1. და თქუა ოცდამეათესა თავსა სიტყუაჲ მკურნალთაგან, რომელი მოასწავებს ასოთა გუამთა კაცთასა დაბადებასა შინა მათსა.
2. და არს იგი სიტყუაჲ გამოკრებული
3. ხოლო დაბადებასა ჴორცთა ჩუენთასა ჭეშმარიტითა გამოძიებითა შემძლებელ არს ყოველი კაცი გულისხმის-ყოფად ძალისა მისგან,
4. რომელი მოესწავების ბუნებისაგან თჳსისა, გამოცნობითა მით და ცხორებითა, გრძნობითა მით.
5. და რამეთუ ბუნებაჲ ყოვლისა კაცისაჲ არს მოძღუარი მისავე,
6. არამედ შესაძლებელ არს გამოვაცხადოთ,
7. რომელი-იგი კუალ-ყვეს ბრძენთა მათ მეცნიერებისა მისისათჳს წიგნთა შინა ზედა-მიწევნით,
8. რომლითა-იგი რომელიმე იცნობა, ვითარ არს ადგილი ყოველთა ასოთაჲ,
9. რომელნი არიან ჩუენ შორის, რაჟამს-იგი გამოიძიეს მას შინა გამოცხადებითა ჴორცთაჲთა და განპებითა წყლულთაჲთა.
10. და რომელი-მე გულისხმა-ყვეს, თუ რაჲსათჳს დაებადა ყოველი ასოჲ გუამისაგანი.
11. და იყო იგი მოღუაწეთათჳს მაუწყებელ განმარტებითა,
12. რომელსა შინა არს სრული გულისხმის-ყოფაჲ.
13. ხოლო უკუეთუ ვის-მე ენებოს, რაჲთა ეკლესიისაგან მიიღოს სწავლაჲ მისი,
14. რაჲთა არა უჴმდეს გარეშჱთა მათგან რაჲმე,
15. რამეთუ ესრჱთ ჯეროვნებით თანა-აც სამწყსოთა მათ სულიერთა სიტყჳსაებრ მაცხოვრისა,
16. ვითარმედ: „არა ისმინონ ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის“.
17. ხოლო აწ მივჰმართოთ სიტყუასა მას და ვთქუათ მსგავსად ძალისა.
18. სამთა ამათ ვხედავთ ბუნებასა შინა ჴორცთა ჩუენთასა,
19. რომელთათჳს დაბადებულ არიან ყოველნი ასონი ჩუენნი:
20. რომელიმე – სიცოცხლისათჳს და რომელიმე – სიმდიდრისათჳს სიცოცხლისა და რომელიმე – დადგრომისათჳს შობისა
21. და დამტკიცებისათჳს ნათესავობისა.
22. ხოლო რომელნი არიან ჩუენ შორის ასონი შემდგომნი ამათნი,
23. ვერ ეგების მათგან ცხორებაჲ კაცისაჲ,
24. არამედ სამთა მათ შინა ვხედავთ: თავსა, გულსა და ღჳძლსა.
25. ხოლო შემატებაჲ ბუნებისაჲ კეთილთა შინა იქმნების სიმდიდრისაგან სიცოცხლისა,
26. რომელი მოენიჭა კაცსა, რომელ არს ჭურჭერი,
27. რომელსა შინა არიან საგრძნობელნი, რამეთუ ესენი ვერ მოგუცემენ სიცოცხლესა,
28. რამეთუ თჳნიერ ამათსაცა შესაძლებელ არს ცხორებაჲ ჩუენი,
29. დაღაცათუ არა არს ცხორებაჲ ჩუენი გემოჲვნებითი თჳნიერ მათსა.
30. ხოლო მესამჱ იგი ესე არს, რომლისაგან იქმნების დადგრომაჲ შვილიერებისაჲ
31. და დამტკიცებაჲ ნათესავობისაჲ.
32. და სხუანიცა არიან გუამსა შინა, რომელნი ეზიარებიან ამათ შემატებასა შინა და სარგებელსა, ვითარცა მუცელი და ფირტჳ.
33. რამეთუ ფირტჳ არს, რომელი აგრძნობს ცეცხლსა მას გულისასა,
34. და მუცელი მიიღებს ჭამადთა ჭურჭერთა მათ თჳსთა შინა.
35. აწ ოდეს ამათ ზედა განყოფილ არს აგებულებაჲ ბუნებისა ჩუენისაჲ,
36. ჩას, რამეთუ ძალი იგი ცხოველი არა ხოლო ერთსა პირსა ზედა არს ჩუენ შორის,
37. არამედ განუყვნა მიზეზნი იგი ბუნებამან თითოვეულთა ასოთა და თითოვეული მათგანი იძულებულ არს შეწევნასა ურთიერთას.
38. ხოლო რომელი ძიებულ არს კრძალულებისათჳს სიცოცხლისა და განშუენებისათჳს ბუნებისა,
39. მრავალ არს და დაწვალებულ განყოფასა შინა თჳსსა.
40. არამედ მნებავს, რაჲთა პირველად განუყო შემოკლებით რომელსა შინა არს დგომაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ.
41. ხოლო ნივთი იგი გუამისაჲ ყოვლითურთ სამარადისო არს ყოველთა ასოთა.
42. და აწ თანა-წარვჰჴდეთ სიტყჳსა მისთჳს,
43. რამეთუ სიტყუაჲ ბუნებითი არას გუარგებს აწ გამოკულევისათჳს შემოკლებით.
44. რამეთუ ცხად არს ყოველთათჳს, ვითარმედ ბუნებასა შინა ჩუენსა პოვნილ არიან სტჳქისნი ესე ამის სოფლისანი;
45. ვიტყჳ ნაწილსა სიტფოჲსასა და ყინელისასა, ნოტიისა და სიჴმელისასა.
46. და რამეთუ ვხედავთ, ვითარმედ სამნი არიან ძალნი, რომელნი განაგებენ სიცოცხლესა.
47. ერთი მათგანი განატფობს გუამსა სიცხითა თჳსითა და მეორჱ იგი ძალი ნოტია-ჰყოფს სიმჴურვალესა,
48. რაჲთა იყოს განსწორებით შეზავებაჲ მისი და რაჲთა არა წარწყმდეს ნოტიაჲ სიმძაფრითა მჴურვალებისაჲთა
49. და კუალად რაჲთა არა დაშრტეს სიმჴურვალჱ გარდარეულებითა მით ნოტიობისაჲთა.
50. და ძალი იგი მესამჱ შემკრებელ არს განბნეულთა მათ შეერთებითა იოგთაჲთა,
51. რომელნი შენაწევრებულ არიან ყოველთა ასოთა ძალითა მით მოძრავითა თავით თჳსით,
52. ხოლო ოდეს ძალი მოაკლდის, იქმნის ასოჲ იგი მკუდარ და დაკლებულ სულისა მისგან მოძრავისა თავი[თ] თჳსით.
53. და ჯერ არს პირველად ამისა, რაჲთა განვიცადოთ სიმტკიცით დაბადებაჲ ბუნებისა მის ჩუენისა ჴორციელისაჲ.
54. აწ რაჲსათჳს არს ასოჲ ესე მაგარი და კურივი არა შემწ[ყ]ნარებელი ბუნებისა მის მგრძნობელისაჲ,
55. რომელ არიან ძუალნი ჩუენ შორის, და ვითარცა-იგი მცენარენი ქუეყანისანი,
56. რომელთა აქუს ნაწილი რაჲმე სიცოცხლისაჲ, რამეთუ იზარდების და იპოხების,
57. და არა სიკურივე იგი, რომელ არს მას შინა, მიმღებელი არს გრძნობისაჲ?
58. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა იყოს მას შინა ძალი სიჩჩოჲსაჲ, შემწყნარებელი კუალისაჲ,
59. ვითარცა-იგი ცჳლმან რაჲ შეიწყნარის ტჳფარი ბეჭდისაგან,
60. რამეთუ სწორებით აქუს შეზავებაჲ ნოტიისა და ჴმელისაჲ,
61. რამეთუ დიდად ნოტიებამან არა შეიწყნარის ტჳფარი ბეჭდისაჲ მის და არცაღა კუალად სიკურივემან შეიწყნარის მსგავსად მისა.
62. და ესე ამისთჳს იყო, რაჲთა აკლდეს ცხოველთა უპატიოსნესი იგი საგრძნობელი, ვიტყჳთ – შეხებასა.
63. და რამეთუ გუამნი იგი ჩჩჳლნი ნაკლულნი სიჴმელისაგან არიან განუმარტველ და უძრავ,
64. ვითარცა-იგი ღრუბელი ზღჳსაჲ, რომელი იპოხების და იზარდების ზღუასა შინა დიდად ნოტიობისაგან და არა აღიძრვის.
65. ამისთჳს შეირინეს ძუალნი ესე მაგარნი და ჴმელნი
66. და შეიხჳნეს ნოტიითა ჴორცთაჲთა და იქმნნეს შედგმულ და შენაწევრებულ ერთი ერთსა
67. და შეძერწულ ლარითა.
68. და ამის გამო შეიერთა გუამი და განსრულდა
69. და დადგა განსწორებული ძლიერი.
70. და იქმნნეს ძუალნი იგი ჴმელნი და მაგარნი მტჳრთველ ჴორცთა მათ მძიმეთა ნოტიისაგან.
71. და მას შინა არა არიან ძუალნი განშოვრებულ და განყოფვილ ჴორცთაგან.
72. უკუეთუ არა იყომცა კაცი უძრავ, მდგომარჱ ერთსა ადგილსა მსგავსად ხეთა
73. და არამცა იყო მიმომავალ ფერჴითა და არცა მოქმედ ჴელითა შესაწევნელად ცხორებისა,
74. ამისთჳს არს კაცი ჭური თჳთმოძრავი სულითა,
75. ჴელმწიფჱ ნებასა თჳსსა, შეძერწული ლართაგან მრავალთა.
76. ამის გამო იქმნნეს ღონენი ჴელთანი და მრავალ-სახენი მსახურებანი მისნი შუენიერნი ყოველთა ღონეთა შინა.
77. და მის გამო იქმნა ძრვაჲ ჴელისაჲ და მიმოდრეკაჲ თავისაჲ და საქმჱ ღაწუთაჲ
78. და დაწუხვაჲ და ახილვაჲ თუალთაჲ და სხუანიცა ძრვანი იოგთანი ლართაგან, რომელნი შეიოჭებიან და განიმარტებიან.
79. და ძალსა მას მავალსა აქუს მოძრავობაჲ სრბისაგან სულისა ნებსით განგებითა ყოველთა ასოთაჲთა.
80. ხოლო ძირი ლართაჲ მოძრავობისაჲ ყოველი აპკაჲ არს თავისაჲ.
81. ამიერითგან არღარა გჳჴმს ძიებაჲ ასოთათჳს ცხოველთა, ვინაჲთგან განცხადებულ არს ძრვაჲ საქმეთა მათთაჲ.
82. და რომელი გუაუწყებს, ვითარმედ ტჳნი არს მიზეზი სიცოცხლისაჲ, საქმჱ ესე,
83. რომელი გამოჩნდის ვნებისაგან მისისა, რამეთუ ოდეს-იგი ეცის რაჲმე აპკასა ტჳნისასა წყლულებაჲ,
84. მწრაფლ მოიწიის სიკუდილი და არღარა დაშთის ცოცხლებით წყლულებისა მისგან,
85. რომელ არს იგი მსგავს საძირკუელისა, რომელსა ზედა აღშენებულ არნ გოდოლი.
86. ხოლო რაჟამს მიდრკის საძირკუველი, დაირღჳს ზედაკერძოჲცა მისი,
87. რამეთუ ჭეშმარიტად ტჳნი არს მომცემელი სიცოცხლისაჲ.
88. და კუალად ვხედავთ, ვითარმედ ყოველი, რომელი განეშოვრის სიცოცხლესა,
89. მიიქცის საქმჱ მისი ყინელად და წარვიდის მისგან მჴურვალებაჲ.
90. ამითცა და კუალად უწყით, ვითარმედ სიმჴურვალჱცა მიზეზი არს სიცოცხლისაჲ,
91. რამეთუ რომელსა-იგი მოაკლდეს, იგი მკუდარ იქმნეს,
92. და მისითა არსებითა არს სიცოცხლჱ ცხოველთაჲ.
93. ხოლო დაწყებაჲ და ძირი ამისი გული არს, რომლისაგან გამოვლენ ნესტუნი მრავალნი
94. და განეზავების სული ცხოველი მათ მიერ ყოველსა გზასა სიმჴურვალითა ცეცხლებრითა.
95. რამეთუ სიმჴურვალესა უჴმს საზრდელი ბუნებითი დგომისა მისისათჳს,
96. რამეთუ ვერ-მდგომარჱ არს ცეცხლი თავით თჳსით,
97. გარნა შემოსლვითა შორის მისსა, რომლითა იზარდებოდის, ამისთჳს ნაკადულნი სისხლისანი გამოვლენ ღჳძლისაგან,
98. ვითარცა სული ლართაგან, თჳნიერ წყლისა, შეკრებული სულთა მჴურვალითა ყოვლისა მიმართ გუამისა,
99. რაჲთა არა განიყვნენ ორნი იგი და წარწყმდეს ცხორებაჲ.
100. რამეთუ განმრავლებაჲ ერთისაჲ ერთსა ზედა, განმრყუნელი არს ცხორებისაჲ.
101. ხოლო მდიდარი და რომელსა არარაჲ უჴმს, არარაჲ არს, გარნა ღმერთი მხოლოჲ.
102. ხოლო კაცსა უსუსურებისა და უღონოვებისა მისისათჳს უჴმან მიზეზნი მპყრობელნი ბუნებისა მისისანი.
103. ამისთჳსცა სამნი იგი ძალნი, რომელნი მოვაჴსენენით, ვითარმედ მათ გამო დგას გუამი,
104. უჴმს უკუე მათ ნივთი მისაღებელი დგომისაჲ და სიმტკიცისა მათისათჳს.
105. ხოლო წყაროჲ იგი სისხლისაჲ, რომელ არს ღჳძლი, ნივთი არს მზრდელი საჭმელთა და სასუმელთა მიერ,
106. ვითარცა თოვლი რაჲ დადვის მწუერვალთა ზედა მთათასა
107. და ნოტიობამან მისმან აღადგინ[ნ]ის და განამრავლნის წყარონი წყალთანი ჴევნებსა შორის მთათასა.
108. და სიღრმისაგან მისისა შეიწურის და შეიწრდის ნოტიებაჲ იგი,
109. ვიდრემდის გამოსცის ნესტუთა მიერ და აღდგიან წყარონი წყალთანი.
110. ხოლო სული იგი, მყოფი გულსა შინა, მიიღებს საზრდელსა თჳსსა ასოჲსა მის მიერ მოძმისა თჳსისა,
111. რომელ არს ფირტჳ, რომელ-იგი არს ჭური აერისა მომყვანებელი ნესტჳსა მის მიერ,
112. რომელი შეადგს პირისაგან და მით მოიზიდავს საშუმინველსა აერისაგან გარეშჱთ.
113. და შორის მისა მყოფ არს გული სახჱდ ყოფისა ცეცხლისა მის მოძრავისა მარადის.
114. და ვითარცა საბერველითა მჭედელთაჲთა შემოიკრიბის ნიავი წულილი აერისაგან მახლობელით,
115. აღავსის ჭური თჳსი და აგრილობნ სიმჴურვალესა მას ცეცხლის-სახესა.
116. და მერმე მისცის ნესტუთა გულისათა მკრთომალეთა.
117. ამას დაუცხრომელად იქმს, რომელსამე მოღებით მოიღებს გარეშჱთ
118. და რომელსამე განგდებით განაგდებს შინაგანით.
119. ხოლო მე ვჰგონებ, ვითარმედ ესე არს მიზეზი სულ-თქუმისაჲ, რომელი-იგი მოუჴდის კაცსა, არს სახისაგან.
120. ხოლო ოდესმე უფალო რაჲსაგანმე იქმნის გონებაჲ,
121. გინა თუ დაყუდნის ჟამსა ძილისასა განსუენებისათჳს ჴორცთაჲსა,
122. არამედ საშუმინველი არავე დასცხრების, დაღაცათუ არა შეუდგის ნებაჲ.
