მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ანდრია კესარიელი
იოანეს გამოცხადების განმარტება

 

4

 

მოციქულისაჲ.(1) შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა კარი განღებული ცათა შინა, და ჴმაჲ იგი, რომელ მესმა პირველ, ვითარცა საყჳრისაჲ, მეტყოდა მე, ვითარმედ: აღმოვედ აქა, და გიჩუენო, რაჲ-იგი ყოფად არს შემდგომად ამისა.

 

თარგმანი. აღებაჲ იგი კარისაჲ გამოცხადებასა დაფარულთა საიდუმლოთასა მოასწავებს, ხოლო თუ: აღმოედ აქა – სრულიად ქუეყანისაგან აღმაღლებასა და ცად მისლვასა გონებისა მისისასა მოასწავებს.

 

მოციქულისაჲ.(2-3) მეყსეულად ვიქმენ სულითა. და აჰა დგა საყდარი ცათა შინა. და საყდარსა მას ზედა მჯდომარჱ იყო მსგავსი ქვასა მას იასპსა და სარდიონსა; და ირისჱ იყო გარემო საყდრისა მის, და ეგრეთვე ხილვაჲ სამარაგდეთაჲ გარემო საყდრისა.

 

თარგმანი. ესრჱთ იტყჳს, ვითარმედ: მესმა რაჲ ჴმაჲ იგი, სულითა წმიდითა გამოისახა გონებაჲ ჩემი, და ვიხილე შინაგანითა თუალითა საყდარი, რომლისა მიერ გულისხმა-ვჰყოფთ ღმრთისა წმიდათა ზედა განსუენებასა, რამეთუ მათ ზედა დაუსაყდრებიეს. ვინაჲთგან უკუე მამასა იტყჳს აქა ხილულსა მას, ამისთჳს ჴორციელსა რასმე სახესა მისთჳს არა იტყჳს, ვითარცა-იგი პირველსა მას ხილვასა თქუა ძისათჳს, არამედ ქვათა პატიოსანთა მიამსგავსებს, რამეთუ ვინაჲთგან იასპი მწუანის-ფერი არს, ამისთჳს ამის მიერ მოასწავებს ღმრთისა მარადის ბრწყინვალებასა და ცხოველს-მყოფელებასა, და ვითარმედ იგი არს მომცემელი ყოველთა საზრდელისაჲ, რამეთუ ყოველივე თესლი და ნაყოფი მწუანის-ფერ იქმნების; და კუალად გამოაცხადებს, ვითარმედ საშინელ არს იგი წინააღმდგომთა ზედა, რამეთუ იტყჳან, ვითარმედ ქვაჲ ესე იასპი საშინელ არს მჴეცთათჳს და ქუეწარმავალთა; და კუალად რამეთუ მკურნალი არს ღმერთი ყოველთა სულთაჲ. და დიდი ეტჳფანე იტყჳს ამის ქვისათჳს იასპისა, ვითარმედ მახჳლისა წყლულებათა ჰკურნებს ზედა მოსუმითა მისითა. ხოლო სახჱ იგი ცათა მშჳლდის-ფერთაჲ, აღრეული სამარაგდის-ფერთა თანა – ესე თითო-ფერითა მით სათნოებათა შუენიერებითა შემკულსა ანგელოზთა მჴედრობასა აჩუენებს.

 

მოციქულისაჲ.(4) და საყდარნი ოც და ოთხნი, და საყდართა მათ ზედა ოც და ოთხი მღდელნი მსხდომარენი, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა. და თავთა ზედა გჳრგჳნნი ოქროჲსანი.

 

თარგმანი. ათორმეტთა მღდელთა მიერ ძუელსა შინა შჯულსა გამოჩინებულთა წმიდათა გულისჴმა-ვჰყოფთ, და კუალად სხუათა მათ ათორმეტთა მიერ ახალსა შინა რჩულსა გამოჩინებულთა, ხოლო გჳრგჳნნი სახე არიან ეშმაკთა მიმართ ძლევისა მათისა.

 

მოციქულისაჲ.(5) და საყდრისა მისგან გამოვლენ ელვანი და ჴმანი და ქუხილნი.

 

თარგმანი. ამით ყოვლითა საშინელებასა მისსა ცოდვილთა ზედა მოასწავებს, ხოლო მართალთა ესე ყოველი განმანათლებელ არს.

 

მოციქულისაჲ.(5-6) და შჳდნი ლამპარნი ცეცხლისანი იწუებოდეს წინაშე საყდარსა მისსა, რომელ არიან შჳდნი იგი სულნი ღმრთისანი. და წინაშე საყდარსა მისსა ზღუაჲ ჭიქისაჲ, მსგავსი ბროლისაჲ.

 

თარგმანი. შჳდნი სულნი, ვითარცა პირველ ვთქუთ, შჳდნი იგი მადლნი სულისა წმიდისანი არიან, ხოლო ზღუაჲ ჭიქისაჲო, ვითარცა ბროლი – ამით ვჰგონებ, თუ ზეცისა ზემოსა კერძსა მოასწავებს, რომელი დართულ არს წყალთა მიერ, ვითარცა მეფსალმუნჱ იტყჳს: რომელმან გარდაართხნა ცანი, ვითარცა კარავნი, და დაჰრთნა წყალთა ზედა ზესკნელნი მისნი და წყალნი იგი, ნუუკუე ესრჱთ წმიდა და ბრწყინვალე არიან, ვითარცა ჭიქაჲ და ბროლი, რამეთუ იტყჳან, ვითარმედ ბუნებაჲ ცისაჲ ბროლის-სახჱ არსო.

 

მოციქულისაჲ.(6) და შორის საყდრისა და გარემო საყდრისა ოთხნი ცხოველნი, სავსენი თუალითა წინაჲთ და უკუანაჲთ.

 

თარგმანი. და ამის მიერ კუალად გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ საყდარი სახჱ არს სუფევისა ღმრთისაჲ და წმიდათა ზედა განსუენებისაჲ, რამეთუ მის შორის და მისსა გარემო სერაბინნი იხილნა და მრავალთა მათ თუალთა მიერ საღმრთოჲსა მიმართ ნათლისა და მის მიერთა მათ შარავანდედთა მიმართ ხედვაჲ მათი ისწავა, რამეთუ უკუანაჲთ და წინაჲთ ღმრთისა მიერითა გულისჴმის-ყოფითა განბრწყინდებიან.

 

მოციქულისაჲ.(7) და ერთი ცხოველი მსგავს იყო ლომისაჲ, და მეორჱ ცხოველი მსგავსი კუროჲსაჲ, და მესამესა ცხოველსა აქუნდა პირი კაცისა, და მეოთხჱ მსგავსი არწივსა მფრინვალესა.

 

თარგმანი. ესე ცხოველნი იხილნა ესაიაცა წინაწარმეტყუელმან, და ესენი სახე არიან ქრისტჱს განგებულებისა, რამეთუ ლომისა პირი სახჱ არს მისი, ვითარცა მეუფისაჲ, და კუროჲსაჲ, ვითარცა მღდელისაჲ, და უფროჲსად მსხუერპლისაჲ; ხოლო კაცისაჲ, ვითარცა ჩუენთჳს განკაცებულისაჲ; ხოლო არწივისაჲ, ვითარცა სულისა წმიდისა მომცემელისაჲ, რომელი ფრინავს ჩუენ ზედა ზეცით.

 

მოციქულისაჲ.(8) და ოთხთა მათ ცხოველთა თითოეულსა აქუნდეს ექუსნი ფრთენი გარემო, და შინაგან სავსე არიან თუალითა.

 

თარგმანი. ამათთჳს დიდი დიონოსი იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს ორითა ფრთითა პირთა იფარვენ და ორითა – ფერჴთა და საშუალითა მით ფრინვენ, რაჲთა აჩუენონ კრძალვაჲ მათი, რომელ აქუს უმაღლჱსთა და უღრმჱსთა მათისა ძალისა, და გულისჴმის-ყოფისა საქმეთა და თუ ვითარ საშუვალსა ზედა არიან და ესრჱთ საშოვალთა მიერ ფრთეთა ღმრთეებისა ბრწყინვალებათა მიმართ საღმრთოჲთა უღლითა შეერთებულნი აღმაღლდებიან.

 

მოციქულისაჲ.(8) და განსუენებაჲ არა აქუს დღე და ღამე, არამედ იტყჳან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი ღმერთი, რომელი იყო და არს და მომავალ არს.

 

თარგმანი. რამეთუ განსუენებაჲ წმიდათა მათ ძალთაჲ ესე არს, რაჲთა არაოდეს დასცხრენ გალობისაგან ღმრთისა. ხოლო სამ-სამსა მას „წმიდა არსსა“ სამგუამოვნებასა ღმრთეებისასა შეასხმენ.

 

მოციქულისაჲ.(9-10) და რაჟამს მისცენ ოთხთა მათ ცხოველთა დიდებაჲ და პატივი და მადლობაჲ მჯდომარესა მას საყდართა ზედა, რომელი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე, დავარდებიან ოც და ოთხნი იგი მღდელნი საყდართა ზედა მჯდომარისა მის წინაშე და თაყუანის-სცემენ მას, რომელი-იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე.

 

თარგმანი. ესრეთ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ წმიდანიცა ზიარ არიან ქებისა ანგელოზთა თანა და აღიარებენ, ვითარმედ ღმრთისა მიერ მიიღეს ძლევაჲ მტერისაჲ.

 

მოციქულისაჲ.(10-11) და დასხმენ გჳრგჳნთა მათთა წინაშე საყდრისა მის და იტყჳან: ღირს ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩუენო წმიდაო, მიღებად დიდებისა და პატივისა და ძლიერებისა, რამეთუ შენ დაჰბადენ ყოველნივე, და ნებითა შენითა იყვნეს და დაებადნეს.

 

თარგმანი. შენ ხარ, მეუფეო, მიზეზიცა და მომცემელი ამათ გჳრგჳნთაჲ და შენდა თანა-აც ყოველთა თაყუანის-ცემაჲ, ვითარცა დამბადებელისაჲ.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი