მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმანათლებელი დღეთა:

 

ხოლო უკუეთუ მარხვანი იყვნენ, ვიტყვით განამანათლებელთა, მსგავსად ჴმისა მის კჳრიაკისა, რომელიცა იყოს, სამ მუჴლად დიდებისა და აწდაჲსა ჩართვითა, და თჳთოეულსა წარმოთქუმასა ზედა განამანათლებელისა მუჴლისასა და ურთავთ განთჳსებულსა დასასრულსა. პირველნი უკუე მუჴლნი დასრულდებიან შემსგავსებულად დღეთჲსა, ხოლო მეორეთა და მესამეთა მუჴლთა ჰქონან თჳსნი დასასრულნი:

 

ორშაბათსა: პირველი მუჴლი განმანათლებელისაჲ, რომელისაცა ჴმისაჲ იყოს, ესერეთ დასრულდების:
მეოხებითა, უფალო, წმიდათა უსხეულოთა შენთაჲთა, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

სამშაბათსა:
მეოხებითა, უფალო, წმიდისა წინამორბედისა შენისაჲთა, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

ოთხშაბათსა და პარასკევსა:
ძლიერებითა, უფალო, პატიოსნისა ჯუარის შენისაჲთა, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

ხუთშაბათსა:
მეოხებითა, უფალო, წმიდათა მოციქულთაჲთა და წმიდისა მღდელთმოძღუარისა ნიკოლაოსისათა, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 

ყოვლისა განამანათელბელისა დიდებისა ბოლოჲ ესრეთ დასრულდების: მეოხებითა უფალო, ყოველთა წმიდათა შენთჲთა, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 

ხოლო მესამისა მუჴლისა ბოლოჲ, რომელსა ზედა ითქუმის აწ და მარადის, ესრეთ დასრულდების:
მეოხებითა, უფალო წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 

განმანათლებლი, ჴმაჲ ა:
რომელმან ნათელი აღმოუბრწყინვე სოფელსა, უფალო, სულნი ჩუენნი განსწმიდენ ყოვლისაგან ცოდვისა.

განმანათლებლი, ჴმაჲ ბ:
ნათელი შენი საცნაური გარდამომივლინე უფალო, და განანათლენ დაფარულნი გულისა ჩუენისანი.

განმანათლებლი, ჴმაჲ გ:
გამოავლინე ნათელი შენი, ქრისტე ღმერთო და განანათლენ გულნი ჩუენნი.

განმანათლებლი, ჴმაჲ დ:
რომელმან ნათელი აღმოუბრწყინვე სოფელსა, ბნელსა შინა მყოფნი სულნი ჩუენნი განსწმიდენ ყოვლისაგან ცოდვისა.

განმანათლებლი, ჴმაჲ ე:
ნათლისა მომცემელო უფალო, გამოავლინე ნათელი შენი და განანათლენ გულნი ჩუენნი.

განმანათლებლი, ჴმაჲ ვ:
ნათელი მოწყალებისა შენისაჲ, უფალო, გარდამოავლინე ჩუენ ზედა.

განმანათლებლი, ჴმაჲ ზ:
ნათელო უცვალებელო, ნათელი შენი გარდამომივლინე, და განანათლენ სულნი ჩუენნი დიდითა შენითა წყალობითა.

განმანათლებლი, ჴმაჲ ჱ:
ნათელი ხარ, ქრისტე, და განმანათლენ ჩუენ გამოავლინენი ყოველთა მსგეფსთა წელიწდისათა სამარადისოჲ.

 

თვინიერ კჳრიაკისა და ბედნიერისა დღისა და დიდისა მარხვისა, გამოავლინენი ესე ითქუმიან ყველიერისა კჳრიაკედმდე:

 

ორშაბათსა:
რომელმან ცისა საყაროჲ ვარსკულავითა შეამკევ, ვითარცა ღმერთმან, და წმიდათა ანგელოზთა შენთა მიერ ყოველი სოფელი განანათლე, დამბადებელო ყოველთაო, მგალობელნი შენნი გუაცხოვნენ.

 

ღმრთისმშობელისაჲ:
სიკბოებაო ანგელოზთაო, მწუხარეთა სიხარულო, ქრისტიანეთა მეოხო, ქალწულო და დედაო უფლისაო, შემწე მეყავ ჩუენ და გამომიჴსნენ საუკუნეთა სატანჯველთაგან.

 

 

სამშაბათი:
წინამორბედსა იოვანეს და ნათლისმცემელსა მაცხოვრისასა, წინაჲსწარმეტყუელთა უწინაჲსწარმეტყუელესსა და უდაბნოთა შინა აღზრდილსა, ელისაბედის შობილსა, ყოველნი ვადიდებდეთ.

 

ღმრთისმშობელისაჲ:
სიკბოებაო ანგელოზთაო, მწუხარეთა სიხარულო, ქრისტიანეთა მეოხო, ქალწულო და დედაო უფლისაო, შემწე მეყავ ჩუენ და გამომიჴსნენ საუკუნეთა სატანჯველთაგან.

 

 

ოთხშაბათსა და პარასკევსა:
ჯუარო, მფარველო ყოვლისა სოფლისაო; ჯუარო, შუენიერებაო ეკლესიათაო; ჯუარო, სიმტკიცეო მეფეთო; ჯუარო, შემწეო მორწმუნეთაო; ჯუარო, დიდებაო ანგელოზთაო და შემმუსრველო ეშმაკთაო.

 

ღმრთისმშობელისაჲ:
წინაშე ჯუარსა მდგომარე უთესლოდ მშობელი შენი გოდებით ჴმობდა: ჵ მე, ტკბილო ძეო ჩემო, ვითარ გიხილო თუალითა ჩემითა მკუდრად, ანუ თუ ვითარ მკუდართა თანა შერაცხილ იქმნე, სულიერ-მყოფელო მკუდართაო.

 

 

ხუთშაბათსა, ჴმა ბ, დედანო, ყურად - იღეთ:
ყოველი ქუეყანაჲ მოჰვლეთ და ჰქადაგეთ განჴორციელებაჲ ქრისტესი წმიდისა ქალწულისაგან, რომელნიცა საცთურისაგან მოაქციენით წარმართნი, და განანათლენით და უქადაგეთ სამებისა მართლმადიდებლობაჲ, წმიდანო მოციქულნო მაცხოვრისანო.

 

წმიდისა ნიკოლოზისაჲ:
დიდსა და პირველსა მწყემსსა და მღდელთმთავარსა მირონ-ქალაქისასა ნიკოლაოზს შევასხმიდეთ, რამეთუ ურიცხვნი კაცნი იჴსნნა უბრალოჲსა სიკუდილისაგან, და მეფესა აუწყა ჩუენებით ავლავიოსის მიერი განმზადებული უბრალოდ წარმწყმედაჲ კაცთაჲ, და აცხოვნნა იგინი, რომელიცა მეოხ არს ჩუენთჳს წინაშე ღმრთისა.

 

ღმრთისმშობელისაჲ:
მარიამ, წმიდათა უწმიდესო, ოქროჲსა სასაკუმევლეო, რომელიცა დაუტევნელისა ერთისა სამებისაგანისა საუნჯედ და მშობლად გამოსჩნდი, რამეთუ მამამან სათნო-იყო, ხოლო ძე დაემკჳდრა და ყოვლად-წმიდაჲ სული გაგრილებდა, რამეთუ გამოსჩნდი ქალწული ღმრთისმშობლად.

 

 

შაბათსა:
რომელი მკუდართა და ცხოველთა ზედა ჰჴელმწიფებ, ვითარცა ღმერთი, და წმიდათა მოწამეთა შენთა მიერ ყოველი სოფელი განანათლე, დამბადებელო ყოველთაო, მგალობელნი შენნი გუაცხოვნენ.

 

ღმრთისმშობელისაჲ:
რომელი შენ მიერ ვიქადით, ღმრთისმშობელო, და შენ გუაქუ მეოხად წინაშე ღმრთისა, მოყავ ჴელი შენი უძლეველი და დაამხუენ მტერნი შენნი, და შემწე მეყავ ჩუენ, მონათა შენთა, ქალწულო წმიდაო.