ექვსფსალმუნების დროს სამი ფსალმუნის შემდეგ დახშული აღსავლის კარის წინ მღვდელი კითხულობს 12 საიდუმლო ლოცვას:
ლოცვა 1
მღვდელი: გმადლობ შენ უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან აღმადგინენ ჩვენ სარეცელთაგან ჩვენთა და მოეც პირსა ჩვენსა სიტყვაი ქებისა, თაყვანისცემად და ხდად სახელსა შენსა წმიდასა, და ვედრებად მოწყალებათა შენთა და სიტკბოებათა, რომელი ყოვლადვე გიჩვენებიეს საცხოვრებლად ჩვენდა, და აწცა გარდამოავლინე შეწევნაი შენი მდგომარეთა ამათ ზედა წინაშე პირსა წმიდისა დიდებისა შენისასა, რომელნი მოელიან შენ მიერ მდიდრად წყალობასა, და მიეც მათ, ყოვლადვე შიშით და სიყვარულით მარადის მსახურებად შენდა, ქება, გალობა, და თაყვანის-ცემა, გამოუთქმელისა სახიერებისა შენისა.
რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი, და თაყვანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა 2
ღამითგან აღიმსთობს სული ჩვენი შენდამი, ღმერთო ჩვენო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენი ქვეყანასა ზედა, სიმართლისა და სიწმიდისა აღსრულებად შიშითა შენითა, გონიერ-მყვენ ჩვენ, რამეთუ შენ გადიდებთ, ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩვენსა, მოყავ ყური შენი და ისმინე ჩვენი, და მოიხსენე, უფალო, ყოველნი ესე აქა მყოფნი, და ჩვენ თანა მლოცველნი კაცად კაცადისა სახელები, და გვაცხოვნენ ჩვენ ძალითა შენითა, და აცხოვნე ერი შენი და წმიდა-ჰყავ სამკვიდრებელი შენი, მშვიდობა სოფელსა მოანიჯე, ეკლესიათა შენთა, მღუდელთა, და ყოველსა ერსა შენსა.
რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლადპატიოსანი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა 3
ღამითგან აღიმსთობნ სულნი ჩვენნი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანნი შენნი, გვასწავენ ჩვენ, ღმერთო, სიმართლენი და მცნებანი შენნი, განანათლენ თვალნი გონებათა ჩვენთანი, ნუ უკუე დავიძინოთ ცოდვათა შინა სიკვდიდ, და განიოტე ყოველი წყვდიადი გულთაგან ჩვენთა, მოგვანიჯე ჩვენ სიმართლისა იგი მზეი, და უვნებელად ცხოვრებაი ჩვენი დაიცვენ ბეჭდითა სულისა შენისა წმიდისათა, წარმართე სლვანი ჩვენნი გზასა მშვიდობისასა, მომეც ჩვენ ცისკარი და დღეი მხიარულებით,რათა შენდა ცისკრისა ლოცვასა შევწირვიდეთ.
რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა 4
მეუფეო წმიდაო, რომელი წმიდა ხარ და მიუწდომელ, რომელმან სთქუ ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან განგვისვენე ჩვენ ღამესა ამას ძილითა, და აღგვადგინე დიდებისმეტყველებად და ვედრებად შენისა სახიერებისა. ვედრებულ იქმენ თვისისა მოწყალებისაგან, და შეგვიწყალენ ჩვენ, რომელნი ესე აწცა თაყვანის-გცემთ და მსგავსად ძალისა ჩვენისა გმადლობთ შენ, და მომანიჯე ჩვენ ყოველივე საცხოვრებელად თხოვაი, და გამოგვაჩინენ ჩვენ ძედ ნათლისად დღისა და მკვიდრად საუკუნეთა მათ კეთილთა შენთა, მოიხსენე, უფალო, სიმრავლითა მოწყალებათა შენთათა, ყოველი ერი შენი, თანამყოფი და თანამთხოველნი ჩვენი, და ყოველნი ძმანი ჩვენი, მყოფნი ქვეყანასა, და ზღვასა, და ყოველსა ადგილსა უფლებისა შენისასა, მვედრებელნი შენისა კაცთმოყვარებისა და შეწევნისა, ყოველთავე მოგვეც შენი დიდი წყალობაი, რათა ცხოვნებულნი სულით და ხორცით ყოვლადვე ვეგნეთ, და კადნიერებით ვადიდებდეთ საკვირველსა და კურთხეულსა სახელსა შენ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
რამეთუ ღმერთი წყალობისა, მოწყალებისა და კაცთმოყვარებისა ხარ, და შენდა დიდებას აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა 5
კეთილთა საუნჯეო, წყაროსა დაუწყვედელისაო, მამაო წმიდაო საკვირველთმოქმედო, ყოვლადძლიერო, ყოვლისამპყრობელო, ყოველნი შენ თაყვანის-გცემთ და გევედრებით, შენთა წყალობათა და შენთა მოწყალებათა ვხადით შემწედ და ხელისაღმპყრობელად სიმდაბლისა ამის ჩვენისა, მოგვიხსენენ, უფალო, მონანი შენნი, და შეიწირე ჩვენ ყოველთაგან საცისკრო ესე ვედრებაი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, და ნუ ვის ერთსაცა ჩვენგანსა განგდებულ-ჰყოფ, არამედ ჩვენ ყოველნი გვიღვაწენ სახიერებითა შენითა, მოიხსენე, უფალო, რომელნი იღვიძებენ და გალობენ სადიდებელად შენდა, და მხოლოდ შობილისა ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა, და წმიდისა სულისა შენისა, ექმენ მათ შემწე და ხელისაღმპყრობელ, და შეიწირე თხოვაი მათი ზეცისა საცნაურსა შენსა საკურთხეველსა.
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა 6
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩვენისაო, რამეთუ ყოველსავე იქმნ ქველისმოქმედებად ცხოვრებისა ჩვენისათვის, რათა სამარადისოდ შენდა მომართ ვხედვიდეთ მაცხოვარსა და მხსნელსა სულთა ჩვენთასა, რამეთუ შენ განგვისვენე წარსრულითა ამით კერძოთა ღამისათა, და აღმადგინენ ჩვენ სარეცელთაგან ჩვენთა, და დამადგინენ თაყვანის-ცემად პატიოსნისა სახელისა შენისა, რომლისაოვისა გევედრებით შენ, უფალო, მომეც ჩვენ მადლი და ძალი, რათა ღირს ვიქმნეთ გალობად შენდა გულისსმის-ყოფით და ლოცვად დაუცადებელად, და შიშით, და ძრწოლით თვისისა ცხოვრებისად ქმნად, შეწევნითა ქრისტეს შენისათა, მოიხსენე, უფალო, ღამით შენდა მღაღადებელნი, და შეისმინე მათი და შეიწყალენ, და შემუსრენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი უხილავნი და წინააღმდგომნი მტერნი.
რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა და მაცხოვარი სულთა ჩვენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა 7
ღმერთო და მამაო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, რომელმან აღმადგინენ ჩვენ ძილისაგან სარეცელთა ჩვენთასა და შემომკრიბენ ჩვენ ჟამსა ამას ლოცვისასა, მომეც ჩვენ მადლი აღებად პირისა ჩვენისასა და შეიწირე ჩვენი ძალისაებრ ვედრებაი, და მასწავენ ჩვენ სიმართლენი შენნი, რამეთუ რაი ვილოცოთ, ვითარ ჯერ არს, არა უწყით, არა თუ შენ, ღმერთო, წმიდითა სულითა შენითა მიმიძღვე ჩვენ, ამისთვის, გევედრებით შენ, რაიცა რა ვსცოდეთ ვიდრე ამად ჟამადმდე, სიტყვით, გინა საქმით, ანუ გონებით, ნებსით, გინა უნებლიეთ, გვილხინე, მოგვიტევე, და შეგვინდევ, რამეთუ უკეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება და შენ მიერ არს გამოხსნა, შენ მხოლო ხარ წმიდა, შემწე, ძლიერი შესავედრებელი ცხოვრებისა ჩვენისა, და შენ მიერ არს გალობა ჩვენი მარადის.
იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ და დიდებულ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა 8
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან უდებებაი ძილისა ჩვენისა განმძარცვე ჩვენგან და მიწოდე ჩვენ წოდებითა წმიდითა, ღამესა შინა აღპყრობასა ხელთა ჩვენთასა და აღსარებად შენდა, სასჯელისათვის სიმართლისა შენისათა, შეიწყნარენ ვედრებანი ჩვენი, მდაბალნი აღსარებანი, ღამითნი მსახურებანი, მოგვმადლე ჩვენ, ღმერთო, სარწმუნოებაი ურცხვენელი, სასოებაი მტკიცე, სიყვარული შეუორგულებელი; აკურთხენ შესავალნი ჩვენი და გამოსავალნი, საქმენი, ქმნანი, სიტევანი, მოგონებანი, და მომანიჭენ ჩვენ მიწევნა დასაბამსა დღისასა, მგალობელად, მაკურთხეველად, და მაქებელად გამოუთქმელსა სიტკბოებასა და სახიერებასა შენსა.
რამეთუ კურთხეულ არს ყოვლადპატიოსანი სახელი შენი, და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა 9
გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა, მეუფეო კაცთმოყვარეო, ღმრთისმეცნიერებისა ნათელი მიუწვდომელი, და გონებისა ჩვენისა თვალნი განახვენ განცდად სახარებისა შენისა ქადაგებათა, და დასდევ ჩვენზედა ნეტართა მათ მცნებათა შენთა შიში, რათა ყოველივე ხორციელი გულისთქმა დავსთრგუნოთ, და სულიერი მოქალაქობა მოვიგოთ, და ყოველსავე საონოდ შენდა ვზრახკიდეთ და ვიქმოდეთ.
რამეთუ შენ ხარ განწმედელი და განმანათლებელი ჩვენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა 10
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სინანულისა მიერ მოტევება ცოდვათა კაცთა მოანიჯე, და მსგავსად ბრალთა ჩვენთა შენდობისა და აღსარებისა, დავით წინასწარმეტყველისა მიერ სინანული შესანდობელად გვიჩვენე, შენ, მეუფეო, მრავალთა და დიდთა ცოდვათა შინა დაცემულნი ესე შეგვიწყალენ დიდითა შენითა წყალობითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოება ჩვენი, რამეთუ შენ წინაშე ვსცოდეთ, უფალო, რომელმან უჩინონი და დაფარულნი გულთა კაცთანი უწყნი და შენ მხოლოსა გაქუს ხელმწიფებაი მიტევებად ცოდვათა, და აწცა გული წმიდა დაბადე ჩვენ თანა, და სულითა მთავრობისათა დამამტკიცენ ჩვენ, და სიხარული მაცხოვარებისა შენისა მასწავენ ჩვენ, და ნუ განმაგდებჩვენ პირისა შენისაგან, არამედ სათნო მეყავ ვითარცა სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი, ვიდრე უკანასკნელ, აღმომშვინვად ჩვენდამდე, შეწირვად შენდა მსხვერპლი სიმართლისა, და საკვერთხი სათნო წინაშე შენსა საკურთხეველსა.
წყალობითა და მოწყალებითა, და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა 11
ღმერთო, ღმერთო ჩვენო, რომელმან ნებითა შენითა დაბადენ ზეცისა ძალნი, შენ შეგივრდებით და გევედრებით, მიითვალე ჩვენ ყოველთა დაბადებულთა შენთა მიერ ქებაი, მსგავსად ძალისაებრ ჩვენისა და სიმდიდრისა მის ნიჭისა შენისაგან მოგვეც ჩვენ, რამეთუ შენდა მოგვიდრეკიან ყოველთა მუხლნი ზეცისათა, და ქვეყანისათა, და ქვესკნელისათა, და ყოველი სული დაბადებული აქებს მიუწვდომელსა დიდებასა შენსა, ვითარცა მხოლო ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და მრავალმოწყალე.
რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენი არს სუფევა, და ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ლოცვა 12
გაქებთ, გიგალობთ, გაკურთხევთ და გმადლობთ შენ ღმერთო მამათა ჩვენთაო, რამეთუ თანა წარმხადენ აჩრდილნი ღამისანი, არამედ ვევედრებით შენსა სახიერებასა, მლხინებელ-ექმენ შეცოდებათა ჩვენთა, და შეიწირე ვედრება ჩვენი დიდითა წყალობითა შენითა, რამეთუ შენდა მომართ მოვივლტით მოწყალისა და ყოვლადძლიერისა ღმრთისა, გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა ჭეშმარიტი მზე სიმართლისა შენისა, და განანათლენ გონებანი და საცნობელნი ჩვენი ყოველნი დაიცვენ. რათა ვითარცა დღესა შინა შვენიერად ვიდოდეთ გზასა მცნებათა შენთასა, და მივიწივნეთ საუკუნოსა მას ცხოვრებასა, რამეთუ შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და რათა ღირს ვიქმნეთ ჩვენ შვებად ნათელსა შენსა გამოუთქმელსა.
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!