123. და მე ვჰგონებ გულისათჳს, რაჟამს იყოს იგი შეცვულ ფირტჳსაგან უკუანაჲთ კერძო,
124. ვითარმედ შემოკრებაჲ და განმარტებაჲ მისი მიზეზი არს ძრვისა ფირტჳსაჲ.
125. ამისთჳს ფირტჳ აგებული არს თხელად, ღრუბლის სახედ,
126. მრავალ სადინელ, შეძერწულ ყიასა თანა.
127. და რაჟამს მოკრბის და შემოიოჭის, შეიწრდის, სული იგი მას შინა გამოჰკრთის პირისაგან,
128. ხოლო რაჟამს განიჴსნის და განემარტის, მოზიდვით მოიზიდის აერისაგან სული.
129. და ესე არს მიზეზი, რომლითა სულს-იღებს კაცი მრჩობლითა მით ცეცხლებრითა მარადის მდგომარჱ,
130. რამეთუ საკუთრებაჲ სიმჴურვალისაჲ არს ძრვაჲ მოქმედებისაჲ
131. და გჳხილავს დაწყებაჲ მისი გულსა შინა და დადგრომითა ძრვისაჲთა ესე ასოჲ,
132. რომელი არნ მოღებითა ფირტჳსაჲთა აერი იგი მდგომარჱ მის თანა მარადის.
133. და ამისთჳს ოდეს აღემატის მჴურვალებაჲ იგი უფროჲს ზომისა,
134. არნ სულის-ღებაჲ იგი მწრაფლ ზედაჲსზედა მაღლად კუეთით ჟამსა ჴურვებისასა
135. და სხუათაცა სენთა,
136. ვიდრემდის ბუნებაჲ იგი აზმნობნ დაშრეტასა ალსა მას მჴურვალებისასა მოღებითა მით ჰაერისაჲთა ახლად ზედაჲსზედა.
137. და რამეთუ ბუნებაჲ ჩუენი გლახაკ არს და უჴმან მას მიზეზნი მრავალნი დგომისა მისისათჳს,
138. არა ხოლო ჰაერითა მით მაგრილობელითა სიმჴურვალესა გარეშჱთ მსგავსად ცხოველთა დგომისა,
139. არამედ უჴმს მას საზრდელი მპყრობელი და მომგებელი.
140. და ამისთჳს საჭმლითა და სასუმლითა გაუსრულდების ნაკლულევანებაჲ იგი,
141. რომელ არს ჴორცთა შინა ჩუენთა ძალისა მისგან მომყვანებელისა.
142. და არს შეწევნაჲ ამის მჴურვალებისაჲ, რომელ არს გუამსა შინა საქმითა მით ბუნებისაჲთა.
143. რამეთუ უზეშთაესი იგი ასოთაჲ და უმთავრესი გული არს, ვითარ-იგი ვთქუთ,
144. მიმწევნელი მჴურვალებისაჲ მის სულიერისაჲ და ცხოველებისაჲ ყოველთა შინა ასოთა,
145. რომელი დაებადა დამბადებელმან, რაჲთა იყოს იგი მპყრობელ ძალითა თჳსთა ყოვლისა გუამისა.
146. და ესე ამისთჳს, რაჲთა არარაჲ დაშთეს განგებისაგან მისისა უქმად და ურგებად; და ამისთჳს იქმნა ადგილი გულისაჲ უკუანა კერძო ფირტჳსა.
147. და დადგრომითა ძრვისა მისისაჲთა მოიღის ფირტუმან მისა და განავრცის შეწყნარებისათჳს ჰაერისა
148. და შეაჭირის განსავალთა მათ ნესტუთა საშუმინველსა შინა განსაღებელად ნეშტისა მის დაშთომილისა მისგან.
149. და ადგილი სტომაქისაჲ არს მახლობელად გულსა წინაჲთ კერძო,
150. რაჲთა განატფობდეს მას, რაჲთა იყოს წარმართებულ საქმეთა შინა თჳსთა და მითუალვასა ჭამადთასა,
151. რამეთუ სადინელი ჭამადთაჲ და სულისაჲ მახლობელ არიან ურთიერთას შეტყუებით სიგრძით ურთიერთას ერთპირად.
152. და შთასლვაჲ იგი პირველად ორთაჲვე მათ ერთისაგან გზისა არს.
153. ხოლო რაჟამს მიიწიოს შინაგან სიღრმესა ნოტიებისა მის მიმართ,
154. რომელ არს ღჳძლსა შინა, დაუტევის ნოტიებასა მას საკუთრებაჲ იგი მჴურვალებისაჲ მის ცეცხლებრისაჲ,
155. რომელი-იგი მსგავს არს ფერსა სისხლისასა.
156. და ღჳძლისაგან გამოვლენ ორნი განსადინელნი, მიმსგავსებულნი ღართა,
157. რომელთა შინა არს სული და სისხლი, რაჲთა იყოს სისხლი მდინარჱ შეწევნითა მჴურვალებისაჲთა მისლვად
158. და განფენად ყოველსა შინა გუამსა და ყოველთაგან ძარღუთა განიყვის და განიბნიის ყოველთა შინა ასოთა.
159. და არნ ესე შეერთებითა ორთა მათ ძალთაჲთა,
160. რომელნი-იგი არიან განმაცხოველებელ და მთავარ, ვიტყჳ მჴურვალებასა,
161. რომელი მიაწევს ნოტიასა განგებასა მას ძალისა ცხორებისასა,
162. რომელ-იგი არს აპკაჲ თავისაჲ, რომლისაგან არს ძრვაჲ ყოველთა იოგთაჲ,
163. შეოჭვაჲ და განმარტებაჲ ლართაჲ, რომელი ძრავს ყოველთა ასოთა გუამისათა.
164. და მით იზარდებინ და ორძინ შეერთებითა ორთა მათ ძალთა წულილადთაჲთა, რომელ არს ტჳს.
165. და ზრდითა მისითა კუალად იზარდების აპკაჲცა, რომელი-იგი ჰმოსია ყჳნსა.
166. და აპკაჲ ესე ნივთი არს, რომელი აწოვებს ზჱთგან ვიდრე ქუჱდმდჱ,
167. შემცველ მრავალთა მათ, რომელ არიან გოჯნი ზურგისანი.
168. და ზრდაჲ იგი კუალად აწოვებს ტჳნთაცა მათ,
169. რომელნი არიან ყოველთა შინა ძუალთა, იოგთა და ლართა განიყვიან და თითოვეულმან მივლის გზაჲ თჳსი.
170. და ვითარ შთავიდის იგი სტომაქად, არა დასცხრის, ვიდრემდის დაადნვის იგი მჴურვალებითა თჳსითა,
171. ვითარცა ბრძმედმან და მიავლინის იგი მისადინელთა მათ,
172. რომელ შეუდგან და განიყვის ყშირი წულილისაგან და წულილი იგი მიიწიის სადინელთაგან თჳსთა ღჳძლად,
173. ხოლო ყშირი იგი განვიდის ადგილთა მათ ვრცელთა ნაწლევად.
174. და დაადგრის ჭამადი იგი ჟამ რაოდენმე ადგილსა თჳსსა,
175. რაჲთა არა მწრაფლ განვიდეს და დაუცადებელად უჴმდეს კაცსა ჭამაჲ და უცალო-იქმნეს მის გამო მსგავსად პირუტყუთა.
176. და საჴმარ არს ღჳძლისაგან შეწევნაჲ საქმითა მჴურვალებისაჲთა,
177. რაჲთა შეცვალნეს ნოტიანი იგი მიმავალნი და შექმნ[ნ]ეს სისხლად.
178. ხოლო ადგილი ღჳძლისაჲ შორავს გულსა, რამეთუ ვერ ეგებოდა, ვითარმცა იყო ასოჲ იგი მთავარი,
179. რომელ არს ძირი ძალისა მის ცხორებისაჲ,
180. შეჭყლემულ სხჳსაგან და გან-მცა-რყუნა გონებაჲ მჴურვალებისაჲ შთასადინელმან მან ლარეანმან, რომელსა ჰრქჳან ჴორჴი.
