1. და თქუა მეშჳდისა თავისათჳს, რაჲსათჳს დაებადა კაცი შიშულად საჭურველთაგან მისთა და სამოსლისაგან ბუნებითისა
2. რასა უკუ[ე] მოასწავებს შემზადებაჲ კაცისაჲ მართლ-დგომითა და ვითარ არა იქმნა ჩუენ შორის ძალი ცხოველი ბუნებითი?
3. არამედ შემოიყვანა კაცი ამას სოფელსა ცალიერი საჭურველთაგან ბუნებითთა, უმოსელად,
4. და უფროჲსღა გლახაკად და უქონოდ ყოველთაგან საჴმართა ცხორებისა მისისათა.
5. და ჭეშმარიტად ჩას იგი საწყალობელად უფროჲსღა და არა თუ საქებელ,
6. რამეთუ არა აღჭურვილ არს აღმოცენებითა რქათაჲთა და არცა ფრჩხილთაჲთა და არცა ტერფთაჲთა და ჭლაკთაჲთა და არცა შუვათაჲთა.
7. და არა აქუს ბუნებასა მისსა შინა ყოლადვე არარაჲ, რომლითამცა იყენა მით მავნებელი მისი, ვითარ-იგი მრავალთა ცხოველთა აქუს შემთხუევასა მავნებელისა მათისასა.
8. და არცა დაბურვილ არს გუამი მისი სამოსლითა თმისაჲთა, რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთა იყოს მთავარი იგი მოზღუდვილ და აღჭურვილ ბუნებასა შინა თჳსსა,
9. რაჲთა არა უჴმდეს განრინებისათჳს დაბურვისათჳს ჴორცთა თჳსთაჲსა გარეშჱთა რაჲთმე.
10. და აწ ესერა ვხედავთ ლომსა და ეშუსა, ავაზსა და ვეფხსა და სხუათაცა ცხოველთა, რამეთუ აქუს ბუნებასა შინა თჳსსა საჴმარი განრინებისათჳს თჳსისა ძალითა მით,
11. რომელ არს მათ შინა; ვითარცა კუროსა რქანი და ყურგდელსა სიმალჱ და ქურციკსა ხლდომაჲ და ბრწყინვალებაჲ თუალთაჲ
12. და სხუათა კუალად სივრცჱ გუამთაჲ და მფრინველთა ნაგრტენი და ფუტკარსა საწერტელი.
13. და ყოველთა თანა იპოვების საჴმარი რაჲმე დაღაცათუ ერთი რაჲმე განსარინებელად თჳსად.
14. ხოლო კაცი ოდენ მარტოჲ ამათ ყოველთა შორის დაკლებულ არს, რამეთუ სიმალესა თანა არს გჳან და უმცირჱს გუამითა.
15. აწ უკუე რომლითა სახითა ეგების, რაჲთა იყოს იგი მეუფე ყოველთა ზედა ცხოველთა?
16. არამედ არა იწრო არს ჩუენ ზედა გამოცხადებად, რაჲ-იგი საგონებელ არს მათთჳს,
17. ვითარმედ საჴმარ არს ბუნებისა მისისა, იგი არს მიზეზ მთავრობისა მისისა.
18. და უკუეთუმცა იყო ბუნებასა შინა კაცისასა, რაჲთა იყოს იგი უმალეს ცხენსა და მერმე ფერჴნიმცა მისნი არა მოჰკფდებოდეს სიმაგრისაგან,
19. რომელ არს სიმტკიცესა შინა ტერფთასა და ჭლაკთასა, გინამცა ესხნეს რქანი და ფუცხოვანნი ფრჩხილნი,
20. და საწერტელი მსგავსად ფუტკრისა, იყომცა ესე ნამდჳლვე მჴეცი სახილველად, ოდესმცა ესე ყოველნი აქუნდეს გუამსა შინა მისსა.
21. და კუალად იყო-მცა უგლომელ მთავრობისათჳს, რომელთა-იგი ზედა მთავრობს, ოდესმცა არა უჴმდა მათგან.
22. ამისთჳს განიყვნეს საჴმარნი მისნი ყოველთა მიმართ, რომელნი დამორჩილებულ არიან მისა, რაჲთა იყოს მთავრობაჲ მისი მათ ზედა უნებლიაჲთ,
23. ვითარცა ყოველნი მეფენი ქუეყანისანი საჴმარსა მათსა მიიღებენ მათგან, რომელთა ზედა მთავრობენ.
24. და გჳანობისა და სიმძიმისა ჩუენისათჳს ვიჴმიით ცხენი და დავიმორჩილით, და შიშულობისათჳს ჴორცთა ჩუენთაჲსა გჳჴმდა მოგებაჲ ცხოვართაჲ,
25. რაჲთა სრულ-იქმნეს დაკლებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ სამოსლისაგან.
26. და ამისთჳს მოვიღით მატყლი წლითი-წლად და სხუაჲცა საჴმარი, რომელი იძულებით გჳჴმს მიზეზთათჳს ცხორებისა ჩუენისათა,
27. რომელნი გუაიძულებენ მოგებასა ცხოველთა მათ მტჳრთველთასა, და რამეთუ ვერ ვძოვთ პირუტყუთაებრ, ამისთჳს მოვიგნით ჴარნი დამორჩილებად ჩუენდა,
28. რაჲთა ადვილ იქმნეს მიზეზი ცხორებისა ჩუენისაჲ შრომითა მათითა.
29. და მერმეცა გჳჴმდეს შუანიცა საკბენლად, რაჲთა მით გარე-წარვაქცინეთ, რომელნი გუეწყვებოდიან] ...მრავალთა ცხოველთა.
30. ამისთჳს კმა-ვიყავთ ძალი სიმაღლისა თანა, ვითარცა ჴრმალი ჴელთა შინა კაცისათა.
31. და კუალად რკინაჲცა კაცისათჳს უმკუეთელეს არს და უფიცხლეს რქათა და ფუცხოვანთა ფრჩხილთა.
32. და ესენი არა შედგმულ არიან ჴორცთა ჩუენთა, ვითარ-იგი შედგმულ არიან მჴეცთა საჭურველნი მათნი გუამთა შინა მათთა,
33. არამედ აღებად იგი ჟამსა შინა თჳსსა, და შემწჱ-გუეყოს ჩუენ ჟამსა საჴმარებისასა და მერმე დადებად ადგილსავე თჳსსა.
34. და კუალად ქცევათა მათთჳს ხჳთქთაჲსა ეგების, რაჲთა ვიფარვიდეთ ტყავითავე მისითა და უკუეთუ ვერ იპოვოს იგი ჟამსა ჴმევისასა მოგებად მსგავსი მისი რკინისაგან,
35. რომლითა განვერნეთ ჟამსა ჭირისასა და მერმე განვთავისუფლდეთ ტჳრთისა მისგან ჟამსა მშჳდობისასა.
36. და კუალად ფრთჱ მფრინველთაჲ მსახურებად კაცთა იქმნა, რაჟამს ვერ ვეწევით მფრინველთა სიმალითა.
37. და ზოგი მათგანი მოიწუართების საჴმარად მონადირეთათჳს, რომელნი-მე ღონის-ძიებითა ჰმსახურებენ საჴმარსა ჩუენსა,
38. რამეთუ ვიჴმიით ფრთჱ ისართათჳს და არა მისწრის ჩუენ მფრინველმან მშჳლდისა მისგან.
39. და იყვნენ ფრთენი შემძლებელად სიგრძესა სლვისასა უგუემელად, ამისთჳს მოვიგეთ ცხოველთაგან საჴმარად ჩუენდა ჴამლი.