მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

კვირა დღის ტროპარები ხმების მიხედვით

 

ტროპარი, ხმა 1.

 

რაჟამს ლოდი იგი დაბეჭდულ იყო ურიათა მიერ და მჴედარნი ჰსცვიდეს უხრწნელსა გუამსა შენსა, ხოლო შენ აღდეგ მესამესა დღესა, და მოანიჭე სოფელსა მშჳდობაჲ, ამისთჳსცა ძალნი ცათანი გიღაღადებენ შენ, ცხორების მომცემელო: დიდებაჲ აღდგომასა შენსა ქრისტე, დიდებაჲ მეუფებასა შენსა, დიდებაჲ გარდამოსლვასა შენსა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.

 

 

ტროპარი, ხმა 2.

 

რაჟამს შთახედ საფლავად ცხორებაჲ ეგე უკუდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღუთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკუდარნი ქუესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდნენ: ცხორების მომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდებაჲ შენდა.

 

 

ტროპარი, ხმა 3.

 

იხარებდინ ცანი და იშუებდინ ქუეყანაჲ, რამეთუ ჰყო სიმტკიცჱ მკლავითა თჳსითა უფალმან, დასთრგუნა სიკუდილითა სიკუდილი, და პიმშო ექმნა შესვენებულთა, მუცლისაგან ჯოჯოხეთისა მიჴსნნა ჩუენ, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

 

 

ტროპარი, ხმა 4.

 

ბრწყინვალე იგი აღდგომისა ქადაგებაჲ ანგელოზისაგან ისწავეს უფლისა მოწაფეთა დედათა, და პირველი იგი წყევაჲ განაგდეს და მოციქულთა სიხარულით ეტყოდეს: დაიჴსნა სიკუდილი, რამეთუ აღდგა ქრისტე მკუდრეთით და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

 

 

ტროპარი, ხმა 5.

 

თანა-დაუსაბამოსა მას სიტყუასა მამისა და ყოვლად წმიდისა სულისასა, რომელი უშვა ქალწულისაგან ცხორებად ჩუენდა, უგალობდეთ მორწმუნენო და თაყუანის-ვცემდეთ, რამეთუ სათნო იჩინა აღსლვაჲ ჴორცითა ჯუარსა ზედა, სიკუდილი დასთრგუნა და აღადგინა მკუდარნი დიდებულითა მით აღდგომითა თჳსითა.

 

 

ტროპარი, ხმა 6.

 

ანგელოზთა ძალნი დიდებულსა საფლავსა შენსა ზედა იხილეს, და მცველნი იგი მკუდარ-იქმნნეს, ჰსდგა მარიამ საფლავსა მას თანა და ეძიებდა შემურვად უხრწნელსა გუამსა შენსა, ხოლო შენ წარმოსტყუენე ჯოჯოხეთი, და არა გევნო მის მიერ, ახარე ქალწულსა ცხორებაჲ საუკუნოჲ, რომელი აღდეგ მკუდრეთით, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 

ტროპარი, ხმა 7.

 

დაჴსენ ჯუარითა შენითა სიკუდილი და განუღე ავაზაკსა სამოთხჱ, და მენელსაცხებლეთა მათ გლოვაჲ შესცვალე სიხარულად, და მოციქულთა უბრძანე ხარებაჲ, ვითარმედ აღდგა უფალი, რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

 

 

ტროპარი, ხმა 8.

 

მაღლით გარდამოჴედ მაცხოვარო ჩუენო, ჯუარცმაჲ თავს იდევ და სამისა დღისა დაფლვაჲ, რაჲთა ჩუენ განმათავისუფლნე ცოდვათა ჩუენთაგან, ცხორებაო და აღდგომაო ჩუენო, უფალო, დიდებაჲ შენდა.