მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ანდრია კესარიელი
იოანეს გამოცხადების განმარტება

 

20

 

მოციქულისაჲ.(1-3) და ვიხილე ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა კლიტჱ უფსკრულისაჲ და ჯაჭჳ დიდი ჴელსა მისსა. და შეიპყრა ვეშაპი იგი – გუელი დასაბამისაჲ, რომელ არს ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ. და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰჴშა კარი და დაჰბეჭდა მას ზედა, რაჲთა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ-არს განჴსნაჲ მისი მცირედ ჟამ.

 

თარგმანი. აქა იტყჳს ეშმაკისა შეკრვასა, რომელი იქმნა ქრისტჱს ჯუარ-ცუმასა, რომელმან შეკრა და დასაჯა იგი უფსკრულთა შინა. ხოლო ანგელოზი იყო, რომელი ჰმსახურებდა ესევითარსა მას ბრძანებასა მისსა. და ჯაჭჳ ჩუენისა გულისჴმის-ყოფისათჳს სახელ-სდვა ძალსა მას მისსა შემპყრობელსა. ხოლო ათას წლად ჟამსა მას იტყჳს, რომელი გარდაჴდეს ჯუარ-ცუმითგან ქრისტჱსით ვიდრე ანტეს მოსლვადმდე, და მერმე მოვიდეს ყოველი ძალი ეშმაკისაჲ ანტჱს მიერ სოფლად მცირედ ჟამ.

 

მოციქულისაჲ.(4) ვიხილენ საყდარნი, და სხდეს მათ ზედა, და სასჯელი მიეცა მათ და სულნი იგი მოკლულთანი წამებისათჳს იესუჲსა და სიტყჳსათჳს ღმრთისა, და რომელთა არა თაყუანის-სცეს ხატსა მას მჴეცისასა და არცა მიიღეს ბეჭედი მისი შუბლთა ზედა, ანუ ჴელთა მათთა, და ცხოვნდეს და სუფევდეს ქრისტჱს თანა ათასსა მას წელსა.

 

თარგმანი. რამეთუ მიცემულ არიან წმიდათა მოციქულთადა საყდარნი მოძღურებისანი, რომლითა განათლდებიან ყოველნი წარმართნი, და სხუათა წმიდათა მოწამეთა, რომელთა არა მიიღეს ხატი იგი განდგომილებისა ეშმაკისაჲ, არამედ ქრისტჱსთჳს ივნეს, მიეცა მათ სასჯელი. ესე იგი არს, ჴელმწიფებაჲ ეშმაკთა ზედა. და ამისთჳსცა ვიდრე დღენდელად-დღედმდე ვხედავთ, ვითარ განასხმენ ეშმაკთა და ჰკურნებენ სნეულთა. ხოლო ეშმაკსა და ანტეს და ცრუ-წინასწარმეტყუელსა ერთად აჴსენებს, რამეთუ ოდესმე ცრუ-წინაწარმეტყუელსა და ანტეს იტყჳს ვეშპად და ეშმაკსა – მჴეცად, და ოდესმე კუალად მათ – მჴეცად და ეშმაკსა – ვეშპად. და ამას ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: მძლენი ეშმაკისანი სუფევდეს ქრისტჱს თანა ვიდრე მეორედ მოსლვადმდე. ხოლო მიერითგან სრულიად მიიღონ ქრისტჱს აღთქუმათა აღსასრული და უზეშთაესნი კეთილნი.

 

მოციქულისაჲ.(5-6) და სხუანი იგი მკუდარნი არა ცხონდეს ათასსა მას წელსა. ესე არს აღდგომაჲ იგი პირველი. ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომასა მას შინა პირველსა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ იყვნენ მღდელ ღმრთისა და ქრისტჱსა და სუფევდენ მის თანა ათასსა მას წელსა.

 

