1. თავი ვ და თქუა მეექუსისა თავისათჳს, გამოძიებისათჳს, რომელნი შეარწყუმენ გონებასა ბუნებასა თანა და მას შინა არს თქუმულთა მწვალებელთა[ჲსა] დჴ˜სნ
2. და ნუ ვინ ჰგონებნ, ვითარმედ ვიტყჳ მე, ვითარმცა ღმერთი მიიღებდა ცნობასა არსთასა ძალითა მრავლითა
3. და ესე ვერ ეგების თქუმად განმარტებასა შინა ღმრთისასა მრავალი ძალი მოქმედი ყოფად.
4. და არცაღა კუალად ჩუენ თანა არს ძლიერ მრავალი თითოსახჱ, რომლითამცა ვიგრძნობდით რასავე.
5. დაღათუ მრავლითა საგრძნობელითა გულისხმა-ვჰყოფთ.
6. ხოლო ძლიერ ერთ არს.
7. გონებასა ვიტყჳ, დანერგულსა ჩუენ შორის, რომელი იქცევის ყოველთა შორის საგრძნობელთა.
8. დაღაცათუ ბუნებასა აქუს მრავალი საგრძნობელი, ხოლო მაქმნეველი და განმზოგებელი მათი ერთი არს სიმრავლისა თანა ყოფადთასა და არა შეიცვალის ბუნებაჲ.
9. აწ უკუე ვითარ ვინ უგულისხმო-იქმნების და იტყჳს, ვითარმედ ღმერთი მრავალთა საქმეთა მისთათჳს განიყოფვის, ძალად მრავლად არს იგი დამბადებელ თუალთა,
10. ვითარცა თქუა წინაჲსწარმეტყუელმან, და დამნერგველ ყურთა.
11. და ითქუა ესე ჩუეულებისა მისთჳს ბუნებათა კაცთაჲსა ძალისა მისგან მცნობელისა და თქუა: „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა“.
12. და ვიტყჳთ, ვითარმედ: სადა არიან მწვალებელნი იგი, რომელნი უვარ-ჰყოფენ მსგავსებასა?
13. რასა უკუე იტყჳან ამას ჴმასა თანა და ვითარ განმართლდეს სიტყჳს-გებაჲ მათი, რომლისათჳს ითქუა და იტყჳან:
14. ვითარ-მე უკუე ეგების ხატი ერთი მსგავსებად პირთა განწვალებულთა? და უკუეთუ ძჱ არა ჰგავს მამასა, უკუე ვითარ-მე იქმს ხატსა ერისა ბუნებათათჳს განწვალებულთა?
15. რამეთუ რომელმან-იგი თქუა: „ვქმნეთ ხატად ჩუენდა“, თქუა სიმრავლითა სამებისაჲთა და არა აჴსენა ხატებაჲ ერთითა ხოლო.
16. უკუეთუ ძირნი არა ჰგვანან ერთმანერთსა, ვერ უკუე ეგების ხატი მათი ერთ-ყოფად.
17. და უკუეთუ ბუნებანი იგი განწვალებულნი არიან და ხატნიცა უკუე განწვალებულნი არიან, და დაჰბადოს ყოვლისა ბუნებისათჳს ხატი მსგავსი თითოვეულისა მათისაჲ.
18. არამედ ოდეს ხატი ერთ არს და ძირი არა ერთ და რომელი არს სულელი და განშოვრებული გონებისაგან თჳსისა, უგუნურ იქმნის, ვითარ-მცა მიემსგავსა იგი ერთსა,
19. რამეთუ იგი[ნი] მსგავს არიან ურთიერთას? და ნუუკუე განქარვებისათჳს ამის ბოროტისა კაცთა ცხორებისათჳს ითქუა სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა“?