1. და თქუა მეათრვამეტისა თავისათჳს, რამეთუ აღძრვაჲ პირუტყუებრი დამტკეცილი ჩუენ შორის არს მიზეზითა მახლობელობისა ჩუენისაჲთა მათა მიმართ
2. ეგრეთვე ცხორებასა ამას შინა აღორძინებითსა გამოისახა ბუნებასა შინა მათსა, რომელნი-იგი შეიცვალნეს,
3. და დაენერგა მათ შორის დიდებისა მის წილ ანგელოზთაჲსა აღორძინებაჲ ესე პირუტყუებრი.
4. და ვჰგონებ, ვითარმედ ამის გამო დავით წინაჲსწარმეტყუელმან უბადრუკებაჲ იგი კაცთა ბუნებისაჲ მოაჴსენა და თქუა:
5. „კაცი პატივსა შინა იყო და არაჲ გულისხმა-ყო“.
6. სახელ-სდვა პატივსა მას ანგელოზთა მსგავსებასა და ამისთჳს თქუა უდარჱს პირუტყუთასა ყოფაჲ მისი, რომელთა-იგი არა აქუს გონებაჲ.
7. მიემსგავსა ჭეშმარიტად, რამეთუ პირუტყუებრი არს იგი, რომელმან შეცვალა ცხორებაჲ იგი მიდრეკითა მისისა ნივთიერად.
8. და ამით ვჰგონებ, ვითარმედ ვნებანი იგი მრავალნი მით გამოდიან კაცთა ცხორებისაგან, რამეთუ არავე განშოვრებულ ვართ მათგან.
9. და მოწამჱ არს ესე, რამეთუ სენი იგი, რომელ არს პირუტყუთა შორის, არს იგი ჩუენ შორისცა.
10. და არა ჯერ-არს თქუმად, ვითარმედ სენი ესე, რომელ არს ჩუენ შორის, იქმნა იგი მიმსგავსებითა ჩუენითა ღმრთეებასა.
11. არამედ ცხორებაჲ იგი პირუტყუებრი წინაჲსწარ ქმნულ იყო დაბადებასა შინა, რომელი-იგი ვთქუთ პირველად, სახჱ იგი მიზეზთა მისთაჲ.
12. და რამეთუ კაცმან მოიგო შობიერებაჲ მსგავსი პირუტყუთაჲ და ამის გამო სხუაჲცა იგი, რომელ არს ბუნებასა შინა მათსა, შეეყო იგი მას.
13. რამეთუ ვერ ეგების მსგავსებად გულის-წყრომაჲ იგი, რომელ არს კაცთა შორის, ხატსა ღმრთეებისასა,
14. და არცა ჯერ-არს ჩემებად ბუნებასა მას დიდებულსა გემოჲს-მოყუარებაჲ რაჲმე და არცა სიჩუკნჱ შიშისაგან რაჲსმე,
15. გინა თუ წარმდებებაჲ რაჲმე და არცა სიყუარული სიხარბისაჲ და არცა სიძულილი შეურაცხისაჲ.
16. და ესე ყოველი და მსგავსი ამათი შორავს მსგავსებასა ღმრთეებისასა.
17. არამედ ესე ყოველი მოიზიდა კაცმან ნაწილისა მისგან პირუტყუებრისა,
18. რამეთუ ყოველი, რომელი მოიგო ცხორებამან პირუტყუებრმან დადგრომისათჳს ნათესავობისა და რაჲ-იგი მას შეაშუს ყოვლითურთ,
19. მიიცვალა კაცისა თანა და დაადგრა მას შინა ესრჱთ, რამეთუ ცხოველნი იგი ჴორცის-მჭამელნი საკრძალავ არიან გულმწყრალობისა მათისათჳს.
20. და მრავლის-მშობელნი იგი გულისთქუმის-მოყუარჱ არიან და სიჩუკნემან და მოშიშებამან განარინნის ჩუკენნი იგი.
21. და მოშიშებამან განარინნის ძლიერთაგან და ნაყროვანნი იგი მჭამელნი ჟამსა მოკლებისასა მწუხარჱ არიედ.
22. ესე ყოველნი და მსგავსი ამათნი ნათესავობისაგან პირუტყუებრისა შეეყო ბუნებასა კაცისასა.