თარგმანი. ორნი ცხორებანი და ორნი სიკუდილნი წმიდათა წერილთაგან გჳსწავიეს, რამეთუ პირველი ცხორებაჲ არს, რომელი მოგუეცა შემდგომად სამოთხით გამოსლვისა ჴორციელი და წარმავალი, ხოლო მეორჱ იგი – წმიდათაჲ საუკუნოჲსა მერმისა. ეგრჱთვე სიკუდილი პირველი ჴორცთაჲ ესე წარმავალი, ხოლო მეორჱ – ცოდვილთაჲ საუკუნოსა მას ცეცხლსა შინა გეჰენიისასა. და მკუდართაცა განყოფილებაჲ ვიცით, რამეთუ რომელნიმე ბოროტ არიან, რომელთათჳს იტყჳს ესაია: ხოლო მკუდართა ცხორებაჲ არა იხილონ, რომელ არიან ცოდვათა მიერ მომკუდარნი სულითა. ხოლო რომელნიმე საქებელ, რომელთა მოეკუდინნენ საქმენი ჴორცთანი ქრისტჱს მიერ და მის თანა ჯუარს-ეცუმოდიან და სოფლისა ამის მიმართ მკუდარ იყვნენ. აწ უკუე ამას იტყჳს, ვითარმედ: საწყალობელნი იგი მკუდარნი, რომელნი არა ქრისტჱს თანა მომკუდარ და აღდგომილ იყვნენ ნათლის-ღებითა, არამედ ცოდვათა სიღრმესა შინა დადგრომილ იყვნენ, არა ცხონდებიან იგინი ქრისტჱს თანა ათასსა მას წელსა, რომელ არს პირველით მოსლვით მისითგან ვიდრე მეორედ მოსლვადმდე, არამედ ქუეყანით ოდენ შობილნი მიწისაგან და არა სულისაგანცა, მიწადვე მიიქცენ, რამეთუ სიკუდილი მათი დასაბამი იყო მათ ზედა მომავალთა მათ სატანჯველთაჲ. ხოლო რომელთა აქუნდეს ნაწილი პირველსა მას აღდგომასა შინა, ესე არს აღდგომაჲ ბოროტთა გულის-სიტყუათაგან და მკუდართა მათ საქმეთა. იგინი სანატრელ არიან, რამეთუ არა მიიღოს მათ ზედა მეორემან მან სიკუდილმან ჴელმწიფებაჲ, რომელ არს საუკუნოჲ სატანჯველი, არამედ სუფევდენ ქრისტჱს თანა, ვიდრე განიჴსნეს ეშმაკი და აცთუნნეს წარმართნი. არა თუ რამეთუ მაშინ სუფევაჲ მიეღების მისგან, არამედ რამეთუ უმტკიცჱსად და უმაღლჱსად მიეცეს მათ. ვინაჲთგან უკუე ორნი სიკუდილნი არიან, ეგრჱთვე ორნი აღდგომანი, რამეთუ პირველი სიკუდილი ჴორციელი და მეორჱ სატანჯველი იგი საუკუნოჲ. და კუალად პირველად აღდგომაჲ არს ბოროტთა საქმეთაგან აღდგომაჲ და მეორჱ ხრწნილებისაგან გუამთა უხრწნელებად შეცვალებაჲ.

 

მოციქულისაჲ.(7-8) და შემდგომად ათასისა მის წლის განიჴსნას ეშმაკი საპყრობილისაგან თჳსისა. და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა, რომელნი არიან ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა, გოგს და მაგოგს, შემოკრებად მათდა ბრძოლად, რომელთაჲ სიმრავალჱ ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ.

 

თარგმანი. მაშინ ეშმაკი განიჴსნას და აცთუნნეს ყოველნი წარმართნი და გოგ და მაგოგ აღძრნეს ბრძოლად და მოოჴრებად ქუეყანისა, რომელ-იგი არიან წარმართნი ჩრდილოჲსა კერძისანი ქუეყანასა რუსთასა და გარემო მისა სხუათა წარმართთა, რომელნი მრავალ არიან ფრიად და მჴნედ მბრძოლნი, რომელნი დაყენებულ არიან ღმრთისაგან ვიდრე ეშმაკისა განჴსნადმდე. ხოლო ეზეკიელცა წინაწარმეტყუელმან თქუა ამათი მოსლვაჲ უკუანაჲსკნელთა ჟამთა ქუეყანად ისრაჱლისა, და მუნ დაეცნენო და შჳდსა წელსა არა იჴმარონო კაცთა მის ქუეყანისათა შეშაჲ, არამედ მათსა საჭურველსა წუვიდენ: ფარებსა და მშჳლდებსა და ისარსა და ლახუართა.

 

მოციქულისაჲ.(9-10) და აღმოვიდეს სივრცესა ზედა ქუეყანისასა და გარე-მოადგეს ბანაკსა წმიდათასა და ქალაქსა მას შეყუარებულსა. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა იგინი. და ეშმაკი, რომელი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მჴეცი იგი და ცრუ-წინაწარმეტყუელი და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.

 

თარგმანი. ვითარცა მჴეცნი ველურნი, ესრჱთ მოადგენ კრებულსა წმიდათასა, რომელ არიან წმიდანი ეკლესიანი, და იერუსალჱმსცა, ქალაქსა მას წმიდასა, რომელსა შინა ქრისტე ჯუარს-ეცუა, სადა-იგი დაჯდეს ანტჱცა ტაძარსა შინა ღმრთისასა, რაჲთა ღმრთად აჩუენებდეს თავსა თჳსსა. ხოლო მოვიდეს ზეცით ცეცხლი და შეჭამნეს ესევითარნი იგი წარმართნი, და მაცთური და წინამძღუარი მათი ეშმაკი შევარდეს ცეცხლისა ტბასა შინა ანტჱს თანა და ცრუ წინაწარმეტყუელისა და უკუნითი უკუნისამდე იტანჯებოდის.

 

მოციქულისაჲ.(11) და ვიხილე საყდარი დიდი სპეტაკი და მჯდომარჱ მას ზედა, რომლისა პირისაგან ლტოლვილ იქმნა ქუეყანაჲ და ცაჲ, და ადგილი არა ეპოვა მათ.

