მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდასა დიდსა მარხვასა შინა, რომელი კათოლიკედ მარხვად წოდებულ არს, შემდგომად მშჳდობიანისა, ვიტყჳთ ალილუიასა ამით წესითა:

 

ალილუია 3-გზის.

მუჴლი ა
ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი.
ალილუია 3-გზის.

 

მუჴლი ბ
ისწავეთ სიმართლე მკჳდრთა ქუეყანისათა.
ალილუია 3-გზის.

 

მუჴლი გ
შურმან შეიპყრას ერი უსწავლელი, და ცეცხლმან შესჭამნეს წინააღმდგომნი
ალილუია 3-გზის.

 

მუჴლი დ
შესძინე მათ ზედა ძჳრი, უფალო, შესძინე ძჳრი დიდებულთა მათ ქუეყანისათა.

 

 

ესრეთ მოერთვიან წმიდა-არსისა გალობანი რვა-ჴმათანი, რომელნი ითქუმიან წმიდასა დიდსა მარხვასა შინა, რაჟამს ღმერთი-უფალი არა ითქუმოდეს და არა ტროპარი, არამედ ალილუიაჲ მისითა მუჴლებითა, რომელნი ესერა ზემო დაგჳწერიან, ღამითგან აღისმთობს სული ჩემი. და შემდგომი.
უწყებულ იყავნ, რამეთუ წმიდა-არსისა გალობითა პირველნი მუჴლნი, რომელნი სრულად წერილ არიან ქუემო-რე

 

 

ორშაბათსა ესრეთ დაესრულებიან:

მეოხებითა, უფალო, წმიდათა უსხეულოთა შენთაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ.

 

 

სამშაბათსა:
მეოხებითა, უფალო წმიდისა წინამორბედისა შენისაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ.

 

 

ოთხშაბათსა და პარასკევსა:
ძლიერებითა პატიოსნისა ჯუარისა შენისაჲთა, დაგჳცვენ ჩუენ, უფალო.

 

 

ხუთშაბათსა:
მეოხებითა, უფალო, წმიდათა მოციქულთა, და წმიდისა მღდელთმთავარისა ნიკოლოზისითა შეგჳწყალენ ჩუენ.

 

 

ხოლო წმდისა-არსისა გალობათა მეორენი მუჴლნი, რომელნი დიდებისა შემდგომად ითქუმიან დასრულდებიან ესრეთ: მეოხებითა, უფალო, ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ.

 

 

ხოლო მესამენი მუჴლნი, რომელთა ზედა ითქუმის აწ და-მარადისი, ესრეთ დასრულდებიან:
მეოხებითა, უფალო, წმიდისა ღმერთისმშობელისაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ.

 

 

გალობაჲ წმიდისა - არსისაჲ, ჴმაჲ ა.

ჴორციელითა სახითა უჴორცოთა მათ ძალთა თანა საცნაურისა და უსხეულოჲსა გონებისა მიმართ ამაღლებულთა და სამგზის წმიდითა გალობითა სამგუამოვნისა ღმერთეებისა ბრწყინვალებითა
განათლებულთა, ქერობინთაებრ ღაღად-ვყოთ და ვთქუათ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო.
დიდებაჲ
ყოველთა თანა ზეცისა ძალთა ქერობინთაებრ მაღალთა შინა ღაღად-ვჰოთ და სამ-წმიდა-არსობისა გალობენ, ღმერთო ჩუენო, მეოხებითა, უფალო ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ.
აწ და

 

 

აღდგომილნი ძილისაგან შეგივრდებით შენ, სახიერ, და ანგელოზთა გალობასა გიღაღადებთ შენ, ძლიერო:
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შჱნ, ღმერთო ჩუენო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუენ.

 

 

გალობაჲ წმიდისა - არსისაჲ, ჴმაჲ ბ.

 

ზეცისა ძალთა მიმსგავსებულნი, ქუეყანასა ზედა ძლევისა გალობასა შევსწირავთ შენდა, სახიერ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო.
დიდებაჲ
დაუბადებელო ბუნებაო, რომელი ყოველთა შემოქმედი ხარ, ბაგენი ჩუენნი აღახუენ, რაჲთა მიუთხრობდეთ ქებასა შენსა და ვიტყოდით: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შჱნ, ღმერთო ჩუენო. მეოხებითა, უფალო ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ.
აწ და

 

 

ცხედრისაგან და ძილისა აღმადგინე მე, უფალო, გონებაჲ ჩემი განანათლენ და გული, და ბაგენი ჩემნი აღახუენ
ქებად შენდა, წმიდაო სამებაო: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, ღმრთისმშობელისა
მიერ შეგჳწყალენ ჩუენ.

 

 

გალობაჲ წმიდისა - არსისაჲ, ჴმაჲ გ.

 

სამებაო ერთარსებაო და განუყოფელო, მხოლოო სამგუამოვანო და თანა-სამარადისოო, შენ, ვითარაცა
ღმერთსა, ანგელოზთა გალობასა გიღაღადებთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო.
დიდებაჲ
მამასა დაუსაბამოსა და ძესა თანა-დაუსაბამოსა და სულსა წმიდასა თანა-სამარადისოსა, ერთსა ღმრთეებასა,
ქერობინთაებრ უღაღადებთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო. მეოხებითა, უფალო, ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ.
აწ და

 

 

მეყსეულად მსაჯული იგი მოვიდეს და თჳთოეულისა საქმენი განშიშულდენ, არამედ შიშითა ღაღად-ვყოთ
შუაღამესა: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო.

 

 

გალობაჲ წმიდისა - არსისაჲ, ჴმაჲ დ.

 

საცნაურთა შენთა მსახურთასა შეწირვად შენდა გალობასა მოკუდავნი ესე ვიკადრებთ და ვიტყჳთ: წმიდა ხარ,
წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო.
დიდებაჲ
ვითარცა აწ წესნი ანგელოზთანი, ცათა შინა მდგომარენი შიშით, კაცნი ქუეყანასა ზედა ძლევისა გალობასა შევსწირავთ შენდა, სახიერო, და ვიტყჳთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო. მეოხებითა,ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ.
აწ და

 

 

დაუსაბამოსა შენსა მამასა, და შენ, ქრისტე ღმერთო, და ყოვლად-წმიდასა სულსა შენსა ქერობინთაებრ
დიდებისმეტყუელებად ვიკარდებთ და ვიტყჳთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო,
ღმრთისმშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუენ.

 

 

გალობაჲ წმიდისა - არსისაჲ, ჴმაჲ ე.

 

გალობისა ჟამსა და ლოცვისა ჟამსა ვედრებით უღაღადოთ მხოლოსა ღმერთსა ჩუენსა: წმიდა ხარ, წმიდა ხარ,
წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო.
დიდებაჲ
გამოხატვით ვიკადრებთ საცნაურთა შენთა მსახურთა, სამებაო დაუსაბამოო, ბაგითა უღირსითა გიღაღადებთ და ვიტყჳთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო. მეოხებითა, ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ.
აწ და

 

 

რომელი საშოსა შინა ქალწულისასა დაიტიე, და წიაღთა მამისათა არა განეშორე, შეიწირე ჩუენიცა გალობაჲ,
ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელნი ანგელოზთა გალობასა გიღაღადებთ შენ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ
შენ ღმერთო ჩუენო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუენ.

 

 

გალობაჲ წმიდისა - არსისაჲ, ჴმაჲ ვ.

 

წინაშე შენსა მდგომარენი შიშით ქერობინნი და ძრწოლით მდგომარენი სერაბინნი სამ-გზის წმიდასა გალობასა
შენდა შესწირვენ დაუდუმებელითა ჴმითა, რომელთა თანა ჩუენცა ცოდვილნი გიღაღადებთ: წმიდა ხარ, წმიდა
ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო.
დიდებაჲ
უჴორცოჲთა პირებითა და დაუცხრომელითა დიდებისმეტყუელებითა ექუს-ექუს-ფრთენი გიგალობენ შენ სამგზის-წმიდასა გალობასა, ღმრთო ჩუენო, და ჩუენ, ქუეყანისანი, უღირსითა ბაგითა გალობასა შენდა შევსწირავთ:
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო. მეოხებითა, ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ.
აწ და

 

 

სამებასა ერთღმრთეებასა შეურევნელად შეერთებითა ერთარსებით გადიდებთ, და ანგელოზთა გალობასა გიღაღადებთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუენ.

 

 

გალობაჲ წმიდისა - არსისაჲ, ჴმაჲ ზ.

 

რომელი სიმაღლეს მაღლითა ძლიერებითა ქერობინთაგან იქები, და ღმრთეებისა დიდებითა ანგელოზთაგან თაყუანის-იცემები, შეიწირე ჩუენ ცოდვილთა უღირსთა ამათ კადნიერებით გალობაჲ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო.
დიდებაჲ
აწ ძალისა უდებებაჲ განაგდე შენ, სულო ჩემო, აღდეგ, აღემართე და ეჩუენე მსაჯულსა მას, და შიშით ღაღად-ყავ ლმობიერად: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო. მეოხებითა, ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ.
აწ და

 

 

მიუწდომელსა ღმრთეებასა ერთარსებასა სამებასა სერაბინთაებრ სამ-გზის-წმიდასა გალობასა შევსწირავთ და შიშით უღაღადებთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუენ.

 

 

გალობაჲ წმიდისა - არსისაჲ, ჴმაჲ ჱ.

 

ზეცას გუაქუნდეს გულნი, ანგელოზთასა მივემსგავსნეთ წესსა, შიშით თუალუხუავსა შეუვრდეთ და ძლევისა გალობასა ვღაღადებდეთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო.
დიდებაჲ
ხილვად შენდა ვერ იკადრებენ ქერობინნი, მფრინვალენი ჴმობენ ღაღადებით ერთსა ღმრთეებისა გალობასა სამწმიდაობისა ჴმითა, მათ თანა ჩუენცა ცოდვილნი ვღაღადებთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო. მეოხებითა, ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, შეგჳწყალენ ჩუენ.
აწ და

დაღონებულნი სიმრავლითა ცოდათა ჩუენთაჲთა, და ვერ-მკადრენი აღხილვად სიმაღლისა შენისა, სულსა ჴორცთა თანა მოვიდრეკთ, და ანგელოზთა თანა გიღაღადებთ შენ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო, ღმრთისმშობელისა მიერ შეგჳწყალენ ჩუენ.

 

 

განსრულდა წმიდისა სამებისა გალობაჲ, ამისა შემდგომად ვგალობთ კანონსა დავითისასა და წარდგომასა,
შემდგომსა ფსალმუნებისასა, წესისაებრ, და მიწყალესა, და მეყსეულად ვიწყებთ გალობასა.