მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა ანდრია კესარიელი
იოანეს გამოცხადების განმარტება

 

2

 

მოციქულისაჲ.(1-5) ანგელოზსა ეფესოჲსა ეკლესიისასა არქუ, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა უპყრიან შჳდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისსა, რომელი-იგი ვალს შჳდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროჲსათა: ვიცნი საქმენი შენნი და შრომაჲ შენი და მოთმინებაჲ შენი და ვითარმედ ვერ ძალ-გიც ტჳრთვად უკეთურთა მათ და გამოსცადეს იგინი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ. და მოთმინებაჲ გაქუს და იტჳრთე სახელისა ჩემისათჳს და არა დაშუერ. არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ სიყუარული იგი შენი პირველი დაუტევე. მოიჴსენებდ, უკუეთუ სადაჲთ დაეცი, და შეინანე და პირველნივე საქმენი ქმნენ.

 

თარგმანი. აქნა საქმენი იგი მის ეკლესიისანი ყოველნი, ხოლო ერთისათჳს საქმისა ოდენ აბრალა, რამეთუ გონებაჲ და შრომაჲ მისი და სარწმუნოებისათჳს მოთმინებაჲ და უკეთურთაგან უცხო-ყოფაჲ და რამეთუ არა ყოვლისა სულისაჲ ჰრწმენა და გამოცადნა ცრუ-მოციქულნი იგი და ცნა ტყუვილი მათი და გარე-მოაქცინა. ესე ყოველი აქო. და კუალად, რამეთუ საქმენი იგი უკეთურთა ნიკოლაელთანი სძულდეს. ხოლო აბრალა ამისთჳს, რამეთუ ძმათა მიმართ სიყუარული და ქველის-საქმჱ მისი განაგრილა, რომლისათჳსცა ეტყჳს.

 

მოციქულისაჲ.(5-6) პირველნივე საქმენი ქმნენ; უკუეთუ არა, მოვალ ადრე და აღვძრა სასანთლჱ შენი ადგილისაგან თჳსისა, უკუეთუ არა შეინანო. არამედ ესე გაქუს, რამეთუ გძულან საქმენი იგი ნიკოლაელთანი, რომელნი-იგი მე მძულან.

 

თარგმანი. აღძრვაჲ სასანთლისაჲ არს, რაჟამს შიშუელ იქმნას ეკლესიაჲ მადლისაგან. ღმრთისა, რომელი ჰფარავნ მას. ხოლო საქმენი იგი ნიკოლაელთანი თუ ვითარ საძაგელ არიან ღმრთისა, ცნას, უკუეთუ ვინ პოვოს საძაგელი იგი მათი წვალებაჲ.

 

მოციქულისაჲ.(7) რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, მივსცე მას ჭამად ძელისა მისგან ცხორებისა, რომელი არს შორის სამოთხესა ღმრთისა ჩემისასა.

 

თარგმანი. ხორციელნი თუალნი ყოველსა კაცსა ჰქონან, ხოლო სულიერნი – სულიერთა ოდენ. ხოლო რომელი ესევითარი იყოს და სძლოს ბრძოლასა მას ეშმაკთასა, აღუთქუამს მას მიცემად ცხორებისა საუკუნოჲსა, რომელსა სახელ-სდვა ძელად.

 

მოციქულისაჲ.(8) და ანგელოზსა ზმირნისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს პირველი და უკუანაჲსკნელი იგი, რომელი იქმნა მკუდარ და ცხონდა.

 

თარგმანი. პირველი არს, ვითარცა ღმერთი, და უკუანაჲსკნელი – ვითარცა უკუანაჲსკნელთა ჟამთა კაც-ქმნული, რომელმან სამისა მის დღისა სიკუდილითა მოგუცა ცხორებაჲ საუკუნოჲ.

 

მოციქულისაჲ.(9) ვიცნი საქმენი შენნი და ჭირი და სიგლახაკჱ, არამედ მდიდარ ხარ.

 

თარგმანი. ჭირი და სიგლახაკჱ ჴორციელიო, რომელსა თავს-იდებ ურწმუნოთაგან და ამისთჳს მდიდარ ხარ სულითა.

 

მოციქულისაჲ.((9) და გმობაჲ იგი მათი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა ჰურიად, და არა არიან.

 

თარგმანი. იტყჳს, ვითარმედ: ვიცი გმობაჲცა იგი ეშმაკთა შესაკრებელისაჲ, რამეთუ არა არიან, რასა იტყჳან. ხოლო თუ არა არიან ჰურია, ესე იგი არს, ვითარმედ არა დაუცუეთის მათ მეტობაჲ იგი ცოდვისაჲ და ურწმუნოებისაჲ, დაღაცათუ იტყჳან, ვითარმედ ქრისტესნი ვართ, რომელნი-იგი წვალებასა შინა არიან.

 

მოციქულისაჲ.(10) ნუ გეშინის საქმეთა მათგან, რომელთა ეგულების მოწევნად შენ ზედა, რამეთუ აჰა ესერა ეშმაკსა ეგულების თქუენგანთაჲ შთაგდებად საპყრობილესა, რაჲთა გამოიცადნეთ ათ დღე. იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი ცხორებისაჲ.

 

თარგმანი. ესრჱთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ გეშინინ ჭირთაგან, რომელნი მოიწინენ უშჯულოთაგან, რამეთუ მცირედ ჟამ არს, რამეთუ ამისთჳს თქუა ათ დღე; ამისთჳს მოთმინე იქმენო და თავს-იდევ სიკუდილი, რაჲთა მიიღო ცხორებაჲ საუკუნოჲ.

 

მოციქულისაჲ.(11) რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, არა ევნოს მას სიკუდილისა მისგან მეორისა.

 

თარგმანი. ესრჱთ იტყჳს, ვითარმედ: რომელი სულიერად ისმენდეს და სძლოს მანქანებათა ეშმაკისათა, დაღაცათუ ჴორციელი სიკუდილი მოიწიოს მას ზედა ვითარცა კაცსა, გარნა მეორედ, სულიერითა სიკუდილითა გეჰენიასა შინა ცეცხლისასა, არა მოკუდეს.

 

მოციქულისაჲ.(12-13) და ანგელოზსა პერღამისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს, რომელსა-იგი აქუს მახჳლი ორპირი აღლესული: ვიცნი საქმენი შენნი, და თუ სადა მკჳდრ ხარ, სადა-იგი საყდარი ეშმაკისაჲ არს.

 

თარგმანი. ფრიად კერპოვან იყო ესე ქალაქი, რომელსა შორის მყოფთა მორწმუნეთა აქებს მოთმინებისათჳს განსაცდელთაჲსა. ხოლო მახჳლად რისხვასა მისსა იტყჳს, რომელი მიიწევის უშჯულოთა ზედა.

 

მოციქულისაჲ.(13) და გიპყრიეს სახელი ჩემი და არა უვარ-ჰყავ სარწმუნოებაჲ ჩემი დღეთა მათ ანტიპაჲს, მოწამისა ჩემისა სარწმუნოჲსათა, რომელი მოიკლა თქუენ შორის, სადა-იგი ეშმაკი მკჳდრ არს.

 

თარგმანი. ანტიპა სახელით მოწამჱ იყო პერღამს შინა, ახოვანი ფრიად, რომელი-იგი აწ აჴსენა სახედ მათისაცა მოთმინებისა და ურჩულოთა მათ უკეთურებისა.

 

მოციქულისაჲ.(14-15) არამედ მაქუს შენდა მომართ მცირედი. რამეთუ გყვანან ვიეთნიმე, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ბალამისი, რომელი ასწავა ბალაკს, რაჲთა დადვას დაბრკოლებაჲ წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, და ჭამად კერპთა ნაზორევისა და სიძვად. ეგრეთვე შენცა გყვანან, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ნიკოლაელთაჲ.

 

თარგმანი. ორნი საქმენი ბოროტნი იყვნეს მას ქალაქსა შინა, რამეთუ უმრავლჱსნი კერპთ-მსახურ იყვნეს; და კუალად რომელნი მორწმუნედ სახელ-დებულ იყვნეს, მათგანნი უმეტჱსნი ბოროტნი იგი ნიკოლაელნი იყვნეს, დათესულნი იფქლსა ზედა ღუარძლად. ამისთჳს ბალამი აჴსენა, რომლისა მიერ მოასწავებს ეშმაკსა, რამეთუ ვითარ-იგი მაშინ ყო ბალაძის მიერ, ეგრჱთვე აქა აცთუნნა შთავრდომად სიძვასა და კერპთ-მსახურებასა.

 

მოციქულისაჲ.(16) შეინანე; უკუეთუ არა, მოვალ შენდა ადრე და ბრძოლა-ვყო მათ თანა მახჳლითა პირისა ჩემისაჲთა.

 

თარგმანი. არა თუ შენ თანა ვყო ბრძოლაჲ, არამედ მათ თანა, რომელნი-იგი უკურნებელად სნეულ არიან.

 

მოციქულისაჲ.(17) რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა, ვითარმედ: რომელმან სძლოს, მივსცე მას მანანაჲსა მისგან დაფარულისა და მივსცე რიცხჳ სპეტაკი და რიცხუსა მას ზედა სახელი ახალი, რომელი არავინ უწყის, გარნა რომელმან მიიღოს.

 

თარგმანი. მანანაჲ დაფარული საუკუნოჲ იგი ცხორებაჲ არს. იტყჳს უკუე, ვითარმედ: რომელმან სძლოს ეშმაკსა, მიიღოს მან იგი. ხოლო რიცხჳ სპეტაკი არს მარჯუენით მდგომარეთა მათ თანა შერაცხვაჲ; და სახელი ახალი არს, რომელი მაშინ წმიდათა დაიმკჳდრონ, რომელი ამას სოფელსა უცნაურ არს, რომელი-იგი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა – კეთილი იგი მერმისა საუკუნოჲსაჲ.

 

მოციქულისაჲ.(18) და ანგელოზსა თჳატრისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ძჱ ღმრთისაჲ, რომლისა თუალნი არიან ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, და ფერჴნი მისნი მსგავს არიან რვალსა გუნდრუკსა.

 

თარგმანი. ცეცხლის-ფერობაჲ თუალთაჲ თქუმულ არს, რამეთუ ძალი მისი განმანათლებელ არს მართალთა და დამწუველ ცოდვილთა. ხოლო რვალსა გუნდრუკსა ფერჴთა მსგავსებაჲ პირველ ვთქუთ, თუ რაჲ არს.

 

მოციქულისაჲ.(19-20) ვიცნი საქმენი შენნი და სიყუარული და სარწმუნოებაჲ შენი და მსახურებაჲ და მოთმინებაჲ და საქმენი შენნი უკუანაჲსკნელნი უმრავლჱსნი პირველისა. არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ უტევე ცოლი შენი იეზაბელ, რომელი იტყჳს თავსა თჳსსა წინაწარმეტყუელად და ასწავებს და აცთუნებს ჩემთა მონათა სიძვად და ჭამად კერპთა ნაზორევისა.

 

თარგმანი. დაღაცათუ სარწმუნოებაჲ და მოწყალებაჲ თქუენი კეთილ არს, არამედ სამართლად გაბრალებო, რამეთუ ნიკოლაელთა წვალებასა, რომელსა სახელ-სდვა იეზაბელად, უტევეთ კადნიერ-ყოფად ცთუნებად მონათა ჩემთა, რომელნი გონებით ჯერეთ ჩჩჳლ არიან. და მიიზიდავს მათ სიძვად და კერპთა ნაზორევისა ჭამად, რომელთაგან კეთილად განეშორნეს. თანა-გაც უკუე, რაჲთა სდევნიდეთ მათ, რამეთუ წინაწარმეტყუელადცა სახელ-სდებს თავს თჳსსა, რომელი სავსე არს სულითა ეშმაკისაჲთა.

 

მოციქულისაჲ.(21) და მივეც მას ჟამი, რაჲთა შეინანოს, და არა ჰნებავს სინანულად სიძვისაგან მისისა.

 

თარგმანი. ვითარმედ ბოროტსა მას წვალებასა მივეც ჟამი სინანულად, და არა მოიქცა.

 

მოციქულისაჲ.(22-23) აჰა ესერა დავამჴუა იგი სარეცელსა ზედა. და რომელნი იშუებდეს მის თანა, შთავყარნე ჭირსა დიდსა, უკუეთუ არა შეინანო საქმეთაგან მათთა. და შვილნი მისნი მოვსწყჳდნე სიკუდილითა.

 

თარგმანი. მეძვად სარწმუნოებასა მას წვალებისასა იტყჳს, ვითარმედ: იგი სრულიად მოვაუძლურო და წარვწყმიდო, და რომელნიცა შეუდგენ მას, მოსწყდენ ბოროტად.

 

მოციქულისაჲ.(23-25) და ცნან ყოველთა ეკლესიათა, ვითარმედ მე ვარ, რომელი განვიკითხავ გულსა და თირკუმელთა. ხოლო თქუენ გეტყჳ, სხუათა მაგათ, რომელნი ხართ თჳატირს შინა, რომელთა არა გაქუს სწავლაჲ ესე, რომელთა არა გიცნობიან სიღრმენი ეშმაკისანი, ვითარ იტყჳან, არა მოვაწიო თქუენ ზედა სხუაჲ სიმძიმჱ. არამედ რომელი გაქუს, დაიმჭირეთ, ვიდრემდის მოვიდე.

 

თარგმანი. ესე ყოველი მწვალებელთა მათთჳს თქუა, ხოლო რომელნი მორწმუნენი იყვნენ უმანკონი, მათ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ესრჱთ უკეთურთა მათ და სიტყუა-პოვნიერთა მიმართ სიტყჳს-გებად ვერ ძალ-გიც და იტყჳთ, ვითარმედ სიღრმენი იგი ეშმაკისანი არა ვიცნით, არა ვეძიებ თქუენგან სიტყჳთა წინააღდგომასა, არამედ ოდენ სწავლაჲ ეგე, რომელი მიგიღებიეს, მტკიცედ დაიმარხეთ.

 

მოციქულისაჲ.(26) და რომელმან სძლოს და დაიმარხნეს ვიდრე აღსასრულადმდე საქმენი ჩემნი, მივსცნე მას ჴელმწიფებაჲ წარმართთა ზედა. და ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაჲთა; ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შეიმუსრნიან, ვითარცა მე მოვიღე მამისაგან.

 

თარგმანი. ამათ სიტყუათა მიერ სასჯელსა მას მოასწავებს, რომელი მიცემად არს მოციქულთადა, რაჲთა შჯიდენ კაცთა, რაჟამს-იგი ცოდვილნი ვითარცა კუერთხითა რკინისაჲთა შეიმუსრნენ. ხოლო რომელ თქუა, ვითარმედ ვითარცა მე მამისაგან ჩემისა მოვიღე, ამას კაცობრივ იტყჳს ჴორცთა შესხმისა მისისათჳს.

 

მოციქულისაჲ.(28-29) და მივსცე მას ვარსკულავი განთიადისაჲ. რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.

 

თარგმანი. ვარსკულავად განთიადისა ეშმაკსა იტყჳს, რომლისათჳს თქუა ესაია, ვითარმედ: ვითარ გარდამოვარდა მთიები იგი განთიადისა, რამეთუ ეშმაკსა იტყოდა და აქაცა წმიდათა ეტყჳს, ვითარმედ მისცეს მათ ეშმაკი ქუეშე ფერჴთა მათთა შემუსრვად.

 

 

წინა - სარჩევი - შემდეგი