1. და თქუა მეათისა თავისათჳს, რამეთუ გონებაჲ იქმს საქმესა თჳსსა საბრძნობელთაგან
2. ამას სახესა ზედა იხილე სივრცჱ იგი გონებისაჲ, რამეთუ ოდესმე შეკრბის ჩუენ თანა მეცნიერებაჲ ერთისაჲ ხოლო საგრძნობელთაგან მრავალთა.
3. და ამას სახესა ზედა მიხედენ სივრცესა გონებისასა, რამეთუ ოდესმე შეკრიბის ჩუენ თანა მეცნიერებაჲ ერთისა საქმისაჲ საგრძნობელთაგან მრავალთა.
4. და კუალად ერთისაგან საგრძნობელისა მრავალი საქმჱ გულისხმა-ვყოთ მიმსგავსებული ერთი ერთისა ბუნებასა შინა.
5. არამედ ვამსგავსოთ იგი სახესა რასმე, რაჲთა გამოცხადნეს სიტყუაჲ იგი, რომელი გუნებავს თქუმად.
6. აწ რეცა თუ ვიკითხავთ გემოთათჳს, რომელიმე უტკბილჱს არს ანუ რომელიმე უმწარჱს, უკუეთუ ვპოვოთ სიმწარჱ ნავღლისაჲ და სიტკბოვებაჲ თაფლისაჲ?
7. აწ ვინაჲთგან ესე ცხად არს, იპოვა უკუე გამოცნობაჲ ამისი პოვნილ ერთსა ქუეშჱ საგრძნობელსა,
8. რომელნი-იგი წინა-აღმდგომ არიან ურთიერთას საყოფელსა თჳსსა განყოფით გონებისაგან,
9. რომელ არს გემოჲს-ხილვაჲ, ხედვაჲ და სმენაჲ, შეხებაჲ და ყნოსაჲ.
10. რამეთუ ოდეს იხილოს ვინმე თაფლი და ესმეს სახელი მისი და გემოჲ იხილოს მისგან და იყნოსოს სული მისი და გამოცადოს შეხებით,
11. იცნას ერთი იგი მრავალთა მიერ საგრძნობელთა.
12. და მერმე კუალად გულისხმა-ვყვით მრავალი რაჲმე ერთისა მიერ საგრძნობელისა, რომელ არს სასმენელი.
13. რამეთუ შემწყნარებელ არს თითოსახეთა ჴმათა დაწვალებულთა და თუალიცა შემწყნარებელ არს მრავალფერთა სხუასა
14. და სხუასა – თეთრსა და შავსა და სხუათაცა ფერთა, რომელნი მჴდომ არიან ურთიერთას.
15. ეგრევე-სახედ გემოჲს-ხილვაჲ, ყნოსაჲ და შეხებაჲ თითოვეული მათგანი მიიწევის მრავალთა ზედა საქმეთა ერთი ერთისა წინა-აღმდგომთა.