მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

განმანათლებელი

 

 

განმანათლებელი ხმა 1-ლი:

 

მოწაფეთა თანა მივიწივნეთ ერნო მთასა გალილეასასა, სარწმუნოებით ხილვად ქრისტესა, მეტყუელსა ხელმწიფებისასა მოღებად ცათა და ქვეყანისა. ვისწავოთ ვითარ ჰმოძღვრის მათ ნათლისცემად წარმართთა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. და მათ თანა ყოფაი ვითარ აღუთქუა მათ, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა:

 

ღმრთისმშობელისა

 

იხარებდ მოწაფეთა თანა ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ იხილე ქრისტე აღდგომილი საფლავით მესამესა დღესა, ვითარცა სთქვა. რომელთა იგი გამოუჩნდა უაღრესისა მსწავლებელი და განმაცხადებელი, და მბრძანებელი ნათლისცემად სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, და რწმუნებად ჩუენდა აღდგომისა მისისა და დიდებად შენდა ყრმაო:

 

საცისკრო გერი, ხმა 1

 

წარვიდეს რა მთად მოწაფენი, ვითარცა უბრძანა მათ უფალმან, იხილეს იგი და თაყვანი-სცეს, და ხელმწიფება იგი მისი დიდი ისწავეს, და სოფლად ქადაგად წარივლინნეს აღდგომისათვის და ამაღლებისა, და ნათლისცემად წარმართთა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. და უკუნისამდე მათ თანა ყოფა აღუთქუა მათ, უტყველმან ქრისტემან ღმერთმან, და მაცხოვარმან სულთა ჩუენთამან:

 

 

განმანათლებელი ხმა 2:

 

ლოდსა მას რა, გარდაგორვებულსა კარისაგან საფლავისა, ხედვიდეს დედანი, იხარებდეს, რამეთუ იხილეს ჭაბუკი მჯდომარე საფლავსა შინა, და ჰრქვა მათ: აჰა აღდგომილ არს ქრისტე! წარვედით და უთხართ მოწაფეთა და პეტრეს. მიისწრაფეთ გალილეას და მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ, საყვარელთა მეგობართა თვისთა, და ყოველსა სოფელსა ახარეთ:

 

ღმრთისმშობელისა

 

უპირატეს მუცლადღებისა შენისა ქრისტე, მოართვა ქალწულსა ანგელოზმან გიხაროდენი, და ანგელოზმანვე ლოდი საფლავისა შენისა გარდააგორვა. ერთმან უკუე ქადაგმან, მწუხარებისა წილ სიხარულისა გამოუთქმელისა სასწაულისამან, ხოლო მეორემან სიკდილისა წილ შენ ცხოვრებისმომცემელისა მადიდებელმან, და დედათა მიმართ და მესაიდუმლოეთა მეტყუელმან აღდგომისამან:

 

საცისკრო გერი, ხმა 2

 

მარიამის თანა ნელსაცხებელითა მოვიდეს დედანი და განიზრახვიდეს რა იგინი, ვითარ ღირს იქმნეს ხილვად საწადელისა. აღებულ იქმნა ლოდი, და საღმრთომან ჭაბუკმან დააცხრო გლოვაი მათი, და შფოთი სულისა მათისა, რამეთუ ჰრქუა მათ: აღდგა ქრისტე უფალი, და აწ უქადაგეთ ქადაგთა მისთა, რათა წარვიდენ გალილეას და მუნ იხილონ იგი მკუდრეთით აღდგომილი, ვითარცა ღმერთ არს:

 

 

განმანათლებელი ხმა 3:

 

ქრისტეს აღდგომასა ნუმცა ვინ არს ურწმუნო, რამეთუ ეჩუენა მარიამს და მერმე დაბად მიმავალთა მათ, და კუალად ეჩუენა ათერთმეტთა მათ მოციქულთა მსხდომარეთა, და უბრძანა წარსლვაი და ნათლისცემად წარმართთა, და ურწმუნოებისათვის აყვედრა, და ძალი და ხელმწიფება მისცა, და ზეცას დიდებით ამაღლდა. ხოლო იყვნეს სიტყვანი მისნი დამტკიცებულ ძალთაგან, რომელნი შეუდგეს ქადაგთა მათ:

 

ღმრთისმშობელისა

 

