მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განგებაჲ პირველ ცისკრისაჲ

 

 

უკეთუ იყოს დიდმარჴჳაჲ ითქუმის:

 

მღვდლის მიერ დახშული აღსავლის კარის წინ საიდუმლოდ საკითხავი ცისკრის ლოცვები:

 

და ითქუმის ექუს-ფსალმუნი ესე, ყოვლითა კრძალულებითა, ძმანი ისმენდენ დუმილით, ხოლო განწესებული ძმაჲ სასოებითა და შიშითა ღმრთისაჲთა წარიტყჳს ცისკრისა დაწესებულთა ამათ ფსალმუნთა:

 

დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ. 3-გზის.

 

უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 2-გზის

 

 

ფსალმუნი 3

 

1. უფალო, რად განმრავლდეს მაჭირვებელნი ჩემნი? და მრავალნი აღდგეს ჩემ ზედა.

 

2. მრავალთა ჰრქჳან სულსა ჩემსა: არა არს ცხორებაჲ მისი ღმრთისა მიერ მისისა.

 

3. ხოლო შენ, უფალო, მწე ჩემდა ხარ, დიდებაჲ ჩემდა და ასამაღლებელ თავისა ჩემისა.

 

4. ჴმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ და შეესმა ჩემი მთით წმიდით მისით.

 

5. მე დავწევ და დავიძინე და განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.

 

6. არა შემეშინოს მე ბევრეულისაგან ერისა, რომელთა-იგი გარემომიცვეს მე. აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე, ღმერთო ჩემო,

 

7. რამეთუ შენ დასცენ ყოველნი, რომელნი მემტერნეს მე ამაოდ; კბილნი ცოდვილთანი შენ შეჰმუსრენ.

 

8. უფლისაჲ არს ცხორებაჲ და ერსა შენსა ზედა არს კურთხევა შენი.

 

9. მე დავწევ და დავიძინე და განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე.

 

 

ფსალმუნი 37

 

1. უფალო, ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.

 

2. რამეთუ ისარნი შენნი განმეწონნეს მე და დაამტკიცე ჩემ ზედა ხელი შენი.

 

3. არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა პირისაგან რისხვისა შენისა, არა არს მშვიდობაი ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდვათა ჩემთაისა;

 

4. რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღმემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა.

 

5. შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა;

 

6. დავგლახაკენ და დავმდაბლდი სრულიად, მარადღე მწუხარე ვიდოდე;

 

7. რამეთუ თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგუემთაგან და არა არს კურნებაი ხორცთა ჩემთა.

 

8. შევბოროტენ და დამვდაბლდი ვიდრე ფრიად, ვხმობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისაითა.

 

9. უფალო, შენ წინაშე არს ყოველი გულის-თქუმაი ჩემი, და სულ-თქუმაი ჩემი შენგან არა დაეფარა.

 

10. გული ჩემი შეძრწუნდა და დამიტევა მე ძალმან ჩემმან და ნათელი თუალთა ჩემთაი, და იგიცა არა დაადგრა ჩემ თანა.

 

11. მოყუარენი ჩემნი და მეგობარნი ჩემნი ჩემ წინაშე მომეახლნეს და დადგეს.

 

12. და მახლობელნი ჩემნი შორს დადგეს ჩემგან, და მაიძულებდეს მე, რომელნი ეძიებდეს სულსა ჩემსა, და რომელნი ეძიებდეს, ძვირსა ჩემსა იტყოდეს, ამაოებასა და ზაკუვასა მარადღე ზრახვიდეს.

 

13. ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რაი არა აღაღის პირი თვისი;

 

14. და ვიქმენ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არნ პირსა მისსა სიტყუაი.

 

15. არამედ მე შენ, უფალო, გესავ და შენ შეგესემინ ჩემი, უფალო ღმერთო ჩემო.

 

16. რამეთუ ვსთქუ: ნუსადა უხაროდის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა და შეძრვასა ფერხთა ჩემთასა ჩემ ზედა მდიდრად იტყოდეს.

 

17. რამეთუ მე გუემად განმზადებულ ვარ და სალმობაი ჩემი ჩემ წინაშე არს მარადის.

 

18. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის.

 

19. აწ ესერა მტერნი ჩემნი ცხოველ არიან და განძლიერებულ ჩემსა უფროის; და განმრავლდეს, რომელთა მომიძულეს მე უსამართლოდ;

 

20. და რომელთა მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ, მასმენდეს მე, რამეთუ ვსდევდ სიმართლესა.

 

21. ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან.

 

22. მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო.

 

ნუ დამაგდებ მე, უფალო ღმერთო ჩემო, და ნუცა განმეშორები ჩემგან, მოიხილე შეწევნად ჩემდა, უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო

 

 

ფსალმუნი 62

 

1. ღმერთო, ღმერთო ჩემო, შენდამი აღვიმსთობ, სწყურიან შენდამი სულსა ჩემსა, რაოდენჯერ-მე არს ხორცი ესე ჩემი ქუეყანასა ამას შინა უდაბნოსა, უგზოსა და ურწყულსა?

 

2. ესრეთ წმიდასა შინა გეჩუენე შენ, რაითა ვიხილო მე ძალი და დიდებაი შენი.

 

3. რამეთუ უმჯობეს არს წყალობაი შენი უფროის საცხორებელთასა და ბაგენი ჩემნი გაქებდენ შენ.

 

4. ესრეთ გაკურთხევდე შენ, ცხორებასა ჩემსა, და სახელითა შენითა აღვიპყრნე ხელნი ჩემნი.

 

5. ვითარცა ცმელითა და სიპოხითა განძღეს სული ჩემი და ბაგითა გალობისაითა გაქებდეს შენ პირი ჩემი.

 

6. უკუეთუმცა მოგიხსენე შენ სარეცელთა ჩემთა ზედა, ცისკარსამცა გევედრებოდე შენ.

 

7. რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე.

 

8. მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენსა და მე შემეწია მარჯუენეი შენი.

 

9. ხოლო მათ ცუდად იძიეს სული ჩემი შთახდენ იგინი ქუესკნელთა ქუეყანისათა.

 

10. მიეცნენ იგინი ხელთა მახვილისათა, ნაწილად მელთა იყუნენ იგინი.

 

11. ხოლო მეუფე იხარებდეს ღმრთისა მიმართ და იქოს ყოველი, რომელი ფუცვიდეს მისა, რამეთუ დაიყო პირი, რომელი იტყოდა სიცრუვესა.

 

ცისკარსამცა გევედრებოდე შენ, რამეთუ შენ შემწე მეყავ მე და საფარველსა ფრთეთა შენთასა ვიხარებდე. მიგდევდა სული ჩემი შემდგომად შენდა და მე შემეწია მარჯუენე შენი.

 

დიდებაჲ, აწ და.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა, ღმერთო 3-გზის
უფალო, შეგჳყალენ 3-გზის.
დიდებაჲ, აწ და, თჳნიერ მეტანიისა.

 

 

მღდელი გამოვალს წმიდით საკურთხევლით და დადგების წინაშე წმიდათა კართა აღსავლისათა და ხატსა მეუფის ქრისტჱსსა, და წარიტყჳს ნეშტსა საცისკროთა ლოცვათასა საიდუმლოდ.

 

 

ფსალმუნი 87

 

1. უფალო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ხმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა;

 

2. შევედინ შენ წინაშე ლოცვაი ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.

 

3. რამეთუ აღივსო ძვირთაგან სული ჩემი, და ცხორებაი ჩემი ჯოჯოხეთსა მიეახლა.

 

4. შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღვიმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი.

 

5. მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარესა, რომელთაი არღა მოიხსენე, და ესენი ხელისა შენისაგან განეშორნეს.

 

6. დამდვეს მე მღვიმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.

 

7. ჩემ ზედა განმტკიცნა გულის წყრომაი შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.

 

8. განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.

 

9. და თუალნი ჩემნი მოუძლურდეს გლახაკობითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი.

 

10. მკუდართათვის ნუ ჰყოა საკვირველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?

 

11. მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?

 

12. საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკვირველებაი შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?

 

13. და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვაი ჩემი მიგეწიფოს შენ.

 

14. რად-მე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?

 

15. გლახაკ ვარი მე და შრომასა შინა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაი, დავმდაბლდი და შევსულბი.

 

16. ჩემ ზედა გარდახდეს რისხვანი შენნი და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.

 

17. გარე მომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.

 

18. განმაშორენ ჩემგან მეგობარნი და მახლობელნი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა.

 

უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ჴმა-ვჰყავ და ღამე წინაშე შენსა; შევედინ შენ წინაშე ლოცვაჲ ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.

 

 

ფსალმუნი 102

 

1. აკურთხევს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონებაი ჩემი სახელსა წმიდასა მისსა.

 

2. აკურთხევს სული ჩემი უფალსა, და ნუ დაივიწყებ ყოველსა მოცემულსა მისსა,

 

3. რომელმან გილხინა შენ ყოველთა უშჯულოებათა შენთაგან, რომელმან განკურნა ყოველნი სნეულებანი შენნი;

 

4. რომელმან იხსნა განხრწნისაგან ცხოურებაი შენი და გვირგვინოსან-გყო შენ წყალობითა და შეწყნარებითა;

 

5. რომელმან აღავსო კეთილთა მიერ გულის-თქუმაი შენი; განახლდეს, ვითარცა ორბისა, სიჭაბუკე შენი.

 

6. ჰყვნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათვის დაწუნებულთა.

 

7. აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაელისათა ნებანი მისნი.

 

8. შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.

 

9. არა სრულიად განრისხნეს, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენოს;

 

10. არა ცოდვათა ჩუენთაებრ მიყო ჩუენ, არცა უშჯულოებათა ჩუენთაებრ მომაგო ჩუენ.

 

11. რამეთუ რავდენ მაღალ არიან ცანი ქუეყანისაგან, განაძლიერა უფალმან წყალობაი მისი მოშიშთა მისთა ზედა;

 

12. რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უჰსჯულოებანი ჩუენნი.

 

13. ვითარცა სწყალობს მამაი შვილთა, შეიწყალნა უფალმან მოშიშნი მისნი.

 

14. რამეთუ მან უწყის დაბადებაი ჩუენი; მოიხსენა, რამეთუ მიწანი ვართ.

 

15. კაცი ვითარცა თივა არიან დღენი მისნი, ვითარცა ყუავილი ველისაი ეგრე აღყუავდეს;

 

16. რამეთუ განვლო სულმან მის შორის, და არღარა იყოს, და არცა იცნას ადგილი მისი.

 

17. ხოლო წყალობაი უფლისაი საუკუნითგან და ვიდრე უკუნისამდე მოშიშთა მისთა ზედა,

 

18. და სიმართლე მისი - შვილითი შვილადმდე, რომელთა დაიმარხნიან აღთქუმაი მისი და მოიხსენნიან მცნებანი მისნი და ყვნიან იგინი.

 

19. უფალმან ზეცას განჰმზადა საყდარი მისი, და სუფევაი მისი ყოველთა ზედა ეუფლების.

 

20. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ხმაი სიტყუათა მისთაი.

 

21. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ძალნი მისნი, მსახურნი მისნი, რომელნი ჰყოფენ ნებასა მისსა.

 

22. აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნულნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

 

ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა; აკურთხევს სული ჩემი უფალსა.

 

 

ფსალმუნი 142

 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.

 

3. რამეთუ დევნა მტერმამ სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაჲ ჩემი, დამსვა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოჲ.

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.

 

5. მოვიჴსენე დღეთა პირველთა და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ჴელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი,

 

6. და სული ჩემი ვითარცა ქუეყანა ურწყული შენდამი.

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა.

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.

 

9. მიჴსენ მე მტერთა ჩემთაგან, რამეთუ შენ შეგევედრე.

 

10. მასწავე მე, რათა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.

 

11. სახელისა შენისათჳს, უფალო, მაცხოვნე მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონა შენი ვარ.

 

შეისმინე ჩემი, უფალო, სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა. შეისმინე ჩემი, უფალო, სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა. სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეეყანასა წრფელსა.

 

 

დიდებაჲ, აწ და.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდაბაჲ შენდა, ღმერთო 3-გზის.

 

 

მშჳდობიანი კვერექსი

დიაკონი: - „მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „მშვიდობისათვის ყოველისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „წმიდისა ამის ტაძრისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა ილიასათვის და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისა, სენაკისა და ჩზოროწყუს, მიტოპოლიტისა შიოსათვის, პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღუდელოსა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „სამეუფოსა ქალაქისა ამის ჩვენისა და წმიდისა ამის ტაძრისა, და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „კეთილ შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქუეყანისათა, და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „ჰხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა უფლისა მიმართ ვილოცოთ“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: - „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი: - „ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.

 

მღვდელი: - ასამაღ.: „რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.

 

 

და მეყსეულად ღმერთი უფალი, რომელიცა ჴმაჲ დაჰხუდეს:

ღმერთი უფალი, და გამოგვჳჩნდა ჩუენ, კურხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

 

მუჴლი ა: აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

მუჴლი ბ: ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.

მუჴლი გ: არა მოვკუდე, არამედ ვცხონდე და გავთქუნე მე საქმენი უფლისანი.

მუჴლი დ: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

 

ჴოლო ამას ზედა ვიტყჳთ ტროპარსა მას დღისასა, გინათუ კჳრიაკე იყოს, ანუ რომელიმე დღესასწაული, ანუ წმიდათა რომელთამე მოსაჴსენებელი, ორგზის, და მისვე ჴმისა ღმრთისმშობლისასა,

 

კვირა დღის ტროპარები ხმების მიხედვით

 

 

ხოლო წმიდასა დიდსა მარხვასა შინა, რომელი კათოლიკედ მარხვად წოდებულ არს, შემდგომად მშჳდობიანისა, ვიტყჳთ ალილუიასა ამით წესითა:

 

ამისა შემდგომად ვგალობთ კანონსა დავითისასა რომელიც მოუწევს

I რიგითი კანონი დავითნიდან - მცირე კვერექსი - I სტიქოლოგიის წარდგომა შემდგომ ფსალმუნებისა

 

II რიგითი კანონი დავითნიდან - მცირე კვერექსი - II სტიქოლოგიის წარდგომა შემდგომ ფსალმუნებისა

 

დავითნის სტიქოლოგიის ჩასართავები.

 

მესამე კანონად აქ იგალობება მე-19 ან მე-17 კანონი. მათი პერიოდები მითითებულია დანართი I-ში.

 

მე-19 კანონის 2 (ხან 3) ფსალმუნი იკითხება ყოველ მუხლზე ალილუიას გალობით, ან იგალობება აქვე გამოკრებილი (XIX კანონის 134-ე და 135-ე ფსალმუნების გამოკრებილ მუხლები)

 

აქებდით მონანი უფალსა, ალილუია, ალილუია, ალილუია.

 

რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

რამეთუ იაკობი თვისად გამოირჩია უფალმან და ისრაელი საბრძანებელად თვისად, ალილუია, ალილუია, ალილუია.

 

რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

კურთხეულ არს უფალი, სიონით გამო, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალემს, ალილუია, ალილუია ალილუია.

 

რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი. ალილუია, ალილუია, ალილუია.

 

რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

რომელმან განიყვანა ერი თვისი ზღვასა მას ზედა მეწამულსა, ალილუია, ალილუია, ალილუია.

 

რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.

აუვარებდით ღმერთსა ცათასა, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაი მისი, ალილუია, ალილუია, ალილუია.

 

(დიდი მარხვის წინ „უძღები შვილის“, „ხორციელის“ და „ყველიერის“ კვირიაკეს ემატება 136-ე ფსალმუნი მდინარეთა ზედა ბაბილონისათა...“. „ალილუიათი“)

 

ხოლო მე-17 კანონის შემთხვევაში, ან მისგან გამოკრებილი იგალობება, ან იკითხება პირველი 22 მუხლი ყოველ მათგანზე ალილუიას დართვით.

 

თუ დღესასწაულია, იგალობება ე.წ. "გადიდებსა“ – შვიდეულის დღეებში – 3-ჯერ, ხოლო კვირადღეს IV ან V რანგის მსახურებაზე – ერთხელ.

 

კვირას შემდგომად "აქებდით სახელსა უფლისასა“ იგალობება შემდეგი საგალობლები:

 

აღდგომის ტროპარი ხმა 5

 

კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენი.

 

გუნდნი ანგელოსთანი განკვირდეს, რაჟამს გიხილეს შენ მკვდართა თანა შერაცხილ, სიკვდილისა ძალისა დამარღვეველად, და ადამის აღმადგინებელად, და ქვესკნელისა პყრობილთა ჯოჯოხეთით აღმომყვანებელად, ქრისტე ღმერთო, ყოვლადძლიერო, და მადლობით გიგალობდეს შენ.

 

კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენი.

 

ჰოი, მოწაფენო ქრისტესნო, მენელსაცხებელნო დედანო, რაისათვის სიბრალულისა ტირილისა ცრემლითა განაზავებთ ნელსაცხებელსა? ელვარე ანგელოზი საფლავსა შინა ეტყოდა მენელსაცხებლეთა დედათა, იხილეთ და განიცადეთ საფლავი ქრისტეს ღმრთისა, რამეთუ აღსდგა იგი მკვდრეთით დიდებით, და აცხოვნა ყოველი სოფელი.

 

კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენი.

 

ფრიად მსთვად მირბიოდეს შენდა საფლავად მენელსაცხებლენი დედანი ტირილად და გოდებად, და მეყვსეულად ანგელოზმან ახარა: არა არს ჟამი ესე გოდებისა, აწ უკვე ნუ სტირთ სანატრელნო, არამედ მიუთხართ მოციქულთა აღდგომა ქრისტეს მეუფისა, და სიხარული ყოვლისა სოფლისა.

