1. და თქუა ოცდამეშჳდესა თავსა, რამეთუ ეგების, რაჲთა კუალად ეგნენ გუამნი კაცთანი ოთხთა მათგან ნივთთა
2. ქუეყანისათა შემდგომად დაჴსნისა მათისა და განიყვნენ ერთსახენი თითოვეულად ნაწილად ყოველთაგან
3. ნუუკუე ჰგონებდე, რაჟამს იხილნე სტჳქისნი ამის სოფლისანი,
4. ვითარმედ იწრო რაჲმე არს კუალად მოქცევაჲ აერისაჲ მის,
5. რომელი იყო ჩუენ შორის აერად და სიმჴურვალჱ სიმჴურვალედ და ნოტიაჲ ნოტიად და ეგრეთვე ქუეყანაჲ ყოველი,
6. თითოვეული მოყუსისა თჳსისა, ვიდრემდის მოიქცენ ადგილადვე თჳსა საკუთარი იგი სათანადოჲსაგან.
7. და ნუ გულს-ეტყჳ სახისა ამისთჳს და საქმისა, რომელსა ჰხედავ კაცთა თანა,
8. რამეთუ ესე არს ზეშთა-ექმნების განსაზღვრებულთა მათ ძლიერთა ღმრთისაგან.
9. და მე მიხილავს საყოფელსა კაცთასა სამწყსოჲ ცხოვართაჲ, გინა თუ სხუათა ცხოველთაჲ, ერთად შეკრებული მწყემსთა მრავალთაჲ.
10. ხოლო რაჟამს ჴამნ განრჩევაჲ თითოვეულისა სამწყსოჲსაჲ თესლად-თესლადთაჲ მათ პირუტყუთაჲ,
11. მაშინ ადვილად განარჩიიან ჩუეულებისაებრ თჳსისა და ნიშანთა მათ დაბეჭდვითა.
12. რომელნი არიან მათ თანა, დაადგრის თითოვეულსა მათგანსა საკუთრებაჲ თჳსი.
13. და უკუეთუ შენ გამოსახო ესე თავისა შენისათჳს, არავე შესცთე ჭეშმარიტებისაგან,
14. რამეთუ სულსა აქუს მიდრეკაჲ და მიდევნებაჲ და ნათესაობაჲ ჴორცთა მიმართ, რომელთა შინა მყოფ იყო.
15. და შეყოფაჲ იგი წულილადი ბუნებით იყო მეფობისა მისთჳს
16. და მკჳდრობისა მისისა მათ შინა და ნიშანთა მათგან ბუნებითთა,
17. რომელსა შინა განეყოფვის საკუთრებაჲ სათანადოჲსაჲ, იცნის და მიაგის.
18. და აწ ვინაჲთგან სული მოიზიდვის ჴორცთაგან,
19. კუალად ყოვლითურთ საკუთრებით მისით და ნათესაობით, აწ უკუე რაჲმე იწროვება არსა ძალისა...
20. ...მას დამბადებელისასა.
21. და ამისა მოწამე არს ხილვაჲ იგი ეზეკიელ წინაჲსწარმეტყუელისაჲ,
22. ვითარცა ქუეყანამან რაჲ ადვილად აღმოაცენნის მცენარენი თჳნიერ შრომისა და ჭირისა,
23. არა იძულებით იფქლი გინა თუ სხუაჲ რომელივე (!) თესლი,
24. რომელი ვერ იმსახურების მწუანვილად გინა თუ ჴმელად საჴმრად ჩუენდა საზრდელისათჳს.
25. და შეიცვალებინ იგი ჟამსა აღორძინებისასა,
26. ვითარ-იგი აღემატებინ ქუეყანით დგომასა შინა მისსა მყარად
27. და რომელიმე ღრუდ, და არნ საზრდელი იგი აღმოცენებული მრავალფერი აღმოცენებულ სიჴმელისაგან ქუეყანისა და სინოტიისაგან წყლისა.
28. და მერმე მოიღის თითოვეულმან სახჱ ბუნებისა თჳსისაჲ
29. და განიყვის მრავალ-სახედ და მრავალ-ფერად.
30. აწ უკუეთუ თითოვეული მცენარეთაჲ მათ იზარდების ნოტიისაგან და ქუეყანისა
31. და თითოვეული მათგანი შემძლებელ არს მოზიდვად და მოყვანებად მათა ბუნებად თჳსისა სიორძილისათჳს
32. და ნაყოფიერებისა, მაშა რაჲ საკჳრველ არს სიტყუაჲ ჩუენი აღდგომისათჳს ყოველთა კაცთაჲსა,
33. ვინაჲთგან სახედ მისა არს სახჱ თესლთაჲ მათ მცენარეთაჲ,
34. რომელნი-იგი მიიზიდვიან ბუნებათაგან თჳსთა?