|
მრავალთავნი
"შატბერდის კრებული"
თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლი ნოსელ ებისკოპოსისაჲ კაცისა შესაქმისათჳს,
რომელი მიუწერა ძმასა თჳსსა პეტრეს ებისკოპოსსა სებასტიელსა
28: თავი კ^ჱ: მათთჳს, რომელნი იტყჳან, ვითარმედ სულნი დაებადნეს უწინარჱს ჴორცთა, გინა თუ ჴორცნი უწინარჱს სულთა. დაჴსნაჲ სიტყჳსა მათისაჲ, რომელნი დაამტკიცებენ, ვითარმედ სულნი დაადგრენ მრავალთა შინა გუამთა.
1. და თქუა კ˜ჱ თავსა მათთჳს, რომელნი იტყჳან, ვითარმედ სულნი დაებადნეს უწინარჱს ჴორცთა, გინა თუ ჴორცნი უწინარჱს სულთა,
2. და დაჴსნაჲ სიტყჳსა მათისაჲ, რომელნი დაამტკიცებენ, ვითარმედ სულნი დაადგრენ მრავალთა შინა გუამთა]
3. და არათუ გარეშჱ არს მეცნიერებისაგან გამოცდილებისა,
4. რომელი-იგი შესაკრებელთა შორის სულისათჳს და ჴორცთაჲსა.
5. რამეთუ ჰგონებდეს რომელნიმე უწინარჱსნი ჩუენსა დაწყებასა სიტყუათა მათთასა,
6. ვითარმედ სულნი შეკრებულნი არიან საქმესა შინა განთჳსებულსა საკუთრად
7. და ამას ზედა დაებადნეს.
8. და რამეთუ საგონებელ არიან კეთილისა და ბოროტისა ქუეშჱ ყოფად.
9. ხოლო ვიდრემდის ეგოს სული კეთილსა შინა,
10. უკუე არს იგი შორს შერევისაგან ჴორცთაჲსა.
11. არამედ ოდეს გარდაჰჴდის კეთილისა მისგან, მიდრკის ჴორცთა საქმესა,
12. მოიცალის ესევითარსა სადგურსა და კუალად სხუათა.
13. რაჟამს ესმა სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ მოსჱსი დაბადებისათჳს კაცისა, თქუეს,
14. ვითარმედ ჴორცნი უპირადჱს არიან სულისა ჟამთა შინა,
15. რამეთუ დასაბამად მოიღო ღმერთმან მიწაჲ ქუეყანით და შექმნა იგი კაცად
16. და მერმე-ღა შთაჰბერა სული ცხოველი.
17. და ამის გამო უპირადჱსობაჲ მისცეს ჴორცთა,
18. ვიდრე სულსა წინადაბადებულობისა მიზეზითა.
19. რამეთუ იტყჳან, ვითარმედ სული ჴორცთათჳს დაებადაო,
20. რაჲთა არა იყვნენ ჴორცნი უძრავ თჳნიერ საშუმინველისა და სულისა.
21. და ყოველი, რომელი რაჲსათჳსმე დაებადოს, უდარჱს არს პატივითა,
22. ვითარცა იტყჳს წმიდაჲ სახარებაჲ, ვითარმედ:
23. „სული უფროჲს არს საზრდელისა და ჴორცნი სამოსლისა“.
24. რამეთუ ესენი მათთჳს დაებადნეს, რამეთუ ყოფამან ამათმან ყვნა იგინი.
25. ხოლო ვინაჲთგან ორნი ესე სიტყუანი აცილობენ ურთიერთას და საეჭუელ არიან და არღა ჩანს,
26. რაჲ-იგი არს ჭეშმარიტი შორის მათსა, ვიტყჳ, რომელთა-იგი თქუეს,
27. ვითარმედ სულნი არიან საქმესა შინა მარტოდ განსაკუთრებულ,
28. და კუალად რომელნი-იგი ჰგონებდენ, ვითარმედ ჴორცნი უპირადჱს იყვნეს სულთა.
