1. და თქუა მეათოთხმეტისა თავისათჳს, რამეთუ გონებაჲ არა ერთკერძოსა გუამისასა ჰგია
2. და განყოფაჲ აღძრვათაჲ სულიერთა და ჴორციელთაჲ
3. არამედ თანა-წარვჰჴედით მრავალსა, რომელსა შინა ვიყვენით და ძიება-გუეყო გონებისათჳს, ვითარმედ არა ერთსა შინა ასოსა დამკჳდრებულ არს,
4. არამედ ყოველთა ასოთა მისწუდების სწორებით და ძრვაჲ მისი ყოველთა შინა ასოთა არს სწორად გონებისა მის, რომელ არს მას შინა.
5. და ოდესმე შეუდგის გონებაჲ ძრვათა ბუნებისათა და ექმნის მათ მსახურ.
6. რამეთუ ოდესმე ბუნებამან გუამისამან წარიმართის და ეუფლის და მოატყჳს წუხილი და სიხარული.
7. და არნ მიზეზ მათა გულისთქუმაჲ ჭამადისაჲ გინა თუ სიტყჳსა რაჲსამე, რომელი შეაშუნ საგრძნობელთა.
8. მაშინ გონებაჲ იქმნის მომგებელ გუამისათჳს წულილადთა მიერ ღონეთა, რომლისათჳს-იგი გული-უთქუამნ და სწადინ გუამსა.
9. არამედ ესევითარი არა არნ გარნა პირუტყუსახეთა კაცთა შორის, რომელთა დაამორჩილიან გონებაჲ ნებასა ჴორცთასა.
10. ხოლო რომელი სრულ არნ სათნოვებითა კაცთა შორის, არა არნ ესე ესრჱთ,
11. არამედ გონებაჲ არნ მათ შორის წინამძღუარ საქმით და არა თუ მიდევნებულ ნებასა მას და გამომრჩეველ არნ იგი მათთჳს სიკეთესა საზომით.
12. და რამეთუ ვჰპოვებთ ძალსა შინა ცხორებისასა სამსა განყოფასა: ერთი იგი არს მზრდელი თჳნიერ გრძნობისა და მეორჱ იგი არს მზრდელ გრძნობითა
13. და მესამჱ იგი არს სრულ მეტყუელებითა, რომელი-იგი არს აღმკულ სხუათა მათგან.
14. და ნუ ვინ ჰგონებნ, ვითარმედ შეზავებულობასა შინა კაცისასა არს სამი სული,
15. არამედ სული იგი სრული ერთი არს, გონიერი იგი უსხეულოჲ, შეზავებული ბუნებითა მით სხეულეანითა.
16. ხოლო ბუნებაჲ იგი ნივთიერი ყოვლითურთ შეცვალებასა და ხრწნილებასა ქუეშჱ არს.
17. და უკუეთუ იყოს მას შინა ძალი მზრდელი, უკუე ძრვაჲ მისი არს აღორძინებით და აღმატებით.
18. და უკუეთუ დააკლდეს ძალი ცხორებისაჲ, მიდრკეს ძრვაჲ მისი რყუნილებად.
19. და არა არს ძალი ბრძნობისაჲ თჳნიერ შანთისა მის ნივთიერისა და არცა ძალი გონიერი თჳნიერ გრძნობისა.