უკეთუ იყოს დიდმარჴჳაჲ:
და წართქუან ორნი ესე ფსალმუნნი.
ჴოლო უკეთუ მარჴჳაჲ არა იყოს, შემდგომად კურთჴეულ-არსისა მეყსეულად ჳიტყჳთ: მოჳედით, თაყუანის-ჳსცეთ 3-გზის, და შეჳუდგენთ ფსალმუნთა ამათ:
ფსალმუნი 19
1. შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
2. მოავლინენ შენდა შემწე წმიდით მისით და სიონით გამო ჴელი აღგიპყარნ შენ;
3. მოიჴსენედ ყოველნი მსხუერპლნი შენნი და ყოვლადდასაწველნი შენნი განაპოხენ.
4. მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა და ყოველი ზრახვა შენი აღგისრულენ.
5. ვიხარებდეთ ჩუენ მაცხოვარებითა შენითა და სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა ჩუენ განვდიდნეთ;
6. აღგისრულენ უფალმან ყოველი თხოვაჲ შენი. აწ გულისჴმა-ყავ, რამეთუ აცხოვნა უფალმან ცხებული თჳსი და შეისმინოს მისი ზეცით წმიდით მისით; ძლიერებით არს ცხორებაჲ მარჯუენისა მისისა.
7. ესენი ეტლებითა და ესენი ჰუნებითა, ხოლო ჩუენ სახელითა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲთა ვხადოდით.
8. იგინი შებრკოლდეს და დაეცნეს, ხოლო ჩუენ აღვდეგით და აღვემართენით.
9. უფალო, აცხოვნე მეფე და ისმინე ჩუენი დღესა მას, რომელსაცა გხადოდით შენ.
ფსალმუნი 20
1. უფალო, ძალითა შენითა იხარებდეს მეფე და მაცხოვარებითა შენითა იშუებდეს ფრიად.
2. გულისთქმა გულისა მისისა მიეც მას და ნებაჲ ბაგეთა მისთა არა დააკლე მას.
3. რამეთუ მისწიფე იგი კურთხევასა სიტკბოებისასა, დაადგ თავსა მისსა გჳრგჳნი ქვისა მისგან პატიოსნისა.
4. ცხორებაი გთხოვა შენ და მიეც მას განგრძობაი დღეთაი უკუნითი უკუნისამდე.
5. დიდ არს დიდებაჲ მისი მაცხოვარებითა შენითა, დიდებაჲ და დიდად შუენიერებაჲ დაადგ მას ზედა;
6. რამეთუ მისცე მას კურთხევა უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისაჲთა.
7. რამეთუ მეუფე ესავს უფალსა და წყალობითა მაღლისაჲთა არა იძრას.
8. იპოვენ ჴელი შენი ყოველთა ზედა მტერთა შენთა და მარჯუენემან შენმან პოვნეს ყოველნი მოძალენი შენნი.
9. რამეთუ დაასხნე იგინი, ვითარცა საჴუმილი ცეცხლისა ჟამსა პირისა შენისასა; უფალმან რისხვითა მისითა შეაძრწუნნეს იგინი და ცეცხლმან შეჭამნეს იგინი.
10. ნაყოფი მათი ქუეყანისაგან წარწყმიდო და ნათესავი მათი ძეთა კაცთაგან.
11. რამეთუ მოაქციეს შენ ზედა ბოროტებით, იზრახნეს ზრახვანი, რომელთა ვერ უძლონ დამტკიცებად.
12. რამეთუ დასხნე იგინი ზურგით და ნეშტთა შენთა შორის განჰმზადო პირი მათი.
13. ამაღლდი, უფალო, ძალითა შენითა, უგალობდე და ვაქებდე ძლიერებათა შენთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
მღდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ.
და ზედა მუჴლები ესე:
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი, ძლევაჲ ჯუარითა ბარბაროზთა ზედა კეთილ-მორწმუნესა ერსა ჩუენსა მოანიჭე და საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რაჲთა ვიტყოდეთ: უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიდებაჲ
რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა წყალობანი შენნი მოანიჭენ, ქრისტე ღმერთო, ახარენ ძალითა შენითა მორწმუნენი მთავარნი და ჴელისუფალნი ჩუენნი, და ძლევაჲ მომადლე მათ მბრძოლთა მიმართ, რომელთა თანა-შემწედ აქუს საჭურველი მშჳდობისაჲ, უძლეველი საძლეველი, ჯუარი შენო ყოვლად-ძლიერი.
აწ და
შესავედრებელო საშინელო, ურცხუენელო, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო, სახიერო მცველო უბრძოლველო, მიითუალე ვედრებაჲ ჩუენ უღირსთა ამათ, დაამტკიცე მართლმადიდებლობაჲ, აცხოვნე რომელთაჲ – იგი ჰბრძანე მეფობაჲ, და ზეგარდამო ძლევაჲ მოანიჭე მათ ქრისტეს ღმრთისა მიერ, რომელი ჰშევ შენ, მხოლოო კურთხეულო.
დიაკონი: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ 3-გზის
დიაკონი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოსჲს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-ტფილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭჳნთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა და მამისა ჩუენისა ილიასათჳს. და ყოვლად-სამღდელოჲსა მიტროპოლიტისა (ანუ ეპისკოპოსისა, მოიჴსენოს სახელით სამწყსოჲსა მის მღდელთმოძღუარი), და ყოველთა ქრისტეს-მიერთა ძმათა ჩუენთათჳს.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ 3-გზის
დიაკონი: მერმეცა გევედრებით კეთილმორწმუნისა ერისა შენისა და მთავრობისა მისისათჳს.
გუნდი: უფალო შეგვიწყალენ 3-გზის
მღვდელი: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.
გუნდი: ამინ! სახელითა უფლისათა გვაკურთხენ, მამაო.
მღდელმან: დიდებაჲ წმიდასა და ერთარსსა და ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.
გუნდი: ამენ!