29. აწ ჩუენ თანა-გუაც, რაჲთა არაჲ დაუტევოთ თჳნიერ გამოძიებისა
30. და გამოცხადებისა შორის ორთა მათ ცილობათა წულილად გამოკულევითა
31. და ვრცელად განმარტებითა, რომლისათჳს გჳჴმს სიგრძოჲ ჟამისაჲ
32. და განმრავლებაჲ სიტყჳსაჲ.
33. ხოლო ჩუენ შემოკლებით, მსგავსად ძალისა ჩუენისა, გამოვაცხადოთ მისთჳს
34. და მერმჱ ვიწყოთ ხილულისა მისთჳს ჩუენ მიერ, რომელ არს მას შინა ჭეშმარიტებაჲ.
35. ხოლო მეტყუელნი იგი პირველისა მის სიტყჳსანი, რომელსა დაამტკიცებენ,
36. ვითარმედ სულნი უწინარეს არიან ჴორცთასა,
37. არა განშოვრებულ არიან იგინი სიტყჳთა ჟამთა შინა მეტყუელთა მათგან,
38. რომელნი იტყჳან, ვითარმედ სულნი მიიცვალებიან მრავალთა შინა გუამთა.
39. და უკუეთუ სადამე ვინმე გამოეძიებდეს გამოწულილვით სიტყჳთა შორის ორთა მათ ცილობათა,
40. პოვოს სიტყუაჲ მათი მიდრეკილ ჭეშმარიტებისაგან,
41. რამეთუ ერთმან ვინმე მოძღუართაგანმან თქუა,
42. ვითარმედ კაცმან ვინმე შეიმოსა გუამი დედაკაცისაჲ და აღფრინდა იგი მფრინველთა თანა
43. და აღმოსცენდა მდელოთა თანა და იქმნა ცხორებასა შინა თევზთასა.
44. და მე ესრჱთ ვჰგონებ,
45. ვითარმედ ჯეროვნად მოგჳთხრა სიტყუასა მას შინა თჳსსა შესატყუებელი უგუნურებისა თჳსისაჲ.
46. რამეთუ ესე სიტყუაჲ მსგავს არს ჟღავილსა მყუართასა და ჩხიკუთასა და უტყუებასა თევზთასა და უიცებასა მცენარეთასა.
47. და ესე ცთომაჲ მიზეზ-ექმნა ესევითარისა მომგონებელთა, ვითარმედ სულნი უპირადეს არიან ჴორცთასა.
48. ხოლო უკუეთუ სული იგი, რომელი სულიერ არს მიდრეკითა მისითა სიზრქესა ბოროტისასა, იქმნა იგი გუამსა შინა ჴორცთასა.
49. და გუამი იგი ჴორციელი უმოწრაფჱს არს ვნებათა მიმართ უფროჲს ბუნებისა მის სულიერისა უჴორცოჲსა,
50. რომელმან-იგი აიძულის მიზეზთა ცოდვისათა მრავლითა მიცვალებითა მისითა გუამითი გუამად.
51. და იყომცა შეკუეთებულ ცოდვასა უკუანაჲსკნელ უფროჲს პირველისა,
52. რამეთუ სენი სულისაჲ კაცობრივისაჲ მიმსგავსებულ არს პირუტყუთა,
53. რაჲთა იყოს უეჭუელად მახლობელ ბუნებასა პირუტყუთასა და მიცვალებასა მას პირუტყუებისაგან პირუტყუად.
54. უკუე დაუცადებელ ვიდრემე არს ბოროტსა შინა მ~ს,
55. რამეთუ დაცხრომაჲ ბოროტისაჲ დაწყებაჲ არს სათნოვებისაჲ და პირუტყუთა შორის სათნოვებაჲ არა იპოვების.
