ მათ მარილოვანთაჲ ყუდროდ, რომელი მსგავს არნ შუენიერებასა ყოველთასა,

     43.     რომელნი ირყევიედ ნიავითა მით ჰამოჲთა და არა მავნებელითა და დაიკეცებინ იგი ზურგსა ზედა წყლისასა ყუდროდ,

     44.     და ყოველნი სიმდიდრენი დაბადებულთანი იქმნნეს განმზადებულ ჴმელთა ზედა და ზღუათა და არა იყო ჯერერთ მფლობელი იგი ამათი გამოჩინებულ.