მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ანდრია კესარიელი
იოანეს გამოცხადების განმარტება

 

7

 

მოციქულისაჲ.(1) და შემდგომად ამისა ვიხილენ ოთხნი ანგელოზნი, მდგომარენი ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა. და ეპყრნეს ოთხნი ქარნი ქუეყანისანი, რაჲთა არა ქროდიან ქუეყანასა ზედა, არცა ზღუასა, არცა ხეთა.

თარგმანი. ესე ყოველი იქმნას მოსლვასა ანტჱსსა, რაჟამს ოთხნი იგი ანგელოზნი დგენ ოთხთა კიდეთა აღსრულებად ბრძანებათა ღმრთისათა. ხოლო დამჭირვაჲ ქართაჲ სოფლისა წესიერებისა დაჴსნაჲ არს და სატანჯველთა სახჱ, რამეთუ ქართა მიერ იზარდებიან ნერგნი და ივლების ზღუაჲ სამსახურებელად.

 

მოციქულისაჲ.(2) და ვიხილე სხუაჲ ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა ბეჭედი ღმრთისა ცხოველისაჲ. და ჴმა-უყო ჴმითა დიდითა ოთხთა მათ ანგელოზთა, რომელთა მიეცა ვნებაჲ ქუეყანისაჲ და ზღჳსაჲ.

 

თარგმანი. უზეშთაესი ძალი იხილა წმიდამან მან ანგელოზთაჲ, რომელი უბრძანებდა მტანჯველთა მათ ანგელოზთა, რაჲთა არაჲ ქმნან უშჯულოთა მათ ზედა, ვიდრემდე დაისწავლნენ წმიდანი და განყვნენ უკეთურთაგან, რაჲთა არა წარწყმდენ მართალნი ცოდვილთა თანა.

 

მოციქულისაჲ.3) ნუ ავნებთ ქუეყანასა, ნუცა ზღუასა, ნუცა ხეთა, ვიდრემდის დავჰბეჭდნეთ მონანი ღმრთისა ჩუენისანი შუბლთა ზედა მათთა.

 

თარგმანი. ესე ბეჭედი შეწევნაჲცა არს ღმრთისა მიერი, მოვლინებული მართალთა ზედა განსაცდელთა მათ მოთმინებისათჳს.

 

მოციქულისაჲ.(4-8) და მესმა რიცხჳ დაბეჭდულთაჲ მათ ას ორმეოც და ოთხი ათასი, დაბეჭდულთაჲ ყოვლისაგან ტომისა ძეთა ისრაჱლისათაჲ: თესლისაგან იუდაჲსა ათორმეტი ათასი, თესლისაგან რუბენისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ღადისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ასერისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ნეფთალემისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან მანასჱსა ათორმეტი ათასი, თესლისაგან სჳმეონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ლევისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იზაქარისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ზაბულონისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან იოსებისა ათორმეტი ათასი, თესლისაგან ბენიამენისა ათორმეტი ათასი დაბეჭდულთაჲ.

 

თარგმანი. ესრჱთ ვჰგონებ, ვითარმედ მათ ჟამთა აღსასრულისათა ცხონდეს ესთენი სიმრავლჱ ჰურიათაგან, ვითარცა მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: რაჟამს აღსასრული წარმართთაჲ შევიდეს, მაშინ ისრაჱლიცა ცხონდეს. ხოლო ნათესავი დანისი ამისთჳს არა აჴსენა, რამეთუ მისისა ნათესავისაგან შობად არს ანტე-ქრისტე. ამისთჳს ნაცვალად მისა არს თესლი ლევისი, ვითარცა სამღდელოჲ.

 

მოციქულისაჲ.(9-10) და შემდგომად ამისა ვიხილე, და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხუვად ვერვინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან ერთა და წარმართთა და ენათა, მდგომარენი წინაშე საყდრისა, შემოსილნი სამოსლითა სპეტაკითა, და ჴელთა მათთა ფინიკები. და ჴმობდეს ჴმითა დიდითა და იტყოდეს: მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ, მჯდომარისა საყდართა ზედა, და კრავისა.

