1. და თქუა მეათერთმეტისა თავისათჳს, რამეთუ: ბუნებაჲ გონებისაჲ უხილავ არს
2. რაჲ-მე უკუე არს გონებაჲ ბუნებასა შინა თჳსსა, განზოგებულსა ძალსა შინა საგრძნობელთასა,
3. რომელი წინაჲსწარ მცნობელ არს ყოფადთაჲ თითოვეულითა მათგანითა?
4. და მე ესრჱ ვჰგონებ, ვითარმედ არავინ გონიერთაგანი ჰგონებდეს, გინათუ ეჭუდეს,
5. ვითარმედ საგრძნობელთაგანი არს გონებაჲ.
6. და უკუეთუმცა გონებაჲ საგრძნობელი იყო, აქუნდამცა მახლობელობაჲ ერთი საგრძნობელისა მიმართ რომლისაჲმე,
7. რამეთუ მარტივი არს და არა აგებული.
8. და ვერ ეგების, რაჲთა-მცა იყო მარტივსა შინა აგებული რაჲმე.
9. და ესე აგებულებაჲ მისწუდების საგრძნობელთა და თითოვეული მათი განთჳსებულ არს
10. და განყოფილ საქმითა თჳსითა და არა შერეულ სხუათა მათ.
11. უკუე გონებაჲ ვიდრემე სხუაჲ რაჲმე არს და არა საგრძნობელი, რაჟამს არს იგი განმარტებულ და არა აგებულ.
12. და თქუა მოციქულმან პავლჱ: „ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ?“ ხოლო მე ვიტყჳ: ვინ არს, რომელმან გულისხმა-ყო გონებაჲ თავისა თჳსისაჲ?
13. აწ უკუე გუაუწყედ მრავლის-მეტყუელთა მათ, რომელნი მეცნიერებენ ბუნებასა მას ღმრთეებისასა და ჰგონებედ,
14. ვითარმედ ამით მეცნიერ არიან, აწ უკუე გულისხმა-მე-უყოფიანა თავნი თჳსნი? გან-მე-უცდია გონებაჲ გონებათა თჳსთაჲ?
15. და უკუეთუ გონებაჲ განაწილებული და აგებულ[ი] არს, ვითარ-მე უკუე ეგების ყოფად გონებიერი აგებულსა შინა ანუ ვითარ-მე არს საქმჱ შერევასა შინა ნათესავთა მათ,
16. რომელნი წინა-აღმდგომ არიან ურთიერთას? აწ უკუე მარტივი-მე არსა და არა აგებული და ვითარ-მე განიყო საგრძნობელთა შინა განთჳსებულთა?
17. და ვითარ იქმნა პოვნილი განმრავლებულსა შინა და კუალად განმრავლებული პოვნილსა შინა? არამედ შევემთხჳე საქმესა შინა, რომელსა შინა განვცჳბრდი.
18. რაჟამს მესმა თქუმული იგი ღმრთისაჲ, რაჟამს იტყჳს: „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა“
19. აწ უკუე ხატებაჲ ვიდრემე სრულ არს და არა ნაკლულ სახისა მისგან,
20. რომელ პოვნილ არს ძირსა შინა, რაჲთა ღირსად იწოდოს ხატებაჲ.
21. ხოლო უკუეთუ იპოვოს ნაკლულ რაჲთმე ძირისა მისგან, უკუე ამის გამო არღარა აქუს მას ხატებაჲ.
22. და აწ ვინაჲთგან გონებაჲ ღმრთისაჲ მიუთხრობელ არს და ვერ გულისხმის-საყოფელ, ჯერ არს, რაჲთა იყოს იგი პოვნილ ხატსაცა შინა მისსა.
23. და უკუეთუ ძირი იგი ვერ მისაწდომელ არს ცნობითა და ხატი იგი მისი მისაწდომელ არს ცნობითა და საცნაურ,
24. უკუე არს ესე განწვალებაჲ ცხადი შორის მათსა შეუტყუებელი გამოცხადებასა ამის თქუმულისასა.
25. აწ ოდეს ბუნებაჲ გონებისაჲ გამოუსახველ არს და მიუთხრობელ ცნობისაგან, გამოცხადნა ჭეშმარიტებაჲ ხატებისაჲ ძირად მიმართ,
26. რომელ არს ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ, რომელი-იგი გამოუსახველ არს და მიუწდომელ, რომელსა-იგი მიმსგავსებულ იქმნა ბუნებაჲ ჩუენი.