1. და თქუა მეათექუსმეტისა თავისათჳს, გამოძიებისათჳს, რომელი თქუა ღმერთმან „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა“,
2. და მას შინა არს ძიებაჲ მსგავსებისათჳს, გინა ვითარ ჰგავს ვნებადი იგი, რომელსა არა თანა-აც ვნებაჲ და მოკუდავი უკუდავსა მას,
3. ვითარ ეგების ყოფად მსგავსთა შორის ღმრთისათა მამალი და დედალი
4. რამეთუ აგონეს გარეშჱეთა მათ ბრძენთა, რაჟამს მიხადეს დიდებულებასა კაცისა გონებაჲ, უნდოჲ და უსუსური,
5. რაჟამს ესმა, ვითარმედ მსგავს არს კაცი დიდსა ამას სოფელსა და რამეთუ კაცი სოფელი არს მცირჱ დიდსა შინა,
6. რამეთუ სტჳქისნი იგი ყოვლითურთ პოვნილ არიან მას შინა.
7. და აწ რომელნი-იგი ესოდენითა დიდებითა ადიდებენ კაცსა, სახელისა ამის ძლით დაავიწყდა მათ, ვითარმედ მას ადიდებენ,
8. რომლისა საკუთრებანი იგი მუმლთა და თაგუთაცა შინა იპოვებიან,
9. რამეთუ აგებულებაჲ მათი ამათვე ოთხთა ნივთთაგან შეზავებულ არს და რამეთუ ბუნებაჲ ყოვლისა მწუანვილისაჲ,
10. გინათუ მგრძნობელისაჲ, ამათგანვე არს.
11. და რომელიმე ამათგანი განმრავლდის და რომელიმე შემცირდის.
12. თქუედ უკუე, რასა ამსგავსებენ კაცსა ანუ რაჲთა მიზეზითა ცასა-მე-ა შეცვალებადსა ანუ ქუეყანასა განხრწნადსა ანუ მათვე-ა,
13. რომელნი არიან შორის მათსა, რომელნი განქარვებად არიან განქარვებითა ამით ორთაჲთა?
14. ანუ რასა-მე მიემსგავსების დიდებულებაჲ კაცისაჲ? არარას დაბადებულთაგანსა ამის სოფლისასა, არამედ ხატსა დამბადებელისასა.
15. აწ სთქუა სამჱ, რაჲ-მე არს სიტყუაჲ ესე ხატებისათჳს თქუმული, ანუ ვითარ მიემსგავსოს ჴორციელი იგი უჴორცოსა, გინა თუ საუკუნესა მას წარმავალი იგი,
16. ანუ ვითარ ემსგავსოს განხრწნადი უხრწნელსა მას და შეცვალებადი შეუცვალებელსა, ანუ ვითარ – განფრდილი ბოროტსა შინა ყოვლად სახიერსა მას?
17. განშოვრებულად ვხედავთ ხატებასა მას ხატისაგან ჭეშმარიტისა, რამეთუ ხატებაჲ იგი,
18. ოდეს არნ მსგავსი ძირისაჲ მის, რომელსა ზედა გამოხატულ არნ ჭეშმარიტად,
19. უკუე ეწოდის ხატ და მსგავს.
20. ხოლო უკუეთუ განშოვრებულ იყოს მსგავსებაჲ მისი ძირისაგან,
21. ამას არღარა ეწოდოს მსგავს, არამედ სხუაჲ რაჲმე.
22. აწ ვითარ კაცი ესე ცხოველი და მოკუდავი განხრწნადი ხატი არს ბუნებისა მის წმიდისა დაუსაბამოჲსაჲ და უხრწნელისა და უკუდავისაჲ?
23. არამედ სიტყუაჲ იგი საღმრთოჲ არა ტყუვის, რამეთუ იტყჳს,
24. ვითარმედ პირველი იგი კაცი დაებადა ხატად ღმრთისა და რამეთუ უძლური ბუნებაჲ კაცობრივი არა ჰგავს დიდებასა ღმრთისასა.
25. რამეთუ ორნი ესე საქმენი ითხოვენ საზომსა თჳსსა, ოდეს შეეტყუას ბუნებაჲ ჩუენი ღმრთისა თანა,
26. ანუ იპოვოს ხრწნილებაჲ ღმრთეებასა შინა, ანუ ხრწნილებაჲ კაცსა შინა, რაჲთა განმრავლდეს სიტყუაჲ ხატებისათჳს.
27. და აწ უკუეთუ ვართ ჩუენ ვნებათა ქუეშჱ და სალმობათა და მაღალ არს ღმერთი ამათ, და-უკუე-შთომილ არს სხუაჲღა სიტყუაჲ,
28. რომლითა გულისხმა-ვყოთ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, რომელსა იტყჳს: „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა.
29. და შემდგომიცა წმიდისა ამის წიგნისაჲ მოვაჴსენოთ და გამოვიძიოთ, ნუუკუე მუნით გულისხმა-ვყოთ და ვცნათ ჭეშმარიტი.
30. და შემდგომად, რაჟამს თქუა „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა“, და რაჲსათჳს იყოს, მოვაჴსენოთ უკუე ესეცა სიტყუაჲ:
31. „და შექმნა კაცი ღმერთმან, ხატად ღმრთეებისა შექმნნა იგინი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი“.
32. ხოლო ჩუენ გჳთქუამს პირველცა და აწცა ვიტყჳთ, ვითარმედ სიტყუაჲ ესე ითქუა დაჴსნისათჳს მწვალებელთაჲსა,
33. რაჲთა უწყოდით, ვითარმედ ძემან მხოლოდ-შობილმან შექმნა კაცი ხატად ღმრთისა,
34. არა განვყოთ ღმრთეებაჲ მამისაჲ და ძისაჲ, რამეთუ რაჟამს სახელ-სდვა წიგნმან ღმერთსა შემოქმედად კაცისა,
35. რომელი-იგი ითქუა მსგავს მისა.
36. არამედ სიტყუაჲ ამისთჳს და-ღა-ვაცადოთ და მოვიქცეთ მასვე სიტყუასა,
37. რომელსა ვეძიებდით, ვითარ კაცი ესე უძლური, ჭირსა შინა განფრდილი, და ღმერთი დიდებული და ამას ეწოდების მსგავს მისა.
38. აწ უკუე გამოვიძიოთ სიტყუაჲ ზედა-მიწევნით, რამეთუ ვჰპოვებთ კაცსა მას მსგავსსა ღმრთისასა,
39. ვითარმედ სხუაჲ იყო და არა აწინდელი ესე ჭირსა შინა განფრდილი.
40. „შექმნა კაცი ღმერთმან, ხატად ღმრთისა შექმნა იგი“.
41. აწ უკუე განსრულდა დაბადებაჲ შექმნულისაჲ მის და კუალად შეუდგინა ამას და თქუა,
42. ვითარმედ: „მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი“.
43. ხოლო მე ვჰგონებ, რამეთუ ყოველთა უწყიან, ვითარმედ დედაკაცი და მამაკაცი გარეშჱ არიან ძირისა მისგან,
44. ვითარცა თქუა მოციქულმან, ვითარმედ: „ქრისტჱს მიმართ არცა მამაკაცი, არცა დედაკაცი“.
45. არამედ მოაჴსენა ამას შინა განყოფაჲ კაცისაჲ.
46. აწ უკუე დაბადებაჲ ჩუენი მრჩობლ არს.
47. რომელიმე არს მიმსგავსებულ ღმრთისა და რომელიმე განყოფილ არს.
48. რამეთუ თქუმული ესრჱთ იტყჳს შეერთებასა მას თქუმულისასა:
49. და რამეთუ პირველად თქუა: „ღმერთმან შექმნა კაცი, ღმერთმან ხატად ღმრთისა შექმნა იგი“ და შემდგომად ამისა თქუა:
50. „მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი“ და ესე შორს არს მოგონებად ღმრთეებასა შინა.
51. არამედ მე ესრჱ ვჰგონებ, სიტყუაჲ არს დიდი წიგნთა შინა წმიდათა პოვნილ.
52. და ესე ორ სახედ არს განშოვრებულ ფრიად ურთიერთას და კაცი მათ შორის.
53. ვიტყჳ ბუნებასა მას საღმრთოსა, უჴორცოსა და ცხოველსა მას პირუტყუებრსა, არამეტყუელსა.
54. რამეთუ პოვნილ არს ბუნებასა შინა კაცისასა საკუთრებაჲ ორთავე მათ ბუნებისაგან ღმრთეებისა: მეტყუელებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ.
55. და არა არს მას შინა მამაკაცებაჲ და დედაკაცებაჲ.
56. და ესენი პოვნილ არიან ცხორებასა მას შინა კაცობრივსა.
57. არამედ გუესწავა წიგნისაგან, ვითარმედ გონებიერი იგი მის გამო არს.
