მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

"შატბერდის კრებული"

 

თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა
გრიგოლი ნოსელ ებისკოპოსისაჲ კაცისა შესაქმისათჳს,
რომელი მიუწერა ძმასა თჳსსა პეტრეს ებისკოპოსსა სებასტიელსა

 

26: თავი კ^ვ: რამეთუ აღდგომაჲ არა თუ თანა-მდებ არს.


   1.     და თქუა კ˜ვ: თავსა, რამეთუ აღდგომაჲ არა თუ თანა-მდებ არს

     2.     ჰნებავს ამით სიტყუაჲ აღდგომისათჳს დაჴსნად.

     3.     და რამეთუ ვერ შესაძლებელ არსო, რაჲთა კუალად-აგოს ღმერთმან კაცისაჲ ყოველი ასოჲ,

     4.     რომელი აქუნდა მას საკუთრად თითოვეული იგი ადგილსა თჳსსა, ვითარ-იგი იყვნეს პირველად.

     5.     ხოლო ჩუენ მცირედითა სიტყჳთა დავჰჴსნეთ ცუდი იგი მრავლისმეტყუელებაჲ მათი,

     6.     რომელნი ჰგონებენ, ვითარმედ სარწმუნო არს სიტყუაჲ მათი.

     7.     ხოლო ჩუენ ვიტყჳთ და აღვიარებთ, ვითარმედ გუამნი დაჴსნად არიან და მიწევნად არიან,

     8.     ვინაჲ-იგი იქმნა აგებულებაჲ მისი, და რამეთუ ქუეყანისაჲ მიიქცეს ქუეყანადვე, ვითარცა თქუა წიგნმან.

     9.     და ჰაერი და წყალი შეერთოს მსგავსსავე თჳსსა,

     10.     დაღათუ მჴეცთაგან შეჭმულ იქმნა, გინა თუ თევზთა, და შეერია ჴორცი იგი კაცისაჲ ჴორცთა მათთა

     11.     და მერმე იქმნა მიწა და ნაცარ ცეცხლისაგან.

     12.     და ყოველი, რომელი აჴსენეს ესევითარი,

     13.     ყოველნივე ესე სოფელსა ამას შინა განბნეულ არიან

     14.     და არა გარეშჱ სოფლისა, არამედ ამასვე სოფელსა შერთულ არიან.

     15.     ხოლო საღმრთოჲ იგი წიგნი იტყჳს,

     16.     ვითარმედ სოფელი ესე ყოვლითურთ ნებსა შინა თუალისასა დამტკიცებულ არს.

     17.     და აწ უკუეთუ შენ უწყი, რაჲ-იგი გიპყრიეს მჭელითა შენითა,

     18.     ვითარ ჰგონებ უუძლურესმცა იყოა ძალი ღმრთისაჲ ძალსა შენსა

     19.     და ვერმცა გულისხმა-ყოა, რაჲ-იგი უპყრიეს ნებსა შინა ღმრთეებისა თჳსისასა?