მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

"შატბერდის კრებული"

 

თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა
გრიგოლი ნოსელ ებისკოპოსისაჲ კაცისა შესაქმისათჳს,
რომელი მიუწერა ძმასა თჳსსა პეტრეს ებისკოპოსსა სებასტიელსა

 

13: თავი ი^გ: ძილისათჳს და ფქნარებისა და სიზმართათჳს.


    1.     და თქუა მეათორმეტისა თავისათჳს გამოძიებაჲ საუნჯისათჳს გონებისა და სიტყუაჲ ბუნებითი სიცილისათჳს და ტირილისა

     2.     დაიყავნ ყოველი პირი ცუდად მეტყუელი, რომელნი ჰგონებენ, ვითარმედ ძალი გონებისაჲ დადგრომილ არს რომელთამე ასოთა შინა.

     3.     და რომელთა-მე თქუეს, ვითარმედ გულსა შინა დამკჳდრებულ არს.

     4.     და ამას დაამტკიცებენ უნდოჲთა მოსწავებითა.

     5.     და რომელთა-იგი აგონეს დადგრომაჲ მისი გულსა შინა,

     6.     ამით სახითა დაამტკიცებს განზოგებისათჳს გულისა შუვა ოდენ გუამსა,

     7.     ვითარმედ მუნითგან იყოფვის ძრვაჲ ნებათაჲ ყოველსა ზედა გუამსა, რაჲთა იქმოდის საქმესა თჳსსა.

     8.     და მერმე იწამეს დამტკიცებისათჳს სიტყჳსა მათისა გამოსლვაჲ ურვისაჲ და გულის-წყრომაჲ,

     9.     ვინაჲთგან გამოვლენ ორნი ესე საჩინონი გულისაგან.

     10.     და რომელნი-იგი ჰგონებენ, ვითარმედ ტჳნსა შინა დადგრომილ არს გონებაჲ, ამსგავსეს იგი გოდოლსა ქალაქისასა,

     11.     რომელსა შინა დამკჳდრებულ არნ მეუფებაჲ და მაღლით გარდამო მთავრობნ ერსა ზედა თჳსსა და შეცვულ არნ იგი სიმრავლითა მსახურთაჲთა.

     12.     ეგრეთვე გონებისათჳს თქუეს, ვითარმედ დამკჳდრებულ არს იგი უმაღლესსა გუამისასა,

     13.     რომელ არს ტჳნი, და შეცვულ არს იგი საგრძნობელთაგან, ვითარცა მსახურთაგან.

     14.     და იწამებენ ამისთჳს ვნებასა მას, რომელი შეემთხჳის გონებასა, რაჟამს ეცის რაჲმე ტჳნსა ვნებაჲ ღჳნისაგან გინა სხჳსა რაჲსაგანმე.

     15.     და კუალად სხუაჲცა სახჱ მოიღეს ტჳნისათჳს და გულისა.

     16.     და რომელთამე თქუეს, ვითარმედ გული ნათესავ-ეყვის გონებასა ძრვითა მით მატფობელითა,

     17.     რამეთუ მოძრავ არს იგი მარადის ცეცხლის მსგავსად.

     18.     რამეთუ გულისაგან აღმოჰკრთების სიმჴურვალჱ და ამისთჳს შეეზავა მას ძრვაჲ გონებისაჲ.

     19.     და გამოთქუეს, ვითარმედ გული არს საყოფელი გონებისაჲ და რომელნი-იგი იტყჳან,

     20.     ვითარმედ აპკაჲ ტჳნისაჲ არს შესაკრებელი საგრძნობელთაჲ.

     21.     და ოდესმე დაამტკიციან გონებისათჳს გონიერისა, ვითარმედ არა არს იგი სხუასა ადგილსა,

     22.     გარნა მუნ, სადა-იგი შედგმულ არს ყური და მას შინა ოხრიან ჴმანი შემავალნი.

     23.     და გუგაჲ იგი, რომელი დანერგულ არს თუალსა შინა, მოიყვანებს მრავალსახეთა ფერთა და მიაწევს გონებაჲ,

     24.     და ყნოსაჲ იგი მრავალსახეთაჲ მათ განიზოგების და განიყოფვის.

     25.     და კუალად გემოჲს-ხილვაჲცა მითვე განიზოგების მახლობელად,

     26.     რამეთუ აპკისაგან გამოვალს ლარისა მისგან მგრძნობელისა გოჯთა მათგან სადინელად განმყვანებელისა და ლარისა მისგან,

     27.     რომელი მუნ არს შეერთებული.

     28.     ამით მიზეზითა დაამტკიცებენ თქუმულსა მათსა.

     29.     ხოლო მე არა უვარ-ვჰყოფ.

     30.     რამეთუ ოდესმე ბუნებაჲ შეიცვალის ვნებათა მათგან მიწევნულთა ტჳნად,

     31.     ვიდრემდის დაეყენის საქმისაგან თჳსისა ბუნებითისა მიზეზისა მისგან და ვნებისა მისგან ჴორციელისა, რაჟამს ეუფლის.

     32.     და რამეთუ გულისაგან გამოვალს სიმჴურვალჱ გრძნობათაჲ,

     33.     რამეთუ აღატყდების ძრვათა მიმართ და აპკაჲ თავისაჲ შეჰკრებს საგრძნობელთა მსგავსად სიტყჳსა მათისა,

     34.     რომელნი აუწყებენ, ვითარმედ შეუცავს ტჳნი და მიიწევის მისა ორთქლი.

     35.     ესე მესმა მთხრობელთა მათგან და არა უვარ-ვჰყოფ, არამედ არავე დავამტკიცებ ამას მოსწავებასა, ვითარმცა ბუნებაჲ გონებისაჲ შეყენებულ იყო ერთსა ადგილსა.

     36.     რამეთუ შეცვალებაჲ გონებისაჲ არა ხოლო ვნებისაგან თავისა იქმნეს [...] რომელი შეემთხჳის ნაწევართაგან წელთაჲსა ფერად-ფერადთაგან, რაჟამს ელმინ მას,

     37.     ვითარ-იგი თქჳან მკურნალთა მათ ჴელოვანთა და სახელ-სდვიან სენსა მას გუარსამ, რამეთუ დაბმულ არს იგი ლარითა.

     38.     ხოლო რომელი-იგი იქმნის მწუხარებისაგან, არა არნ იგი გულისაგან, ვითარ-იგი საგონებელ არს, არამედ ვნებაჲ რაჲმე არნ პირსა სტომაქისასა.

     39.     და ესრჱთვე თქჳან მკურნალთა მათ ჴელოვანთა, რომელნი წულილად გამოეძიებენ მიზეზსა სენთასა,

     40.     ვითარმედ ნესტუნი იგი განსავალნი განემარტნიან და შეკრბიან მოწევნასა მწუხარებისა და სიხარულისასა

     41.     და მით განვიდის სიღრმესა გუამისასა დაყენებული იგი სულისაგან.

     42.     ხოლო რაჟამს შეიწრდის ჭურჭერი იგი და განსავალი,

     43.     რომელსა შინა არნ სული და იწროვებისა მისგან ოდესმე გამოვიდის მწრაფლ გამოჭენებითა ბუნებისაჲთა და განივრცის ადგილთა შინა ვრცელთა.

     44.     და ესე არს მიზეზი მწუხარებისაჲ და ეწოდების სულ-თქუმა.

     45.     და შეჭყლემაჲ იგი გულისაჲ, რომელი საგონებელ არს მისთჳს, არა გულისაჲ არს, არამედ ვნებაჲ არს პირსა სტომაქისასა,

     46.     ოდეს გარდაეხჳის ნავღელი განმამწარებელი სტომაქისაჲ და ფრიად შეჭყლიმის იგი.

     47.     და ამისთჳს ყჳთელ-იქმნის პირი მწუხარეთაჲ და კუერცხის გულ მსგავსად გოინისა და ესე ფრიად განსლვისაგან ნავღლისა ძარღუთაგან ზედა კერძოსა გუამისასა.

     48.     და სიტყუამან ჩუენმან გამოაცხადა: რომელი-იგი არს წინააღდგომსა მისსა შინა, ვიტყჳ საქმესა მას, რომლისაგან არნ მხიარულებაჲ და სიცილი.

     49.     რამეთუ კაცსა, რაჟამს ესმის საქმჱ რაჲმე სიხარულისაჲ, განვრცნიან განსავალნი გუამისანი განცხრომისაგან და სიხარულისა.

     50.     და ვითარცა-იგი განსავალნი წულილნი შეიწრდიან და შეიოჭნიან ასონი, ვიდრემდის ნოტიაობაჲ იგი აღისწრაფინ თავად და აპკად,

     51.     რომელი არს მას შინა და ფრიად იწროვებისა მისგან, რაჟამს განმრავლდის სიღრმესა შინა ტჳნისასა,

     52.     განსცის იგი განსავალთაგან თუალად შეშჭუმითა და მოზიდვითა წარბთაჲთა, შთამოვიდის ნოტიებაჲ იგი და დასწუთის და იქმნის ცრემლ.

     53.     ესრჱთვე სხუაჲ იგი გულისხმა-ყავ, რაჟამს-იგი განვრცნიან განსავალნი უფროჲს ჩუეულებისა მათისა და შეიწყნარის ქარი სივრცესა მას შინა

     54.     და მერმე გამოსცის ბუნებისაგან გამოსავალსა პირისასა.

     55.     შეიძრნიან მისთჳს ყოველნი ასონი და უფროჲს ხოლო ღჳძლი გამოსავალსა ამის ქარისასა და განუმარჯუდის გამოსლვაჲ და ახუმითა ღაწუთაჲთა.

     56.     და ამას ეწოდების სიცილ.

     57.     და არა თუ ამისთჳს ვიტყჳ,

     58.     ვითარმედ გონებაჲ დადგრომილ არს ღჳძლსა შინა და არცაღა აღტყინებისათჳს სიმჴურვალისა მის სისხლისაჲსა გულსა შინა ჟამსა გულის-წყრომისას[ა].

     59.     და ვიტყოდითმცა, ვითარმედ გონებაჲ გულსა შინა მყოფ არს, არამედ ვიტყჳ, ვითარმედ საქმენი ესე ვითარებასა შინა გუამისასა არიან,

     60.     რამეთუ გონებაჲ ყოველთა შინა ასოთა დამკჳდრებულ არს განსწორებით მსგავსად საზომისაებრ თითოვეულისა ასოჲსა სიტყჳთა მიუთხრობელითა შეზავებულებაჲ მისი.

     61.     დაღაცათუ რომელნიმე იწამებენ სიტყუასა მას წერილთასა, ვითარმედ გონებაჲ გულსა შინა არს, ხოლო მე შევიწყნარო სიტყუაჲ მათი გამოუწულილველად,

     62.     რამეთუ რომელმან-იგი აჴსენა გული და შეუდგინნა თირკუმელნიცა, რაჟამს-იგი თქუა ფსალმუნსა შინა, ვითარმედ:

     63.     „რომელი განიკითხავს გულსა და თირკუმელთა ღმერთი მართალი“.

     64.     და აწ თანა-აც თქუმად, ვითარმედ გონებაჲ ორთავე მათ შინა დადგრომილ არს ანუ ერთსა მათგანსა შინა.

     65.     და უკუეთუ აწ გონებაჲ დაეყენების აღძრვასა შინა რომლისამე სენისასა, რომელი შეემთხუევოდის კაცსა,

     66.     ესე უკუე ცხადი მოსწავებაჲ არს გონებისათჳს, ვითარმედ დამკჳდრებულ არს იგი რომელსამე ასოსა შინა და არცა ვნებაჲ იგი,

     67.     რომლისაგან მსივანებაჲ შეიქმნის ასოჲსაჲ, განმძებელ იქმნის გონებისა.

     68.     აწ უკუე ესე თხრობაჲ არს ჴორციელებრი, რაჲთა ოდეს დაადგრა და ჭურჭერსა შინა რაჲმე, ვერღარამცა ეგებოდა სხჳსა რაჲსამე დადგრომაჲ მას შინა.

     69.     ხოლო ბუნებაჲ გონებისაჲ არა დაინთქმის სიღრმესა შინა გუამისასა და არცა განიძების სიყშოჲსაგან ჴორცთაჲსა.

     70.     არამედ გუამი დაებადა მსგავსად ქნარისა მის მძნობართაჲსა.

     71.     და ვითარცა მცემელმან ქნარისამან ვერ აჩუენის ჴელოვნებაჲ ძნობისა თჳსისაჲ

     72.     უჴმარებისათჳს ძალთა მისთაჲსა და იქმნის იგი უჴმო და უქმ, დაღაცათუ ჴელოვან არნ მძნობარი იგი.

     73.     ეგრე-ცა გონებასა შეუცავს ყოველი გუამი და იქმს თითოვეულითა ასოჲთა საზომისაებრ თჳსისა, ვითარცა უჴმნ მას.

     74.     და ოდეს მრთელ არნ გუამი ბუნებით, გამოაცხადის მას შინა ძალი თჳსი.

     75.     ხოლო რომელი უძლურ არნ შეწყნარებად საქმესა მას სიბრძნისა მისისასა, უჩინო იქმნის კუალი მისი მას შინა,

     76.     რამეთუ გონებაჲ შეეყოფვის მას, რომელი მტკიცედ დგას ბუნებასა ზედა თჳსსა და ევლტის მას, რომელი შეიცვალის.

     77.     და მე ვჰგონებ მას შინა ზრახვასა ბუნებითსა, რომლისაგან მოესწავების ზრახვაჲ იგი სიტყუაჲ წულილადი.

     78.     რამეთუ სისრულჱ კეთილთა მათ ზეშთაჲ ღმერთი არს, რომლისა მიმართ იწრაფის ყოველი მოსურნჱ კეთილისაჲ.

     79.     ამისთჳს ვიტყჳთ, ვითარმედ გონებაჲ ხატი არს კეთილისაჲ, ვიდრემდის ეგოს შუენიერებასა მას ზედა ძირისასა მსგავსად ძალისა თჳსისა,

     80.     და არს იგი კეთილსა შინა; ხოლო ოდეს განვარდეს მისგან, განშიშულდეს შუენიერებისაგან, რომელი იყო მის თანა, მომედგრდეს და უშუერ იქმნეს.

     81.     და ვითარცა ვთქუთ, ვითარმედ შემკულ არს იგი შუენიერებითა ძირისაჲთა,

     82.     რომელ არს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ და ვითარცა სარკემან რაჲ აჩუენის მხილველსა მას მსგავსებაჲ ხატისა მისისაჲ,

     83.     ესრევე-სახედ იქმნის ბუნებაჲ, რაჟამს განგებითა მით გონებისაჲთა შეიმკვის.

     84.     მაშინ იქმნის, ვითარცა სარკჱ მხილველისა.

     85.     და უკუეთუ გუამი ესე სიყშოსა შეპყრობილ იქმნეს ამისგან და დაემორჩილოს მას უკუე შუენიერებაჲ მისი ყოვლითა სრულებითა,

     86.     გამოჩნდეს შემკული ჭეშმარიტად დადგრომილი.

     87.     ხოლო ოდეს იქმნის შეერთებაჲ იგი განთჳსებულ და დაემორჩილის უმთავრესი იგი უმრწემესსა და დაშთის მძიმჱ იგი მარტოდ,

     88.     გამოჩნდის უშუერებაჲ იგი მისი, რამეთუ გუამი მარტოდ მედგარ და უშუერ არს.

     89.     და ამის უშუერებისაგან განიხრწნის შუენიერებაჲ ბუნებისაჲ და არღარა ჩანნ მას შინა ხატებაჲ იგი ღმრთისაჲ.

     90.     რამეთუ რაჟამს განეშოვროს ბუნებასა შუენიერებაჲ იგი თჳსი, იქმნეს იგი ვითარცა ზურგი სარკისაჲ და მაშინ გამოჩნდის უშუერებაჲ იგი გუამისაჲ მის ზრქელისაჲ.

     91.     და ესრჱთ იქმნის გამოშობაჲ იგი ბოროტისაჲ წარდევნითა კეთილისაჲთა და კეთილი იგი არს, რომელი ახს კეთილსა მას პირველსა, რომელ არს ძირი ღმრთეებისაჲ.

     92.     ხოლო რომელი არა ემსგავსოს მას, უკუე უეჭუელად შორს არს მისგან.

     93.     და უკუეთუ შუენიერებაჲ ერთი რაჲმე არს, რომლითა მოგუეთხრობვის ღმერთი, უკუე გონებასაცა აქუს შუენიერებაჲ და ბუნებაჲ.

     94.     ოდეს მისგან შეკრძალულ იყოს, იქმნეს იგი ხატ მსგავსისა მის.

     95.     და ამის გამო უწყით, რამეთუ გუამი ესე ჩუენი ნივთიერი დამტკიცნის, ვიდრემდის განეგებინ იგი გონებისაგან,

     96.     ხოლო ოდეს განთჳსდეს და განიყოს მპყრობელისა მისგან და გამოეშოვროს საზღვრისა მისგან კეთილთაჲსა,

     97.     იქმნეს გუამი იგი ნივთიერი მიწევნულ უშუერებასა მიდევნებითა მით ნებისა თჳსისაჲთა, რომელი-იგი მიდრეკილ არს კეთილთაგან.

     98.     არამედ გამოძიებაჲ ესე ჩუენი მიზეზი არს მისი,

     99.     რომელსა-იგი პირველ ვეძიებდით, ვითარმედ: ბუნებაჲ იგი გონებისაჲ ერთსა სამჱ შინა ნაწილსა გუამისასა დადგრომილ არს

     100.     ანუ-მე მიიწევის ყოველთა მიმართ ასოთა სწორებით? და აწ ესერა გამოგჳცხადებიეს, ვითარმედ ნაცილ არს თქუმული იგი მეტყუელთაჲ მათ,

     101.     რომელნი იტყჳან, ვითარმედ: დაბრკოლებაჲ გონებისაჲ – საქმეთაგან თჳსთა.

     102.     იქმნნეს [ვ]ნებისა მისგან ყოველი, რომელი შე[ე]მთხჳის ტჳნსა, რომელი-იგი არს საყოფელი გონებისაჲ არამედ ჩუენი იგი დამტკიცნა, რომელსა ვიტყოდეთ,

     103.     ვითარმედ: ყოველთა ასოთა შინა დადგრომილ არს გონებაჲ მსგავსად საზომისაებრ თჳსისა და იქმს საქმესა თჳსსა სრულითა მით განგებითა, ძალითა მით გონებისაჲთა.

     104.     გარნა თუ ევნოს რაჲმე ასოსა და ვერღარა ძრვიდეს მას გონებაჲ განგებით შემთხუევითა მით ვნებისაჲთა.

     105.     და ამისთჳს ვაჴსენეთ ესე, ვითარმედ გონებაჲ განეგების ღმრთისაგან და გუამი ესე ნივთიერი-გონებისაგან, ვიდრემდის ვეგნეთ ბუნებასა ზედა მისსა.

     106.     და უკუეთუ შეიცვალოს მისგან, განეშოვროს მას მოქმედებაჲ იგი გონებისაჲ.

     107.     და მივაქციოთ კუალად მასვე სიტყუასა და ვთქუათ, ვითარმედ ოდეს გუამი ჰგიეს ბუნებასა ზედა თჳსსა და არა შეიცვალის მისგან, არნ უკუე გონებაჲ განმგებელ მისა.

     108.     გარნა უკუეთუ ვნებულ არნ ასოჲ, მიერითგან არღარა იქმნ საქმესა თჳსსა გონებაჲ, რამეთუ ვერ დაიტიის ასომან მან ვნებულმან.

     109.     და კუალად ეგებოდა დამტკიცებაჲ სიტყჳსაჲ ამის ჩუენ მიერ უცხადესითა პასუხითა,

     110.     უკუეთუმცა არა უძნდა მსმენელთა სიტყუაჲ ჩუენი, არამედ კუალადცა გუნებავს მოღებად მცირედი სიტყუაჲ გამოცხადებისათჳს ამის საქმისა.