მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ანდრია კესარიელი
იოანეს გამოცხადების განმარტება

 

13

 

მოციქულისაჲ.(1) დავდეგ მე ქჳშასა ზედა ზღჳსასა და ვიხილე მჴეცი აღმომავალი ზღჳთ, რომელსა აქუნდეს რქანი ათნი და თავნი შჳდნი და რქათა მისთა ზედა ათნი გჳრგჳნნი და თავთა მისთა ზედა სახელნი გმობისანი.

 

თარგმანი. ესე მჴეცი არს ანტჱ, აღმომავალი მრავალ-ღელვისა მის ამის სოფლისა ზღჳსაგან. ხოლო თავნი და გჳრგჳნნი და რქანი მისნი სასწაულნი არიან ეშმაკისა მიმართ ერთობისა მისისათჳს, რამეთუ ესე ყოველი ეშმაკისათჳსცა თქუმულ არს პირველ. ხოლო თავთა ზედა მისთა გმობისა იგი სახელნი მთავარნი იგი და ჴელმწიფენი მისისა ბრძანებისა მოსწრაფედ აღმასრულებელნი არიან.

 

მოციქულისაჲ.(2) და მჴეცი იგი, რომელი ვიხილე, იყო მსგავსი ვეფხისაჲ, და ფერჴნი მისნი, ვითარცა დათჳსანი, და პირი მისი, ვითარცა პირი ლომისაჲ.

 

თარგმანი. ვეფხი სახჱ არს ბერძენთა მეფობისაჲ, ხოლო დათჳ – სპარსთაჲ და ლომი – ბაბილონელთაჲ. და ესე ყოველი მიიღოს ანტე ბოროტმან, რამეთუ ვითარცა ბერძენთა მეფჱ მოვიდეს და ესე ყოველი შეიპყრას.

 

მოციქულისაჲ.(2) და მისცა მას ვეშაპმან ძალი თჳსი და საყდარი თჳსი და ჴელმწიფებაჲ დიდი.

 

თარგმანი. რამეთუ მისცეს ეშმაკმან ანტეს ყოველივე ძალი თჳსი უცნებათათჳს სასწაულთაჲსა, წარწყმედისათჳს კაცთაჲსა.

 

მოციქულისაჲ.(3) და ერთი თავთა მისთაგანი დაკლული სიკუდილდ, და წყლულებაჲ სიკუდილისა მისისაჲ განიკურნა.

 

თარგმანი. ჰრომთა მეფობასა იტყჳს თავად დაკლულად, რამეთუ იგი აწ მოკლებულ არს. ხოლო მაშინ მან ყოველივე შეაერთოს, ვითარცა აგჳსტოს კეისარმან.

 

მოციქულისაჲ.(3-4) და დაუკჳრდა ყოველსავე ქუეყანასა მჴეცისა მისთჳს. და თაყუანის-სცეს ვეშაპსა მას, რომელმან მისცა ჴელმწიფებაჲ იგი მჴეცსა მას; და თაყუანის-სცეს მჴეცსა და იტყოდეს: ვინ არს მსგავს მჴეცისა მის? ვინ შემძლებელ არს ბრძოლად მისა?

 

თარგმანი. საკჳრველებაჲ იგი ანტჱსი ეშმაკისა მიიწევის, და რომელნი მის თაყუანის-სცემდენ, ვეშაპსა მას თაყუანის-სცემენ, რომელ არს ეშმაკი.

 

მოციქულისაჲ.(5-6) და მიეცა მას პირი დიდად მეტყუელი და მგმობარი, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუე. და აღაღო პირი მისი გმობად ღმრთისა და სამკჳდრებელისა მისისა და ცათა შინა დამკჳდრებულთა მათ.

 

თარგმანი. მიშუებითა ღმრთისაჲთა სამი და ნახევარი წელი დაყოს მან მეფობასა შინა და ჰგმობდეს სახელსა ღმრთისასა და სამკჳდრებელსა მისსა, რომელ არს ჴორცთა შესხმაჲ მისი და ცათა შინა მკჳდრთა, რომელ არიან ანგელოზნი.

 

მოციქულისაჲ.(7-8) და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოველსა ზედა ნათესავსა და ენასა. და თაყუანის-სცენ მას მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა წერილ არს დასაბამითგან სოფლისაჲთ წიგნსა მას ცხორებისასა.

 

თარგმანი. ყოველთა ზედა აქუნდეს ჴელმწიფებაჲ, ხოლო მათ ოდენ თაყუანის-სცენ, რომელთა სახელები წიგნსა მას ცხორებისასა არა წერილ არს.

 

მოციქულისაჲ.(9-10) რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ. რომელსა აქუს ტყუეობაჲ, წარვალს ტყუეობად; რომელი მახჳლითა ჯერ-არს მისი მოკლვაჲ, მახჳლითა თჳსითა მოიკლას. აქა არს მოთმინებაჲ წმიდათაჲ.

 

თარგმანი. რამეთუ თითოეულმან საქმეთა თჳსთაებრ მიიღოსო. რომელნი ბოროტსა უყოფდენ მოყუასთა ეშმაკისა მიერ, ტყუე იქმნენ და მახჳლითა მისითა სულნი მათნი მოსწყჳდნენ. ხოლო რომელთა სარწმუნოებაჲ მართალი და მოთმინებაჲ აქუნდეს განსაცდელთა შინა, აღუჴოცელ იყვნენ წიგნისაგან ცხოველთაჲსა.

 

მოციქულისაჲ.(11) და ვიხილე სხუაჲ მჴეცი, აღმომავალი ქუეყანით, და აქუნდეს რქანი, მსგავსნი კრავისანი, და ზრახვიდა, ვითარცა ვეშაპი.

 

თარგმანი. ესე არს ცრუ-წინაწარმეტყუელი იგი ანტჱსი, რომელი აღმოვიდეს საქმეთაგან ქუეყანისათა ბოროტთა და აქუნდესო რქანი, კრავისა მსგავსნი, რამეთუ ტყავითა ცხოვართაჲთა მოსლვად არს, და შინაგან იყოს მგელ კაცის-მკლველ. ხოლო ვითარცა ვეშაპი ზრახვიდაო, რამეთუ საქმენი და სიტყუანი ეშმაკისანი ქმნნეს და თქუნეს.

 

მოციქულისაჲ.(12) და ჴელმწიფებასა პირველისა მის მჴეცისასა ყოველსა იქმნ წინაშე მისსა და ჰყოფდა ქუეყანასა და ყოველთა მკჳდრთა მისთა, რაჲთა თაყუანის-სცენ მჴეცსა მას.

 

თარგმანი. ყოველივე ქმნეს ქრისტე-მტყუვარისა მის წინამორბედმან გრძნებითა წარსაწყმედელად კაცთა, რაჲთა კაცთა ესევითარისა მის სასწაულთ-მოქმედისა მიერ წამებული იგი ადიდონ, რამეთუ ვითარცა ნათლის-მცემელი მაცხოვრისა მიიყვანებდა ერთა, ეგრჱთვე იგი მიიყვანებდეს ერთა ანტჱსა.

 

მოციქულისაჲ.(14-17) და აცთუნებს მკჳდრთა მათ, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა, სასწაულთა მათთჳს, რომელ მიეცა მას ყოფად წინაშე მისსა, და ეტყჳს მკჳდრთა ქუეყანისათა, რაჲთა ქმნან ხატი მჴეცისაჲ მის. და მიეცა მას სული მიცემად ხატსა მას მჴეცისასა, რაჲთა იტყოდის ხატი მისი და ქმნას. ყოველნი, რომელნი არა თაყუანის-სცემდენ ხატსა მას მჴეცისასა, მოიკლნენ. და რაჲთა მიიღონ ყოველთა ბეჭედი მისი ჴელსა ზედა მარჯუენესა, ანუ შუბლსა ზედა. და რაჲთა ვერ იყიდდეს რას, ანუ განჰყიდდეს, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი მისი.

 

თარგმანი. რამეთუ მრავალნი გრძნებანი ქმნნეს და აზრახებდეს ხატთა და საკჳრველთა იქმოდის წყალთა მიერ და მკუდართა მიერ გუამთა, ვითარცა სჳმონ იქმოდა მათ დღეთა შინა, ეგრჱთვე წინამორბედმანცა ანტჱსმან უქმნას ხატი მჴეცსა მას და აზრახებდეს მას ეშმაკისა მიერ და რაჲთა მოიკლნენ, რომელნი მას არა თაყუანის სცემდენ; და ბეჭედი სახელისა უკეთურისაჲ მის ისწრაფოს ყოველთა ზედა დადებად მარჯუენესა ზედა, რაჲთა კეთილთა საქმეთა ქმნაჲ მოსწყჳდოს, და შუბლთა ზედა, რაჲთა ბოროტთა საქმეთა ქმნასა ზედა ურცხჳნო და კადნიერ იყვნენ. არამედ არა თავს-იდვან ესე, რომელნი დაბეჭდულ იყვნენ ნათლითა მით საღმრთოჲთა. და დადვას რჩული, რაჲთა ვერაჲ იყიდოს, ვერცა განყიდოს, რომელთა არა აქუნდეს იგი ბეჭედი, რაჲთა ესრჱთ რომელთა არა მიიღონ იგი, ბოროტად მოკუდენ, და რაჲთა ვერვინ რაჲ იყიდოს, ანუ განყიდოს, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი მისი, ანუ რიცხჳ სახელისა მისისაჲ.

 

მოციქულისაჲ.(18) აქა არს სიბრძნჱ; რომელსა აქუს გონებაჲ, აღიპყარნ რიცხჳ იგი მჴეცისაჲ, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს რიცხჳ მისი ექუსას სამეოც და ექუს.

 

თარგმანი. ჭეშმარიტებაჲ სახელისა მისისაჲ ჟამმან გამოაცხადოს, რამეთუ უკუეთუმცა ჯერ-იყო განცხადებულად ცნობაჲ სახელისა მისისაჲ, მხილველსა მას გამო-მცა-ეცხადა, არამედ არა ინება ღმერთმან საღმრთოთა წიგნთა შინა ბოროტისა მის სახელისა დაწერაჲ.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი