მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდ-მარხვასა შინა ესრეთ ვიტყჳთ უმცირესისა გალობათა:

 

ორშაბათსა ვიტყჳთ გალობასა პირველსა, რომელსა თავნი წითელი აქუს, ჩაურთავთ მარხვანისა გალობათა, ხოლო რომელსა თავნი შავით აქუს, ვიტყჳთ ზეპირად, შემდგომად თუენის ოთხისა მუჴლისა წართქუმისა.

 

სამშაბათსა - მეორესა გალობასა, რომელ არს მოიხილე, წარვიკითხავთ ზეპირად დასასრულადმდე.

 

ოთხშაბათსა - ვიტყჳთ მესამესა გალობასა.

 

ხუთშაბათსა - ვიტყჳთ მეოთხესა გალობასა ესრეთ, წითელსა ჩაურთავთ, ხოლო შავსა წარვთქუამთ.

 

პარასკევსა ვიტყჳთ მეხუთესა გალობასა,

 

შაბათსა ვიტყჳთ მეექუსესა გალობასა, და შემდგომთა მისთა სრულები

 

 

გალობაჲ პირველი, უგალობდითი.
თქუმული წინაჲსწარმეტყუელისა მოსეს მიერ.

მოსე დაანთქა ფარაო გალობითა და თქუა: უგალობდით უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
გამოსლვათა წიგნისაგან 15:1-19.

 

უგალობდით უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს. ცხენები და მჴედრები შთასთხია ზღუასა. შემწე და მფარველ მეყავნ ჩუენ მჴსნელად. ესე არს ღმერთი ჩუენი, და ვადიდოთ ესე, ღმერთი მამისა ჩუენისა, და აღვამაღლოთ ესე. უფალი არს, რომელმან შემუსრნის მბრძოლნი; უფალ არს სახელი მისი. ეტლები ფარაოჲსი და ყოველი ძალი მისი შთასთხია ზღუასა. რჩეული მჴედრები და სპარაზენნი დაანთქა ზღუასა მას მეწამულსა. ზღუამან დაფარნა იგინი, დაჰჴდეს სიღრმესა მას, ვითარცა ლოდნი. მარჯუენე შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა შენითა, მარჯუენემან ჴელმან შენმან მოსრნა მტერნი იგი შენნი, და სიმრავლითა მით დიდებისა შენისაჲთა შემუსრნა მჴდომნი იგი შენნი. მიავლინე რისხვაჲ შენი, და შეჭამნა იგინი ვათარცა ლერწამნი, და სულისა მისგან ძლიერებისა გულისწყრომისა შენისა განიპნეს წყალნი. აღზღუდნეს და დადგეს, ვითარცა ზღუდენი, წყალნი ზღჳსანი, შეყინდეს და აღზღუდნეს ღელვანი იგი შუა ზღუასა. თქუა მტერმან: ვდევნო, ვეწიო,
ვგუემო და განვიყო ნატყუენავი და განვიძღო სული ჩემი. მოვსრა იგი მახჳლითა ჩემითა. უფლებდეს და
აღმაღლდეს მის ზედა ჴელი ჩემი. მიავლინე სული შენი, და დაფარნა იგინი ზღუამან, და დაჴდეს იგინი ვითარცა ბრძენი წყალთა მათ შინა ფრიადთა. ვინმე არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, ანუ ვინ გემსგავსოს შენ, დიდებულო, წმიდათა შორის, საკჳრველი დიდებითა მით, და მოქმედი ნიშებისა. მიჰყავ მარჯუენე შენი, და დაანთქნა იგინი ქუეყანამან. უძეღუ სიმართლითა შენითა ერსა ამას შენსა, რომელი იჴსენ,
ნუგეშინის-ეც ძალითა შენითა ბანაკსა ამას სიწმიდისა შენსა. ესმა წარმართთა, განრისხნეს, და სალმობამან შეიპყრნა მკჳდრნი იგი ფილისტიმისანი.
8 ზედა.
მაშინ ისწრაფეს ერისთავთა მათ ედომისთა, და მთავართა მოაბელთა, ძრწოლამან შეიპყრნა იგინი, და
განჰკრთეს ყოველნი მკჳდრნი ქანანისანი. დაეცა მათ ზედა შიში და ძრწოლაჲ, სიდიდითა მკლავისა შენისაჲთა ქუა იქმნნედ იგინი.
6 ზედა.
ვიდრემდის განჴდეს ერი შენი, უფალო, ვიდრემდის განჴდეს ერი ესე შენი, რომელ გამოირჩიე, ვიდრემდის შეიყვანენ და დაჰნერგენ იგინი მთასა მას სიწმიდისა შენისასა, განმზადებულსა მას სამკჳდრებელსა შენსა, რომელ ჰქმენ სიწმიდე, უფალო, რომელ განმზადეს ჴელთა შენთა, უფალო.
4 ზედა.
უფალი მეუფე არს უკუნისამდე, უკუნითი-უკუნისამდე და მერმეცა, რამეთუ შევიდა ჰუნები ფარაოჲსი ეტლებითურთ და მჴედრებით შუა ზღუასა. და მოაქცია უფალმან მათ ზედა წყალი იგი ზღჳსაჲ მის, ხოლო ძენი ისრაელისანი ვიდოდეს ჴმელსა შუა-ზღუასა.
დ ი დ ე ბ ა ჲ, ა წ დ ა.

 

 

გალობაჲ მეორე მოსესი, მოიხილეჲ
უწყოდეთ, რამეთუ მეორეჲ ესე გალობაჲ არაოდეს იგალობების, თჳნიერ დიდისა მარხვისა დღესა სამშაბათსა, შემდგომად მიწყალესა. პირველად ესე სრულიად, და ამისა შემდგომად ვიტყჳთ გალობასა მარხვათასა, და ყოველთა მუჴლთა ზედა ვიტყჳთ ამას:
დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მეორისა შჯულისაგან, 32: 1-43.

 

მოიხილე, ცაო, და ვიტყოდე და ისმენდინ ქუეყანაჲ სიტყუათა პირისა ჩემისათა. მოელოდენ ვითარცა წჳმასა თქუმასა ჩემსა, და გარდამოვედინ ვითარცა ცუარნი სიტყუანი ჩემნი. ვითარცა წჳმაჲ მწვანვილსა ზედა, და თოვლი თივასა ზედა. რამეთუ სახელსა უფლისასა ვხადე. მიეცით დიდებაჲ ღმერთსა ჩუენსა, ღმერთი ჩუენი, ჭეშმარიტებით არიან საქმენი მისნი და ყოველნი გზანი მისნი სიმართლით არიან. ღმერთი სარწმუნო არს; არა არს სიცრუვე მის თანა, მართალ და წმიდა არს უფალი. შესცოდეს მას ნაშობთა მათ ბილწებისათა, ნათესავმან დრკუმან და გულარძნილმან, ესე მოსაგებელი მოაგეს უფალსა. ამან ერმან ცოფმან და არა ბრძენმან, ანუ არა ამან თავადმან მამამან შენმან მოგიპოვა შენ, შეგქმნა შენ და დაგბადა შენ. მოიჴსენენით დღენი იგი საუკუნენი, და გულისჴმა-ჰყვენით წელიწადნი იგი თესლითი-თესლადმდე. ჰკითხე მამასა შენსა, გითხრას შენ, და
მოხუცებულთა შენთა გაუწყონ შენ. რაჟამს მიმო-განყვნა მაღალმან ნათესავნი, ვითარ-იგი მიმო-დასთესნა ძენი ადამისნი. დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი, მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა, და იყო ნაწილად უფლისა ერი მისი, იაკობი, და საზომად სამკჳდრებელისა მისისა ისრაელი. უნაკლულო ჰყვნა იგინი უდაბნოსა მას შინა წყურიელსა, სიცხესა და ურწყულსა. გარე-მოადგა მას და განსწავლა იგი და დაიცვა იგი ვითარცა გუგაჲ თუალისაჲ. ვითარცა ორბმან რაჲ დაიფარნეს ბუდენი თჳსნი, და მართუეთა თჳსთათჳს სუროდა. განყვნა ფრთენი თჳსნი და შეიწყნარნა იგინი და აღიხუნა იგინი ბეჭთა ზედა თჳსთა. უფალი მხოლოჲ უძღოდა მათ, და არა იყო მათ თანა ღმერთი უცხო. აღმოიყვანნა იგინი ძალსა მას ზედა ქუეყანისასა და აჭამა მათ
ნაყოფი იგი ველთაჲ. სწოვდეს იგინი თაფლსა კლდისაგან და ზეთსა კლდისა მისგან ძლიერისა. ერბოსა ზროხათასა და სძესა ცხოვართასა, ცმელთა კრავთა და ვერძთათა, ნაშობთა კუროთასა და ვერძთასა, თირკუმელთა ცმელთა, იფქლსა, სისხლსა ყურძნისასა სუმიდეს ღჳნოსა. და ჭამა იაკობ და განძღა, და განსწიხნა საყუარელმან მან, განსუქნა, განსხუა, განვრცნა, დაუტევა ღმერთი შემოქმედი თჳსი და განუდგა ღმერთსა, მაცხოვარსა თჳსსა. განმარისხეს მე უცხოთა მათ ზედა და საძაგელებითა მათითა განმამწარეს მე.
შესწირვიდეს ეშმაკსა და არა ღმერთსა, ღმერთთა მათ, რომელ-იგი არა იცოდეს, ცუდთა და ახლად საწუთოდ მოხუმულთა, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა მათთა. ღმერთი, რომელმან გშვა შენ, დაუტევე, და დაივიწყე ღმერთი, გამომზრდელი შენი. და იხილა ესე უფალმან, და აღიშურვა და განრისხნა გულისწყრომითა ძეთა და ასულთა მათთათა. და თქუა: გარე-მივიქციო პირი ჩემი მათგან, უჩუენო, რაჲ იყოს მათდა უკუანაჲსკნელ. რამეთუ
ნათესავი განდრეკილი არს, და ნაშობნი, რომელთა თანა არა არს სარწმუნოებაჲ. მათ მაშურვეს მე არა ღმრთითა, და კერპებითა მათითა განმამწარეს მე. და მეცა ვაშურვო არა ნათესავსა მას ზედა, და ნათესავითა მით უგულისჴმოჲთა განვარისხნე იგინი. რამეთუ ცეცხლი აღატყდა გულისწყრომისაგან ჩემისა, და სწვიდეს ჯოჯოხეთამდე ქუესკნელად. შეშჭამოს ქუეყანაჲ და ნაყოფი მისი, და შეწუნეს საფუძველნი მთათანი. დავკრიბო
მათ ზედა ძჳრი, და ისარნი ჩემნი დავასრუნე მათ ზედა. განკფდენ იგინი სიყმილითა და ჭამითა მფრინველთაჲთა და განმამრუდებელითა მით უკურნებელითა, კბილნი მჴეცთანი მივავლინნე მათ ზედა,
რომელნი გულისწყრომითა ითრევდენ ქუეყანასა ზედა. გარეშე უმკჳდრო ყვნეს იგინი მახჳლმან, და საუნჯით მათითგან შიშმან. ჭაბუკნი ქალწულისა თანა, ძუძუჲსმწოვარი მოხუცებულისა თანა დღითა. ვთქუ: განვაბნინე იგინი და დავადუმო კაცთაგან საჴსენებელი მათი, არათუმცა გულისწყრომითა მტერთაჲთა, რაჲთა არა მყოვარჟამ იყვნენ, და რაჲთა არა განმრავლდეს მჴდომნი იგი მათნი, და რაჲთა არა თქუან: იყო-ვე ჴელი ჩუენი
უმაღლეს მათ ზედა, და არათუ უფალმან ყო ესე ყოველი. რამეთუ ნათესავი ესე წარწყმედისა მზრახველი არს, და არა არს მათ თანა მეცნიერებაჲ, არა სცნეს გულისჴმისყოფაჲ. თავს-იდვან ესე ყოველი მომავალთა ჟამთა. ვითარმე იოტოს ერთმან ათასები, და ორმან წარიქციოს ბევრი, არათუმცა უფალმან განიჭნა იგინი და უფალმანცა მისცნა იგინი? რამეთუ არა არიან ღმერთნი მათნი, ვითარ ღმერთი ჩუენი, ხოლო მტერნი ჩუენნი უგუნურ იყვნეს. რამეთუ საყურძნისა მისგან სოდომელთაჲსა იყო საყურძნე მათი, და ვენაჴები მათი გომორელთაგან. ყურძენი მათი - ყურძენი ნავღლისა, და ტევანი სიმწარისა მათისაჲ. გულისწყრომა ვეშაპთა
იყო ღჳნოჲ მათი და რისხვა ასპიტთა განუკურნებელი. ანუ არა აჰა ესერა ესე ყოველი შეკრებულ არს ჩემ თანა, და დაბეჭდულ საუნჯეთა შინა ჩემთა? დღესა მას შურიგებისასა მივაგო, ჟამსა მას, რომელსა შეუცთეს ფერჴი მათი. რამეთუ ახლოს არს დღე იგი წარწყმედისა მათისაჲ, და მოწევნულ არს განმზადებულნი თქუენთჳს.
რამეთუ განიკითხეს უფალმან ერი თჳსი, და მონათა თჳსთათჳს ნუგეშინისცემულ იქმნეს. რამეთუ იხილნა იგინი ნაკლულევანნი ჴუებულნი ბოროტთა მიცემულნი და განკაფულნი. და თქუა უფალმან: სადა არიან ღმერთნი იგი მათნი, რომელთა-იგი მიმართ ესვიდეს, რომელთა-იგი ცმელსა ნაზორევთა მათთასა სჭამდით, და სუმიდით
ღჳნოსა ნაგებთა მათთასა? აღდეგ და შეგეწინედ თქუენ, და გეყვნედ თქუენ იგინი მფარველ. იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ, და არა არს სხუაჲ ღმერთი ჩემსა გარეშე. მე მოვაკუდინო, და მე ვაცხოვნო, დავსცე, და მე განვკურნო, და არა არს, რომელმან განარინოს ჴელთაგან ჩემთა. რამეთუ აღვიღო ცად ჴელი ჩემი, და ვფუცო
მარჯუენესა ჩემსა, და ვთქუა: ცხოველ ვარ მე უკუნისამდე. რამეთუ აღვლესო, ვითარცა ელვაჲ ჴრმალი ჩემი, და განვმზადო შჯად ჴელი ჩემი. და მივაგო საშჯელი მტერთა, და მოძულეთა ჩემთა მივაგო. დავათრვნე ისარნი ჩემნი სისხლითა, და ჴრმალი ჩემი შჭამდეს ჴორცსა; სისხლთაგან წყლულებისათა ნატყუენავებისაგან,
თავებისაგან მთავართა წარმართთასა. იხარებდით ცანი მის თანა, და თაყუანის-სცემდენ მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისანი. იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა, და განაძლიერებდენ მას ყოველნი ძენი ღმრთისანი. რამეთუ სისხლი ძეთა მისთა იძიოს, და შური-იძიოს და მიაგოს საშჯელი მტერთა, და მოძულეთა
მისთა მიაგოს. და განწმიდოს უფალმან ქუეყანაჲ ერისა თჳსისაჲ.

დ ი დ ე ბ ა ჲ, ა წ დ ა.

 

 

გალობაჲ მესამე, ანაჲსი,დედისა სამოელ წინაჲსწარმეტყუელისაჲ. განძლიერდაჲ.
უგალობს ბერწი ღმერთსა უცხოჲსა შობისათჳს. წმიდა ხარ შენ, უფალო, გაქებს სული ჩემი.
წიგნისაგან I მეფეთაჲსა 2:1-10

 

განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიერ, და ამაღლდა რქაჲ ჩემი ღმრთისა მიერ ჩემისა, განვრცნა პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა, განვიხარე მე მაცხოვარებითა შენითა. რამეთუ არავინ არს წმიდა, ვითარ უფალი, და არავინ არს მართალ, ვითარ ღმერთი ჩუენი, და არა არს წმიდა შენსა გარეშე. ნუ იქადით, ნუცა იტყჳთ მაღალსა
გარდარეულად, ნუცა აღმოვალნ მდიდრად სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა. რამეთუ ღმერთი არს მეცნიერებათა უფალი, და ღმერთმან განმზადნა საქმენი თჳსნი. მშჳლდი ძლიერთაჲ მოუძლურდა, და უძლურთა გარე-შეირტყეს ძალი. სავსენი პურითა ნაკლულევან იქმნნეს, და მშიერთა დაიპყრეს ქუეყანაჲ. რამეთუ ბერწსა მას
ესხნეს შჳდ შვილ, და შვილმრავალი იგი მოუძლურდა. უფალი მოაკუდინებს და აცხოვნებს, შთაიყვანებს ჯოჯოხეთად და აღმოიყვანებს. უფალი დააგლახაკებს და განამდიდრებს, დაამდაბლებს და აღამაღლებს, აღადგენს ქუეყანისაგან გლახაკსა და სკორეთაგან აღადგინებს დავრდომილსა, რაჲთა დასვას იგი ძლიერთა თანა ერისათა, და საყდარნი დიდებისანი დაუმკჳდრნეს მას.
8 ზედა.
მოსცის ლოცვაჲ მლოცველსა და აკურთხნა წელიწადნი მართლისანი, რამეთუ ვერ უძლოს ძლიერმან კაცმან ძლიერებითა თჳსითა. უფალმან უძლურ-ყოს მჴდომი თჳსი, უფალი წმიდა არს.
6 ზედა.
ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნითა თჳსითა, და ნუ იქადინ ძლიერი ძალითა თჳსითა, და ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრითა თჳსითა. არამედ ამას ზედა იქადოდენ, რომელი-იგი იქადოდის, გულისჴმისყოფასა და ცნობასა
უფლისასა, და ყოფად საშჯელსა და სამართალსა შორის ქუეყანისა.
4 ზედა.
უფალი ამაღლდა ცათა შინა და იქუხნა, თავადმან განსაჯნეს კიდენი ქუეყანისანი სიმართლითა თჳსითა. და მოსცეს ძალი მეფეთა ჩუენთა, და აღამაღლოს რქაჲ ცხებულთა თჳსთა.

დ ი დ ე ბ ა ჲ, ა წ დ ა.

 

 

გალობაჲ მეოთხე, უფალო მესმაჲ.
განჴორციელებასა უფლისასა ღაღადებს ამბაკუმ: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო.
წიგნისაგან ამბაკუმისა 3:2-19.

 