 

კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენი.

 

მენელსაცხებლეთა დედათა, რომელნი განთიად მოსრულ იყვნეს ნელსაცხებელით საფლავსა შენსა, მაცხოვარ, ტირილად, რქვა ანგელოზმან: რაისათვის მკვდართა თანა ეძიებთ ცხოველსა მას და უკვდავსა, რამეთუ აღსდგა, ვითარცა ღმერთ არს, საფლავით ყოვლადძლიერი, და იხსნა ადამ ნათესავითურთ, და დახსნა ქვესკნელისა მოქლონნი.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

თაყვანის-ვცემთ მამასა ძით და სულით წმიდითურთ, სამებით ერთარსებით, სამ-თვითებასა სამგვამოვნად ცნობილსა, მამასა ღმერთსა დაუსაბამოსა, და ძესა, ღმერთსა თანასწორსა, სულსა წმიდასა, ღმერთსა, და ვიტყვით: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ, სამებაო ერთარსებაო.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ცხოვრება, ადამის ბრალთა დამხსნელი, გვიშევ ჰოი, ღმრთისმშობელო, და ევას მწუხარებაი სიხარულითა უოხჭნოითა აღავსენ, რამეთუ შენგან შობილმან ღმერთმან, ხრწნილება მათი უხრწნელ-ჰყო, იშვა რა ორითა ბუნებითა ღმერთი სრული და კაცი სრული, და კვალად მაგნა მუნვე სამოთხედ.

 

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო (3-გზის).

 

მცირე კვერექსი.

 

იპაკო და ანტიფონები ხმისა. (თუ დღესასწაულია დღესასწაულისა და მე-4 ხმის პირველი აღსავალი).

 

კვირის საცისკრო სახარების წარდგომები.

 

დიაკონი: მოხედენ, სიბრძნით. წარდგომა, ფსალმუნისაგან დავითისა, ხმა .. (და ასახელებს წარდგომას).

გუნდი: გაიმეორებს წარდგომას.

 

დიაკონი: იტყვის წარდგომის მუხლს.

გუნდი: გაიმეორებს ისევ წარდგომას.

 

დიაკონი: იტყვის წარდგომის ნახევარს.

გუნდი: დააბოლოებს.

 

დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ.

 

მღვდელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩვენო, და რომელი წმიდათა შორის განისვენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და „წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

დიაკონი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

დიაკონი: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროსა ძალისა მისისითა.

გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

დიაკონი: ყოველი სული.

გუნდი: აქებდით უფალსა.

 

დიაკონი: ღირს ყოფად ჩვენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა ღმერთსა ჩვენსა ვევედრნეთ.

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (3 გზის.).

 

დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

მღვდელი: მშვიდობა ყოველთა.

გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.

 

მღვდელი: მათესაგან (მარკოზისაგან, ლუკასაგან, იოანესაგან) წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.

 

დიაკონი: მოხედენ.

მღვდელი: კითხულობს წმიდა სახარებას.

 

გუნდი: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.

 

გუნდი: აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა ღმერთსა ჩუენსა, და ესრეთ ხმა ვჰყოთ: ჯვარსა შენსა თაყვანის-ვჰსცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენს უგალობთ და ვადიდებთ. რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით, მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვჰსცეთ ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა აღდგომასა, რამეთუ აჰა ესერა მოიწია ჯვარისა მიერ და აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა, მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯვარცმა თავსიდვა ჩვენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა.

 

მედავითნე: 50-ე ფსალმუნი: „მიწყალე მე ღმერთო“...

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

მოციქულთა ვედრებითა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მეოხებითა ღმრთისმშობელისათა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.

 

ამ საგალობლის შემდეგ მღვდელი დაასვენებს სახარებას შუა ტაძარში ანალოგიაზე.

 

მიწყალე, მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა "შენითა აღხოცენ უსჯულოება ჩემი, და შემიწყალე მე ღმერთო.

 

აღსდგა რა იესო განთიად, ვითარცა სთქუა პირველად, და მოგვანიჭა ჩუენ ცხოვრება საუკუნო და დიდი წყალობა.

 

ან თუ დღესასწაულია დღესასწაულის მუხლები. ხოლო დიდ მარხვაში „მეზვერისა და ფარისევლის“ კვირიაკიდან მოყოლებული ყოველ კვირა დღეს ნაცვლად „მოციქულთა ვედრებითა“ და სხვათა მუხლთა იგალობება "მსწრაფლ განუხვენ სინანულისა ბჭენი...“

 

კვირის საცისკრო სახარების შემდგომი ლოცვა

გუნდი: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის).

მღვდელი: წყალობითა, მოწყალებითა, და კაცთმოყვარებითა მხოლოდ 'შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

, და მეყსეულად ვიწყებთ გალობასა.

 

აღდგომის, ჯვარ-აღდგომის და ღმრთისმშობლის კანონები.

კანონი შედგება სძლისპირის, ტროპარისა და კატავასიისაგან.

კვირა დღის ცისკარზე უმეტესად იგალობება კატავასია „აღაღე პირი ჩემი“.

 

მესამე გალობის შემდეგ – მცირე კვერექსი, წარდგომა წმინდანის (თვენიდან).

 

მეექვსე გალობის შემდეგ – მცირე კვერექსი, კონდაკი და იკოსი აღდგომისა (პარაკლიტონიდან).

 

მერვე გალობის ტროპარების შემდეგ იგალობება:

დიდების წილ: ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უფალსა.

აწდა: ღმრთისმშობლის მუხლი.

კატავასიის წინ: ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყვანის-ვცემთ უფალსა, უგალობთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

 

დიაკონი: ღმრთისმშობელსა დედასა ნათლისასა, გალობით ვადიდებდეთ.

 

გუნდი: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა.

 

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა, გალობით გადიდებდეთ.

 

– რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა, რამეთუ აჰა ესერა ამიერიდგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი.

 

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა, გალობით გადიდებდეთ.

 

– რამეთუ ჰყო ჩემ-თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობა მისი ნათესავითი ნათესავამდე მოშიშთა მისთა ხედა.

 

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა, გალობით გადიდებდეთ.

 

– ჰყო სიმტკიცეი მკლავითა თვისითა, განაბნინა ამპარტავანი გონებითა გულთა მათთათა

 

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა, გალობით გადიდებდეთ.

 

– დაამხუნა ძლიერნი საყდართაგან, და აღამაღლნა მდაბალნი, მშიერნი აღავსნა: კეთილითა, და მდიდარნი განავლინნა ცუდნი.

 

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა, გალობით გადიდებდეთ.

 

– შეეწია ისრაელსა მონასა თვისსა, მოხსენებად წყალობისა, ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა, აბრაამს, და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.

უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა, გალობით გადიდებდეთ.

 

 

მცირე კვერექსი:

 

დიაკონი: წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი.

გუნდი: წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი.

 

დიაკონი: რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი.
გუნდი: წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი.

 

დიაკონი: ყოველსა ერსა ზედა ღმერთი ჩუენი.
გუნდი: წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი.

 

უწყოდეთ რამეთუ, უკუეთუ იყოს კჳრიაკე, ანუ წმიდათა დღესასწაული, არა ჩაურთავთ უმცირესსა, არამედ ვიტყჳთ მეყსეულად ძლისპირსა გალობისასა, და ვიტყჳთ ერთგზის, უკეთუ იყოს კჳრიაკე. ჴოლო სამეუფოსა დღესასწაულსა, შემდგომად ძლისპირისა მეყსეულად ვიტყჳთ გალობასა უმიცრესისასა, უგალობდეთ უფალსა.
და ვგალობთ ათორმეტთა მუჴლთა თჳთოთა გალობათასა, ამით წესითა:

 

 

უწყოდეთ, რამეთუ დიდ-მარხვასა შინა ესრეთ ვიტყჳთ უმცირესისა გალობათა:

 

სადიდებელ-სავედრებელნი:

 

 

უკეთუ კჳრიაკე არა იყოს, შემდგომად საცისკროთა გალობათა თქუან: ღირს არს ჭეშმარიტად. და უკუეთო იყოს კჳრიაკე, შემდგომად მოსართავისა ძლისპირისა (რომელ არს კატავასია) თქუან: მერმე და მერმე, და ზედა - წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი, და შემდგომად ამისა - განმანათლებელი აღდგომისაჲ, ათერთმეტთაგანი,

 

 

განმანათლებელი ჴმისა:

 

განმანათლებელი დღეთა:

უკეთუ იყოს კჳრიაკე, გინა საუფლოჲ დღე, გინა რომლისამე წმიდისაჲ, რომელსა ზედა იგალობოდეს დიდებაჲ მაღალთაჲ, ითქუმის ესრეთ: ყოველი სული აქებდით, და სხუანი.

 

ყოველი სული აქებდით უფალსა.
აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. შენ გშუენის გალობაჲ, ღმერთო.

აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი. შენ გშუენის გალობაჲ, ღმერთო.

 

უკეთუ სხუა დღე იყოს, ესრეთ თქუას პირველმან გუნდმან: აქებდით უფალსა ცათაგან, შენ გშუენის გალობაჲ, ღმერთო.

 

ფსალმუნი 148

 

1. აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა.

 

2. აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი;

 

3. აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკულავნი და ნათელნი;

 

4. აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი,

 

5. აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან თქუა, და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს

 

6. და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანებაჲ დადვა, რომელი არა წარჴდეს.

 

7. აქებდით უფალსა ქუეყანით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი;

 

8. ცეცხლი, სეტყუაჲ, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა;

 

9. მთანი და ყოველნი ბორცუნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძუნი;

 

10. მჴეცნი და ყოველნი პირუტყუნი, ქუეწარმავალნი და მფრინველნი ფრთოვანნი;

 

11. მეფენი ქუეყანისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი;

 

12. ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; იქებდით სახელსა უფლისასა,

 

13. რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოსა;

 

14. და აღსარებაჲ მისი ზეცასა და ქუეყანასა. და აღიმაღლოს რქაჲ ერისა თჳსისა გალობად ყოველთა წმიდათა მისთა, ძეთა ისრაჱლისათა, ერი, რომელ მახლობელ არს მისა.

 

 

ფსალმუნი 149

 

1. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაჲ მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. იხარებდინ ისრაჱლ შემოქმედისა მიმართ თჳსისა, და ძენი სიონისანი უგალობდენ მეუფესა მათსა.

 

2. აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა და საფსალმუნითა უგალობდენ მას,

 

3. რამეთუ სთნდა უფალსა ერი თჳსი და აღამაღლნეს მშჳდნი ცხორებითა.

 

4. იქადიან წმიდანი დიდებითა, და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა.

 

5. ამაღლებაჲ ღმრთისაჲ პირსა შინა მათსა;

 

6. და მახჳლნი ორპირნი ჴელთა შინა მათთა ყოფად შურის-გებაჲ წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა,

 

7. შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა და დიდებულნი მათნი - ჴელბორკილითა რკინისათა;

 

8. ყოფად მათ შორის სასჯელი და წერილი; დიდებაჲ ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა.

 

 

ფსალმუნი 150

 

1. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა;

 

2. აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა;

 

3. აქებდით მას ჴმითა ნესტჳსათა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა;

 

4. აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოთა;

 

5. აქებდით მას წინწილითა კეთილჴმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისათა;

 

6. ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 

უკეთუ კჳრიაკე იყოს, შემდგომად დასდებელთა თქუმის დიდებაჲ, გერი სახარებისაჲ, აწ და ღმრთისმშობლისაჲ:
უმეტესად კურთხეულ ხარ შენ, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან შობილისა მიერ ჴორცითა, ჯოჯოხეთი წარმოიტყუენა, ადამ გამოიჴსნა, ევა განთავისუფლდა, წყევაჲ პირველი განქარდა, სიკუდილი მოიკლა და ჩუენ განვცხოველდით, ამისთჳსცა ვღაღადებთ და ვიტყჳთ: კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომელმა ესერეთ სათნო-იჩინა.

 

 

მღვდელი: დიდებაჲ, რომელმან მოგყფინე ნათელი

 

დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობა და კაცთა შორის სათნოებაჲ. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყუანის-გცემთ შენ, დიდების-გმეტყუელებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათჳს. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო. უფალო, ძეო მხოლოდშობილო იესო ქრისტე, და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო, კრავო ღმრთისაო, და ძეო მამისაო, აღმხუმელო ცოდვათა სოფლისათაო, მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, მიითვალე ვედრებაი ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო მიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმინდა, შენ მხოლო უფალი, იესო ქრისტე, სადიდებელად ღვთისა მამისა, ამინ. თჳთეულსა დღესა გაკურთხო შენ, და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე, და უკუნითი უკუნისამდე, ღირს-მყუენ ჩუენ, უფალო, დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩუენდა. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ.

იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ.

კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.

კურთხეულ ხარ შენ მეუფეო, გულისჴმა-მიყავ მე სიმართლენი შენნი.

კურთხეულ ხარ შენ, წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი.

უფალო, შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე;

მე ვსთქუ: უფალო, მიწყალე მე, და განჰკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე შენდა:

უფალო, შენ გევედრები, მასწავე მე რაჲთა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყაროჲ ცხორებისაჲ, და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი, მოგვფინე წყალობაჲ შენი მცნობელთა შენთა ზედა.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო შეგჳწყალენ ჩუენ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო შეგჳწყალენ ჩუენ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო შეგჳწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! წმიდაო უკუდაო, შეგჳწყალენ ჩუენ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო შეგჳწყალენ ჩუენ.

 

 

და შემდგომად დიდება მაღალიანისა არა ითქუმის მღდელისა მიერ: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ვითარცა
მრავალნი იტყჳან, არამედ, აღესრულოს რაჲ წმიდაო-ღმერთოჲ, ითქუმის ტროპარი, რომელიცა დახუდეს, და დიდებაჲ, აწდაჲ, და ღმრთისმშობლისაჲ.

 

ხოლო უკუეთუ კჳრიაკე იყოს, ითქუმის ტროპარი აღდგომისაჲ, ერთი ორთაგანი: პირველისა ჴმასა ზედა, მესამესა, მეხუთესა და მეშჳდესა, ითქუმის ტროპარი ესე:

 

დღეს ცხორებაჲ არს ყოვლისა სოფლისაჲ, უგალობდეთ საფლავით აღდგომილსა ღმერთსა ჩუენსა, წინამძღუარსა ცხორებისა ჩუენისასა, რამეთუ ღმრთეებრ დაჰჴსნა სიკუდილითა სიკუდილი და ძლევაჲ მომანიჭა ჩუენ და დიდი წყალობაჲ.

 

 

ხოლო უკუეთუ იყოს ჴმაჲ მეორე, მეოთხე, მეექუსე ანუ მერვე, ვიტყჳთ ტროპარსა ამას:

 

აღსდეგ საფლავისაგან და ჯოჯოხეთისა საკრველნი შეჰმუსრენ, დაჰჴსენ საშჯელი სიკუდილისაჲ, უფალო, და ყოველნი მახეთაგან მტერისათა განათავისუფლენ, და გამოუჩნდი მოციქულთა შენთა, და წარავლინენ იგინი ქადაგებად და მათ მიერ მშჳდობაჲ მიჰფინე ყოველსა სოფელსა, მხოლოო მრავალმოწყალეო.

 

 

ხოლო უკუეთუ იყოს დიდი მარხვაჲ, გინა სხუაჲ დღე, და არა აქუნდეს დიდებაჲ მაღალთაჲ გრძლად, შემგომად აქებდითისა, იტყჳს განწესებული ძმაჲ:

 

მრჩობლი კვერექსი.

 

დიაკონი - „შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

დიაკონი - „მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

დიაკონი - „მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა ილიასათვის და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

დიაკონი - „მერმეცა გევედრებით, სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა, და ყოველთა პირველდაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებელთათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

დიაკონი - „მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

დიაკონი - „მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთა და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.

 

მღვდელი: - ასამაღ.: „რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.

 

 

თხოვნითი კვერექსი:

 

დიაკონი - „აღვუსრულოთ სამწუხრო ვედრებაი ჩვენი უფალსა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.

 

დიაკონი - „მწუხრი ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშვიდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „ანგელოსი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „შენდობა და მოტევება ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშვიდობაი სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი და კეთილი სიტყვის-გებაჲ წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.

 

დიაკონი - „ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი, და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.

 

მღვდელი: ასამაღ.: „რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.

 

მღვდელი: - მშვიდობა ყოველთა.
გუნდი: - და სულისაცა შენისა თანა.

 

დიაკონი - თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.

გუნდი: შენ, უფალო.

 

მღვდელი: - საიდუმლოდ კითხულობს თავმოდრეკის ლოცვას:

რამეთუ შენი არს მოწყალება და მაცხოვარება, ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

 

დიაკონი: სიბრძნით.

გუნდი: გვაკურთხენ.

 

მღვდელი: რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

გუნდი: ამინ. დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღმრთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი, წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოება და მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, უკუნითი უკუნისამდე.

 

მღვდელი: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ.

გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

მღვდელი: დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.

 

გუნდი: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

გვაკურთხენ.

 

მღვდელი ჰყოფს განტევებას კვირიაკესა ესრეთ:

მკვდრეთით აღდგომილმან, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, წმიდისა (ვისი სახელობისაც არის ტაძარი, და წმინდანისა, ვისი ხსენებაც აღესრულება), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს, და კაცთმოყუარე.

 

გუნდი: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

მრავალჟამიერი

განსრულებაი ცისკრისაჲ.

 

მედავითნე კითხულობს 1 ჟამნს.