მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ანდრია კესარიელი
იოანეს გამოცხადების განმარტება

 

6

 

მოციქულისაჲ.(1) და ვიხილე, რაჟამს აღაღო კრავმან მან ერთი შჳდთა მათ ბეჭედთაგანი, და მესმა ერთისა ცხოველთა მათგანისაჲ, რომელი იტყოდა, ვითარცა ჴმითა ქუხილისაჲთა, ვითარმედ: მოვედ და იხილე.

 

თარგმანი. და ამის მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ წესიერებასა ცათა მჴედრობისასა, თუ ვითარ ყოველივე პირველთა დასთაგან მეორეთა მიმართ მოიწევის. ამისთჳსცა აქა ერთისაჲ მის ოთხთა მათ ცხოველთაგანისაჲ, რომელ არს ლომისაჲ, ესმა ჴმაჲ, რომელი უბრძანებდა ანგელოზსა მას, რომელი ამისსა გონებასა გამოსახვიდა ხილვად. ხოლო პირველი იგი ცხოველი, რომელ არს ხატი ლომისაჲ, ესრჱთ ვჰგონებ, ვითარმედ მოასწავებს გონებასა მოციქულთასა, რომელი-იგი მეუფე იქმნა ეშმაკთა ზედა და ვნებათა.

 

მოციქულისაჲ.(2) და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა მშჳლდი, და მიეცა მას გჳრგჳნი, და განვიდა ძლევით და სძლოსცა.

 

თარგმანი. პირველისა ბეჭდისა შეტყუებასა მოციქულთა კრებულსა გულისჴმა-ვჰყოფთ, რომელთა, ვითარცა მშჳლდსა, გარდააცუეს ქადაგებასა მას სახარებისასა და რომელნიცა განგუმირნეს ისრითა მათითა, შეწირნეს ქრისტჱსა. ხოლო ცხენი სპეტაკი სახჱ არს ხარებისაჲ, რომელ-იგი ახარეს მათ სოფელსა. ხოლო მიიღეს გჳრგჳნი, ვინაჲთგან ჭეშმარიტებისა მიერ წინამძღუარსა მას ტყუვილისასა სძლეს და განვიდეს სასოებითა მეორისა ძლევისაჲთა, რომელ არს სიკუდილადმდე ქრისტჱს აღსაარებაჲ. ამისთჳს წერილ არს: განვიდა ძლევით და სძლიოსცა, რამეთუ პირველი ძლევაჲ არს წარმართთა მოქცევაჲ, ხოლო მეორჱ – ჴორცთაგან ტანჯვითა და სიკუდილითა ქრისტჱსთჳს განსლვაჲ მათი.

 

მოციქულისაჲ.(3) და რაჟამს აღაღო მეორჱ ბეჭედი, მესმა მეორისა ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ.

 

თარგმანი. მეორედ ცხოველად კუროჲსა პირსა იტყჳს, რომელი გამოსახავს სიტყჳერსა მას მსხუერპლსა მოწამეთასა, ვითარცა-იგი პირველი ცხოველი მოციქულთა გამოსახვიდა.

 

მოციქულისაჲ.(4) და გამოვიდა სხუაჲ ცხენი წითელი, და მჯდომარესა მას ზედა მიეცა აღებად მშჳდობაჲ ქუეყანით, რაჲთა ერთმანერთი მოსწყჳდონ; და მიეცა მას მახჳლი დიდი.

 

თარგმანი. ამას მოწამეთა და მოძღუართათჳს იტყჳს, რამეთუ რაჟამს განვრცელდა ქადაგებაჲ იგი მოციქულთაჲ, დაიჴსნა მშჳდობაჲ სოფლისაჲ, რამეთუ ურთიერთას აღიძრა ბუნებაჲ კაცისაჲ, ვითარცა ქრისტე იტყჳს, ვითარმედ: არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა, რომლისა მიერ მოწამეთა იგი მსხუერპლები ზეცისა საკურთხეველსა აღვიდა. ხოლო წითელი ცხენი დათხევისა სისხლთაჲსა და მჴურვალისა მის ქრისტჱს მიმართ მოწამეთა ბუნებისა სახჱ არს. ხოლო რომელ წერილ არს, თუ მიეცაო მჯდომარესა მას ზედა მშჳდობისა აღებად – ყოვლად ბრძენსა მას ღმრთისა მიშუებასა იტყჳს, რომელმან შეუნდვის ურწმუნოთა მიერ გამოცდად თჳსთა მონათა.

