მწუხრის ჟამი:
- „მოვედით თაყვანის-ვჰსცეთ“ 3-გზის
- „აკურთხევს სული ჩემი უფალსა - კურთხეულ ხარ შენ უფალო." (103-ე ფსალმუნი)
- დიდი კვერექსი
- რიგითი კანონი
- მცირე კვერექსი
- „უფალო ღაღად-ვჰყავ“-სა ზედა დასდებლები - 6 მუხლად:
წმიდათა - 3 მუხლი
მიცვალებულთა - 3 მუხლი
"დიდება": წმიდისა
"აწ და" ღმრთისმშობლის(მიმდინარე ხმისა)
- შესვლა საცეცხლურით - არ აღესრულება.
- „ნათელო მხიარულო წმიდისა დიდებისა უკვდავისა მამისა ზეცათასა. წმიდისა ნეტარისაო იესო ქრისტე. მოსრულნი დასვლასა მზისასა მხილველნი ნათლისა სამწუხროსა ვაქებთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა ღმერთსა. ღირსმცა-ხარ ყოველსა ჟამსა გალობად შენდა ხმითა ტკბილითა ძეო ღმრთისაო ცხოვრებისმომცემელო, რომლისათვისცა ყოველი სოფელი შენ გადიდებს."
დიაკონი - მოხედენ.
მღვდელი: - მშვიდობა ყოველთა.
დიაკონი - სიბრძნით, მოხედენ. - წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა:
მედავითნე: - „და ღირს მყუენ ჩუენ უფალო, მწუხრსა ამას უცოდველად დაცუად ჩუენდა. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო, და ქებულ და დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ. იყავნ უფალო წყალობაჲ შენი ჩუენნზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ მეუფეო, გულისხმა- მიყავ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი. უფალო, წყალობაჲ შენი უკუნისამდე; ქმნულსა ხელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ. შენდა შუენის ქებაჲ, შენდა შუენის გალობაჲ, შენდა დიდებაჲ შუენის, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ."
- "სტიქარონსა" ზედა დასდებლები: მიცვალებულთა. ჩასართავები:
1. ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე“.
2. სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მათმან დაიმკვიდროს ქვეყანა.
"დიდება": წმიდათა
"აწ და" ღმრთისმშობლისა დიდების ხმის მიხედვით
- "აწ განუტევე მონა შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა."
- "წმიდაო ღმერთო" - "მამაო ჩვენო"
"წმიდანო დიდებულნო მოციქულნო, წინაისწარმეტყველნო, მღდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, რომელთა ღუაწლი კეთილად მოიღუაწეთ და სარწმუნოებაი დაიმარხეთ, კადნიერებაი გაქუსთ მაცხოვრისა წინაშე; მას ევედრენით, სანატრელნო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა."
"დიდება“
"მოიხსენენ, უფალო, ვითარცა სახიერ ხარ, წყალობით მონანი შენნი, რაოდენიცა სოფელსა შინა სცოდეს შეუნდევ, რამეთუ არავინ არს უცოდველ, გარნა შენ მხოლოო, რომელსა ძალგიძს მიცემად განსვენებაი."
„აწ და“
"წმიდაო დედაო უხრწნელისა ნათლისაო, ანგელოსთა გალობითა გაქებთ და გადიდებთ შენ, მეოხ-გვეყავ ჩვენ."
- მრჩობლი კვერექსი. 1-2 მუხლების გარეშე
მედავითნე: ამინ!
"იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ, ამიერითგან და უკუნისამდე" - 3-გზის
ფსალმუნი 33 (10 მუხლი)
1. ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაი მისი პირსა ჩემსა.
2. უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშვიდთა და იხარებდენ.
3. განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.
4. გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიხსნა მე.
5. მოვედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუენეს.
6. ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი.
7. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნეს იგინი.
8. განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.
9. გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა.
10. მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.
მღვდელი: „დიდება წმიდასა და ერთარსსა, და ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.
ცისკრის ჟამნი:
- „ღმერთი უფალი“- ს ნაცვლად იგალობება `ალილუია“ - 3-გზის თავისი მუხლებით:
1. "ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო".
2. "და სახსენებელი მათი თესლითი თესლადმდე".
3. "სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს".
ტროპარი შვიდეულის დღისა:
"წმიდანო დიდებულნო მოციქულნო, წინაისწარმეტყველნო, მღდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, რომელთა ღუაწლი კეთილად მოიღუაწეთ და სარწმუნოებაი დაიმარხეთ, კადნიერებაი გაქუსთ მაცხოვრისა წინაშე; მას ევედრენით, სანატრელნო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა." - 2-გზის.
"დიდება“
"მოიხსენენ, უფალო, ვითარცა სახიერ ხარ, წყალობით მმონანი შენნი, რაოდენიცა სოფელსა შინა სცოდეს შეუნდევ, რამეთუ არავინ არს უცოდველ, გარნა შენ მხოლოო, რომელსა ძალგიძს მიცემად განსვენებაი."
„აწ და“
"წმიდაო დედაო უხრწნელისა ნათლისაო, ანგელოსთა გალობითა გაქებთ და გადიდებთ შენ, მეოხ-გვეყავ ჩვენ."
- I რიგითი კანონის შემდეგ მცირე კვერექსი.
- წარდგომები შემდგომად I სტიქოლოღიისა (პარაკლიტონიდან).
მოწამეთა 2 მუხლი შემდგომად I სტიქოლოღიის წარდგომიდან.
ჩასართავი: `საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა“.
მოწამეთა 1 მუხლი შემდგომად II სტიქოლოღიის წარდგომიდან.
ჩასართავი: `ნეტარ არს რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე“.
მიცვალებულთა 1 მუხლი შემდგომად II სტიქოლოღიის წარდგომიდან.
"დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა შემდგომად II სტიქოლოღიის წარდგომიდან (პარაკლიტონიდან).
- მე-17კანონის I ნაწილი დავითნიდან (ბოლო მუხლი: უკუნისამდე არა დავივიწყნე...“ - წაიკითხება 3 გზის).
ჩასართავი: `კურთხეულ-ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
- მიცვალებულთა კვერექსი (მცირე).
- მე-17კანონის მე-2 ნაწილი დავითნიდან (ბოლო მუხლი: შევსცეთი მე ვითარცა...“ - წაიკითხება 3 გზის).
- შემდგომად მე-17 კანონისა, წაიკითხება ან იგალობება:
კურთხეულ ხარ შენ უფალო და ტროპარები შემდგომად ნეტარარიანისა“
- მიცვალებულთა კვერექსი (მცირე).
წარდგომა: "განუსვენე მაცხოვარო ჩვენო მართალთა თანა მონათა შენთა და ესენი დაამკვიდრენ ეზოთა შინა შენთა, ვითარცა წერილ არს უგულებელს-ჰყვენ ვითარცა სახიერ ხარ, შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი და ყოველნივე მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილი კაცთმოყვარე“ (ჴმა V).
„დიდება“ "აწ და“
"რომელი ქალწულისაგან აღმოუბრწყინდი სოფელსა და მის მიერ ძედ ნათლისა გამოგვაჩინენ ჩვენ, შეგვიწყალენ ჩვენ ყოვლადძლიერო ღმერთო“
საცისკრო კანონთა 9 ოდა (გალობა)
თუ ტაძარი მაცხოვრის ან ღმრთისმშობლის სახელობისაა:
I კანონი ტაძრისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი ღირსისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი მიცვალებულთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
თუ ტაძარი წმიდის სახელობისაა:
I კანონი ღირსისა - 6 მუხლად (ძლისპირი 2-გზის).
II კანონი ტაძრისა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
III კანონი მიცვალებულთა - 4 მუხლად (ძლისპირის გარეშე).
- კატავასია: მხოლოდ III, VI, VIII და IX ოდების (გალობების) შემდგომ მიცვალებულთა კანონის ძლისპირი.
- "უმცირესი“- "უფალსა უგალობდით“.
- შემდგომად „განძლიერდასა“ (III გალობისა):
- კონდაკი და იკოსი წმიდისა.
- წარდგომა წმიდისა.
"დიდება“ "აწ და“ იგივე.
-შემდგომად „ღაღადყავსა“ (VIგალობისა)
- მიცვალებულთა კვერექსი (მცირე).
- კონდაკი: "წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარებაი, არცა ურვაი, არცა სულთქუმაი, არამედ სიხარული და ცხორებაი იგი დაუსრულებელი."
- იკოსი: "შენ მხოლო ხარ უკუდავი, ყოვლადძლიერო, რომელმან ეგე შეჰქმენ კაცნი და დაჰბადენ, ხოლო კაცნი ქვეყანით დავიბადენით და კუალად მუნვე ქუეყანად და მიწად მივიქცევით ჩუენ, ვითარ იგი სთქუ შე-მოქმედმან ჩემმან და მიბრძანე: ვითარმედ მიწა ხარ შენ და მიწადვე მიიქეც, სადა იგი მივიქცევით ყოველნი მოკუდავნი, ვინაიცა დაფლვისა ჩუენისა გოდებასა ვჰგოდებთ და გალობით ვღაღადებთ და ვიტყვით საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია“.
მერვე გალობის ტროპარების შემდეგ იგალობება:
დიდების წილ: ვაკურთხევთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უფალსა.
აწდა: ღმრთისმშობლის მუხლი.
ვაქებთ, ვაკურთხევთ, თაყვანის-ვცემთ უფალსა, უგალობთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
მერვე გალობის კატავასია
დიაკონი: ღმრთისმშობელსა დედასა ნათლისასა, გალობით ვადიდებდეთ.
- შემდგომ „აკურთხევდითსა“ (VIII გალობისა): „უპატიოსნესსა“.
- შემდგომ „ადიდებდითსა“ (IX გალობისა) - - „განმანათლებელი“ - შვიდეულის დღისა
„დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“
ღმრთისმშობლისა შვიდეულის დღისა.
- "აქებდითსა“ ზედა დასდებლები - 4 მუხლი
"დიდება“ „აწ და“ ღმრთისმშობლისა მისივე
- თხოვნითი კვერექსი:
დიაკონი - „აღვუსრულოთ საცისკრო ვედრებაი ჩვენი უფალსა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.
დიაკონი - „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“.
დიაკონი - „მწუხრი ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშვიდობით, და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.
დიაკონი - „ანგელოსი მშვიდობისა, სარწმუნო წინა-მძღუარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.
დიაკონი - „შენდობა და მოტევება ცოდვათა, და უსჯულოებათა ჩუენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.
დიაკონი - „კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩუენთანი, და მშვიდობაი სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.
დიაკონი - „შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩუენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.
დიაკონი - „ქრისტიანობითნი აღსასრულნი ცხოვრებისა ჩუენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი და კეთილი სიტყვის-გებაჲ წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ“.
გუნდი: „მოგვმადლენ უფალო“.
დიაკონი - „ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი, და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ“.
გუნდი: - „შენ უფალო“.
მღვდელი: ასამაღ.: „რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.
მღვდელი: - მშვიდობა ყოველთა.
გუნდი: - და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი - თავნი ჩუენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
გუნდი: შენ, უფალო.
მღვდელი: - საიდუმლოდ კითხულობს თავმოდრეკის ლოცვას:
რამეთუ შენი არს მოწყალება და მაცხოვარება, ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ.
- „აღვივსენითსა“ ზედა დასდებლები: მიცვალებულთა ჩასართავები:
1. ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო და სახსენებელი მათი იყოს თესლითი თესლამდე“.
2. `სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს“.
"დიდება“ წმიდისა.. "აწ და“ ღმრთისმშობლისა "რვა ხმათა“ (დღისა და "დიდების“ ხმის მიხედვით):
„კეთილ არს აღსარებად უფლისა“ 1-გზის.
"წმიდაო ღმერთო - მამაო ჩვენო"
ტროპარი შვიდეულის დღისა:
"წმიდანო დიდებულნო მოციქულნო, წინაისწარმეტყველნო, მღდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, რომელთა ღუაწლი კეთილად მოიღუაწეთ და სარწმუნოებაი დაიმარხეთ, კადნიერებაი გაქუსთ მაცხოვრისა წინაშე; მას ევედრენით, სანატრელნო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა." - 2-გზის.
"დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,“
"მოიხსენენ, უფალო, ვითარცა სახიერ ხარ, წყალობით მმონანი შენნი, რაოდენიცა სოფელსა შინა სცოდეს შეუნდევ, რამეთუ არავინ არს უცოდველ, გარნა შენ მხოლოო, რომელსა ძალგიძს მიცემად განსვენებაი."
„აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“
"წმიდაო დედაო უხრწნელისა ნათლისაო, ანგელოსთა გალობითა გაქებთ და გადიდებთ შენ, მეოხ-გვეყავ ჩვენ."
მრჩობლი კვერექსი.
დიაკონი - „შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.
დიაკონი - „მერმეცა გევედრებით ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.
დიაკონი - „მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა ილიასათვის და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.
დიაკონი - „მერმეცა გევედრებით, სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა, და ყოველთა პირველდაძინებულთა მამათა და ძმათა აქა მდებარეთა, და ყოველთა მართლმადიდებელთათვის“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.
დიაკონი - „მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა, და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა ძმათა წმიდისა ამის ტაძრისათა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.
დიაკონი - „მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთა და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა“.
გუნდი: „უფალო შეგვიწყალენ“. – 3-გზის.
მღვდელი: - ასამაღ.: „რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“.
გუნდი: - ამინ.
დიაკონი: სიბრძნით.
გუნდი: სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
მღვდელი: რომელი კურთხეულ არს ქრისტე ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
გუნდი: ამინ. დაამტკიცე, ღმერთო, და განაძლიერე ღმრთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი, წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოება და მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, უკუნითი უკუნისამდე.
მღვდელი: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ.
გუნდი: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღვდელი: დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.
გუნდი: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
მღვდელი ჰყოფს განტევებას კვირიაკესა ესრეთ:
მკვდრეთით აღდგომილმან, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, წმიდისა (ვისი სახელობისაც არის ტაძარი, და წმინდანისა, ვისი ხსენებაც აღესრულება), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს, და კაცთმოყუარე.
გუნდი: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
ჟამებზე:
ტროპარები შვიდეულის დღისა:
"წმიდანო დიდებულნო მოციქულნო, წინაისწარმეტყველნო, მღდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, რომელთა ღუაწლი კეთილად მოიღუაწეთ და სარწმუნოებაი დაიმარხეთ, კადნიერებაი გაქუსთ მაცხოვრისა წინაშე; მას ევედრენით, სანატრელნო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა."
"დიდება“:
"მოიხსენენ, უფალო, ვითარცა სახიერ ხარ, წყალობით მმონანი შენნი, რაოდენიცა სოფელსა შინა სცოდეს შეუნდევ, რამეთუ არავინ არს უცოდველ, გარნა შენ მხოლოო, რომელსა ძალგიძს მიცემად განსვენებაი."
„აწ და“
წმ. იოანე ოქროპირის საღმრთო ლიტურგია:
- „სადაგი დღის ანტიფონები“. თუ არა აქვს მომიხსენენის მუხლები.
- „გამომსახველობითი ანტიფონები“.
- "ნეტარებების“ გალობის დროს ჩაერთვის „მომიხსენენი“ - 6 მუხლად (პარაკლიტონიდან).
შესვლად:
ტროპარი შვიდეულის დღისა:
"წმიდანო დიდებულნო მოციქულნო, წინაისწარმეტყველნო, მღდელმთავარნო, მოწამენო და ნეტარნო მამანო, რომელთა ღუაწლი კეთილად მოიღუაწეთ და სარწმუნოებაი დაიმარხეთ, კადნიერებაი გაქუსთ მაცხოვრისა წინაშე; მას ევედრენით, სანატრელნო, ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა." - 2-გზის.
"მოიხსენენ, უფალო, ვითარცა სახიერ ხარ, წყალობით მმონანი შენნი, რაოდენიცა სოფელსა შინა სცოდეს შეუნდევ, რამეთუ არავინ არს უცოდველ, გარნა შენ მხოლოო, რომელსა ძალგიძს მიცემად განსვენებაი."
"დიდება“
"წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, სულთა მონათა და მხევალთა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარებაი, არცა ურვაი, არცა სულთქუმაი, არამედ სიხარული და ცხორებაი იგი დაუსრულებელი."
„აწ და“
შენ ხარ ზღუდე ჩვენი და ნავთსაყუდელი და მეოხი კეთილად შემწყნარებელი მისა მიმართ, რომელი ჰშევ შენ, ღმრთისმშობელო უსძლოო, მორწმუნეთა ცხოვრებაო.“ (ჟამნიდან).
წარდგომა, ალილუია და განიცადე - დღისა და მიცვალებულთა.
სამოციქულო და სახარება - დღისა და მიცვალებულთა.
წარდგომა (ხმა VI): „იხარებდით უფლისა მიმართ და იშვებდით მართალნი“.
მუხლი (ხმა VI): „ნეტარ არიან რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანნი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი“.
წარდგომა (ხმაVI): „სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენოს“.
ალილუია (ხმა VI) "ხმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იხსნა იგინი“.
განიცადე: "იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება“.