1. და თქუა ოცდამეცხრესა თავსა გამოძიებაჲ, რომელი მოასწავებს, ვითარმედ სულისა და ჴორცთა არსებაჲ შეერთებულ არს
2. და კუალად ნუ ვინმე ჰგონებდეს სიტყჳსაგან ჩუენისა,
3. ვითარმედ კაცი პირველ დაებადა სახჱდ კერპისა და მისთჳს შეუდგინა დაბადებაჲ სულისაჲ.
4. და უკუეთუმცა ესე ესრჱთ იყო, ბუნებაჲმცა თიჴისაჲ ვიდრემე უზეშთაეს იყო ბუნებასა მას გონიერსა?
5. ხოლო აწ კაცი ერთ არს ბუნებით მდგომარჱ სულისაგან და ჴორცთა, რომლისა დაწყებაჲ შემტკიცებისა მათისაჲ ერთ არს,
6. რაჲთა არა იყოს კაცი უწინარჱს თჳსა და უაღრჱს თჳსა, ვინაჲთგან გუამი მცენარეთაჲ უპირადესი არს სულიერსა.
7. არამედ კუალად ვიტყჳთ, ვითარ-იგი პირველ ვთქუთ,
8. ვითარმედ ღმერთმან ძლიერებითა თჳსითა დაჰბადა კაცი ყოვლითურთ განსრულებული,
9. ვითარცა წამებს წიგნი, ვითარმედ „ღმერთმან იცის ყოველი პირველ დაბადებამდჱ“.
10. და რაჟამს დაჰბადა, ნაწილეულთა მათ არა უწინა-ყო ერთი ერთისაგან,
11. არა წინა-ყო სული გუამისაგან და არცა გუამი სულისაგან,
12. უკუეთუ არა იყომცა კაცი წინააღმდგომ სულისა თჳსისა, გინა თჳსებითა მით და განყოფითა ჟამთაჲთა.
13. ხოლო ვინაჲთგან მრჩობლ არს დაბადებულებაჲ ჩუენი გარეშჱთ და შინა კერძოჲთ,
14. უკუეთუ ერთი ერთსა უწინარჱს არს, უკუე ვიდრემე ძალი დამბადებელისაჲ არა სრულ იყო მას შინა,
15. რამეთუ დაშთა იგი თჳნიერ სრულებისა და განიყო შრომაჲ მათი განზოგებითა საქმისაჲთა.
16. და ვითარცა-იგი მარცუალსა იფქლისასა, გინა თუ სხუათა თესლთასა, არს ძალი გამოღებად თავისა,
17. რომელი იხილვებინ სესტჳთურთ და გოჯებით, ფურცლითურთ და თესლით ფხიერად, და არავინ თქუას,
18. ვითარმედ საზღვარსა შინა ბუნებისა თჳსისასა უწინარჱსებაჲ რაჲმე აქუს ერთსა ერთისაგან,
19. არამედ გამოჩნდის წესითა თჳსითა და გამოჩინებაჲ იგი მისი არნ გზასა ზედა ბუნებისა თჳსისასა, ეგრეთვჱ ვიტყჳთ განთესულობისათჳს კაცთაჲსა,
20. ვითარმედ დაწყებასა შემზადებისა მისისასა იყო ბუნებაჲ ძალით და გამოჩინებაჲ მისი სისრულით წესსა ზედა თჳსსა.
21. არა თუ იჴმია რაჲმე გარეშჱ ბუნებისა თჳსისა სისრულჱდ მისა,
22. რამეთუ არა იყო სული თჳნიერ ჴორცთა და არცა ჴორცნი თჳნიერ სულისა,
23. არამედ დაწყებაჲ ორთაჲვე ერთ არს პირველად ბრძანებითა და ნებითა ღმრთისაჲთა და შემდგომად გამოყვანებითა შობისაჲთა,
24. რამეთუ ვერ გულისხმის-საყოფელ არს განთესლებასა კაცისასა,
25. თუმცა იყო ერთი ერთისა რაჲმე უწინარჱს, გინა უკუანაჲსკნელ თესვასა მას შინა ჴორციელებრსა.
26. ეგრჱთვე არცაღა საკუთრებასა შინა სულიერსა ეგების,
27. თუმცა იყო ერთი ერთისა უწინარჱს, გინა თუ შემდგომ საქმითა,
28. რამეთუ არა თუ სხუაჲ რაჲმე ძალი შეეყო ჴორცთა, რომელი განიყო ასოთა შინა
29. და ნაწევართა, არამედ მოძრავ იყო წესითა თჳსითა საქმესა შინა ბუნებითსა.
30. ეგრეთვე ჯერ არს ჩუენდა, რაჲთა გულისხმა-ვყოთ სულისათჳს,
31. ვითარმედ დაღაცათუ უჩინო არს იგი საქმითა თჳსითა დასაბამსა ძრვისასა,
32. არამედ უეჭუელად ჰგიეს გუამსა მას შინა თჳსსა.
33. ეგრჱთვე ვიტყჳთ ჩჩჳლისა მისთჳს გამომავალისა საშოჲთ,
34. ვითარმედ არს მას შინა ძალით, დაღათუ არა არს სრულებით,
35. არამედ უჩინო არს იგი, ვიდრემდე განსრულდეს საქმითა სისრულესა თანა ბუნებისასა.
36. რამეთუ ძალი იგი განთესლებისაჲ მას შინა არა არს ჴორცთაგან მოკუდავთა უპოვართა სულისაგან განმავალისა,
37. არამედ ცხოველებისაგან სულისა.
38. ამისთჳს თანა-გუაც, ვითარ ვჰგონებ, რაჲთა ვთქუათ, ვითარმედ ჴორცნი იგი არა მოკუდავ არიან თჳნიერ სულისა,
39. ვინაჲთგან არს ცხოველისაგან განმავალისა მიზეზისათჳს ცხოველებისა მისისა.
40. რამეთუ რომელი იყოს გუამსა შინა უსულოსა, იგი მოკუდავ არს უეჭუელად.
41. და სიკუდილი არა თუ სხუაჲ რაჲ არს, გარნა მოკლებაჲ სულისაჲ,
42. რამეთუ არა არს უპოვნელი უწინარჱს პოვნილისა.
43. ხოლო უკუეთუ უსულოჲ იგი, რომელი-იგი სიკუდილი არს სულისაჲ,უპირადჱსი არს სულისაჲ, ჩას,
44. რამეთუ უპოვნელებაჲ ვიდრემე უწინარჱს პოვნილებისა ნუ იყოფვინ, რამეთუ ცრუ არს სიტყუაჲ ესე.
45. ხოლო უკუეთუ ვისმე ენებოს ცნობად მოსწავებისათჳს, ვითარმედ ნაწილი იგი ცხოველ არს,
46. შემძლებელ არს, რაჲთა ისწავოს საქმეთაგან განბნეულთა ცხოველისათჳს მოკუდავისაგან
47. რამეთუ მაუწყებელ არს ცხოველებასა კაცისასა სიტყუაჲ, მოქმედებაჲ და ძრვაჲ მისი.
48. ხოლო განყინებული და უძრავი [არა]რაჲ არს, გარნა მკუდარი.
49. რაჟამს მივხედით ჴორცთა მათ განშიშულებულთა თმისაგან და ძუალთაგან და ნაწევართა,
50. არა ვთქუათ, ვითარმედ სხუაჲ და სხუაჲ ბუნებაჲ არს ერთი ერთისა უპირადესი,
51. არამედ საქმენი ესე არიან მას შინა ძალით, დაღაცათუ უხილავ და გამოუჩინებელ არიან მას შინა.
52. ეგრეთვე ნაწილისათჳს სულიერისა ვიტყჳთ,
53. რამეთუ დაღაცათუ არღა არს მეტყუელებაჲ ჯერერთ მას შინა და არცაღა გულის-თქუმაჲ და დიდებაჲ,
54. არცა სხუაჲ რაჲ, რომელი იხილვების სულსა შინა,
55. არამედ უწყითვე, რამეთუ ჰგიეს ბუნებით მას შინა.
56. არამედ გამომავალ არს ჟამსა სისრულისა თჳსისასა განსრულებასა თანა გუამისასა და სიორძილსა საქმისასა.
57. და ვითარცა კაცი, რაჟამს-იგი განსრულდის ხატად,
58. იქმნის მოქმედებაჲ სულისაჲ საქმეთა შინა სრულთა,
59. ეგრეცა დაწყებასა შინა მყოფისა მისისასა არნ ჟამად-ჟამად,
60. რაჲ-იგი უჴმნ საჴმარი საქმისაგან ბუნებასა შინა სიყშოჲსასა,
61. რომელი-იგი არს საყოფელი მისი.
62. და ვერ ითქუმის, ვითარმედ სულსა შეემთხჳა ვინმე, გარნა სახლსა შინა თჳსსა.
63. და ვითარცა-იგი ვერ მოიწყვის თიჴამან წერილი, გარნა ბეჭდისა მიერ,
64. რომლითა დაებეჭდის შეზელილსა მას.
65. და ვითარცა ჴორცნი უნდოჲსა მისგან და შეურაცხისა მიწისანი არიან დიდსა მას დიდებასა,
66. ეგრეცა საქმჱ სულისაჲ არს საზომსა ზედა, რომლითა შეიწყნარის ჭურჭერმან თჳსმან, რომელ არს საყოფელი მისი.
67. ეგრჱთ განივრცის და განემარტის და აღორძნდის,
68. რამეთუ დაბმაჲ იგი მსგავს არს ძირსა,
69. რომლისაჲ დაფარულ არნ ძალი მოზარდობისა მისისაჲ და მზრდელობისაჲ ქუეყანასა შინა,
70. რამეთუ ვერ დაიტიის მცირედ შემწყნარებლობითა მით მისითა უფროჲსი მისსა.
71. ხოლო რაჟამს აღმოსცენდის მცენარჱ იგი ძირისაჲ მის
72. და განვლის პირი ქუეყანისაჲ და მიიღის ჰაერი მზისაჲ,
73. მაშინ გამობრწყინდის მის ზედა მადლი იგი გრძნობისაჲ და განაშუენის.
74. და მიიწიის სიორძილსა და საზომსა ნაყოფიერებისასა
75. და ჰნათობნ მას შინა მსგავსი იგი ძალისა მის მეტყუელებისაჲ.
76. და ესე არა მყის გამოჩნდიან ერთბამად,
77. არამედ სისრულისაებრ და სივრცისა ჭურჭრისა მოსწრაფებასა თანა ნაყოფიერ იქმნის მსგავსად ძალისა მის პოვნილისა.
78. ხოლო უკუეთუ გენებოს, რაჲთამცა სცან,
79. თუ რაჲ არს ძალი სულისაჲ აგებულებასა შინა ჴორცთასა,
80. განიცადე უკუე თავი შენი, ვითარცა იტყჳს მოსჱ, რაჲთა გულისხმა-ჰყო საქმჱ სულისაჲ,
81. ვითარ-ღა-მცა აღმოიკითხევდი მას წიგნისაგან,
82. რაჲთა მით გულისხმა-ჰყო უფროჲს ყოვლისა სიტყჳსა მეტყუელისა მრავალთაგან საქმეთა მისთა გუამსა შინა
83. და ნაწილთა შინა ყოველსავე.
84. და მე ვჰგონებ, ვითარმედ გამოკულევაჲ ამისთჳს სიტყუათა ნამეტნავ არს,
85. ვითარცა ვინ მიუთხრობნ საქმეთათჳს განშოვრებულთა და საზღვართათჳს ქუეყანისა და საყოფლისა მისისათა.
86. აწ ვინმე განიკითხოს თავი თჳსი და უჴმდეს-ღა მასწავებელი და მაუწყებელი ბუნებისა თჳსისაჲ,
87. იხილენ-ღა კაცმან მიზეზი ცხორებისა თჳსისაჲ, ანუ ვინაჲ შუენიან ჴორცნი ესე,
88. რამეთუ ცნას, რასა-იგი შექცეულ არს სული პირველ დასაბამსა დაბადებისა თჳსისასა,
89. რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ ჴორცნი ესე არა დაებადნეს პირველ მკუდრად,
90. უსულოდ.და არცა დავარდის თესლი ადგილსა მკუდარსა და უსულოსა,
91. ვითარცა-იგი ნერგნი, გინა თუ მარცუალნი არა დაეთესნიან ქუეყანასა ბიცოვანსა და უნაყოფოსა.
92. და რამეთუ არა აქუს ქუეყანასა მას, რომელი მიითუალავს თესლსა,
93. გინა თუ ნერგთა, ძალი ცხოველი, უკუეთუმცა გარეშჱთ მისცემდა.
94. და უკუეთუმცა ესე ესრჱთ იყო, იპოვნესმცა განჴმელნი იგი ხენი შემწყნარებელ ქუეყანით ესევითარისა ძალისა,
95. არამედ არს მას შინა ცხოველებაჲ დაფარული ძალსა შინა საკუთრებისასა,
96. რომლითა მოიზიდავს მიწაჲ ქუეყანისაჲ და აწოვებს და მით აღმოაცენნის ძირნი და ქერქნი და რტონი,
97. ვიდრემდის განსრულდის ნერგი იგი ძალითა ბუნებისაჲთა,
98. რომელ არნ მას შინა, და არნ მისგან საზრდელი სათანადოჲ ხეთაგან,
99. გინა თუ მცენარეთა, გინა თუ მწუანვილთა.