აღმობრწყინვებულო მზეო, ვითარ სასძლოდ სიძეო, დღეს საფლავისა და ჯოჯოხეთისა წარმომტყვენელო და სიკუდილისა განმაქარვებელო, მეოხებითა მშობელისა შენისათა, ნათელი შენი გარდამოგვივლინე ჩუენ, ნათელი განმანათლებელი გულთა და სულთა ჩუენთა, ნათელი ყოველთა მასწავლელი სვლად ალაგსა ბრძანებათა შენთასა, და გზათა მშვიდობისათა:

 

საცისკრო გერი, ხმა 3

 

მაგდალინელი რა მარიამ იხარებდა მკუდრეთით აღდგომისა ქრისტესსა, და ჩუენებასა მას მისსა ურწმუნოებისათვის იყვედრნეს მოწაფენი, და გულფიცხელობისა. არამედ სასწაულთა მიერ და საკვირეველებათა მათ შეჭურვილნი ქადაგად რა წარივლინეს. ხოლო შენ ყოვლადძლიერო, მამისა ნათლისა ამაღლდი, და იგინი გქადაგებდეს, და სტყვასა მას ძალნი დაამტკიცებდეს. ამისთვის უგალობთ აღდგომასა შენსა:

 

 

განმანათლებელი ხმა 4:

 

სათნოებათა მიერ განვბრწინდეთ, და ვიხილნეთ მოწევნულნი, ცხოვრებაშემოსილსა საფლავსა ელვარითა სამოსლითა კაცნი დედათა მახარებელად, მჭმუნვარეთა ქუეყანად მხედველთა. ვისწაოთ ცათა მეუფისა მის აღდგომაი, და ცხოვრებისა საფლავსა პეტრეს თანა მივრბიოდეთ, და ვიხილოთ საქმე იგი და გვიკვირდინ, და ქრისტეს თანა ვეგნეთ მარადის:

 

ღმრთისმშობელისა

 

გიხაროდენისა მირქუმითა გარდასცვალე მწუხარებაი პირველთა მამათა, უფალო, ნაცვლად რა შემოიყვანე სიხარული, აღდგომითა შენითა, სოფელსა შინა. ამას უკუე, ცხოვრებისმომცემელო, მშობელისა შენისა თანა ნათელი ჩუენ მგალობელთა შენთა, ნათელი მოწყალებისა შენისა, გარდამოგვივლინე მადიდებელთა. კაცთმოყვარეო ღმერთო და კაცო გამოუთქმელო, დიდება აღდგომასა შენსა:

 

საცისკრო გერი, ხმა 4

 

ცისკარსა მსთუად მოიწივნეს დედანი საფლავსა შენსა, ქრისტე მხსნელო ყოველთაო, არამედ გუამი შენი წმიდა არა ჰპოვეს. და ვითარ გამოეძიებდეს, აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს, სამოსლითა ელვარითა და ეტყოდეს მათ: რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა, რამეთუ აღდგა, მოიხსენენით სიტყუანი მისნი. და მოაქციეს და უქადაგეს მოციქულთა აღდგომაი უფლისა მკუდრეთით, და უჩნდეს სიტყუანი მათნი ვითარცა სიჩქურისანი, რამეთუ მწუხარებითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო პეტრე მირბიოდა საფლავად გულსმოდგინებით, და იხილა და დაუკვირდა, და ადიდებდა უფალსა:

 

 

განმანათლებელი ხმა 5:

 

ქრისტე ღმერთი, გზა ცხოვრებისა, აღდგა რა მკუდრეთით, მოგზაურ ექმნა ლუკას და კლეოპას, და განეცხადა ემმაუსს განტეხასა პურისასა. რომელთანი გულნი განხურვებულ იყვნეს, რაჟამს იგი გზასა ზედა გამოუთარგმანებდა წიგნთაგან ყოვლისათვის რომელი თავს იდუა. რომელთა თანა ხმა-ვყოთ, ვითარმედ: აღდგა უფალი და ეჩუენა სიმონ-პეტრეს, და აცხოვნა ყოველი სოფელი:

 

ღმრთისმშობელისა

 

ვუგალობ მოწყალებათა შენთა ურიცხვთა შემოქმედო ჩემო, რამეთუ წარმომაცალიერებელმან თავისა თვისისამან აღყვანებად განბოროტებულისა კაცთა ბუნებისამან, ღმრთად მყოფმან, სათნო იყავ წმიდისაგან საღმრთოსა ყრმაასა კაც-ყოფად, და შთასლვად ვიდრე ჯოჯოხეთადმდე. მნებებელ-იქმენ ცხოვრებად ჩემდა, მეოხებითა მშობელისა შენისათა, მეუფეო ყოვლადმოწყალეო:

 

საცისკრო გერი, ხმა 5

 

ჰოი ბრძენთა მათ განკითხუათა შენთა, ქრისტე ღ მერთო, რამეთუ პეტრეს ტილოთა ხოლო მიერ მიეც გულისხმისყოფაი აღდგომისათვის შენისა. და ლუკას და კლეოპას გზასა ზედა არა მეყვსეულად გამოეცხადე, რომლისათვის გეტყოდეს ყვედრებით, ვითარცა მწირსა და უმეცარსა, რა იგი იქმნა. არამედ შენ ასწავებდ მათ და წინასწარმეტყველებათა და წიგნთა საღმრთოთა განუმარტებდ. ხოლო პური რა აკურთხე ეცნობე მათ, რომელთანი პირველვე განხურვებულ იყვნეს გულნი, რაჟამს იგი ასწავებდ, ხოლო მათ მოწაფეთა შეკრებულთა განცხადებულად უქადაგეს აღდგომაი შენი ცხოველსმყოფელი, რომლითა შეგვიწყალენ ჩუენ:

 

 

განმანათლებელი ხმა 6:

 

რათა აჩუენო ბუნება კაცობრივი რომელი ჩუენგან მიიღე, შემდგომად აღდგომისა შენისა საზრდელისა მიღებაი თავს-იდევ და ქადაგთა მათ შენთა წმიდათა, ხელნი და ფერხნი უჩუენენ. ასწავე მათ და ზეცად ამაღლდი, და მოსლვაი სულისა აღუთქუ. ხოლო იგინი გქადაგებდეს და გაკურთხევდეს: ღმერთო და კაცო გამოუთქმელო, დიდება აღდგომასა შენსა:

 

ღმრთისმშობელისა

 

შემოქმედმან დაბადებულთამან, და ღმერთმან ყოველთამან, მიიღო ხორცნი კაცობრივნი ყოვლად-წმიდათა მიერ სისხლთა შენთა, ყოვლადწმიდაო ქალწულო და განაახლა განხრწნილი ბუნებაი ჩემი. ხოლო დაგმარხა შენ შემდგომად შობისა, ვითარცა პირველ შობისა. ამისთვისცა სარწმუნოებით შეგასხამთ შენ ყოველნი მხმობელნი: გიხაროდენ სოფლისა დედოფალო:

 

საცისკრო გერი, ხმა 6

 

შენ ხარ ქრისტე მშვიდობა საღმრთო და ჭეშმარიტი, და შემდგომად აღდგომისა მოწაფეთა შენთა მშვიდობაი მიეც. და რაჟამს გგონებდეს სულად, დააწყნარე შიში მათი და უჩუენენ მათ ხელნი და გვერდი, და ვიდრეღა იგი ურწმუნო იქმნნეს, საზრდელისა მიღებითა და მოძღვრებათა მოხსენებითა გონიერ-ჰყვენ, და მამისა აღთქმასა მოვლინებაი აღუთქუ მათ, და აკურთხენ და ამაღლდი ზეცად ყოვლადძლიერო:

 

 

განმანათლებელი ხმა 7:

 

ჰრქუა რა მარიამ აღებაი უფლისა, პეტრე და იოანე, ღირსნი, საფლავსა უფლისასა მიისწრაფდეს, და ჰპოვნეს ტილონი მდებარენი, და სუდარი, რომელი იყო თავსა მისსა მდებარე ერთსა ადგილსა. და კუალად წარვიდეს იგინი ვიდრემდე იხილეს ქრისტე ძლიერებით აღდგომილი ხელმწიფებით, და ყოველსა სოფელსა უქადაგეს აღდგომაი მისი დიდებული:

 

ღმრთისმშობელისა

 

დიდი და ყოვლადდიდებული ჰქმენ ჩემთვის მრავალმოწყალე ქრისტე ჩემო, რამეთუ ქალწულისაგან ყრმაასა იშევ გამოუთქმელად, და მიიღე ჯუარი, და სიკუდილისა თავსმდებელი აღდეგ დიდებით. და ბუნება ჩუენი სიკუდილისაგან განათავისუფლე. დიდება ქრისტე დიდებასა შენსა, დიდება ძალსა შენსა:

 

საცისკრო გერი, ხმა 7

 

ვიდრე ბნელღა იყო, საფლავად მოვიდა მარიამ და იხილა ლოდი აღებული, და უთხრა მოწაფეთა: აღიღეს უფალი ჩემი და არა უწყი სადა დასდვეს იგი. ხოლო პეტრე სხვისა მის მოწაფისა თანა მირავიდა, ტილოთა მიერ რწმენა აღდგომაი. და მოეხსენა, რამეთუ წერილთაებრ ჯერ იყო აღდგომაი მკუდრეთით მაცხოვრისა. და კუალად წარვიდეს რომელთა მიერ ჩუენცა გურწმენა, და გიგალობთ შენ: კაცთმოყვარეო უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ:

 

 

განმანათლებელი ხმა 8:

 

ორნი ანგელოზნი იხილნა დღეს მარიამ საფლავსა შინა, და ხორცათვის უფლისათა ეტყოდა, რამეთუ არა უწყოდა, უფალსა მემტილედ ხადოდა. უფალო უკუეთუ შენ აღიღე, მითხარ რათა წარმოვიღო იგი. და წოდებით იცნა რა, ვითარმედ უფალი არს, ფერხთა მისთა შეუვრდა, ხოლო მხსნელმან ჰრქუა: ნუ შემომეხები, რამეთუ მამისა აღვალ, და წარვედ და ძმათა ჩემთა ახარე:

 

ღმრთისმშობელისა

 

ერთი სამებისაგანი ჰშევ გამოეუთქმელად ყრმააო, მყოფი ორთა შინა ბუნებათა, მრჩობლი მოქმედებითა და მხოლო გუამოვნებითა. რომელსა ევედრე მარადის სარწმუნოებით თაყვანისმცემელთათვის, ხსნად ყოვლისაგან მტერთა ზედა დასხმისა, რამეთუ შენდამი მოვივლტით ყოველნი, დედოფალო ღმრთისმშობელო:

 

საცისკრო გერი, ხმა 8

 

ცრემლნი მხურვალენი მარიამისნი, შეიწირენ უფალო, და ღირს-ჰყავ იგი ანგელოზთა ხილვასა, და შენსა გამოცხადებასა, და რაჟამს იგი ენება შეხებად ფერხთა შენთა, არა აუფლე. არამედ შენთა მოწაფეთა ქადაგად წარავლინე, რომელთაცა ახარე მამისა და ღმრთისა აღსლვაი შენი, ვითარცა ამცენ მათ. რომელთა თანა ჩუენცა გამოგვიცხადე უფალო მოწყალებით და ღირსმყუენ დაუსჯელად წარდგომად წინაშე დიდებისა შენისა, დღესა მას დიდსა განკითხვისასა:

 

 

განმანათლებელი ხმა 9:

 

შერახუედ მხსნელო კართა მათ ხშულთა, სულითა ყოვლადწმიდითა აღავსენ მოციქულნი შენნი და მშვიდობითა, შეჰბერე რა და მიეც ხელმწიფებაი შეკვრად და განხსნად ცოდუათა ბრძანებითა. და შემდგომად რვისა დღისა, თომას ხელნი და გვერდი შენი უჩუენენ, რომლისათვის ჩუენცა გიღაღადებთ: შენ ხარ უფალი და ღმერთი ჩუენი, თანა მამით და სულით წმიდითურთ:

 

ღმრთისმშობელისა

 

იხილე რა ძე შენი, ღმრთისა სძალო, ყოვლადწმიდაო ქალწულო, აღდგომილი საფლავით მესამესა დღესა, დამტევებელმან ჭირისა ყოვლისამან, რომელი იგი მიიღენ ვითარცა დედამან, ხილვითა ვნებისა მისისათა, სიხარულითა აღვსებული მოწაფეთა თანა პატივისმცემელი უგალობდ მას, რომლისათვის აწ ღმრთისმშობლად აღმსარებელნი შენნი აცხოვნენ:

 

საცისკრო გერი, ხმა 9

 

მწუხრი ერთ-შაბათსა მას მოწაფეთა შორის დასდეგ, და საკვირველებითა საკვირველი დაამტკიცე, ბჭეთა ხშულთა შესლვითა, მკუდრეთით აღდგომაი შენი დღეს მაცხოვარ, და აღავსენ სიხარულითა მოციქულნი და სული წმიდა მიჰმადლე, და ხელმწიფება მიეც შენდობად ცოდუათა. და კუალად თომა ურწმუნეობითა დანთქმად არა აუფლე, არამედ უჩუენენ მას ხელნი და გუერდნი შენი, და მორწმუნე-ჰყავ. მის თანა მოგუანიჭე ჩუენ ცოდუათა შენდობაი და გულისხმისყოფაი კეთილი, ღმერთო ჩუენო და შეგვიწყალენ ჩუენ:

 

 

განმანათლებელი ხმა 10:

 

ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა, იყვნეს რა ერთად პეტრე და ძენი ზებედესნი, და ნათანაელ და თომა მარჩბივი, და სხვანი ორნი მოწაფენი ნადირობად, ბრძანებითა ქრისტესითა მარჯვენით-კერძო სდვეს ბადეი, და თევზთა სიმრავლე შეაწყვდიეს, და იცნეს რა მხსნელი, პეტრე წყალთა ზედა იწყო სვლად, და ჰპოვეს ნაკვერცხალი თევზითურთ და პური, რაჟამს სამგზის გამოეცხადა მათ უფალი:

 

ღმრთისმშობელისა

 

აღდგომილსა უფალსა საფლავით მესამესა დღესა, ევედრე ქალწულო მგალობელთა შენთათვის და სურვილით მნატრელთა, რამეთუ შენ გვივი ყოველთა ცხოვრებისა შესავედრებელ, და მისსა მიმართ შუამდგომელ. და რამეთუ სამკვიდრებელნი და მონანი შენნი ვართ ღმრთისმშობელო, და შეწევნასა შენსა მივხედავთ ყოველნი:

 

საცისკრო გერი, ხმა 10

 

შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა შენისა, განყოფისა შენისათვის სურვიელნი უფალო მოწაფენი შენი წარვიდეს ნადირობად თევზისა, არამედ ვერა იპყრეს ვიდრემდის არა მიხუედ და უბრძანე მარჯვენით-დება ბადისა. და სიტყვა შენი საქმე იქმნა, და სიმრავლე თევზისა ფრიადი, შეაწყუდიეს ბრძანებითა შენითა, და სერი უცხო მზა იპოვა ქუეყანასა ზედა. რომლისა იგი ზიარ-ჰყვენ მაშინ მოწაფენი შენნი, არამედ და ჩუენცა ღირს-მყვენ საცნაურად შუებად კაცთმოყვარეო, უხწნელსა მას ცხოვრებასა სასუფეველსა ცათასა:

 

 

განმანათლებელი ხმა 11:

 

შემდგომად წმიდისა აღდგომისა, სამგზის ჰკითხა რა უფალმან პეტრეს, და თვისთა ცხოვართა მწყემსთმთავრად გამოაჩინა. და მან იხილა რა სიყუარული, ჰკითხა ქრისტესა ვითარმედ, ესერა მიუგო უკეთუ მინდეს ეგოს ეგე, ვიდრე მეორედ მოსლვადმდე, შენდა რა არს, შენ შემომიდეგ მე. საკვირველთმოქმედო ქრისტე ღმერთო ჩუენო, და სიბრძნით განმგებელო ყოვლისაო, მხოლოო სახიერ, დიდება შენდა:

 

ღმრთისმშობელისა

 

ჰოი საშინელი საიდუმლო, ჰოი საკვირველი ყოვლადდიდებული, რამეთუ წარწყმდა სიკუდილითა სიკუდილი ყოვლითურთ. ვინ უკუე არა უგალობდეს და ვინ არა თაყვანის-სცემდეს აღდგომასა შენსა სიტყვაო, და ხორცითა უბიწოდ მშობელსა შენსა ღმრთისმშობელსა. რომლისა ოხითა გვიხსნენ ყოველნი გეენიისაგან:

 

საცისკრო გერი, ხმა 11

 

გამოუცხადა თავი თვისი მაცხოვარმან მოწაფეთა, შემდგომად აღდგომისა. ხოლო შენ სიმონ მოგცა ცხოვართა თვისთა მწყსაი, და სამგზის ბძანებითა, ნაცლვად სიყუარულისა თვისისა, და ითოხვდა შენგან ჩუენებად ზრუნვასა და მოღვაწებასა მწყემსისასა. ვინაცა გეტყოდა შენ ვითარმედ: უკუეთუ გიყვარ დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი, და კუალად ვითარ აძოენ კრავნი ჩემნი, რომელ მოვიგენ. და შენ სიყუარულისა წესითა სხვისა მის მოწაფისთვის იკითხევდ. რომელთა ოხითა სამწყსოი შენი იხსენ განმრყვნელთა მგელთაგან.