ორშაბათსა და სამშაბათს
უფალო, ნუ გულისწყრომითა შენით მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
მიწყალე მე უფალო, რამეთუ უძლურ ვარ, განმკურნე მე.
ოთხშაბათსა და პარასკევს
აღამაღლებდით უფალსა, ღმერთსა ჩუენსა და თაყვანისსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.
ხოლო ღმერთმან, მეუფემან ჩუენმან წინასაუკუნეთამან, შექმნა ცხოვრებაი შორის ქუეყანისა.
ხუთშაბათს
ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.
ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყაროი.
შაბათს
საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისაი.
წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის.
ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, უფალო და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე.
სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან დაიმკვიდროს ქუეყანა.
კვირა
აღსდეგ უფალო, ღმერთო ჩემო, ამაღლდინ ხელი შენი და ნუ დაივიწყებ გლახაკთა შენთა სრულიად.
აღგიარო შენ, უფალო, ყოვლითა გულითა ჩემითა და მიუთხრა მე ყოველი საკვირველებაი შენი.