56. აწ უკუე სული ვიდრემე მიიცვალების მარადის ბოროტისა მიმართ მიცვალებითა მისითა მარადის უდარჱსსა ბუნებისასა,
57. რომელსა შინა არს და ვითარცა-იგი გრძნობადი უდარჱს არს ძალსა მეტყუელებისასა,
58. ესრეთვე ძალი იგი მათი, რომელთა არა აქუს გრძნობაჲ, არიან იგინი უმრწემჱს მგრძნობელთა,
59. ხოლო რომელი ისწავებდეს სიტყუათა მათთა და თარგმანებდეს, მიიცვალებდეს იგი ზრქელითი ზრქელად.
60. და რამეთუ დასასრული სიტყჳსა მათისაჲ მოასწავებს განრყუნილებასა სულისასა ყოვლითურთ,
61. რამეთუ სული, რომელი განვიდის წესისაგან თჳსისა და იქმნის იგი შესატყუებელ ბოროტისა,
62. არა დასცხრის იგი, არამედ იცვალებინ იგი ადგილითი ადგილად.
63. და დასასრული მისი არნ ხრწნილებაჲ მეტყუელებისაგან პირუტყუებად
64. და პირუტყუებისაგან მიიწიოს მოკლებასა გრძნობისასა.
65. და დაეახლოს უგრძნობელთა მათ მცენარეთა უსულოთა და მერმე არღარა იპოვოს მათ შორის არსებაჲცა.
66. და ვითარ იგინი ბრძნობდენ მუნ, ავნებდენ სულსა,
67. სადა არა არს გზაჲ მისი,
68. რამეთუ არა ღონჱ აქუს მას კუალად ქცევად პატივსავე თჳსისა კეთილისასა.
69. და აწ მოასწავებს სიტყუაჲ მათი, ვითარმედ ცხოველებაჲ მცენარეთა შინა უზეშთაეს არს ვიდრე ცხოველებაჲ გუამსა შინა კაცისასა
70. და გამოაცხადა სიტყუამან მათმან, ვითარმედ სული სრბასა მას შინა თჳსსა დაემჴუას დაღონებით ქუჱ,
71. ვიდრემდის მიიწიოს იგი განქარვებად.
72. და აწ სიტყჳსაებრ მათისა უეჭუელად ანუ დაიწუას სული მცენარეთა თანა,
73. ანუ თუ კუალად აქციონ იგი ცხორებასა კაცობრივსა ცხორებისაგან მცენარეთაჲსა,
74. ანუ განაცხადონ, ვითარმედ ცხორებაჲ მცენარებრი უმჯობჱს არს ცხორებასა მას სულიერსა,
75. ვინაჲცა იგი გარდამოვარდა.
76. და კუალად მივიდეს მუნით უმჯობჱსსა მას.
77. და აწ სიტყუაჲ მათი დაუდგრომელ არს და დაუმტკიცებელ არს,
78. რომელნი იტყჳან, ვითარმედ იყვნეს სულნი უწინარჱს ჴორცთაო
79. და რამეთუ სულნი მიდრეკითა მათითა ბოროტად იქმნნეს ჴორცთა შინაო.
80. ხოლო რომელნი იტყჳან, ვითარმედ სული დაებადა შემდგომად ჴორცთაო,
81. სიტყუაჲ უკუე ჩუენი დამჴსნელ არს სიტყჳს-გებათა მათთა პირველთა მათ სიტყჳს-გებათა ჩუენთა მიერ.
82. ხოლო სიტყუანი მათნი დაჴსნილ არიან და შეუწყნარებელ ყოვლით კერძოვე.
83. არამედ ჭეშმარიტი იგი სიტყუაჲ და სარწმუნოჲ,
84. რომელი შორის ორთა მათ სიტყუათა მდგომარჱ არს და წინა-აღმდგომ,
85. ესე იგი არს, რომელსა ვიტყჳთ,
86. ვითარმედ სული არათუ სიმძიმისა და მიდრეკისა მისისათჳს მიიცვალა ჴორცთა შინა და არცა კუალად ვიტყჳთ,
87. ვითარმედ შემდგომად ჴორცთა დაებადა სული, არამედ დაებადა კაცი ერთბამად ბუნებიერად.
|
|