შენდა დიდებაჲ შუენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
დიდებაჲ, შენდა, რომელმან მოგუფინე ნათელი.
დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობა და კაცთა შორის სათნოებაჲ. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყუანის-გცემთ შენ, დიდების-გმეტყუელებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათჳს. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო. უფალო, ძეო მხოლოდშობილო იესუ ქრისტე, და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო, კრავო ღმრთისაო, და ძეო მამისაო, აღმხუმელო ცოდვათა სოფლისათაო, მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხუევნ ცოდვანი სოფლისანი, მიითვალე ვედრებაი ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შემიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლოჲ ხარ წმინდა, შენ მხოლოჲ უფალი, იესო ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა მამისა, ამინ. თჳთეულსა დღესა გაკურთხო შენ, და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე, და უკუნითი უკუნისამდე, უფალო, შესვედრებელ მეყავნ ჩუენ ნათესავითი-ნათესავადმდე. მე ვსთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა. უფალო, შენ შეგევედრე, მასწავე მე, რაჲთა ვყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და შენგან არს წყაროჲ ცხორებისაჲ და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩუენ ნათელი, მომფინე წყლობაჲ შენი მცნობელთა შენთა ზედა.
ღირს-მყუენ ჩუენ, უფალო, ღამესა ამას უცოდველად დაცვად ჩუენდა.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ.
იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ მეუფეო, გულისჴმა-მიყავ მე სიმართლენი შენნი.
კურთხეულ ხარ შენ, წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი.
უფალო, წყალობაჲ შენი უკუნისამდე. ქმუნლსა ჴელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ.
შენდა შუენის გალობაი, შენდა შუენის ქებაჲ, შენდა დიდებაჲ შუენის, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღდელმან: აღუსრულოთ საცისკროჲ ვედრებაჲ ჩუენი უფალსა, და ესრეთ აღვივსენითის დასდებელნი რვათა-ჴმათაგან, უკუეთუ არა იყოს საუფლოჲ დღესასწაული:
მუჴლი ა:
აღვივსენით ჩუენ ცისკარსა წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ყოველთა დღეთა
ჩუენთა. ვიხარებდეთ მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლენ ჩუენ და წელთა, რომელთა ვიხილეთ ჩუენ
ძვირი. და მოხედენ მონათა შენთა ზედა და ქმნულთა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.
მუჴლი ბ:
და იყავნ ნათელი უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ ჩუენ ზედა, და საქმენი ჴელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა,
და ქმუნლი ჴელთა ჩუენთაჲ წარგჳმართე.
დიდებაჲ
უკუეთუ იყოს წმიდისაჲ, თქუან მისი მუჴლი, და უკუეთუ არა, დიდებაჲ, აწ და, და თქუან ღმრთისმშობლისაჲ პარაკლიტონისაგან.
შემდგომად ამისა ითქუმის ფსალმუნი ჟა
კეთილ არს აღსაარებაჲ უფლისაჲ და გალობად სახელსა შენსა, მაღალო; მითხრობად ცისკარს წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ღამედ-ღამედ. 3-გზის, თჳნიერ მეტანიისა.
წმიდაო ღმერთო. ყოვლად-წმიდაო. მამაო ჩუენო, რამეთუ შენი არს სუფევაჲ. ტროპარი მის დღისაჲ, დიდებაჲ,
აწდაჲ, და ღმრთისმშობლისაჲ.
მღდელმან: შემიწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, სრულიად.
ხოლო შემდგომად ასამაღლებელისა მღდელი იტყჳს: სიბრძნით.
ხოლო ჩუენ ვიტყჳთ: გუაკურთხენ.
დაამტკიცე, ღმეთო, და განაძლიერე.
შემდგომად ამისა ითქუმის: მოვედით, თაყუანის-ვსცეთ გ_გზის, და მოერთვის ჟამი პირველი, მზისაჲ.
ხოლო უკუეთუ იყოს დიდი მარხვაჲ, შემდგომად კეთილ-არსისა. წმიდაო ღმერთო. ყოვლად-წმიდაო. მამაო
ჩუენო. რამეთუ შენი არს სუფევაჲ. უფალო შეგჳწყალენ 40
და ვიტყჳთ ტროპარსა ამას.
ტაძარსა ამას დიდებისა შენისასა მდგომარენი ზეცას მდგომარეთა მივემსგავსებით, ღმრთისმშობელო, ბჭეო
ზეცათაო, განმიღე კარი წყალობისა შენისაჲ.
უფალო, შეგჳწყალენ მ.
უპატიოსნესსა. სახელითა უფლიაჲთა გუაკურთხენ, მეუფეო.
მღდელმან: რომელი-იგი არს კურთხეულ ქრისტე ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი-
უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ხოლო მღდელი იტყჳს ამას: ზეცათა მეუფეო, მორწმუნენი ჴელისუფალნი ჩუენნი განაძლიერენ, სარწმუნოებაჲ განამტკიცე, წარმართნი დააყუდენ და სოფელსა მშჳდობაჲ მოჰმადლე, წმიდაჲ ესე ეკლესიაჲ კეთილად დაიცევ და პირველ წარსრულნი მამანი და ძმანი ჩუენნი საყოფელსა მართალთასა დააწესენ, და ჩუენ სინანულითა და აღსარებითა მიგჳთუალენ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყუარემან.
და დიდი მუჴლმოდრეკაჲ სამი, და თჳთოეულსა მუჴლთმოდრეკასა: ზედა თჳსაგან ვიტყჳთ ლოცვასა ღირსისა ეფრემისსა: უფალო და მეუფეო ცხორებისა ჩემისაო, რომელი წერილ არს: შუაღამისა ლოცვათა შინა, და შემდგომად მისა: ითქუმის სხუაჲ ათორმეტი: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას, და კუალად სხუაჲ დიდ მუჴლთმოდრეკაჲ ერთი, და მის თანა ითქუმის ზემოთქუმული ლოცვაჲ: უფალო და მეუფეო ცხორებისა ჩემისაო,
ესრეთ აღესრულების პირველი ჟამი. მზისაჲ. მოვედით, თაყუანის-ვსცეთ 3-გზის, და განსრულებაი ცისკრისაჲ.