ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
იოანეს სახარების განმარტება

 

იოანე მახარებლის ცხოვრება ტირის ეპისკოპოსის და მოწამის დოროთეს განხილვის (სინოპსისი) მიხედვით

 

უფლისგან შეყვარებული იოანე, ქრისტეს სახარებას ქადაგებდა ასიაში, ხოლო მეფე ტრაიანემ კი, უფლის სიტყვის ქადაგებისთვის იგი დააპატიმრა და გადაასახლა კუნძულ პატმოსზე, სადაც მან დაწერა წმინდა სახარება და გადააგზავნა ეფესოში უცხოთშემწყნარებელი გაიოზის დახმარებით, რომლის შესახებაც წმიდა მოციქული პავლე უმოწმებს რომაელებს, ამბობს რა: „გიკითხავს თქუენ გაიოს, მესტუმრე ჩემი და ყოვლისა ეკლესიისაი“ (რომ. მიმ. თ. 16.23).


ტრაიანეს სიკვდილის შემდეგ ნეტარი იოანე ბრუნდება კუნძულ პატმოსიდან, მკვიდრდება ეფესოში და აქვე გარდაიცვლება 120 წლის ასაკში. ღმერთის ნებით, ის აქვე დაკრძალეს.


ზოგიერთები გამოთქვამენ აზრს თითქოს იგი კუნძულ პატმოსზე იყო გადასახლებული არა ტრაიანეს დროს, არამედ ვესპასიანეს ვაჟის – დომიციანეს მეფობისას.

 

თავი 1 თავი 2 თავი 3 თავი 4
თავი 5 თავი 6 თავი 7 თავი 8
თავი 9 თავი 10 თავი 11 თავი 12
თავი 13 თავი 14 თავი 15 თავი 16
თავი 17 თავი 18 თავი 19 თავი 20
თავი 21