ესე არსების ხატი ბერძენთა არა აქუს, თქმულ არს ქართლსა შინა, და ამისთჳს არა დავაგდევით.
არსობისა ხატო უცვალებელო, შეუძრველო ბეჭედო უვნებელო, ძეო, სიბრძნეო და სიტყუაო, მკლავო მარჯუენეო და ძალო მაღლისაო შენ თაყუანის-გცემთ მამისა და სულისა თანა.
ჯუარისაჲ:
ჯუარსა წმიდასა, პატიოსანსა, რომელსა აქებენ ანგელოზნი და ძალნი ზეცათანი, ჩუენცა მათ თანა თაყუანის-ვცემთ და ვადიდებთ, და ვითხოვთ მისგან ჴსნასა ყოველთა ვნებათაგან.
მთავარანგელოზთაჲ:
ზეცისა ძალთა ერისმთავარნო, საფარველითა ფრთეთა თქუენთაჲთა შემზღუდენ მვედრებელნი ესე თქუენნი, და განსლვასა ამას სულისა ჩემისასა მიჴსნენით ბნელთა ჰაერისმცველთა ჴელისაგან.
სუეტი ცხოველისაჲ:
სუეტო ღმრთივ-აღმართებულო, თაყუანის-გცემთ, კუართო საუფლოო და მირონო წმიდაო,ჯუარო ქრისტეს ღმრთისაო, თაყუანის-გცემთ, რაჲთა მოსცე ძლევაჲ ერსა შენსა და ჴელისუფალთა მათთა, შენ მიერ უხუებით გჳრგჳნოსანთა.
ნათლისმცემლისაჲ:
ყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ გუეყავ მოსავთა შენთა.
იოანე მახარებელისაჲ:
ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარსა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თჳსად მეუფემან, და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თჳსი, ჰ ღმრთისმეტყუელო იოვანე, მეოხ მეყავ ჩუენ.
მოციქულთაჲ:
თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ, მნათობნი ყოვლისა სოფლისანი; პეტრე კლდეჲ სიმტკიცისაჲ, აღაღე პირი ქრისტესი და მოძღუარი წარმართთაჲ, რათა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობაჲ ცოდვათაჲ.
ნიკოლაოზისი:
მირონ ქალაქისა ბრწყინვალებაო, ლუკიისა შემამკობელო, გლახაკთა სიმდიდრეო, უბრალოთა სიკუდილისა დამჴსნელო, დიდო მღდელთმთავარო ნიკოლაოს, მეოხ-გუეყავ ჩუენ.
ბასილისი:
ყოველთა სენთა საკურნებელად, შეცოდებულთა სულთა გამომჴსნელად გამოსჩნდი, ყოვლად-სანატრელო ბასილი, საღმრთოჲსა მღდელობისა საუნჯეო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთა.
იოვანე ოქროპირისაჲ:
ჴმატკბილად მჴმობარეო ორღანოო, ოქროჲსა ნესტუო, მდინარეო საღმრთოთა
სწავლათაო, მვედრებელთა შენთა გჳთხოვე ცოდვათა მოტევებაჲ, იოვანე ოქროპირო, მეოხ გუეყავ წინაშე სამებისა.
სჳმეონისი:
სჳმეონ მოხუცებული ვადიდოთ, რომელმან ახარა ადამს გამოჴსნაჲ ბნელისაგან და აღმოყვანებაჲ კუალად მუნვე სამოთჴედ, და ჩუენ, მგალობელთა მისთა, მოგუმადლოს ცოდვათა მოტევებაჲ.
ანდრეა მოციქულისაჲ:
ანდრეა მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგჳსუენა ხატი ყოვლად-წმიდისაჲ, და მით
მოგუაქცინა წარმართნი თაყუანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.
ნინოსი:
უნათლისმცემლე ცხოვართა განბნეულთა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, შეჰკრიბე და მიჰგუარე ქართველნი ღმერთსა მათსა, დედაო წმიდაო ნინო, ევედრე შვილთა შენთათჳს ქრისტესა ღმერთსა.
ქეთევან დედოფლისაჲ:
დიდებულებაჲ საწუთოჲსა მოიძულე, დედოფალსა ცათა და ქუეყანისასა ეზიარე,
დედოფალო ქეთევან, ჴორცნი მოიწუვენ სიძისა შენისა ქრისტესთჳს, მას ევედრე ჩუენ მონათა შენთა ქართველთათჳს.
იოვანე ზედაზნელისაჲ:
ჰკამკამებ უდაბნოსა, ჰნათობ ქართველთა უმეტეს მზისთუალისა, მამაო მამათაო იოვანე, მეოხ იქმენ მათთჳს, რომელნი პატივს-სცემენ დღესასწაულსა შენსა და განათლდებიან.
შიო მღჳმელისაჲ:
მღჳმე ფრთედ, მიწა-მკუელ ეთერისა იქმენ, მთხრებლ-კიბედ კამარათა ცისათა, ზესთა ზენაჲსა მყის აჰმაღლდი სუფევად, მამაო შიო ასურო, ჰსურის ქართველთა შენდამი, და მოივლტიან სამარხოდ შენდა, მეოხ გუეყავ ჩუენ.
დავით გარესჯელისაჲ:
საზრდელითა პირმეტყუელითა იზრდებოდი, სიბრძნითა, და ცხორებითა ანგელოზებრ
სცხოვნდებოდი, სანატრელო გარესჯელო დავით, დასცენ მტერნი ჩუენნი, ვითარცა ვეშაპი იგი.
ამბერკისი:
მნათობსა ყოვლისა სოფლისასა, იერაპოლის მღდელთმთავარსა, დიდსა ამბერკის ყოველნი შევასხმიდეთ.
გრიგოლისი:
იშუებენ ერნი და განსცხრების ეკლესიაჲ, და იხარებს წმიდაჲ ბრძენთა კრებული, ღმრთისა სიტყჳსა საუნჯეო გრიგოლი, მეოხ გუეყავ პატივისმცემელთა შენთა.
გიორგისი:
ნათელ ჰყავ შჳდ-წილ სამყაროჲ ახოვნად, ღუაწლნი რაჲ თავს-ისხენ, დიდო მოწამეთა-მთავარო მჴნეო გიორგი, ამისთჳს გევედრებით: მიჴსნენ ჭირთაგან და მეოხ მეყავ წინაშე ღმრთისა.
დიმიტრისი:
სამგზის სანატრელო გჳრგჳნო მოწამეთაო, დიმიტრი ღმერთშემოსილო, მოგჳჴსენენ წინაშე სამებისა ქებით მადიდებელნი შენნი, და გჳთხოვე ქრისტესგან დიდი წყალობაჲ.
ევსტათისი:
ნათლითა ელვარითა შემკობილო მჴნეო მჴედარო ქრისტესო, მოწამეთა მთავარო ევსტათი, ძით და მეოხებით შენით მეოხ გყეყავ წინაშე ღმრთისა პატივისმცემელთა შენთა.
თეოდორესი:
იშუებს ტირონი და განსცხრების ღუაწლთა შენთა სიმრავლესა, მჴნეო თეოდორე ღირსო, აღმოსდის კურნებაჲ სასწაულთა შენთა, და ჩუენ მგალობელთა შენთა მითხოვე ქრისტესგან დიდი წყალობაჲ.
პირველმოწამისა სტეფანჱსი:
ბრწყინვალეო და დიდო სამკაულო მოწამეთაო უძლეველო, საჩინოო მნათობო, ახოვნად მოთმინეო სტეფანე, სანატრელო ქრისტეს მჴედარო, მეოხ გუეყავ ჩუენ ცოდვილთა.
კოზმან და დამიანესი:
სამ-სახელობით მსახველნო წმიდისა სამებისანო, ერთჴელ საზოგადოდ განცდილნო უვერცხლონო კოზმან და დამიანე, მეოხ გუეყვენით წინაშე ღმრთისა.
საბაჲსი:
ჰოი, მთიებო ყოვლად-ბრწყინვალეო, მადიდებელთა შენთა მფარველო, და შესავედრებელო მოსავთა და მგალობელთა შენთაო, ნეტარო საბა, დაგჳფარენ განსაცდელთგან.
სჳმეონ მესუეტისაჲ:
მსგავს იქმენ მაცხოვარისა, სჳმეონ, ჴელაღპყრობით მდგომარე სუეტსა ზედა, ნიშთა და სასწაულთა აღსრულებითა, ჩუენ ყოველთა მოგუმადლე წყალობაჲ შენი, რაჲთა ოხითა შენითა მოვიღოთ შენდობაჲ ცოდვათაჲ.
ეფთჳმისი:
მადლი პოვა დღეს სოფელმან შობითა შენითა, დიდო და სანატრელო ეფთჳმი, სულისა წმიდისა ებანო, მამაო მართალო, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.
თეკლაჲსი:
ჭურო რჩეულო, ჭურისა მისგან რჩეულისა სიწმიდით მდიდრად აღვსებულო, ქალწულთა გჳრგჳნო, პირველმოწამეთა შორის დიდებულო თეკლა, მეოხ გუეყავ ჩუენ ცოდვილთა.
ბარბარაჲსი:
ქალწულებითა განშუენებულო, წამებითა განბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, მოწამეო ბარბარა, მეოხ გუეყავ ჩუენ ცოდვილთა.
მარინაჲსი:
ბრწყინვალედ განაშუენე ლამპარი შენი სისხლისა ზეთითა, ბრძენთა მათ თანა ქალწულთა, სიძისა მომლოდნელთა, ქალწულთა შორის დიდებულო მოწამეო მარინა, მეოხ გუეყავ ჩუენ.
წინაისწარმეტყუელისა მოსესი:
მართალო, მშჳდო და გონება-წრფელო უღმრთოთა ძლიერად დამნთქმელო, ურწყულთა მომრწყველო და ღმრთისმხილველო, შჯულისა მომცემელო, წინაჲსწარმეტყუელთა დასაბამო მოსე, მეოხ გუეყავ ჩუენ.
ელია წინაჲსწარმეტყუელისაჲ:
წინაჲსწარმეტყუელო დიდო და პატიოსანო, რომელმან ლოცვითა შენით განახმენ ცუარნი წჳმისანი და დასცენ მტერნი წინააღმდგომნი, ელია, დიდად სახელოვანო, მეოხ გუეყავ ჩუენ.
დავით წინაჲსწარმეტყუელისა:
უცხოისა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო მშჳდო, მგალობელთა-მთავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირს-ქმნილო, მეოხ გუეყავ ჩუენ წინაშე ღმრთისა, წინაჲსწარმეტყუელო და მეფეო.
ღმრთისმშობლისაჲ:
ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი უმაღლეს ხარ ქერობინთა, და უდიდებულეს უზეშთაეს სერაბინთა, რომელმან იტჳრთე სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორცითა, ვითარცა ღმრთისმშობელ ხარ, გალობით გადიდებთ.