 

მოციქულისაჲ.(5) და რაჟამს აღაღო მესამჱ ბეჭედი, მესმა მესამისა ცხოველისაჲ, ვითარმედ: მოვედ.

 

თარგმანი. მესამჱ ცხოველი კაცისა იგი პირი არს, რომელი მოასწავებდა კაცთა დაცემასა და ამისთჳს ტანჯვასა ცოდვისა მიმართ მიდრეკისათჳს ნეფსით.

 

მოციქულისაჲ.(5-6) და აჰა ცხენი შავი. და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა ჴელთა მისთა უღელი. და მესმა ჴმაჲ შორის ოთხთა მათ ცხოველთაჲსა, რომელი იტყოდა: სამადგანი იფქლი დრაჰკნის, და სამი სამადგანი ქერი დრაჰკნის, და ღჳნოსა და ზეთსა ნუ ავნებ.

 

თარგმანი. ცხენი შავი სახჱ არს გლოვისაჲ დაცემულთათჳს ქრისტჱს სარწმუნოებისაგან, სატანჯველთათჳს მათ ზედა ყოფადთა. ხოლო უღელი გამომცდელი არს მათი, რომელნი დაჴსნილებითა გონებისაჲთა, ანუ ცუდად მზუაობრებისათჳს უვარ-ჰყოფდენ ქრისტჱს სარწმუნოებასა, და რომელნი-იგი ჴორცთა მათთა უძლურებისაგან ვერ თავს-იდებენ ჭირთა. ხოლო სამადგანი იფქლი, დრაჰკნისა ღირსი, მოასწავებს რჩულიერთა მათ მოღუაწეთა და ხატისა მის საღმრთოჲსა მათდა მოცემულისა ჭეშმარიტთა დამმარხველთა. ხოლო სამი სამადგანი ქერი სახჱ არს მათი, რომელთა უძლურებისაგან და შიშისა მდევართაჲსა ქრისტე უვარ-ეყოს და კუალად შეენანოს და შეგინებული იგი ხატი ცრემლითა განებანოს. და რომელ-იგი ამცნებს ღჳნოსა და ზეთსა არა ვნებად, ესე არს, რაჲთა არა შეურაცხ იქნას სინანულითა ქრისტჱს კურნებაჲ, რომელმან ვითარცა-იგი განკურნა ავაზაკთა ჴელსა შთავრდომილი, და რაჲთა არა წარიტაცნენ სიკუდილისა მიერ, რომელთა ეგულების დაცემისა მის უკუნზღვევაჲ.

 

მოციქულისაჲ.(7) და რაჟამს აღაღო მეოთხჱ ბეჭედი, მესმა მეოთხისა ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე.

 

თარგმანი. მეოთხჱ იგი ცხოველი, რომელსა აქუს სახჱ არწივისაჲ, რომელი-იგი სიმაღლედ აღმფრინავი არს და მალჱ ჭამისა მიმართ, რომელი მოასაწვებს ზეცით რისხვისაგან ღმრთისა მოსლვად წყლულებათა შურის-გებად სისხლისათჳს მართალთაჲსა და ტანჯვად უშჯულოთა, უკუეთუ არა მოიქცენ.

 

მოციქულისაჲ.(8) და აჰა ცხენი მწუანჱ, და მჯდომარესა მას ზედა სახელი მისი სიკუდილი; და ჯოჯოხეთი შეუდგა მას, და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ მეოთხედსა ზედა ქუეყანისასა მოსრვად მათდა მახჳლითა და სიკუდილითა და მჴეცთა მიერ ქუეყანისათა.

 

თარგმანი. ცხენი იგი მწუანჱ სახჱ არს რისხვისაჲ, რამეთუ მწუანე არს ნავღელი და მკურნალთა მიერ ესრჱთ ეწოდების, რომლისა მიერ სიკუდილი და ჯოჯოხეთი მოივლინებიან უშჯულოთა ზედა შურის-გებად, ვითარცა აჰა ესერა იხილეთ, თუ ვითარ მაქსიმიანჱს ზე უშჯულოჲსა მეფისა მოიწია ესრჱთ და სიყმილითა და სენთა მიერ ურიცხუნი სიმრავლენი მოსწყდებოდეს, ვიდრეღა არცა დაფლვად ძალ-ედვა. და ამისა მსგავსი სხუაჲ მრავალი ქმნილ არს.

 

მოციქულისაჲ.(9-10) და რაჟამს აღაღო მეხუთჱ ბეჭედი, ვიხილენ საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მოკლულთანი სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს კრავისა მის, რომელი აქუნდა. ჴმა-ყვეს ჴმითა დიდითა და თქუეს: ვიდრემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არა სჯი სისხლთა ჩუენთა მკჳდრთაგან ქუეყანისათა.

 

თარგმანი. ესეცა წმიდათა მოწამეთათჳს არს, რომელნი ამას იტყოდეს ღმრთისა მიმართ მდევართათჳს, რაჲთა რომელნიცა ღირსნი არიან სოფელსა შინა მოქცევისა, მოაქცინეს, და სხუანი იგი წარწყმიდნეს, რაჲთა არა მიყვნენ მართალთაცა უშჯულოებად ჴელნი მათნი.

 

მოციქულისაჲ.(11) და მიეცა მათ სამოსლები სპეტაკები, და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა განისუენონ მცირედ ჟამღა, ვიდრემდის აღესრულნენ მათ თანა მონანი და ძმანი მათნი და რომელთა ეგულებოდა სიკუდილი, ვითარცა მათ.

 

თარგმანი. ამით ჩანს, ვითარმედ სოფლისა აღსასრულსა ითხოვდეს წმიდანი, და ამისთჳს ებრძანა, რაჲთა სულგრძელ იქმნენ, ვიდრე ძმათა მათთაცა აღსრულებისა. რაჲთა არა თჳნიერ მათსა სრულ იქმნენ, ვითარცა მოციქული იტყჳს. ხოლო სპეტაკნი სამოსელნი სათნოებითა ბრწყინვალებისა სახე არიან, რომელნი ჰქონან, და დაღაცათუ სრულიად კეთილნი იგი, რომელ აღუთქუმან ღმერთსა წმიდათადა, არა მიუხუმან, გარნა გონებითა ჰხედვენ მათ და სასოებითა მით ყოვლისაგავნე სიზრქისა შორს არიან.

 

მოციქულისაჲ.(12-13) და ვიხილე, რაჟამს აღაღო მეექუსჱ ბეჭედი, და ძრვაჲ იქმნა დიდი, და მზჱ შავ იქმნა, ვითარცა ძაძაჲ ბალნისაჲ, და მთოვარჱ ყოვლითურთ იქმნა, ვითარცა სისხლი. და ვარსკულავნი ცისანი გარდამოცჳვეს ქუეყანად, ვითარცა ლეღუმან რაჲ დაყარის ყუავილი თჳსი, ქარისაგან დიდისა შერყეულმან.

 

თარგმანი. აქა ჩუენებაჲ ესე წმიდისაჲ მიიცვალა, რამეთუ ესე საქმენი, რომელნი აქამომდე იხილნა მათ ჟამთა, ქრისტეანეთა დევნულებისათჳს იყვნეს, ხოლო რომელი აწ აღმოვიკითხეთ, ჟამთა მათთჳს ბოროტისა ანტეს მოსლვისათაჲსა არს, რომლისათჳს თქუნა ესევითარნი ჭირნი, რაჲთა იწურთიდენ კაცნი წინაჲთვე, და ოდეს მოიწიოს, მოითმინონ. ხოლო ძრვად შეცვალებასა მას საქმეთასა იტყჳს. და დაშავებაჲ იგი მზისაჲ და სისხლის-ფერობაჲ იგი მთოვარისაჲ განუნათლებლობასა მათსა მოასწავებს, რომელთა ეწიოს რისხვაჲ ღმრთისაჲ. და დაცჳვნება ვარსკულავთაჲ არს, ვითარმედ დიდნიცა კაცნი, რომელნი ჰგონებდენ. ვითარმედ მნათობნი სოფლისანი არიან, ესევითარნიცა მრავალნი დაეცნენ ჭირთა მათგან, ვითარცა უფალი იტყჳს, ვითარმედ ცთუნებად, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო, რჩეულთაცა. და ამისთჳს ლეღჳცა სახედ მოიღო, ესე იგი არს, ვითარმედ ნაყოფნიცა იგი უნდონი, რომელნი არა დამწიფებულ და დამტკბარ იყვნენ მადლითა ღმრთისაჲთა და განსაცდელთა სიცხითა, ესევითარნი საეშმაკოჲსა მის ქარისაგან შეირყინენ და დაეცნენ.

 

მოციქულისაჲ.(14) და ცაჲ წარიგრაგნა, ვითარცა წიგნი წარგრაგნილი.

 

თარგმანი. მეორედ მოსლვისა უცნაურებასა იტყჳს და ვითარმედ არა თუ ცანი განქარდებიან, არამედ ვითარცა წარგრაგნაჲ და უმჯობჱსისა მიმართ შეცვალებაჲ მოიწევის მათ ზედა, ვითარცა დიდი ირინეოზ იტყჳს, ვითარმედ: არა თუ ბუნებაჲ დაბადებულთაჲ განქარდების, რამეთუ ჭეშმარიტ არს და მტკიცე დამბადებელი მათი, არამედ სახჱ იგი სოფლისაჲ ამის, რომელსა ზედა იქმნა ცოდვაჲ, შეიცვალების.

 

მოციქულისაჲ.(14-16) და ყოველი მთაჲ და ბორცჳ ადგილთაგან თჳსთა შეიძრნეს. და მეფეთა ქუეყანისათა და მთავართა და ათასის-თავთა და მდიდართა და ძლიერთა და ყოველმან მონამან და აზნაურმან დამალნეს თავნი მათნი ქუაბთა შინა და კლდეთა შინა მთათასა. და ეტყოდეს მთათა და კლდეთა: დამეცენით ჩუენ ზედა და დაგუფარენით ჩუენ პირისაგან საყდართა ზედა მჯდომარისა და რისხვისაგან კრავისა.

 

თარგმანი. მოსლვასა მას ანტისასა, რომელნიცა წინამძღუარნი ეკლესიათანი ანუ ერთანი იყვნენ, რომელთა იგავით მთად სახელ-ედების, და ეკლესიანი ღმრთისანი, რომელთა ჭალაკად ესაიაცა წინაწარმეტყუელი სახელ-სდებს, იგინიცა შეიძრნენ ადგილთაგან მათთა დ ადგილითი ადგილად ივლტოდიან პირისაგან ანტისა. ხოლო მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი და მდიდარნი, რომელთა ცათა შინა არა აქუს ნაწილი, და მონანი ცოდვისანი და აზნაურნი ქრისტჱს მონებისაგან, ესენი ინატრიდენ დაფარვად კლდეთა ქუეშე ჭირთა მათთჳს, რომელნი იყვნენ მაშინ მათ ზედა სიყმილისა და სხუათა მათ წყლულებათა და კუალად მოლოდებისათჳს ტანჯვათა მათ საუკუნოთა.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი