1. და თქუა მეათხუთმეტისა თავისათჳს, სულისათჳს: ჭეშმარიტად სახელ-ედების სული მეტყუელი,
2. ხოლო სხუანი იგი სახელ-დებულ არიან სულად ზიარებითა ხოლო სახელისაჲთა
3. და რამეთუ ყოველი ძალი გონებისაჲ განფენილ არს ყოველსა შინა გუამსა თითოვეულსა ასოსა მსგავსად ძალისა მათისა
4. და უკუეთუ ზოგი დაბადებულთაგანი საქმესა ზრდისასა ქუეშჱ არს და ზოგი გონებისაგან ძალითა საგრძნობელთაჲთა,
5. უკუე არა არს ამას შინა შუენიერებაჲ და არცა მეორესა შინა გონებაჲ.
6. და აწ ნუ ვინ ჰგონებს, ვითარმედ სულნი მრავალ არიან, რამეთუ ყოველი, რომელი არს,
7. ოდეს არნ სრულ, რომლისა მიმართ იჩემის, არნ სიხარული იგი, რომელი იწოდის ჭეშმარიტებით.
8. ხოლო ოდეს არა ყოვლით სახით არნ ჩემებაჲ იგი მისა მიმართ, ნაცილ იქმნის ჩემებაჲ იგი,
9. ვითარცა-სახედ, რაჟამს იხილო ჴუეზაჲ იგი ჭეშმარიტი, სთქუა, ვითარმედ ჴუეზაჲ არს ესე პურისაჲ,
10. ხოლო რაჟამს იხილო ჴუეზაჲ გამოთლილი ქვათაგან და აქუნდეს მას სახჱ და ფერი და ყოველი საკუთრებაჲ მსგავსი ჭეშმარიტისა მის ჴუეზისაჲ,
11. გარნა ოდეს არა არნ იგი საზრდელ, არა ეწოდების მას ჴუეზა ჭეშმარიტ, არამედ – ჴუეზა მიმსგავსებით, ოდესღა ქვისაჲ არნ.
12. და ყოველსა, რომელსა არა ჭეშმარიტად აქუს სახელი ბუნებით, ამას ეწოდების სახელი მიმსგავსებით.
13. ხოლო ეგრევე-სახედ ვიტყჳთ, რამეთუ ჭეშმარიტი და სრული სული გონიერი არს და სისრულჱ მისი მეტყუელებაჲ არს.
14. დაღათუ სხუაჲ რაჲმე იყოს გარეშჱ ამისსა, ამას ეწოდების მსგავსებით ხოლო, და არა თუ სულ ჭეშმარიტად.
15. არამედ საქმჱ არს შეტყუებული ცხოველთაჲ ჩემებული სულსა.
16. ამისთჳს განჰმარტა დაბადებამან მოგებისათჳს საცხოვართაჲსა შესაჭმელად, რაჲთა იყვნენ ვითარცა მწუანვილნი მდელოთანი,
17. რამეთუ არა შორს არიან ბუნებისაგან მცენარეთაჲსა და არა გრძნობითა, რომელ აქუს.
18. ხოლო ოდეს მწუანვილიცა იზარდების და აღორძნდების თჳნიერ გრძნობისა,
19. გულისხმა-ყონ ჴორცთ-მოყუარეთა მათ და არა შეიკრას გონებაჲ მათი ფრიად ხილულთა მათგან პირუტყუებრთა,
20. არამედ უცალო-ყონ გინებაჲ მათი სათნოვებასა სულისასა.
21. და რამეთუ სული ჭეშმარიტ არს, მის გამო გულისხმა-ვჰყოფთ.
22. ხოლო ყოველნი პირუტყუნი საბრძნობელთაგან მიუდგან ნებასა თჳსსა ყოველსა.
23. არამედ განგრძობამან სიტყჳსამან და გამოძიებამან მიგჳყვანნა სხუად და დაუტევეთ,
24. რომელი-იგი წინაჲსწარ გჳღირდა თქუმად, საქმჱ იგი გონებისაჲ კაცისა თანა,
25. გინათუ ნივთიერებაჲ ბუნებისაჲ.
26. რამეთუ ვეძიებთ, რომელსა ამათგანსა შინა არს გონებაჲ ჩუენ შორის, გინათუ ასოსა რომელსა შინა დადგრომილ არს.
27. ჩუენ ვიტყჳთ, ვითარმედ განზოგებით არს ყოველთა ასოთა შინა, რამეთუ არა შეცვულ არს იგი შინაგან გუამსა, არამედ შეუცავს მას გუამი გარეშჱთ.
28. რამეთუ ესე არა ითქუმის ჭეშმარიტად გინა წყლის სავსებელი[სა], გინა სხჳსა რაჲსათჳსმე ჭურჭრისა, რომელთა შინა შეეყენებიან გუამნი.
29. ხოლო შეყოფაჲ გონებისაჲ გამოუთქუმელ არს და მიუწდომელ, რამეთუ შინაგან არს.
30. და რამეთუ უჴორცოჲ შეუპყრობელ არს გუამთაგან გარეშჱთცა.
31. რამეთუ გუამნი შეპყრობილ არიან უჴორცოთაგან,
32. არამედ გონებაჲ შეერთვის ბუნებით საქმითა მოუგონებელითა და გამოუთქუმელითა.
33. და იგი ჩას მას შინა და მისგან დაუყენებელად და დაუდგრომელად საქმი(თა) მით,
34. რომლითა ვერ შემძლებელ ვართ სიტყუად და მითხრობად.
35. არამედ ოდეს არნ ბუნებაჲ მდგომარჱ მტკიცჱ და იქმნ საქმესა თჳსსა განგებითა გონებისაჲთა.
36. ხოლო უკუეთუ შე[ე]მთხჳის მას ვნებაჲ რაჲმე, მაშინ გონებაჲ იქმნის დაღონებულ და მკელობელ.
37. არამედ მოვიდეთ მასვე სიტყუასა საღმრთოსა, რომელი თქუა, ვითარმედ: „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა“.