მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ანდრია კესარიელი
იოანეს გამოცხადების განმარტება

 

14

 

მოციქულისაჲ.(1) და ვიხილე, და აჰა კრავი იგი მდგომარჱ მთასა ზედა სიონსა, და მის თანა რიცხჳ ას ორმეოც და ოთხი ათასი, რომელთა აქუნდა სახელი მისი და სახელი მამისა მისისაჲ დაწერილი შუბლთა ზედა მათთა.

თარგმანი. კრავად უეჭუელად ქრისტეს იტყჳს. ხოლო მთასა ზედა სიონსა – არა ძუელსა მას, არამედ ახალსა ცხოველისა ღმრთისა ქალაქისასა. ხოლო ესე ათასეულნი ახალსა შჯულსა შინა გამოჩინებულნი ქალწულნი არიან, რომელთაჲ გარეგანიცა კაცი ქალწულ იყოს და შინაგანიცა, რამეთუ ძუელსა მას შჯულსა შინა ძნიად იპოებოდა საქმჱ ესე ქალწულებისაჲ. ამისთჳს სხუანი არიან ესენი და არა იგინი არიან, რომელნი პირველ თქუნა ყოველთაგან ძეთა ესრაჱლისათა ათორმეტი ათასი, რამეთუ მათთჳს ქალწულებაჲ არა უთქუამს და ამათ ყოველთა შუბლნი ნათლითა მით საღმრთოჲთა დაბეჭდულ არიან.

 

მოციქულისაჲ.(2-3) და მესმა ჴმაჲ, ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ, და ვითარცა ჴმაჲ ქუხილისა დიდისაჲ; და ჴმაჲ იგი, რომელი მესმა, ვითარცა მეათძალეთაჲ, რომელნი სცემდეს ათძალთა მათთა. და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდრისა და ოთხთა მათ ცხოველთა და მღდელთაჲსა.

 

თარგმანი. ჴმაჲ იგი წყალთა მრავალთაჲ და მეათძალეთაჲ ბრწყინვალებასა და სიჰამოვნესა და ჴმა-ტკბილობასა ანგელოზთასა მოასწავებს, რომელი აღავსებს ყოველსავე ზეცისა ეკლესიასა.

 

მოციქულისაჲ.(3-4) და ვერვინ შემძლებელ იყო ცნობად გალობასა მას, გარნა ას ორმეოც და ოთხნი იგი ათასნი სყიდულნი ქუეყანისაგან. ესენი არიან, რომელნი დედათა თანა არა შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან; ესენი არიან, რომელნი შეუდგენ კრავსა მას, სადაცა ვიდოდის.

 

თარგმანი. ვიტყჳთ, ვითარმედ შემდგომად ოც და ოთხთა მათ მღდელთაჲსა სხუათა უზეშთაესნი არიან ესენი ქალწულებისა და უბიწოებისათჳს პირთა და ჴელთა მათთაჲსა. ამისთჳსცა ახალსა მას გალობასა იგინი ოდენ ღირს იქმნებიან გულისჴმის-ყოფად, რამეთუ საზომისაებრ სათნოებათაჲსა მიეცემის გულისჴმის-ყოფაჲცა მერმესა მას საუკუნესა.

 

მოციქულისაჲ.(6-7) და ვიხილე ანგელოზი მფრინვალჱ შორის ცისა და ქუეყანისა, და აქუნდა სახარებაჲ საუკუნოჲ ხარებად მკჳდრთა ქუეყანისათა და ყოველთა ნაესავთა ზედა. იტყოდა ჴმითა დიდითა: გეშინოდენ უფლისა და მიეცით მას დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ჟამი საშჯელისა მისისაჲ, და თაყუანის-ეცით მას, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და წყარონი წყალთანი.

 

თარგმანი. ესე ანგელოზი ზეცისა დიდთა ანგელოზთაგანი იყო, რომელი ახარებდა კაცთა ჭეშმარიტებასა. ხოლო საუკუნოჲ სახარებაჲ ამისთჳს არს, რამეთუ საუკუნითგან თქუმულ არს იგი ღმრთისა მიერ. ხოლო იტყოდა იგი, რაჲთა ეშინოდის კაცთა ღმრთისაგან ოდენ და არა ანტჱსგან, რომელსა სულისა ჴორცთა თანა მოკლვაჲ ვერ ძალ-უც.

 

მოციქულისაჲ.(8) და სხუაჲ ანგელოზი შეუდგა მას მეორჱ და იტყოდა: დაეცა ბაბილონი იგი დიდი, რამეთუ ღჳნისა მისგან გულის-წყრომისა სიძვისა მისისა ასუა ყოველთა წარმართთა.

 

თარგმანი. ბაბილონად სახელ-სდებს შფოთთა მათ სოფლისათა და აღძრვათა, რომელიცა დაეცეს, რაჟამს გამოჩნდეს ზეცისა იერუსალჱმი, და ყოველნი მოქმედნი უშჯულოებისანი წარივლინნენ საუკუნოდ ცეცხლად. ხოლო ღჳნოდ გულის-წყრომისა სიძვისა უწოდს ყოვლისავე ცოდვისა სიმთრვალესა და უგუნურებასა.

 

მოციქულისაჲ.(9-10) და სხუაჲ ანგელოზი მესამჱ შეუდგა მას, რომელი იტყოდა ჴმითა დიდითა: რომელმანცა თაყუანის-სცეს მჴეცსა მას, ანუ სახელსა მისსა და ხატსა მისსა და მიიღოს ბეჭედი მისი შუბლსა მისსა, ანუ ჴელსა, მანცა სუას ღჳნისა მისგან გულის-წყრომისა ღმრთისა, რომელი-იგი წდეულ არს ურწყულად სასუმელსა მას შინა რისხვისა მისისასა, და იტანჯოს ცეცხლითა და წუმწუბითა წინაშე წმიდათა ანგელოზთა და წინაშე კრავისა.

 

თარგმანი. რომელმანცა თაყუანის-სცესო ბოროტსა მას მჴეცსა ანტეს, ანუ იგი ღმრთად აღიაროს, მანცა მის თანავე სუას სასუმელი რისხვისა ღმრთისაჲ ურწყოდ წდეული, ესე იგი არს, ვითარმედ ურწყო იყოს რისხვაჲ იგი და შეუზავებელი წყალობითა ღმრთისაჲთა და წდეულ თითო-ფერთა სატანჯველთაგან.

 

მოციქულისაჲ.(11) და კუამლი ტანჯვისა მისისაჲ უკუნითი უკუნისამდე აღვიდოდის.

 

თარგმანი. კუამლად იტყჳს ცეცხლისა მის კუამლსა და კუალად მუნ მყოფთაცა სულ-თქუმასა. ხოლო უკუნისამდე აღვიდოდის, რამეთუ ტანჯვისა მათისაჲ დასასრული არა იყოს, და განსუენებაჲ არაოდეს აქუნდეს. ხოლო დღე და ღამე დაუცხრომელობასა მოასწავებს.

 

მოციქულისაჲ.(12) აქა არს მოთმინებაჲ წმიდათაჲ, რომელთა დაიცვნენ მცნებანი ღმრთისანი და სარწმუნოებაჲ იესუჲსი.

 

თარგმანი. ურჩულონიო საუკუნესა მას იტანჯნენ, ხოლო წმიდათა აქა მოითმინონ წარმავალი ჭირი და მუნ უკუნისამდე განისუენონ.

 

მოციქულისაჲ.(13) და მესმა ჴმაჲ ზეცით, რომელი მეტყოდა, ვითარმედ: დაწერე: ნეტარ არიან მკუდარნი იგი, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ ამიერითგან. იტყჳს სული: ჰე, რაჲთა განისუენონ შრომათაგან მათთა, და საქმჱ მათი შეუდგეს მათ.

 

თარგმანი. არა ყოველთა მკუდართა ჰნატრის, არამედ მათ ოდენ, რომელნი უფლისა მიერ მოკუდენ სოფლისა მიმართ და ქრისტჱს თანა ივნონ, რამეთუ მათთჳს იტყჳსო სული წმიდაჲ, თუ: ამიერითგან განისუენონ შრომათა მათთაგან, ვინაჲთგან განვიდენ ჴორცთა მათთაგან, ხოლო საქმენი შეუდგენო. ესე არს მიზეზი დიდებისა და გჳრგჳნთა მათთაჲ.

 

მოციქულისაჲ.(14) და ვიხილე, და აჰა ღრუბელი სპეტაკი, და ღრუბელსა მას ზედა მჯდომარჱ, მსგავსი ძისა კაცისაჲ. და აქუნდა თავსა ზედა თჳსსა გჳრგჳნი ოქროჲსაჲ და ჴელთა მისთა მანგალი აღლესული.

 

თარგმანი. ღრუბლად გულისჴმა-ვჰყოფთ ანგელოზთა ძალსა, რომელთა აღამაღლეს ქრისტე წინაშე მოციქულთა. ხოლო ღრუბელსა ზედა მჯდომარესა ვიტყჳთ ქრისტეს, რომელი მსგავს ძეთა კაცთა იქმნა. და გჳრგჳნი სახჱ არს ხილულთა და უხილავთა ზედა მეუფებისა მისისაჲ. და ოქროჲსაჲ იყო იგი, რამეთუ ჩუენ შორის ესე ნივთი პატივ-ცემულ არს. ხოლო მანგალი მომასწავებელი არს აღსასრულისაჲ.

 

მოციქულისაჲ.(15-16) და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა ტაძრისაგან და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა მჯდომარესა მას ღრუბელსა ზედა: მიყავ მანგალი შენი და მომკე ქუეყანაჲ, რამეთუ მოიწია ჟამი მკისაჲ, და განჴმა სამკალი იგი ქუეყანაჲ. და მიყო მჯდომარემან მან ღრუბელსა ზედა მანგალი თჳსი ქუეყანად და მომკო ქუეყანაჲ.

 

თარგმანი. ანგელოზისა მის ჴმაჲ ყოველთა ზეცისა ძალთა მოასწავებს, რომელთა სურის მართალთა პატივისათჳს და ურჩულოთა ტანჯვისა, რაჲთა დასცხრეს ცოდვაჲ. ამისთჳს ევედრებოდეს ქრისტეს და ეტყოდეს, ვითარმედ: მოწევნულ არს ჟამი აღსასრულისაჲ, რაჲთა მწიფჱ იგი ნაყოფი წმიდათაჲ შეიღონ საუნჯეთა მათ ზეცისათა.

 

მოციქულისაჲ.(17) და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა ტაძრისა მისგან ზეცათაჲსა, და აქუნდა მასცა მანგალი მახჳლი.

 

თარგმანი. დაღაცათუ ქრისტესცა ეწოდების დიდისა მის ზრახვისა მამისა ანგელოზ, არამედ ესე აწ თქუმული ძალთა მათ მსახურთა მისთაგანი არს, რომელი გამოვიდა ზეცისა ტაძრისაგან მანგლითა მახჳლითა მოკრებად უშჯულოთა.

 

მოციქულისაჲ.(18) და სხუაჲ ანგელოზი გამოვიდა საკურთხეველისაგან, რომელსა აქუნდა ჴელმწიფებაჲ ცეცხლსა ზედა, და ჴმა უყო ჴმითა დიდითა, რომელსა იგი აქუნდა მანგალი, ვითარმედ: მიყავ მანგალი ეგე მახჳლი და მოისთულენ ტევანნი იგი ქუეყანისა მის ვენაჴისანი, რამეთუ დამწიფებულ არს ყურძენი იგი ქუეყანისაჲ.

 

თარგმანი. და ამის მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ ანგელოზთა ძალნი უფლად დაბადებულთა ზედა დადგინებულ არიან, რომელიმე წყალსა ზედა და რომელიმე ცეცხლსა. ხოლო აწ ამისსა მტანჯველობასა გულისჴმა-ვჰყოფთ, რომელი ცეცხლსა ზედა დადგინებულ არს და ვითარმედ უზეშთაესთა ანგელოზთაგანი არს და უბრძანებდა მას, რომელსა მანგალი მახჳლი აქუნდა, რაჲთა მოკრიბოს ვენაჴი ქუეყანისაჲ, რომლისა მიერ გამოისახვიან ურჩულონი და ცოდვილნი, რომელთა გულის-წყრომაჲ ვეშაპთაჲ და რისხვაჲ ასპიტთაჲ ქმნეს ღჳნისა წილ კეთილისა.

 

მოციქულისაჲ.(19) და გამოიღო ანგელოზმან მან მანგალი თჳსი ქუეყანად და მოკრიბა ვენაჴი ქუეყანისაჲ და შთადვა საწნეხელსა მას გულის-წყრომისა ღმრთისა დიდისასა.

 

თარგმანი. საწნეხელი ღმრთისაჲ არს ადგილი იგი განმზადებული ეშმაკისათჳს და ანგელოზთათჳს მისთა. ხოლო დიდ არს იგი მრავალთა მათ მუნ შემავალთათჳს, რამეთუ ფართო არს გზაჲ იგი წარწყმედისაჲ.

 

მოციქულისაჲ.(20) და დაიწნიხა საწნეხელი იგი გარეშე ქალაქისა, და გამოჴდა სისხლი საწნეხელისა მისგან ვიდრე აღჳრთამდის ცხენთა ათას ექუსასით უტევანით შორს.

 

თარგმანი. რამეთუ გარეგან წმიდისა ზეცისა ქალაქისა იერუსალჱმისა არს ადგილი იგი სატანჯველისაჲ. ხოლო სისხლი მათი ვიდრე აღჳრთამდე ცხენთა მიიწიოსო – სისხლად სულ-თქუმათა მათ და სალმობათა მათთა იტყჳს, რომელნი იტანჯებოდიან, ხოლო ცხენად – ანგელოზთა მათ მტანჯველთა, რამეთუ მრავალ-გზის ჩუეულებაჲ აქუს წმიდათა წერილთა ანგელოზთა ცხენად წოდებად, ვითარცა ამბაკუმ იტყჳს, ვითარმედ: აღჰჴედ შენ ეტლთა შენთა ზედა. და კუალად სოლომონ – უფლისა მაგიერ სულისა მის მიმართ განწმედილისა, ვითარმედ: ცხენსა ჩემსა ეტლთა ზედა ფარაოჲსთა მიგამსგავსე შენ. ხოლო წმიდათა მათ ცხენთა, რომელ არიან ანგელოზთა ძალნი, აღჳრად ბრძანებაჲ ღმრთისაჲ აქუს და ესრჱთ იტყჳს, ვითარმედ: სულ-თქუმანი იგი და სალმობანი და ჭირნი მათნი მიიწინენ ღმრთისა ბრძანებადმდე, ესე იგი არს, ვითარმედ ვითარცა ღმერთსა ენებოს, ესრჱთ იყოს სატანჯველი ცოდვილთაჲ, ხოლო ათას ექუსასითა უტევნითა სიშორისაჲთა დიდსა მას გულისჴმა-ვჰყოფთ დანახეთქსა, რომელი არს შორის ცოდვილთა და მართალთა, სისრულისა მისთჳს ცოდვისა მათისა და უკეთურებისა და საძაგელობისათჳს საქმეთა მათთაჲსა, რამეთუ რიცხჳ იგი ათასეულისაჲ უკეთურებისა მათისა სისრულესა მოასწავებს. ხოლო ექუსასისა იგი რიცხჳ სახჱ არს ცოდვისა დაუცხრომელად ქმნისა მათისაჲ, რომელთა შეაგინეს ექუს დღე ღმრთისა მიერ დაბადებული სოფელი. და მეექუსასესა წელსა ნოვჱსსა წარირღუნა ყოველი ცოდვაჲ ქუეყანით.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი