ხმა 1-ლი: აწ აღვსდგე, იტყვის უფალი, დავსდვა ცხოვრება და განვცხადნე მას ზედა.
მუხლი: სიტყვანი უფლისანი არიან სიტყვა წმიდა.
ხმა მე-2: განიღვიძე უფალო, ღმერთო ჩემო ბრძანებითა მით, რომელ ამცენ, და კრებული ერთა გარე მოგადგეს შენ.
მუხლი: უფალო ღმერთო ჩემო, შენ გესავ, მაცხოვნე მე.
ხმა მე-3: თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას.
მუხლი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა.
ხმა მე-4: აღსდეგ უფალო, შემეწიენ ჩვენ, და მიხსენ ჩვენ, სახელისა შენისათვის.
მუხლი: ღმერთო ყურთა ჩვენთა გვესმა ჩვენ და მამათა ჩვენთა გვითხრეს ჩვენ.
ხმა მე-5: აღსდეგ უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი, რამეთუ შენ სუფევ უკუნისამდე.
მუხლი: აღგიარო შენ უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.
ხმა მე-6: უფალო აღადგინე ძალი შენი, და მოვედ ცხოვრებად ჩვენდა.
მუხლი: რომელი ჰმწყსი ისრაილსა მოიხილე, რომელი უძღვი ვითარცა ცხოვარსა იოსებსა.
ხმა მე-7: აღსდეგ უფალო ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი, და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
მუხლი: აღგიარო შენ უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა, და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.
ხმა მე-8: სუფევს უფალი უკუნისამდე, ღმერთი შენი სიონ თესლითი თესლამდე.
მუხლი: აქებს სული ჩემი უფალსა, ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა