მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
<

კვირის საცისკრო სახარების შემდგომი ლოცვა


დიაკონი: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთა, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა, ძლიერებითა ჯვარისა ვაზისათა, მეოხებითა პატიოსანთა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, ანდრია პირველწოდდებულისა, სვიმონ კანანელისა და მატათასითა, და წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა, ქალწულისა, ნინო ქართველთ განმანათლებლისა, წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღვდელთმთავართა - ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისათა, წმიდათა შორის მამისა ჩვენისა, ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა, და წმიდისა დიდისა მოწამისა ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა გიორგისათა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისმძლეთა მოწამეთა, და წმიდისა მოწამისა მეფისა დემეტრე თავდადებულისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ღირსისა მამისა ჩვენისა იოანე ზედაზნელისა და მისთა ათორმეტთა მოწაფეთა, და ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისათა, და წმიდისა მამისა ჩვენისა ილია მართლისათა, წმიდა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანასითა (და წმიდისა სახელი, რომლის სახელობისაც არის ტაძარი, და იმ წმინდანის სახელი ვისი ხსენებაცაა იმ დღეს)

და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩვენ ცოდვილთა ვედრებაი და შეგვიწყალენ ჩუენ.