58. და შემდგომად მისა ეწია კაცსა მსგავსებაჲ პირუტყუებრი.
59. ხოლო პირველ თქუა, ვითარმედ „კაცი შეიქმნა ხატად ღმრთეებისა“, ვითარცა თქუა მოციქულმან, ვითარმედ:
60. „არა არს მას შინა მამაკაცებაჲ და დედაკაცებაჲ“, და რაჲ-მე გულისხმის-ყოფაჲ არს ესე?
61. და ნუვინ მაბრალებს მე, უკუეთუ დავამტკიცე ესე გულისხმის-საყოფელითა სიტყჳთა შურით.
62. რამეთუ ღმერთი, რაოდენჯერცა ითქუას სახიერად კაცთა მიერ, ხოლო უზეშთაეს არს ყ˜ი სახიერებისასა.
63. და არა დაებადა კაცი თჳნიერ სახიერებისათჳს.
64. და აწ ოდეს ესე ესრჱთ არს და ამისთჳს დაებადა ბუნებაჲ ჩუენი.
65. და რაჟამს დაებადა, არა დაჰბადა იგი ნაკლულევანად და შექმნა მას შინა კეთილი რაჲმე,
66. რომელი არს მას შინა, და კეთილი იგი არა თუ გუამი არს, არამედ სრულებაჲ კეთილთაჲ,
67. რომელი დაჰბადა მას შინა, რაჟამს დაჰბადა კაცი არა-არსებისაგან არსად, და არაყოფილი იგი – ყოფად.
68. და შექმნა იგი დაუკლებელ კეთილთაგან, რამეთუ კეთილნი იგი ფრიად არიან და აურაცხელ.
69. ამისთჳს შეიკრიბა ყოველი იგი სიტყუამან, რაჟამს-იგი თქუა, ვითარმედ „ხატად ღმრთისა შექმნა იგი“.
70. და ესე სიტყუაჲ მსგავსად სიტყჳსა მის, ვითარმცა თქუა, ვინ შექმნა იგი სავსჱ ყოვლითა კეთილითა.
71. და უკუეთუ ღმერთი სრულებაჲ არს კეთილთაჲ და ესე ხატი არს მისი უკუე კეთილთა შინა, ვიდრე-მე მსგავს არს იგი ძირსა მას?
72. და აწ უკუე არს ვიდრემე ჩუენ შორის ყოველი კეთილი და ყოველი სათნოვებაჲ და ყოველი მადლი და ყოველი სიბრძნჱ და ყოველი შემკულებაჲ კეთილისაჲ?
73. პირველად ესე აზნაურებაჲ, რამეთუ არა არს კაცი დამონებულ, არამედ ჴელმწიფჱ, მოქმედ მსგავსად ნებისა თჳსისა,
74. რამეთუ ყოველი, რომელი დაპატიჟებასა და იძულებასა ქუეშჱ არს, არა არს მას შინა აზნაურებაჲ.
75. არამედ აზნაურებაჲ ესე არს, რაჲთა აქუნდეს ჴელმწიფებაჲ ნებასა ზედა თჳსსა.
76. რამეთუ შუენიერებასა მას ხატებისასა უკუეთუ აკლდეს რაჲმე, არა არს იგი ხატ.
77. ხოლო ერთი არს, რომელი განჰყოფს ღმრთეებასა კაცებისაგან,
78. რამეთუ იგი დამბადებელი არს და ესე დაბადებული.
79. და ამას განყოფასა კუალად შეუდგს თითოვეულსა სხუაჲ და სხუაჲ საკუთრებაჲ,
80. რამეთუ ვწამებთ, ვითარმედ დაუბადებელი იგი ბუნებაჲ შეუცვალებელ არს თჳსისაგან წესისა უკუნისამდე.
81. ხოლო დაბადებული არა არს გარნა შეცვალებითა მის გამო,
82. რამეთუ არა შეიქმნა ვიდრე შეცვალებაჲ, არა იქმნა და ძრვაჲ,
83. რაჟამს იგი არაარსისაგან შეცვალა არსად მადლითა თჳსითა დამბადებელმან.
84. და ვითარცა-იგი სახარებაჲ იტყჳს ხატისა მისთჳს კეისრისა, რომელი იყო ოქროსა ზედა, რომელი-იგი ხატი იყო მსგავსი მეფისაჲ სახითა და განთჳსებული მისგან.
85. ნივთითა, ეგრევე ამას შინა ნაცვალად ხატისა მის გულისხმა-ვჰყოფ,
86. რაჲ-იგი არს ბუნებასა შინა ღმრთეებისასა და რაჲ-იგი არს კაცებისასა, რომელსა შინა არს მსგავსებაჲ და განყოფაჲ ბუნებათაჲ,
87. ვიტყჳ დამბადებელსა და დაბადებულსა, რამეთუ ესე მარადის ჰგიეს და ეგოს უკუნისამდე.
88. ხოლო შექმნული იგი შეცვალებისაგან დაწყებულ არს, რამეთუ არა იყო და იქმნა.
89. ამისთჳს მიეახლა მიდრეკასა, რამეთუ წიგნი იტყჳს, ვითარმედ, რაჟამს ცნა დამბადებელმან წინაჲსწარითა ცნობითა,
90. ვითარმედ კაცი ესე ჴელმწიფჱ-ყოფად არს და მავალი ნებასა ზედა თავისა თჳსისასა და რამეთუ მიდრეკადცა არს, ვითარ-იგი იქმნა,
91. მაშინ გამოსახა ხატისა მისთჳს თჳსისა მამაკაცებაჲ და დედაკაცებაჲ, რომელნი-იგი არა არიან ძირსა მას შინა,
92. არამედ, ვითარ-იგი ვთქუთ, მახლობელ არს ბუნებასა მას პირუტყუებრსა.
93. და მიზეზი ამათისა დაბადებისაჲ არავინ უწყის, გარნა მათ და მადლმან მათმან,
94. რომელნი თუალით-მხილველ იყვნეს სიტყჳსა მის ხოლო ჩუენ მსგავსად ძალისა ჩუენისა მიმსგავსებით და მიგუვებით ვთქუათ,
95. რომელი მიეახლოს ჭეშმარიტსა მას სიტყუასა.
96. ვითარ-იგი მოეცა ენასა ჩუენსა გამოცხადებითა გონებისაჲთა მათა მიმართ,
97. რომელთა შეიწყნარონ იგი კეთილითა გონებითა.
98. რამეთუ რაჟამს ითქუა, ვითარმედ „ღმერთმან დაჰბადა კაცი“, მოასწავა კაცებაჲ განტევებულად ხოლო და არა იყო მის თანა დაბადებულებაჲ იგი,
99. არამედ სახელი ადამისი, ვითარ-იგი თქუა წიგნმან, უკუანაჲსკნელ აჴსენა და სახელი დაბადებულისაჲ კაცებად არა თუ სახელ-სდვა,
100. არამედ შემკრებელი ყოვლისა სახისაჲ კაცებაჲ არს.
101. აწ უკუე ამით სახელითა შემკრებელითა გულისხმა-ვყოთ,
102. ვითარმედ პირველი იგი განმარტებაჲ სიტყუაჲ იყო ბუნებითისათჳს სათანადოჲსა და რამეთუ არა გჳღირს თქუმად,
103. ვითარმცა იყო რაჲმე შეუსაზღვრებელ ღმრთისაგან ყოვლითა სისრულითა მათითა.
104. და ვითარცა ოდეს სთქუა იგი ვინმე, დაღაცათუ არა გამოაცხადე სახელი,
105. არამედ განაცხადე საზღვარი კაცისაჲ ყოვლითურთ სამკაულით და ჰასაკით და რაჲ-იგი მოასწავებს გუამსა მისსა,
106. ეგრეცა ვჰგონებ, ვითარმედ შემზადებაჲ ერთისა კაცისაჲ ყოვლით კერძო სისრულჱ არს კაცებისაჲ ძალითა მით საქმისა მისისაჲთა.
107. და რომელი-იგი აღდგეს უკუანაჲსკნელ აღსასრულსა სოფლისასა, ყოველთა მათ შორის იყოს ხატი იგი პირველი.
108. ამისთჳს კაცსა ერთსა ეწოდების ყოველ, რამეთუ არა არს ძალსა შინა ღმრთისასა რომელიმე წარსრულ და რომელიმე მომავალ,
109. არამედ ყოველივე ჰგიეს წინაშე მისსა.
110. დაღაცათუ ჩუენ ველით სასოვებით, არამედ ღმრთისა თანა არს მოუკლებელ და ჰგიეს.
111. და რამეთუ ბუნებაჲ ყოვლითურთ პირველითგან შემდგომადმდჱ ერთსა შინა ხატებასა არს,
112. ხოლო მამაკაცებაჲ და დედაკაცებაჲ განყოფაჲ არს, დამტკიცებისათჳს ნათესავობისა დაებადა ამით მიზეზითა, ვითარ ვჰგონებ.