181. ამისთჳს იქმნა მისავალი გულისაგან ღჳძლად,
182. რომელი მიაწევს სულსა მას ცეცხლებრსა და იგი არს განმგებელი ყოველთა ძრვათაჲ და სლვათაჲ.
183. ამისთჳს ღირდა, რაჲთა აქუნდეს მათ საფარველად კემხაჲ,
184. რომელი-იგი შედგმულ არს ძუალებითა და იოგებითა მრავლითა.
185. და მას შინა არს დამტკეცით და დაცვულ, ვითარცა მეუფჱ შინაგან კრეტსაბმელსა მას დამკჳდრებულ არს.
186. და ეგრჱთვე-სახედ ვხედავთ გულსა, რამეთუ შეცვულ არს იგი,
187. ვითარცა სახლსა შინა, დამყარებულსა მოცვითა მით ფერცხალთაჲთა გარემოჲს მისა
188. და უკუანაჲთ კერძო მომტკიცებულ არს ზურგის ძუალთაგან, შეზღუდვილ ორკერძოვე.
189. წინაჲთ კერძო გარდართხმულ არს მკერდი და უღელნი საფარველად მისა ვნებათაგან.
190. და ვითარცა-იგი გიხილავს ქუეყანის-მოქმედთაჲ,
191. განაგნიან რაჲ სადინელნი წყალთანი, რაჲთა ნოტია-ყონ ქუეყანაჲ,
192. არამედ მტილსაცა მივამსგავსოთ, რომელსა შინა არიან მრავალფერნი ხენი
193. და თითოსახენი ნერგნი დაწვალებულნი ფერითა და სახითა და გემოჲთა,
194. თითოვეული საკუთრებითა თჳსითა იზარდების ერთისაგან წყლისა.
195. და ძალი იგი ნოტია-მყოფელი ყოველთაჲ მათ ერთი არს ბუნებით
196. და საკუთრებაჲ მიმღებელთა მათ ზრდისათაჲ განიყოფვის მრავალფერად ვითარებითა თითოპირითა.
197. და იქმნის იგი სიმწარჱ ხესა მას შინა პაგურეცისასა და მაკუდინებელ ხჱსა მას შინა მათუნსა,
198. რომლისა ნიგოზი მაკუდინებელი წამალი არს.
199. და სხუაჲ არს ძალი მისი ზაფრანსა შინა და სხუაჲ არს ბარსაბონსა შინა
200. და სხუაჲ არს ნერგსა შინა: რომელსამე შინა – ყინელ,
201. და რომელსამე შინა – ტფილ,
202. და რომელსამე შინა განზოგებით არნ ძალი.
203. და შროშანსა და ვარდსა აქუს სული ნელი,
204. და ლეღუსა და სხალსა აქუს სიტკბოვებაჲ,
205. და ვაზსა გამოაქუს ყურძენი და მისგან არს ძალი ღჳნისაჲ.
206. და სხუანიცა, რომელნი აღმოსცენდებიან ერთისაგან მიწისა და ერთისაგან ნოტიისა,
207. გამოვალს (!) და აღმოაცენებს თითოფერად დაწვალებულთა ვითარებასა შინა მათსა.
208. და ამას სახესა ვხედავთ მტილსა მას შინა ჩუენსა სულიერსა ბუნებისაგან,
209. და უფროჲს უფლისაგან ბუნებისა,
210. ძუალთა და ღრტილთა და ძარღუთა და ლართა და იოგთა და ჴორცთა და ცმელთა
211. და თმათა და ფრჩხილთა და თუალთა მხედველთა მრავალთა ფერთა
212. და ყურთა მსმენელთა თითოპირთა ჴმათა, რომელი შეეტყუების ამათ საკუთრებითა განწვალებულითა,
213. განშოვრებულითა ურთიერთას ერთისაგან საზრდელისა,
214. რომელი შეიცვალების თითოვეულთა შინა ასოთა საკუთრებისაებრ მათისა.
215. რამეთუ რომელი მიიწიის თუალად, შეეზავის ასოსა მას მხედველსა და აპკათა მათ განრჩუნვილთა გუგათასა.
216. და რომელი მიიწიის სასმენელად, შეეზავის ბუნებასა მას შინა სმენისასა,
217. და ბაგეთა შინა განემარტის საზრდელი, ძუალთა შინა შემაგრდის და განფიცხნის და ტჳნთა შინა დალბის
218. და დაჩჩჳს აღმოცენებისათჳს თმათა ორთქლითა მით განმწვალებელითა
219. და უკუეთუ განვიდის იგი სადინელთაგან მრგუალთა, გროზ-იქმნის თმაჲ იგ[ი]...
220. მისგან კაცობრივისა და შექმნა იგი კერპად,
221. ვითარცა-იგი მთლელმან მან ჟამად-ჟამად განასრულის სახჱ იგი ნივთსა მას შინა პირველითგან დასასრულადმდჱ.
222. [ე]გრეცა გამოთლაჲ ბუნებისა მის ჩუენისაჲ სულისაჲ არს პირველად დაწყებაჲ უსრულად, განსრულებასა – სრულ.
223. და იყოცა ოდესმე სრულ, უკუეთუმცა არა შემთხუევასა მას ბოროტისასა დაეპრკოლა მადლისა მისგან სრულისა.
224. და დაკლებულ-იქმნა დაბადებულობაჲ იგი, რაჲთამცა მბრწყინვიდა მის შორის ხატებაჲ იგი ღმრთისაჲ.
225. და იქმნა შრომით და მოგზ[ა]ურებით მიმავალ სული კაცისაჲ მასვე სისრულესა.
226. ამას მიუწერს დიდებული მოციქული პავლჱ კორინთელთა მათ და იტყჳს:
227. „(ოდ)ეს ყრმა ვიყავ, ვიტყოდე [ვითარცა] ყრმაჲ,
228. ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი“.
229. რამეთუ არა სხუაჲ სული არს ყრმისაჲ და სხუაჲ მამაკაცისაჲ, არამედ უსრულ არს ყრმასა შინა და სრულ – მამაკაცსა შინა.
230. და ვითარცა-იგი მცენარჱთა მოზარდთათჳს ვიტყჳთ,
231. არამედ ცხოველ არიან, რამეთუ რომელსა აქუნდეს ნაწილი ცხოველებისაჲ და ძრვისაჲ,
232. არა ერქუმის მას უსულო და არცა უსრულ, ოდეს აქუს ცხოველებაჲ.
233. რამეთუ ოდეს იქმნა მცენარჱ, მოზარდცა არს, არამედ ვერ მიწევნულ საქმესა გრძნობისასა.
234. ეგრეცა პირუტყუთა შინა არს სული პირუტყუებრი, მგრძნობელი და ვერ მიწევნულ არს სისრულესა,
235. რომელ არს მადლი მეტყუელი და გულისხმის-მყოფელი.
236. ამისთჳს ვიტყჳთ, ვითარმედ სული განსრულებული ჭეშმარიტი, კაცობრივი არს საცნაურ ყოველთაგან საქმეთა მისთა.
237. ხოლო რომელი გარეშჱ არს მისა, სახელის-დებით ხოლო იწოდების სულ და არა ჭეშმარიტ, ვინაჲთგან უსრულ არს იგი.
238. არამედ არს მას შინა ნაწილი მოქმედი, მშუმინვიერი, ვითარ-იგი გუესმა მოსჱსგან დაბადებისათჳს კაცისა,
239. ვითარმედ არს იგი კაცსა შინა მიდრეკითა მით მისითა ბოროტად,
240. რომლისათჳსცა მოციქული ასწავებს და იტყჳს:
241. „განიძარცუეთ კაცი იგი ძუელი და შეიმოსეთ კაცი იგი ახალი, განახლებული მსგავსებითა დამბადებელისა თჳსისაჲთა“.
242. არამედ იყოს ჩუენდა, რაჲთა კუალად ვეგნეთ მადლსა მას მსგავსებისა ღმრთისასა,
243. რომლითა დაჰბადა ღმერთმან კაცი პირველ, ოდეს თქუა:
244. „ვქმნეთ კაცი ხატად და მსგავსად ჩუენდა“,
245. რომლისაჲ არს დიდებაჲ და ძლიერებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.