მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

თავმოდრეკის ლოცვა (მღვდელი კითხულობს საიდუმლოდ)

 

 

მღვდელი: ღმერთო წმიდაო, რომელი დამკვიდრებულ ხარ მაღალთა შინა და ყოვლისა მხედველითა თვალითა შენითა ხედავ ყოველთა დაბადებულთა შენთა, შენდა მოგვიდრეკიან ქედნი გულთა და ხორცთა ჩვენთანი, და გევედრებით შენ, წმიდაო წმიდათაო, მოყავ ხელი შენი უხილავი წმიდით სამკვიდრებელით შენით და გვაკურთხენ ჩვენ ყოველნი, და რაოდენი რა გცოდეთ ნებსით ანუ უნებლიეთ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან შეგვინდევ, და მოგვანიჭენ ჩვენ ქვეყანისა, და ზეცისა კეთილი სახიერებითა შენითა.