23. ხატსა, რომელი გამოიწერის ჴელოვანთაგან მხატვართა, რაჲთა განაკჳრვნენ კაცნი, და გამოიხატის ერთსა შინა თავსა ორი ხატი,
24. ეგრეთვე მგონიეს კაცისათჳს, ვითარმედ მსგავსებაჲ იგი მრჩობლი არს მის თანა.
25. სიწულილადჱ იგი გონებისაჲ საღმრთოჲ არს, რამეთუ მიმსგავსებულ არს შუენიერებასა ღმრთეებისასა.
26. რამეთუ სახჱ, რომელსა შინა სენი იგი დადგრომილ არს, მიმსგავსებულ არს პირუტყუთა.
27. რამეთუ ოდესმე შეუდგნ უტყუებაჲ მიდრეკითა მით ზიარებითა პირუტყუთა მიმართ,
28. ვიდრემდის დაფარის კეთილი იგი ბოროტმან მან.
29. რამეთუ უკუეთუ ვინმე მიაქციოს საქმჱ გონებითი ეგევითართა მათ საქმეთა და აიძულოს თავსა თჳსსა დამონებად ეგევითართა ვნებათა,
30. იქმნეს მიერითგან შეცვალებაჲ ხატებისაჲ პირუტყუთა მსგავსებასა, ვიდრემდის ყოველი ბუნებაჲ მიემსგავსის სახესა პირუტყუთასა.
31. და მომგებელი ამისი გონებაჲ არს დამონებითა მით და აჩუენის კნინი იგი დიდად,
32. რამეთუ გონებაჲ ოდეს შემწჱ-ეყვის ვნებასა საქმითა თჳსითა, განძჳნდის შობიერებაჲ იგი ბოროტთაჲ მათ ფრიად.
33. ეგრევე სიყუარულმან გემოთამან ყო, ხოლო დასაბამი იგი ამისი იქმნა სავსებისა მისგან პირუტყუებრისა,
34. არამედ ცოდვასა მას შინა კაცისასა აღორძნდა, ვიდრემდის იშვა მისგან მრავალი მიზეზი გულის-თქუმისაჲ,
35. რომელი პირუტყუთა შორისცა ვერ ეგების ყოფად ეგევითარი იგი.
36. და კუალად ეგრეთვჱ სიმძაფრჱ იგი გულისწყრომისაჲ მახლობელ არს იგი ყოველთა პირუტყუთა,
37. არამედ აღორძნდების მიდევნებითა განზრახვისაჲთა, წრაფითა გულის-წყრომისაჲთა ვერ შეიცვალების.
38. და დაჴსნაჲ მისი მსგავს არს თუალსა მას შებერულსა, რომელი ჟამსა წჳმისასა იხილვის წყალთა ზედა მყის და მუნქუესვე დაშრტის,
39. ვითარცა არაყოფილი და ოდეს არა შემწე-ეყოს მას გონებაჲ ესრჱ-სახედ და ამისავე მსგავსად, იქმნის სიხარბჱ საქმეთაჲ.
40. და სიხარბჱ იგი ღორთაჲ და ზუაობაჲ იგი ცხენთაჲ იქმნა დაწყებაჲ სილაღისაჲ კაცთა შორის
41. და სხუანიცა იგი მიზეზნი დაწყებისანი ბუნებისაგან პირუტყუებრისა.
42. და რაჟამს-იგი შემწე-ექმნა მას გონებაჲ, იქმნა იგი ბოროტ.
43. და ესრჱთვე სიტყუაჲ იგი, რაჟამს შეცვალის გონებამან მას შინა ძრვაჲ ესევითარი, იქმნის თითოვეული ამათგანი სათნოვება.
44. და შეიცვალის გულის-წყრომაჲ იგი სიმჴნედ და შურად საღმრთოდ, და სიჩუკნჱ იგი იქმნის კრძალვა,
45. და მოშიშებაჲ იგი იქმნის მორჩილება, და სიძულილი იგი იქმნის განყენება ბოროტთაგან.
46. ხოლო ძალი იგი სიყუარულისა გულის-თქუმისაჲ შეცვალის სიკეთედ ჭეშმარიტად და თავმოთნებამან აღამაღლის უშუერთაგან,
47. რაჲთა არა დაემონოს ბოროტთა.
48. და დიდებული იგი მოციქული აქებს ესევითარსა თავმოთნეობასა, რაჟამს-იგი იტყჳს, რომელ არა ვხედვიდეთ, გარნა მაღლად მიმართ.
49. და ესრჱთვე ვჰპოვებთ, ვითარმედ ყოველი ძრვაჲ გონიერი ამით დიდებითა მიემსგავსების შუენიერებასა მას ღმრთეებისასა,
50. არამედ მიდრეკაჲ იგი ცოდვისაჲ მძიმჱ არს და შთამჴდელ ქუესკნელად.
51. და ოდესმე არნ ერთი იგი უმრავლჱს, რამეთუ გონებამან სულისამან მალიად ყვის შთამოზიდვაჲ ქუჱ უადრჱს,
52. ვიდრე აღყვანებაჲ ქუეყანით აერისა მისგან სიმძიმისა.
53. და ოდესმე სიგლახაკჱ ჩუენი ოდესმე უგულისხმო-იქმნის კეთილთა მათ საღმრთოთა,
54. რომელნი არიან ჩუენ შორის, რაჟამს იქმნეს შუენიერებაჲ იგი ვნებასა მას ზედა მიმსგავსებულსა ხატსა ღმრთეებისასა,
55. ვითარცა-სახედ პირი უშუერი შემოსილი უშუერებითა ვნებისა მის გუამისაჲთა.
56. აწ უკუე ესენი შენდობასა ვიდრემე ქუეშჱ არიან,
57. რომელნი ჰხედვენ ამას და მერმჱ გამოეძიებენ ბუნებასა ზედა საღმრთოსა და ვერარაჲ იხილიან ამისგან და არცა შეიწყნარიან თქუმული ესე.
58. არამედ იხილო ესე სათნოვებისა მომგებელთა შორის, იხილო ხატებაჲ იგი ღმრთისაჲ და მსგავსებაჲ მისი,
59. რამეთუ კაცი ჴორცითა უჯერო არს, თუმცა შემკობილ იყო შუენიერებითა მით საღმრთოჲთა.
60. ეგრეცა კუალად დიდებული იგი სათნოვებითა, უბიწოჲ ვნებათაგან დაგიმტკიცებს შენ გონებაჲ შენი ღმრთეებისათჳს.
61. გარნა უმჯობჱს არს, რაჲთა მიემსგავსოს, ხატებასა.
62. და ვის უჴსნია ბოროტთაგან სიშუენიერჱ გონებისაჲ იექონიაჲსი, გინა სხჳსა ვისიმე ბოროტად მოჴსენებულისაჲ?
63. არამედ ხატებაჲ ჭეშმარიტად დაცვული მოსჱს თანა უბიწოდ და მსგავსთა მისთა თანა იპოვა.
64. და რომელთა შორის განურყუნელად დაშთა შუენიერებაჲ, არიან იგინი მოწამე სიტყჳსა ჩუენისა, ვითარმედ კაცი შეიქმნა ხატად ღმრთისა.
65. არამედ ნუუკუე ჰრცხუენოდის ვისმე, ოდეს იხილოს ბუნებაჲ ჩუენი მსგავსად პირუტყუთა მიმღებელი საზრდელსა და სასუმელსა
66. და ამის გამო არა სთნდეს თქუმად,
67. ვითარმედ კაცი შეიქმნა ხატად ღმრთისა, არამედ მოელოდენ იგი განქარვებასა ამისსა ყოვლითურთ და მოელოდენ ცხორებასა მას,
68. რომელსა ვესავთ მოღებად, ვითარცა თქუა მოციქულმან, ვითარმედ:
69. „არა არს სასუფეველი ღმრთისაჲ საჭმელ და სასუმელ“
70. და კუალად:
71. „არა ხოლო თუ პურითა ცხოვნდების კაცი“
72. – ვითარცა თქუა უფალმან
73. – „არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“.
74. და აღდგომაჲცა გუაუწყებს, ვითარმედ ცხორებაჲ იგი მომავალი ანგელოზებრი ყოფად არს.
75. და აწ, ოდეს ანგელოზნი თჳნიერ საზრდელისა არიან, კმა უკუე არს ესე გულისხმის-საყოფელად,
76. ვითარმედ რამეთუ კაცი განთავისუფლდეს მსახურებისა მისგან, რაჟამს მიიწიოს იგი საზომსა ანგელოზთასა.