მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

"შატბერდის კრებული"

 

თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა
გრიგოლი ნოსელ ებისკოპოსისაჲ კაცისა შესაქმისათჳს,
რომელი მიუწერა ძმასა თჳსსა პეტრეს ებისკოპოსსა სებასტიელსა

 

23: თავი კ^გ: მათთჳს, რომელნი აღიარებენ დაწყებასა სოფლისასა უნებლიაჲთ-ცა, თანა-აც აღსაარებად აღსასრული-ცა მისი.


   1.     და თქუა ოცდამეორისა თავისათჳს, მათთჳს, რომელნი იკითხვენ: უკუეთუ აღდგომაჲ კეთილ არს და ტკბილ,

     2.     რაჲსათჳს არა აწვე იქმნა, არამედ მოველით ჟამთა მრავალთა შემდგომად?

     3.     და უკუეთუ ვინმე თქუას, რომელნი ჰხედვენ განზოგებასა ამის სოფლისასა განგებულებასა ზედა თჳსსა,

     4.     რომლითა საცნაურ იქმნების სივრცჱ ჟამთაჲ, ვითარმედ ვერ ეგების,

     5.     ვითარმცა იყო პირველ მოჴსენებული ესე სარწმუნო და არცაოდეს დასცხრენ ესენი ძრვისაგან თჳსისა.

     6.     ამან განაცხადა, ვითარმედ ურწმუნო არს; რამეთუ ღმერთი არს, რომელმან დაჰბადნა ცანი და ქუეყანაჲ უპირადეს,

     7.     არამედ ვითარ გულისხმა-ვჰყოფთ, რამეთუ სიტყჳთა უფლისაჲთა დაემტკიცნეს საუკუნენი, ვითარცა თქუა მოციქულმან,

     8.     რამეთუ საჩინონი ესე ოდეს-მე იყვნეს უჩინო?

     9.     ამით-მე სარწმუნოვებითა შევიწყნაროთა სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, რომელსა იტყჳს,

     10.     ვითარმედ სოფელი ესე იძულებით მდგომარჱ არს, დავაცადოთ-მე-ა გამოძიებაჲ?

     11.     რამეთუ მუნ განსრულდა სარწმუნოვებაჲ ჩუენი გამოცხადებული მჴდომისაგან მისისა და დავაცადოთ ძიებაჲ მისი, რომელსა ვერ მივსწუდებით.

     12.     რამეთუ ადვილ იყო გამოძიებაჲ მრავალთა მათ მიზეზთაჲ და განმარტებად მათა მათთჳს, რომელნი აღიარებენ ამას.

     13.     და წინააღმდგომნი იგი შემძლებელ არიან დაჴსნად შრომით სარწმუნოვებისა, ვიდრემდის არღარა საგონებელ იყოს სიტყუაჲ იგი სოფლისა ამისთჳს ზრქელისა.

     14.     ჭეშმარიტ, რომელსა იტყჳან წიგნნი, ვითარმედ: ყოველივე ღმრთისა მიერ დაბადებულ არს.

     15.     რამეთუ რომელნი-იგი წინა-აღოდგებიან სიტყუასა მას, ესრჱთ იტყჳან,

     16.     ვითარმედ ნივთიერნი დაუსაბამო არიან ღმრთისა თანა.

     17.     და კუალად იტყჳან, უკუეთუ ღმერთი განმარტებული ბუნებაჲ არს თჳნიერ სიჴშოჲსა და რაოდენებისა,

     18.     არცა გუამ და არცა აგებულ და არცა შეცვულ მსგავსად გუამთა.

     19.     და ყოველი ნივთი საზღვრითა იცნობების და რომელი შევარდების საგრძნობელთა ქუეშჱ,

     20.     იცნობების ფერითა და გამოხატვითა და ძუალითა და სიმქისითა და სხუანი,

     21.     რომელნი საგრძნობელთა მიერ იცნობებიან, რომელ მათგანი ვერ ეგების ყოფად ბუნებასა შინა ღმრთისასა.

     22.     აწ ვითარ-მე ეგების უპოვნელთაგან ნივთნი იგი შეუცველთაგან და იქმნის იგი ბუნებად შეცვულად?

     23.     და უკუეთუ გულისხმა-ჰყოთ, ვითარმედ ესე მათგან არს, მოგესწავოს, ვითარმედ ესე მათ შინა პოვნილ არს სიტყჳთა მით გამოუთქუმელითა.

     24.     და უკუეთუ ნივთი მათგან არს, ვითარ-მე არს იგი უნივთო და არს მას შინა ნივთიერებაჲცა?

     25.     და ეგრეთვე ყოველნი არსნი, რომელთა მიერ გუეუწყების ბუნებაჲ იგი ნივთიერი.

     26.     და უკუეთუ არს ღმრთეებასა შინა ნივთიერებაჲ, ვითარ-მე არს იგი აუგებელ და მარტივ და განუწილებელ?

     27.     ვიდრემდის მოვიდეს სიყშოდ, რაჟამს არიან მისგან ნივთნი, ანუ იჯმნეს ამისგან და თქუას,

     28.     ვითარმედ სიყშოჲ ესე, რომელ არს ნივთი, გარეშჱთ მოიღო და შექმნნა მისგან დაბადებულნი ესე.

     29.     და უკუეთუ გარეშჱ არს ღმრთისა, უკუე არს იგი სხუაჲ რაჲმე თჳნიერ ღმრთისა საზომისა მისებრ თხრობისა საკუთართაჲსა.

     30.     და იყვნენ უკუე ორნი დაწყებანი დაუსაბამონი ერთბამად გულისხმის-საყოფელნი ერთბამად განგებითა განმზადებად.

     31.     და რომელსა ზედა შევლენ განბჭობანი და რომელსა ზედა აიძულოს სიტყუამან თქუმად ესრჱთ,

     32.     ვითარმედ დამბადებელსა ყოველთასა დაუსაბამოსა თანა იყო ნივთი იგი დაუსაბამოჲ,

     33.     ვითარ-იგი იტყოდა ბოროტი იგი მანინ, და მოიღებდა შანთსა მას ნივთისასა და ჰყოფდა წინააღმდგომად ღმრთისა.

     34.     და რაჟამს გუესმა ჩუენ წიგნისაგან, ვითარმედ ყოველივე ღმრთისა მიერ არს, გურწმენა.

     35.     და რაოდენ არა უფროჲს ღმრთისათჳს და არღარა გამოძიებად მისა, რამეთუ უზეშთაეს არს სიტყუათა ჩუენთა.

     36.     და რამეთუ უწყით, ვითარმედ ღმერთი ყოველსავე შემძლებელ არს და ყოველივე ძალ-უც

     37.     და რამეთუ შეცვალნეს ვითარებანი მსგავსად ნებისა თჳსისა, და ვითარცა შეუძლო ძალმან ღმრთისამან,

     38.     რომელ არარაჲსაგან დაჰბადნა დაბადებულნი და ეგრევე განამტკიცნეს არსნი, და შემძლებელ არს ძალი ღმრთისაჲ კუალად გებად.

     39.     და სარწმუნოვებაჲ ჩუენი არა არს შორს მას შინა ჭეშმარიტებისაგან.

     40.     რამეთუ შემძლებელ ვიყვენით დარწ...