უფალო, მესმა სმენაჲ შენი და შემეშინა; უფალო, განვიცადენ საქმენი შენნი და დამიკჳრდა. შორის ორთა მათ
ცხოველთასა იცნობე შენ, მოახლებასა წელთა შენთასა გამოსცხადენ შენ, მოწევნასა ჟამთასა საცნაურ იყო შენ,
შეზრუნებასა სულისა ჩემისასა, რისხვასა შინა, წყალობაჲ მოიჴსენო შენ. ღმერთი სამხრით მოვიდეს, და წმიდაჲ იგი მთით ჩრდილოჲთ მაღნართაჲთ. დაფარნა ცანი შუენიერებამან მისმან, და ქებითა მისითა აღივსოს ქუეყანაჲ. და ბრწყინვალებაჲ მისი, ვითარცა ნათელი იყოს, და რქანი ჴელთა შინა მისთა, დასდვა სიყუარული
მტკიცე ძლიერებისა მისისაჲ. წინაშე პირსა მისსა ვიდოდის სიტყუაჲ, და განვლოს ველი შემდგომად კუალთა მისთა. დასდგა და შეიძრა ქუეყანაჲ, მიხედა წარმართთა და დადნეს, შეიმუსრნეს მთანი სასტიკებითა, და დადნეს ბორცუნი, საუკუნენი მათნი შრომით იხილნეს, შეძრწუნდეს საყოფელნი ეთიოპელთანი, და კარვები ქუეყანისა მადიამისა. მდინარეთა ზედა ნუ განრისხნეა, უფალო? ანუ გულისწყრომაჲ შენი მდინარეთა ზედა,
გინათუ ზღუასა ზედა სლვაჲ შენი? რამეთუ აღჴდე შენ ეტლთა შენთა ზედა, და მჴედრობაჲ შენი ცხორება არს.
გარდაცუმით გარდააცვა მშჳლდსა შენსა თესლთა ზედა, იტყჳს უფალი. მდინარეთა განიპოს ქუეყანაჲ. გიხილონ შენ და ელმოდეს ერთა. განბნევად სლვასა წყალთასა, უფსკრულმან მოსცა ჴმაჲ თჳსი, სიმაღლითა საოცრებათა მისთაჲთა. ამაღლდა მზე და მთოვარე და დასდგა წმიდასა ზედა თჳსსა. ისარნი შენნი ნათლად ვიდოდიან, და ბრწყინვალებად ელვისა საჭურველი შენი. თქუმით შეამცირო ქუეყანაჲ, და გულისწყრომით
შემუსრნე წარმართნი. გამოხვედ მაცხოვრად ერისა შენისა, და ჴსნად ცხებულთა შენთა. მიავლინე თავსა ზედა
უშჯულოთასა სიკუდილი, აღდგენ საკრველნი ვიდრე ქედამდე სრულიად. შემუსრნე განკჳრვებითა თავნი ძლიერთანი, შეიძრნენ მას შინა, განახუნენ აღჳრნი მათნი, ვითარცა შჭამნ რაჲ გლახაკი იდუმალ. და ივლინენ ზღუასა ზედა ჰუნენი შენნი, აღძრვად წყალთა მრავალთა. დავიცევ და შემიძრწუნდა გული ჩემი ჴმისაგან
ლოცვისა ბაგეთა ჩემთასა. შეედვა ძრწოლაჲ ძუალთა ჩემთა, და ძალი ჩემი შეძრწუნდა ჩემ თანა. განვისუენო მე
დღესა ჭირისა ჩემისასა, აღსლვასა მას ჩემსა ერისა მის მწირობისა ჩემისასა.
8 ზედა.
რამეთუ ლეღუმან არა გამოიღოს ნაყოფი თჳსი, და ვენაჴისა გამონაღები არა იპოვოს. ეცრუვოს საქმე ზეთისხილისა, და ველმან არა აღმოაცენეს საჭმელი.
6 ზედა.
მოაკლდენ საჭმელთაგან ცხოვარნი, და ჴარნი არა იპოვნენ ბაგასა. ხოლო მე უფლისა მიმართ ვიხარებდე, და მხიარულ ვიყო მე ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა.
4 ზედა.
უფალი ძალ, ღმერთი ჩემდა, დაამტკიცნა ფერჴნი ჩემნი სრულიად, მაღალთა ზედა დამადგინა მე. ძლევად გალობითა უფლისაჲთა.
დ ი დ ე ბ ა ჲ, ა წ დ ა.

 

 

გალობაჲ მეხუთე, ღამითგანი
თქუმული ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, უფალო ღმერთო ჩუენო, შენი მშჳდობაჲ მომეც ჩუენ.
წიგნისაგან ესაიაჲსსა 26:9-20.

 

ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა. ისწავეთ სიმართლე მკჳდრთა ქუეყანისათა, რამეთუ დადუმნა უღმრთოჲ. ყოველმან, რომელმან არა ისწაოს სიმართლეჲ ქუეყანასა ზედა, ჭეშმარიტება არა ყოს. მოისპენ უღმრთოჲ, რაჲთა არა იხილოს დიდებაჲ იგი უფლისაჲ. უფალო, მკლავი შენი მაღალ არს, და არა უწყოდენ, ხოლო იცნან და რცხუენოდენ. შურმან შეიპყრას ერი უსწავლელი, და აწ ცეცხლან შეშჭამნეს წინააღმდგომნი იგი. უფალო ღმერთო ჩუენო, მომეც ჩუენ მშჳდობაჲ, რამეთუ ყოველივე მომაგე ჩუენ. უფალო ღმერთო ჩუენო, მომაგენ ჩუენ, რამეთუ შენსა გარეშე, უფალო, სხუაჲ
არავინ ვიცით, და სახელსა შენსა სახელ-ვდებთ. ხოლო მკუდართა ცხორებაჲ არა იხილონ, არცა მკურნალთა აღადგინონ. ამისთჳს მოჴედე და აღიღე და წარსწყმიდე ყოველი წული მათი.
8 ზედა.
შესძინე მათ ზედა ძჳრი. უფალო, შესძინე ძჳრი დიდებულთა მათ ქუეყანისათა. უფალო, ჭირსა მოგიჴსენეთ შენ, რამეთუ მცირედ ჭირ არს სწავლაჲ შენი ჩუენ ზედა.
6 ზედა.
ვითარცა მიდგომილი რაჲ მიეახლის შობად, და სალმობასა მას მისსა ზედა ღაღადებნ, ეგრეთ ვიქმნენით ჩუენ საყუარელსა მას შენსა. შიშითა შენითა, უფალო, გუელმოდა, და ვშევით სული მაცხოვარებისაჲ, რომელი ჰყავთ
ქუეყანასა ზედა. არა დავეცნეთ ჩუენ, არამედ დაეცნენ მკჳდრნი ქუეყანისანი.
4 ზედა.
აღდგენ მკუდარნი, და აღემართნენ საფლავთაგან და იხარებდენ ქუეყანასა ზედა. რამეთუ ცუარი შენ მიერი
საკურნებელ არს მათდა, ხოლო ქუეყანაჲ იგი უღმრთოთაჲ დაეცეს. წარვედ, ერო ჩემო, შევედ საუნჯესა შენსა, და დაჰჴაშ კარი შენი და დაიფარე მცირედ, ვიდრემდის დასცხრეს გულისწყრომაჲ უფლისაჲ.
დ ი დ ე ბ ა ჲ, ა წ დ ა.

 

 

გალობაჲ მეექუსე, ღაღად-ვყავი
იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ: ვითარ იგი იონა, აღმოიყვანე განხრწნისაგან ცხორებაჲ ჩემი.
იონაჲს წინაჲსწარმეტყუელებისაგან 2:3-10.

 

ღაღად-ვყავ ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა, და ისმინა ჩემი. მუცლით-გამო ჯოჯოხეთისა ღაღადებისა ჩემისაჲ, გესმა ჴმაი ჩემი. შთამაგდე მე სიღრმესა გულსა ზღჳსასა, და მდინარენი გარე-მომადგეს მე. ყოველნი განსაცხრომელნი შენნი და ღელვანი შენნი მე ზედა-გარდამჴდეს. და ვთქუ: გან-მე-გდებულ ვარ თუალთაგან შენთა, ანუ შე-ღა-მე-ვსძინოა მიხედვად ტაძარსა წმიდასა შენსა? გარდამეცნეს წყალნი ვიდრე
სულად ჩემდამდე, და უფსკრულმან მომიცვა მე უკუანაჲსკნელმან.
8 ზედა.
შთაჴდა თავი ჩემი ნაპრალსა მთათასა, შთავჴედი მე ქუეყანად, რომლისა მოქლონნი ვითარცა კლიტენი საუკუნენი. და აღმოვედინ განხრწნისაგან ცხორებაჲ ჩემი შენდამი, უფალო ღმერთო ჩემო.
6 ზედა.
მოკლებასა ჩემგან სულისა ჩემისასა, უფალი მოვიჴსენე. და შევედინ შენ წინაშე ლოცვაჲ ჩემი, ტაძრად წმიდად შენდა.
4 ზედა.
მცველთა მათ ამაოთა და ცრუთა წყალობაჲ მათი დაუტევეს. ხოლო მე ჴმითა ქებისაჲთა და აღსარებისაჲთა მსხუერპლი შევწირო შენდა. რავოდენი ვილოცე, მიგცე შენ საცხორებელად ჩემდა, უფალსა.

დ ი დ ე ბ ა ჲ, ა წ დ ა.

 

 

გალობაჲ მეშჳდე, კურთხეულ-არსი
ლოცვაჲ წმიდათა სამთა ყრმათაჲ, რომელი დამშრეტელ ექმნა ალსა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
წიგნისაგან დანიელისა 3:26-56.

 

კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და დიდებულ არს სახელი შენი უკუნისამდე. რამეთუ მართალ ხარ შენ ყოვლისავეთჳს, რომელი-ესე მიყავ ჩუენ. და ყოველნი საქმენი შენნი ჭეშმარიტებით არიან, და გზანი შენნი წრფელ არიან. და ყოველი მშჯავრი შენი მართალ არს. და მშჯავრითა
ჭეშმარიტებისაჲთა უყავ ყოვლისა მისებრ, რაჲ-იგი მოაწიე ჩუენ ზედა, და ზედა ქალაქსა ამას წმიდასა მამათა ჩუენთასა იერუსალემსა, რამეთუ ჭეშმარიტად და სიმართლით მოავლინე ესე ყოველი ჩუენ ზედა ცოდვათა ჩუენთათჳს. რამეთუ შეგცოდეთ და უშჯულო ვიქმნენით განდგომად შენგან, და ვცოდეთ ყოვლითურთ, და მცნებათა შენთა არა ვისმინეთ, არცა დავიმარხეთ, არც ვყავთ, ვითარ-იგი შენ მამცენ ჩუენ, რაჲთამცა კეთილი მეყო ჩუენ. და ყოველნი, რაოდენი მოავლინე ჩუენ ზედა, და ყოველი, რაოდენი მიყავ ჩუენ, სიმართლისა საშჯელითა ჰყავ. და მიმცენ ჩუენ ჴელთა მტერთა უშჯულოთა, ფიცხელთა განდგომილთა, და მეფისა ცრუჲსათა, და უძჳრესისა უფროჲს ყოვლისა ქუეყანისა. და აწ არა არს ჟამი აღებად პირისა ჩუენისა, სირცხჳლი და ყუედრებაჲ შეიქმნა მონათა შენთა ზედა და მსახურთა შენთა ზედა. ნუ მიმცემ ჩუენ სრულიად სახელისა შენისათჳს, და ნუ განაქარვებ აღთქუმასა შენსა. და ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, აბრაჰამისთჳს,
საყუარელისა შენისა, და ისაკ, მონისა შენისა, და ისრაელ, წმიდისა შენისა, რომელთა ეტყოდე განმრავლებად
ნათესავისა მათისა, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳს-კიდისაჲ. რამეთუ შევმცირდით ჩუენ, მეუფეო ყოველთაო, უფროჲს წარმართთა, და დაგლახაკებულ ვართ ყოველსა ქუეყანასა ზედა დღეს ცოდვათა ჩუენთათჳს. და არა არს ჟამსა ამას მთავარ და წინაჲსწარმეტყუელ და წინამძღუარ, არცა საკუერთხნი, არცა მსხუერპლი, არცა შესაწირავი, არცა საკუმეველი, არცა ადგილი შესაწირავად შენ წინაშე, და პოვნად წყალობისა. არამედ სულითა შემუსრვილითა და სულითა გლახაკობისაჲთა შე-მცა-წირულ ვართ ჩუენ. ვითარცა საკუერთხნი ვერძთანი და ზუარაკთანი, და ვითარცა ბევრეულნი კრავთა პოხიერთანი, ეგრეთ შეწირულ იყავნ მსხუერპლი ესე ჩუენი დღეს შენ წინაშე, რაჲთა სრულ ვიყვნეთ ჩუენ შემდგომად შენდა, რამეთუ არა არს
სირცხჳლი მოსავთა შენთა. და აწ შეგიდეგით შენ ყოვლითა გულითა, და მეშინის ჩუენ შენგან, და ვეძიებთ
პირსა შენსა. ნუ მარცხუენ ჩუენ, არამედ ყავ ჩუენ თანა სიტკბოებითა შენითა, და მრავლითა წყალობითა შენითა.
განმარინენ ჩუენ საკჳრველებითა შენითა, და დიდებულ ყავ სახელი შენი, უფალო. და ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი შეაჩუენებენ მონათა შენთა ძჳრსა, და სირცხჳლეულ იქმნენ ყოველნი მძლავრებანი მათნი, და ყოველი ძლიერებაჲ მათი შეიმუსრნენ. და გულისჴმა-ჰყვედ, რამეთუ შენ უფალი ღმერთი მხოლო მაღალ და
დიდებულ ხარ ყოველსა ზედა სოფელსა. და არა დასცხრებოდეს მსახურნი იგი მეფისანი, რომელთა შესთხინეს
იგინი, აღაგზებდეს იგინი საჴუმილსა მას შინა ნავთსა, ფისსა, ნაძეძსა და ნასხლევსა, და აღატყდებოდა ალი იგი ზედა საჴუმილსა მას ორმეოცდაცხრა წყრთა. და მიმოვლო, და შეწუნა, რაოდენნი პოვნა ქალდეველთაგანნი გარემოს საჴუმილსა მას. ხოლო ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა შორის მყოფთა მათ
აზარიაჲს თანა საჴუმილად, და მიმოდაყარა ალი იგი ცეცხლისაჲ საჴუმილისა მისგან. და ყო შორის საჴუმილისა მის, ვითარცა ქარი, ცუარისა რაჲ ნიავინ, და არა შეეხო მათ რაჲთურთით ცეცხლი იგი, არცა შეაწუხნა, არცა შეაურვა მათ. მაშინ სამნივე იგი, ვითარცა ერთითა პირითა, უგალობდეს და აკურთხევდეს და ადიდებდეს ღმერთსა შორის საჴუმილსა მას, და იტყოდეს:
8 ზედა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, და უფროჲსად ქებულ და უფროჲსად ამაღლებულ უკუნისამდე, და კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ დიდებისა შენისაჲ, და უფროჲსად ქებულ და უფროჲსად ამაღლებულ უკუნისამდე.
6 ზედა.
კურთხეულ ხარ შენ ტაძარსა წმიდასა დიდებისა შენისასა, და უფროჲსად ქებულ და უფროჲსად ამაღლებულ უკუნისამდე. კურთხეულ ხარ შენ, რომელი ჰზი ქერობიმთა ზედა და ჰხედავ უფსკრულთა, და უფროჲსად ქებულ და უფროჲსად ამაღლებულ უკუნისამდე.
4 ზედა.

კურთხეულ ხარ შენ საყდართა ზედა დიდებისა სუფევისა შენისათა, და უფროჲსად ქებულ და უფროჲსად
ამაღლებულ უკუნისამდე. კურთხეულ ხარ შენ სამყაროთა ზედა ცათასა, და უფროჲსად ქებულ და უფროჲსად
ამაღლებულ უკუნისამდე.
დ ი დ ე ბ ა ჲ, ა წ დ ა.

 

 

გალობაჲ მერვე, აკურთხევდითი.

ყოველნი დაბადებულნი მეუფესა აქებდით.
წიგნისაგან დანიელისა 3:57-88

 

ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე. აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
აკურთხევდით ცანი და ანგელოზნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას
უკუნისამდე. აკურთხევდით წყალნი ყოველნი, ზესკნელს ცათანი, ყოველნი ძალნი უფლისანი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე. აკურთხევდით მზე და მთოვარე, ვარსკულავნი ცისანი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე. აკურთხევდით ყოველნი წჳმაჲ
და ცუარი და ყოველნი ქარნი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
აკურთხევდით ცეცხლი და სიცხე და სული დამწუველი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე. აკურთხევდით ნისლი ცუარითა და ყინელი და სიცივე უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე. აკურთხევდით თრთჳლი, თოვლი, ელვანი და ღრუბელნი უფალსა, უგალობდით, და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე. აკურთხევდით ნათელი და ბნელი, ღამე და დღე უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე. აკურთხევდით ქუეყანაჲ, მთანი და ბორცუნი და ყოველნი მცენარენი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
აკურთხევდით წყარონი, ზღუანი, მდინარენი, ვეშაპნი და ყოველი, რაჲ ვალს წყალთა შინა, უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
8 ზედა.
აკურთხევდით მფრინველნი ცისანი, მჴეცნი და ყოველი ოთხფერჴი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე. აკურთხევდით ძენი კაცთანი, აკურთხევდინ ისრაელი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
6 ზედა.
აკურთხევდით მღდელნი უფლისანი, მონანი უფლისანი უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე. აკურთხევდით სულები და სულნი მართალნი, ღირსნი და მდაბალნი გულითა უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
4 ზედა.
აკურთხევდით ანანია, აზარია და მისაელ უფალსა, უგალობდით და უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე. აკურთხევდით მოციქულნი, წინაჲსწარმეტყუელნი და მოწამენი უფლისანი უფალსა, უგალობდით და
უფროჲსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ნაცვალად დიდებისა ითქუმის:
ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უფალსა,
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყუანის-ვცემთ უფალსა, უგალობთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.

ამისა შემდგომად თქუან მერვეჲ ძლისპირი, რომელიცა იყოს, და ზედა ესე:
მღვდელი:ღმრთისმშობელსა დედასა ნათლისასა გალობით ვადიდებდეთ.

 

გალობაჲ ღმრთისმშობელისაჲ

ქალწულებით მშობელი ჰმადლობს ძესა და ღმერთსა და იტყჳს (ლუკა 1:46:55):

 

ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა.

 

უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

 

რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;

 

უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

 

რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი- ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა;

 

უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

 

ყო სიმტკიცეჲ მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა;

 

უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

 

დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა მდაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი;

 

უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

 

შეეწია ისრაელსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა, ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა, აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ.

უპატიოსნესსა ქერობინთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.

 

 

გალობაჲ მეცხრე, ადიდებდითი.
წინაჲსწარმეტყუელისა ზაქარიაჲსი, წინამორბედის მამისაჲ (ლუკა 1:68-79).

 

კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ, რამეთუ მოჰხედნა და ყო ჴსნაი ერისა თჳსისაჲ; და აღმიდგინა
ჩუენ რქაჲ ცხორებისაჲ შორის სახლსა მას დავითის, მონისა თჳსისასა; ვითარცა ეტყოდა პირითა წმიდათაჲთა საუკუნითგან წინაჲსწარმეტყუელთა მისთაჲთა, ცხორებასა მტერთა ჩუენთაგან და ჴელისაგან ყოველთა მოძულეთა ჩუენთაჲსა. ყოფად წყალობისა მამათა ჩუენთა თანა და მოჴსენებად აღთქუმისა წმიდისა მისისა;
8 ზედა.
ფიცით, რომელ ეფუცა აბრაჰამს, მამასა ჩუენსა, მოცემად ჩუენდა, უშიშად ჴსნად ჴელთაგან მტერთა ჩუენთაჲსა.
მსახურებად მისა ღირსებით და სიმართლით წინაშე მისსა ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
6 ზედა.
და შენ, ყრმაო, წინაჲსწარმეტყუელ მაღლის იწოდო, რამეთუ წარსძღუე შენ წინაშე პირსა უფლისასა განმზადებად გზათა მისთა, მიცემად მეცნიერებაჲ ცხორებისაჲ ერსა თჳსსა, მოტევებითა ცოდვათა მათთაჲთა, მოწყალებითა წყალობისა ღმრთისა ჩუენისაჲთა,
4 ზედა.
რომელთა მიერ მომხედნა ჩუენ აღმოსავალმან მაღლით, გამოჩინებად მათ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა
შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა, და წარმართებად ფერჴთა ჩუენთა გზასა მშჳდობისასა.

დ ი დ ე ბ ა ჲ, ა წ დ ა.