 

თარგმანი. სპეტაკი საყდარი მოასწავებს ბრწყინვალებასა წმიდათასა, რომელთა შორის ღმერთი განისუენებს. ხოლო სივლტოლაჲ ცისაჲ და ქუეყანისაჲ არს შეცვალებაჲ მათი უმჯობჱსისა მიმართ, და ადგილი სრულიად უჩინო-ყოფისა მათისაჲ არა იპოოს, რამეთუ დაბადებულნი ჩუენ თანა ხრწნილებასა დაემორჩილნეს, ვითარცა მოციქული იტყჳს, და ეგრეთვე კუალად ჩუენ თანა უხრწნელებად შეიცვალნენ. ხოლო არა სრულიად უჩინო იქმნენ, ვითარცა წმიდანი წერილნი იტყჳან, რამეთუ ნეტარი ირინეოს იტყჳს, ვითარმედ: არა თუ ბუნებაჲ და არსებაჲ დაბადებულთაჲ წარჴდეს, რამეთუ მტკიცე არს დამბადებელი მათი, არამედ სახჱ იგი სოფლისაჲ, რომელსა შინა იქმნა ცოდვაჲ იგი, წარჴდეს. ხოლო დიდი მეთოდი იტყჳს, ვითარმედ არცა ესე კეთილ არს თქუმად, ვითარმედ: ყოველი წარწყმდეს: ქუეყანაჲ და ცაჲ, და ჰაერნი არღარა იყვნენ, რამეთუ გამოჴურდენ ცეცხლითა და განახლდენ, ხოლო არა სრულიად წარჴდენ. და მოციქული პავლე წამებს, ვითარმედ: იჭჳ იგი დაბადებულთაჲ გამოცხადებასა ღმრთისასა მოელის, რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა სოფელი არა ნეფსით, არამედ მის მიერ, რომელმან დაამორჩილა იგი სასოებით, რამეთუ იგიცა დაბადებულნი განთავისუფლდენ მონებისა მისგან ხრწნილებისა. ხოლო ამათსა უწინარჱს ნეტარი დავით გალობდა და იტყოდა: გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქუეყანისაჲ. და ესაია იტყჳს: იყოს ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, და პირველნი იგი არღა მოიჴსენნენ, არამედ იხარებდენ მარადის. და ამის ყოვლისაგან უწყით, ვითარმედ ჩუენთჳს შექმნილი ესე ყოველივე უხრწნელებად შეიცვალოს და არა სრულიად წარჴდეს.

 

მოციქულისაჲ.(12) და ვიხილენ მკუდარნი, მდგომარენი წინაშე საყდრისა მის. და წიგნნი განეხუნეს და სხუაჲ წიგნი განეღო, რომელ არს ცხორებისაჲ. და განისაჯნეს მკუდარნი წერილთა მათგან წიგნთა მათ შინა საქმეთაებრ მათთა.

 

თარგმანი. მკუდართა იტყჳს ყოველთა კაცთა, დიდთა ჰასაკითა და ცოდვითა მცირეთა. ხოლო წიგნნი იგი თითოეულისა საქმენი და განგებანი არიან. და სხუაჲ იგი ცხორებისა წიგნი არს, სადა სახელები წმიდათაჲ წერილ არს.

 

მოციქულისაჲ.(13) და მოსცნა ზღუამან მკუდარნი, რომელნი იყვნეს მას შინა, და სიკუდილმან და ჯოჯოხეთმან მოსცნეს მკუდარნი, რომელნი იყვნეს მათ შინა.

 

თარგმანი. თითოეული გუამი, სადაცა წარწყმედილ იყოს, მუნითცა მოვიდეს. ხოლო სიკუდილი არს განშორებაჲ სულისაჲ და ჴორცთაჲ, ხოლო ჯოჯოხეთი – ადგილი ბნელი, სადა მივლენ სულნი ცოდვილნი, ამიერ განსრულნი. ხოლო მართალნი არიან ჴელთა უფლისათა.

 

მოციქულისაჲ.(14-15) და სიკუდილი და ჯოჯოხეთი შთავარდეს ტბასა მას ცეცხლისასა. ესე არს სიკუდილი მეორჱ ტბაჲ იგი ცეცხლისაჲ. და რომელიცა არა იპოვა წიგნსა მას ცხორებისასა დაწერილ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა.

 

თარგმანი. სიკუდილი და ჯოჯოხეთი ესე ბოროტნი იგი ძალნი არიან მომატყუებელნი სულიერისა სიკუდილისა და ჯოჯოხეთისანი, რამეთუ ვითარცა ქალაქ ეწოდების ერთსა მას შინა მკჳდრთა, ეგრჱთვე – ჯოჯოხეთ მისთა მომატყუებელთა, და ცოდვილნიცა შთავარდენ ტბასა მას ცეცხლისასა. ხოლო ვითარცა სასუფეველისა სავანენი მრავალ არიან, ეგრჱთვე სატანჯველნიცა ცოდვილთანი მრავალ არიან, რომელნიმე უმწარჱსნი და რომელნიმე უმოლხინჱსნი თითოეულისა საქმეთაებრ.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი