მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

"შატბერდის კრებული"

 

თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა
გრიგოლი ნოსელ ებისკოპოსისაჲ კაცისა შესაქმისათჳს,
რომელი მიუწერა ძმასა თჳსსა პეტრეს ებისკოპოსსა სებასტიელსა

 

20: თავი კ^: რაჲ არს ცხორებაჲ იგი, რომელ არს სამოთხესა შინა. და რაჲ არს ხჱ იგი, რომლისაგან დაეყენნეს.


   1.     და თქუა მეათცხრამეტისა თავისათჳს მათთჳს, რომელნი იტყჳან, ვითარმედ საშუებელნი იგი კეთილთანი მერმესა მას საჭმელთაგან

     2.     და სასუმელთა ყოფად არიან, რამეთუ კაცი დასაბამსა ბრძანებულ იქმნა, რაჲთა ცხოვნდებოდის ამათ ორთაგან

     3.     უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ: რაჲსა არა მიიქცევის კაცი კუალად მასვე ხჱსა ცხორებისასა,

     4.     ოდეს პირველ საჭმლითა ვცხოვნდებოდეთ და რაჲსა-მე არა ყოფად არს კუალად მასვე შინა?

     5.     არამედ მე, ოდეს მესმის წიგნისა მისგან წინაჲსწარმეტყუელისა,

     6.     გულისხმა-ვჰყოფ საჭმელსა მას არა ჴორციელადსა ხოლო და არცა შუებასა მას კაცობრივსა,

     7.     არამედ სხუასა საჭმელსა თჳნიერ ჴორცი[ე]ლადსა, რომელისა საშუებელი მიიწევის სულად ხოლო, ვითარცა თქუა სიბრძნემან,

     8.     „მშიერთა ჭამონ პური მისი“ და „უფალმან მხიარულ-ყვნეს მშიერნი“, ესე არს შიმშილი.

     9.     და კუალად იტყჳს:

     10.     „რომელსა სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ!“

     11.     და კუალად იტყჳს ესაია დიდებული, რომელნი შემძლებელ არიან სმენად შუენიერსა მას თქუმულსა მისსა, „სუემდით სიხარულსა“.

     12.     და უკუეთუ კუალად ღირსთა მათ შურის-გებისათა პატიჟად შიმშილსა აღუთქუამს,

     13.     უკუე შიმშილი იგი არა მოკლებისათჳს პურისა თქუა და არცა წყურილისათჳს წყლისა, არამედ სმენისათჳს სიტყუათა ღმრთისათა.

     14.     და ოდეს დაასხა ღმერთმან სამოთხჱ ედემს, და ედემი ითარგმანების ფუფუნებად, უკუე ჯერ-არს,

     15.     რაჲთა იყოს ნაყოფი მისი, რომლითა იზარდების კაცი, შეუცვალებელ და არა წარმავალ შუებაჲ მისი, ვითარ-ესე წარმავალ არიან.

     16.     და ითქუა: ჭამჱ ყოვლისაგან ხისა, რომელ არს სამოთხესა შინა, საზრდელად ჭამჱ.

     17.     ვინ მოსცეს მშიერსა ჭეშმარიტად ხჱ იგი მოცვული ყოვლითა კეთილითა, რომელ არს სამოთხესა შინა,

     18.     რომელსა ეწოდების სახელად ყოველივე, რომლისაჲ მიუშუა დაბადებამან ჭამაჲ მისი?

     19.     რამეთუ სიტყჳთა მით ნათესავობისაჲთა შემკრებელითა ყოველსავე სახესა კეთილისასა და ეწოდა ყოველივე,

     20.     რომელი იზარდებოდის გემოჲთა ხისაჲ მის მრჩობლად აღგებულისაჲთა და არა ვჰგონებ, ვითარმცა უმეცარ-იქმნნეს სწავლის-მოყუარენი იგი,

     21.     თუ რაჲ არს ყოველი იგი, რომლისა ნაყოფი არს ცხორებაჲ და კუალად მრჩობლად შეზავებული ესე, რომლისა საზომი არს სიკუდილი.

     22.     რამეთუ რომელმან მოჰმადლა კაცსა ფუფუნებაჲ იგი კეთილთა მათ ყოველთაჲ, თჳნიერ ჴორცთა განგებით

     23.     და მოწყალებით შექმნა კაცი შემზადებითა აგებულებისაჲთა.

     24.     და მე ვჰგონებ, ვითარმედ დავით და სოლომონ მოძღუარნი თარგმანებისა მის მეცნიერებისანი ორნივე აღირაცხებიან ერთად სიკეთედ.

     25.     და არს იგი დაწყებაჲ ფუფუნებისაჲ, რომელ არს კეთილი ჭეშმარიტებისაჲ.

     26.     და კეთილი იგი არს ყოველი.

     27.     ხოლო დავით თქუა: „ვიშუებდეთ უფლისა მიმართ“.

     28.     ხოლო სოლომონ აჴსენებს სიბრძნესა, რომელ არს უფალი, და სახელ-სდებს ხჱდ ცხორებისად.

     29.     აწ უკუე ერთი არს ძალი სიტყჳსაჲ მის, უკუეთუ სთქუა „ხჱ ცხორებისაჲ“ გინა თუ ხჱ იგი, რომელსა ეწოდების ყოველივე,

     30.     რომლისა გემოჲ მისი დაბადებულთათჳს ვითარცა ხატებაჲ ღმრთისაჲ.

     31.     და ხჱსა მას წინა-აღუდგების სხუაჲ ხჱ, რომლისაჲ გემოჲ მისი არს ცნობაჲ კეთილისაჲ და ბოროტისაჲ,

     32.     რამეთუ ნაყოფიერ არს იგი წინა-აღმდგომთაგან ერთი ერთსა შინა თითოვეულად,

     33.     არამედ ნაყოფი იგი შეზავებულ არს შეკრებითა მით აღყუავილებული,

     34.     ვითარებითა დაწვალებულ არს, რომლისაგან დააყენა დამწყებელმან ცხორებისამან.

     35.     და აწუევს გუელი ჭამასა მისსა, რაჲთა განჰმზადნეს გზანი სიკუდილისანი.

     36.     და დაარწმუნა დედაკაცსა მას ზრახებაჲ იგი თჳსი,

     37.     რამეთუ შეუმკო ნაყოფი იგი მრავალფერთაგან გემოთა, რომელი იყო შუენიერ ხილვითა, რაჲთა გემოჲს-ხილვითა მით დაეჩჳოს ჭამასა მისსა.