სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთვის გევედრები, შემწე მეყავნ და მიხსენ სახიერ.
რომელთა გძულთ სიონი, სირცხვილეულ იქმენით უფლისა მიერ და ვითარცა განხმული თივა შეგჭამნესთ გეენიამან.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სულისა მიერ წმიდისა ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმიდით ამაღლდების და განბრწყინდების სამებისა მიერ ერთარსებისა ღმრთივშუენიერად და საიდუმლოდ.