მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სადაგი დღის ანტიფონები

 

I ანტიფონი

 

კურთხეულ არს აღსარება უფლისა.
მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მაცხოვარ, გვაცხოვნე ჩვენ

კურთხეულ არს აღსარება უფლისა, და გალობად სახელსა შენსა მაღალო.
მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მაცხოვარ, გვაცხოვნე ჩვენ

მითხრობად ცისკარს წყალობა შენი, და ჭეშმარიტება შენი ღამედ-ღამედ.
მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მაცხოვარ, გვაცხოვნე ჩვენ

რამეთუ მართალ არს უფალი ღმერთი ჩვენი, და არა არს სიცრუე მისთანა.
მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მაცხოვარ, გვაცხოვნე ჩვენ

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მაცხოვარ, გვაცხოვნე ჩვენ

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
მეოხებითა ღვთისმშობელისათა, მაცხოვარ, გვაცხოვნე ჩვენ

 

 

II ანტიფონი

 

უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა.
მეოხებითა წმიდათა შენთათა, მაცხოვარ, გვაცხოვნე ჩვენ.

უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა, შეიმოსა უფალმან ძალი და გარეშეირტყა.
მეოხებითა წმიდათა შენთათა, მაცხოვარ, გვაცხოვნე ჩვენ.

რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.
მეოხებითა წმიდათა შენთათა, მაცხოვარ, გვაცხოვნე ჩვენ.

წამებანი შენნი, უფალო, სარწმუნო იქმნენ ფრიად: სახლსა შენსა შვენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა შინა დღეთასა.
მეოხებითა წმიდათა შენთათა, მაცხოვარ, გვაცხოვნე ჩვენ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

მხოლოდშობილო, ძეო და ღვთისა სიტყვაო უკვდავო არსებავ! რომელმან ჩვენისა ცხოვრებისათვის ხორცნი შეისხენ, სულისაგან წმიდისა და მარიამისგან ქალწულისა უქცეველად განკაცნენ და ჯვარს ეცვი, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნე, ერთო წმიდისა სამებისაო, მამისა და ყოვლადწმიდისა სულისა თანა დიდებულო, გვაცხოვნენ ჩვენ!

 

 

III ანტიფონი

 

მოვედით უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდთ ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩვენისა.
გვაცხოვნენ ჩვენ, ძეო ღმრთისაო, წმიდათა შორის საკვირველო, მგალობელნი შენნი: ალილუია.

აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა, და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას.
გვაცხოვნენ ჩვენ, ძეო ღმრთისაო, წმიდათა შორის საკვირველო, მგალობელნი შენნი: ალილუია.

რამეთუ ღმერთი დიდ-არს, და მეუფე დიდ-არს ყოველსა ქვეყანასა-ზედა.
გვაცხოვნენ ჩვენ, ძეო ღმრთისაო, წმიდათა შორის საკვირველო, მგალობელნი შენნი: ალილუია.

რამეთუ ხელსა შინა მისსა არიან კიდენი ქვეყანისანი, და სიმაღლენი მთათანი მისნი არიან.
გვაცხოვნენ ჩვენ, ძეო ღმრთისაო, წმიდათა შორის საკვირველო, მგალობელნი შენნი: ალილუია.

რამეთუ მისი არს ზღვა, და მან შექმნა იგი, და ხმელი ხელთა მისთა დაბადნეს.
გვაცხოვნენ ჩვენ, ძეო ღმრთისაო, წმიდათა შორის საკვირველო, მგალობელნი შენნი: ალილუია.