1. და თქუა მეცხრისა თავისათჳს, რამეთუ: გუამი კაცისაჲ დაებადა ჭურად საზრახავისათჳს
2. რამეთუ დამბადებელმან ჩუენმან მოგუანიჭა ჩუენ ბუნებასა შინა ჩუენსა მადლი იგი საღმრთოჲ, რაჟამს ყო მსგავსსა შინა მისსა საკუთრებაჲ კეთილთაჲ მათ,
3. რომელნი-იგი არიან მისნი, ხოლო ჩუენ ვიტყჳთ, რამეთუ მოგუცა ჩუენ სიბრძნჱ და გონიერებაჲ და სახიერებითა მისითა მოგუანიჭა ჩუენ მსგავსებაჲ თჳსი
4. და შუენიერებაჲ შუენიერებისა თჳსისაჲ.
5. რამეთუ გონებაჲ გულისხმის-საყოფელ არს და ჴორციელ და ვერ შესაძლებელ იყო გამოჩინებაჲ ძრვისა მის მადლისა თჳსისაჲ, გარნა ღონით.
6. და მისთჳს დაებადა გუამი მისი ამას სახესა ზედა, რაჲთა იყოს იგი ჴმეან და შემზადებაჲ დაბადებულისა მისისაჲ მოასწავებს სახესა ძრვისა მისისასა.
7. და ვითარ-იგი მძნობარმან ჴელოვანმან ძნობასა მას შინა თჳსსა ინების, რაჲთა გამოაცხადოს ჴელოვნებაჲ თჳსი, აჩუენოს იგი ჴმასა მას შინა თჳსსა.
8. და რაჟამს ვერ შეუძლის იგი მედგრობითა ჴმისა თჳსისაჲთა, მაშინ აჩუენის ჴელოვნებაჲ თჳსი სხუათა მიერ ჴმათა ჭურჭერთა მათგან,
9. რომელნი იჴმინის ჟამსა ძნობისასა და უსულოთა მათგან გამოსცის ჴმაჲ შეზავებული სტჳრისაგან გინა თუ ებნისა და მსგავსთა მათთა.
10. ეგრეცა გონებამან კაცისამან, რამეთუ ვერ შეუძლოს, რაჲთა აჩუენოს საქმჱ თჳსი თითოსახჱ, გარნა საგრძნობელთაგან.
11. და ამისთჳს დაეპატიჟა, რაჲთა იყოს ჭურჭერი ესე ჴმეან და მით აჩუენოს მოგონებაჲ დაფარული და გამოაცხადნეს საქმენი შინაგანნი.
12. და იქმნა სახჱ ესე ძნობისაჲ კაცსა შინა შეზავებულ სახედ ებნისა და სტჳრისა, ვითარ-იგი ჴმა-სცემედ ურთიერთას.
13. ესრჱ-სახედ, რამეთუ ქარმან გამოსცის ადგილით თჳსით და განვლის ჴორჴი კაცისაჲ, რაჟამს-იგი ენების ჴმობად და ჰნებავნ ხდად ჴმაჲ თჳსი.
14. მაშინ აგრგჳნდის ძრვითა მით შინაგანითა ნესტჳთა მით, რომელ არს ჴორჴი მიმსგავსებული ნასხივთა მათ სტჳრისათა.
15. და არს ესე, ვითარცა სტჳრი ჴმისა გამომცემელი ლართაგან, რომელთა მიერ შეცვულ არს.
16. და მოიზიდის, რომელი-იგი გამოვალნ ყიისაგან, ჴორჴმან სტჳრსა მას შინა ორთა მათგან ნესტუთა,
17. რომელნი არიან საყნოსელსა შინა ღრტილისასა და მით განუზოგის ჴმაჲ და იქმნის ჴმა სასმენელ.
18. ხოლო ღაწუნი და ენაჲ და ქმნულებაჲ იგი, რომლითა იძრვის ნიყბერი მოფოლხუებითა და მოჭირებითა,
19. განმარტებითა და შემოკრებითა, ესე ყოველი მსგავს არს ძრვასა მას ძალთა ებნისათა ჴმასა შინა და ჟამსა, რომელსა ენების შეზავებად მწრაფლ ჴმასა მას შინა.
20. ხოლო ახუმაჲ ბაგეთაჲ და დაწებვაჲ მსგავს არს ძრვასა მას თითთასა ჴურელთა ზედა სტჳრთასა გამოყვანებასა ჴმისასა.
21. ეგრჱ-სახედ გონებამან ჭურჭრითა მით გამოსცა სიტყუაჲ ჩუენ შორის და ვიპოვენით მეტყუელ და ვერ შესაძლებელ იყო ჩუენ შორის მადლი იგი მეტყუელებისაჲ პოვნად,
22. უკუეთუმცა იყო ჭამაჲ ჩუენი შრომითა ბაგეთაჲთა მსგავსად პირუტყუთა, რომელნი მით დადრკებიან ჭამად.
23. აწ ვინაჲთგან მიიქცა მსახურებაჲ ესე ჴელითა კაცისაჲთა, იქმნა პირი მოცალებულ, განსაკუთრებულ გამოცხადებად სიტყუათა.
24. და რამეთუ მოქმედებაჲ ჭურჭერსა ამას შინა მრჩობლი არს.
25. ერთი იგი ყოფისათჳს ჴმისა და მეორჱ იგი – შეწყნარებისათჳს გაგონებისა მომავალისა გარეშჱთ.
26. და ესე შეურევნელ არიან ურთიერთას, არამედ დაადგრების საქმესა ზედა,
27. რომელი ბრძანებულ არს ბუნებისაგან – თითოვეული მათი არა ვნებად მოყუასსა თჳსსა.
28. რამეთუ არა მსმენელ არს ჴმაჲ და არცა მეტყუელ სმენაჲ.
29. ხოლო ერთი ესე განმტევებელ და განმცემელ არს მარადის, რომელ არს პირი, და მეორჱ ესე შემწყნარებელ და მიმღებელ არს მარადის მოუწყინებელად,
30. რომელ არს ყური, ვითარცა თქუა სოლომონ ბრძენმან და საკჳრველ არს ესე ფრიად: რაჲ-მე სივრცჱ არს ადგილისაჲ მის, რომელსა შინა შთადის ყოველი ესე ყურთაგან?
31. ანუ ვინ-მე არიან მწიგნობარნი იგი, რომელნი აღსწერენ, რაჲ-იგი მიიწევიან ზრახვანი მრავალნი?
32. და ვითარ-იგი სიმრავლესა და განმრავლებასა მათსა ურთიერთიერთას არა არს შორის მათსა შფოთებაჲ, არცა დაწვალებაჲ?
33. და ესევე სახჱ იხილვების მოქმედებასა შინა თუალისასა, რომელი განსაკჳრვებელ არს.
34. და ამითვე გონებითა მიიწევის, რომელი-იგი არს გარეშჱ გუამსა, და მოიზიდნის მისა საქმენი ხილულნი და გამოიწერნის მას შინა სახენი უხილავნი,
35. ვითარცა ვინ იხილის ქალაქი ვ[რ]ცელი, რომელი შეიწყნარებნ მრავალთაგან კართა, აწ უკუე ყოველნი-მე ერთსა ადგილსა დაადგრიანა? არა სამჱ,
36. არამედ რომელნიმე სავაჭროსა და რომელნიმე – სახლებსა და რომელნიმე – ტაძრებსა გინათუ ფოლოცთა შინა,
37. გინათუ ყურეთა ანუ თუ პანდუქიონსა შინა თითოვეული მათი დაადგრის, ვითარცა ვის ჰნებავნ და შეაშუნ.
38. და მე ამას სახესა ზედა ვხედავ ქალაქსა მას გონებისასა, რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის, რომლისანი შესავალნი მრავალ არიან ფრიად საგრძნობელთაგან.
39. და გონებაჲ განაზოგებს თითოვეულსა მათსა და დაადგენს ადგილთა საცნაურთა.
40. და ვითარცა-იგი ვხედავთ მსგავსად სახითა მით, რომელი მოვაჴსენეთ ქალაქისა კაცთა,
41. რომელთა ესხნიან ნათესავნი და მეგობარნი და შევიდიან ქალაქსა მას არა ერთისა კარისაგან ხოლო,
42. არამედ არა განეშოვრნიან ნათესავთა თჳსთა შესავალსა მას მათსა.
43. და კუალად კაცნი უცხონი შევიდიან ერთისაგან კარისა და რაჟამს შევიდიან შინა,
44. განიბნინიან და არა შეკრბიან ურთიერთას ესრჱ-სახედ გულისხმა-ვყავთ გონებისათჳს.