მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდისა მამისა ჩუენისა ანდრიაჲს
მთავარეპისკოპოსისა კესარია-კაბადუკიელისაჲ
თარგმანებაჲ გამოცხადებისაჲ წმიდისა იოვანე მახარებელისაჲ
რომელი სთხოვა სხუამან ებისკოპოსმან, და ამან მიწერა ესე მისა

 

გუაკურთხენ, უფალო!

 

უფალსა ჩემსა და ძმასა და ჩემ თანა მღდელსა უფლისა მიერ გახარებ.

 

მრავალთა მიერ მრავალ-გზის აღვიძულე, რომელთა-იგი აქუნდა ჩემდა მომართ იჭჳ უზეშთაჱსი ჩემისა ძალისაჲ, რაჲთამცა ვთარგმნე ღმრთის-მეტყუელისა იოვანჱს გამოცხადებაჲ და წინაწარმეტყუელებანი იგი მომავალთა საქმეთანი გამოვაცხადენ. ხოლო მე არა ვინებე აწამომდე უზეშთაეს ძალისა ჩემისა საქმეთა ჴელ-ყოფაჲ, რამეთუ უწყი, ვითარმედ საქმჱ ესე დიდთა კაცთაჲ არს წმიდათა მიერ თქუმულნი საქმეთათჳს მომავალთა ჟამთა ყოფადთა გამოცხადებაჲ, რამეთუ უკუეთუ წიგნთა მათ პირველთა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი-იგი მრავალთა მიერ თარგმანებულ არიან, ჯერეთ სიღრმჱ საიდუმლოთა მათთაჲ დაფარულად აქუს ვიდრე დღედმდე, რაჟამს მცირედი ესე გულისჴმის-ყოფაჲ განქარდეს და სრული იგი გამოჩნდეს, და რამეთუ უმეტესი წინაწარმეტყუელთა პირველისა მის დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა უფლისა იესუ ქრისტჱს მოსლვისათჳს ქადაგეს. დაღაცათუ იპოების მეორედ მოსლვისათჳსცა მათ მიერ უმცირჱსადრე თქუმული, ვითარ არა დიდ არს და საკჳრველ გამოთარგმანებაჲ საქმეთაჲ, რომელნი არღა აღსრულებულ არიან. ვინაჲთგან უკუე მორჩილებაჲ უზეშთაეს არს ყოვლისა მსხუერპლისა, ხოლო სასოებაჲ არა არცხუენს და სიყუარული არა დაეცემის, ვითარცა მოციქული იტყჳს, ამათ ყოველთა მიერ სული შენი, ნეტარო, შემკულ არს და ვესავ, ვითარმედ რომელიცა ცთომილ იყოს, შენ მიერ განემართოს და სასყიდლისა მისთჳს მორჩილებისა და სიყუარულისა ბრძანებული ჩემი აღვასრულო ძალისაებრ ჩემისა შეწევნითა ღმრთისაჲთა.

 

 

სარჩევი

 

 

 

ს ხ უ ა ჲ

 

და უკუეთუ გნებავს, სხუებრცა ვთარგმნოთ ესე, ვითარმედ: ქრისტჱს მაგიერ თქუა ესე სიტყუაჲ. იტყჳს რომელი წამებს ამას, ესე იგი არს, რომელი გამოგჳცხადებს, ქრისტე, ვითარმედ: მოვალ ადრეო. და კუალად თჳთ მოციქული იტყჳს, ვითარმედ: მოვედ, უფალო, უფალო იესუ ქრისტეო, რამეთუ სასურველ არს წმიდათათჳს ქრისტჱს მოსლვაჲ, რომელი მისცემს თითოეულსა შრომისა მისისა სასყიდელსა მრავალ წილად სასუფეველსა ცათასა, რომლისა მიმართ მიგჳძღჳს წმიდაჲ ესე წიგნი, უკუეთუ ოდენ ჩუენცა ტაძარი იგი სულისაჲ წმიდა-ვყოთ, ვითარცა ოქროჲ და არა ვითარცა ჭურჭელი თიჴისაჲ, არამედ პატიოსნად უჩუენოთ მზესა მას სიმართლისასა.

 

არამედ, ძმანო, რომელნი ჩემ მიერ თქუმულთა ამათ სიტყუათა აღმოიკითხვიდეთ, შემინდევით, რომელი-რაჲ აქა უძლურად თარგმნილი ჰპოვოთ, რამეთუ ესე საქმენი დიდთა კაცთანი არიან, ხოლო მე ვარ უძლურ და უმეცარ, არამედ მორჩილებისათჳს ვქმენ ძალისაებრ ჩემისა, ვითარცა ღმერთმან სიტყუაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ მომცა. ხოლო ჭეშმარიტი ძალი ამის ყოვლისაჲ მან უწყის, რომლისა მიერ არს ყოველი სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ და ყოველთა თჳსისა მადლისა ბრწყინვალებასა უშურველად მოჰფენს, ხოლო ნათელსა მისსა თითოეული ძალისაებრ სულისა თჳსისა თუალთაჲსა მიიღებს, რომელსაცა ღირს მყვენინ მაღლად და სრულად მოღებად ქრისტემან, ღმერთმან ჩუენმან, რომელმან ჩუენთჳს ჴორცითა ივნო, რომელსა შუენის ყოველივე დიდების-მეტყუელებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 

 

მთარგმნელი: წმ. ექვთიმე ათონელი

 

ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ივანე იმნაიშვილმა, რედ. აკაკი შანიძე.
თბილისის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ. 1961.