 

თარგმანი. ესე არიან, რომელთათჳს თქუა დავით: აღვრაცხნე იგინი და უფროჲს რიცხჳსა ქჳშისა ზღჳსა განმრავლდენ, რომელ არიან პირველ წამებულთა მოწამეთა კრებულნი და უკუანაჲსკნელ წამებადთანი, რომელთა თჳსთა სისხლთა დათხევითა სამოსელნი საქმეთა მათთანი სპეტაკ ყვნეს, რომელთაცა ძლევისა იგი სახენი რტონი მართალთა მათ და გულითა წრფელთა ფინიკთანი აქუნდეს და საყდარსა უფლისასა გარემო დგეს.

 

მოციქულისაჲ.(11-12) და ყოველნი ანგელოზნი დგეს გარემო საყდრისა და მღდელთა და ოთხთა მათ ცხოველთაჲსა და დავარდეს წინაშე საყდრისა მისისა პირთა ზედა მათთა და თაყუანის-სცეს ღმერთსა და იტყოდეს: ამენ. კურთხევაჲ და დიდებაჲ და სიბრძნჱ და მადლობაჲ და ძალი და პატივი ღმრთისა ჩუენისა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

 

თარგმანი. აჰა ერთი სამწყსოჲ ცათაჲ და ქუეყანისაჲ, რამეთუ ანგელოზნი, რომელნი პირველ საშინელ იყვნეს კაცთა ზედა, იხილვებიან მათ თანა მდგომარე და გარეშე მღდელთასა დგეს, რომელნი-იგი სახენი ყოველთა წმიდათანი არიან და ღმრთისა მადლობასა და დიდებასა შესწირვენ ნიჭთა მათთჳს მისთა და მადლთა, რომელ ქმნნა თჳსთა დაბადებულთა ზედა.

 

მოციქულისაჲ.(13-14) და მომიგო ერთმან მღდელთაგანმან და მრქუა: ესენი, რომელთა ჰმოსიეს სამოსლები სპეტაკები, ვიეთნი არიან, ანუ ვინაჲ მოსრულ არიან? და ვარქუ მას: უფალო ჩემო, შენ უწყი.

თარგმანი. განაფრთხობს ხილული იგი წმიდასა ამას გამოძიებად ძალსა მას ხილულთასა, ხოლო ესე სიმდაბლით არა ცნებასა აღიარებს, ამისთჳს ხილულისა მის მიერ ისწავებს.

 

მოციქულისაჲ.(14-15) და მრქუა მე: ესენი არიან, რომელნი მოსრულ არიან ჭირისა მისგან დიდისა, და განრცხნეს სამოსელნი მათნი და განასპეტაკნეს სისხლითა მით კრავისაჲთა. ამისთჳს არიან წინაშე საყდარსა ღმრთისასა და ჰმსახურებენ მას დღე და ღამე ტაძარსა შინა მისსა. და მჯდომარემან საყდართა ზედა დაიმკჳდროს მათ შორის.

 

თარგმანი. ნეტარ არიან, რომელთა წარმავალითა ჭირითა წარუვალი დიდებაჲ მოიგეს და ქრისტჱს თანა სუფევდენ მარადის, რამეთუ რომელ თქუა, თუ ღამე და დღე, დაუცხრომელობასა გამოაცხადებს, თუ არა, მუნ არა არს ღამჱ, არამედ მარადის ნათელი. ხოლო თუ ტაძარსა შინა მისსა, ესე ყოველსა მას განახლებულსა კაცთა ნათესავსა იტყჳს, რომელთა შორის დაიმკჳდროს ღმერთმან.

 

მოციქულისაჲ.(16-17) არღარა მოემშიოს, არცაღა მოეწყუროს, არცაღა მოვიდეს მათ ზედა მზჱ, არცა ყოველივე სიცხჱ, რამეთუ კრავი იგი, რომელ არს შორის საყდრისა, ჰმწყსის მათ და უძღჳს წყაროთა მიმართ წყლისა ცხოველისათა და აღჴოცოს ღმერთმან ყოველი ცრემლი თუალთაგან მათთა.

 

თარგმანი. რომელნიცა ქრისტჱს სამწყსო იქმნენ, არარაჲ ჭირი მოიწიოს მათ ზედა, არამედ უხრწნელ იყვნენ და წყალთა მათ ზედა განსასუენებელთა, რომელ არიან მაღალნი იგი გულისჴმის-ყოფანი საღმრთოთა საქმეთანი, რომელნი მოეცნენ მათ სულისა მიერ წმიდისა.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი